საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
თამარ

2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალი. ე

2001-2002 წლებში მუშაობდა მოზარდთა განვითარების ცენტრში იურისტად; 2003-2005 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი; 2006-2007 წლებში მოხალისე ადამიანის უფლებათა ევროპულ ცენტრში. 2008 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. ამავე წელს იყო ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებელი მონტენეგროში. 2011 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მოკლევადიანი ექსპერტი. 2011-2013 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ (UNDP), "ადამიანის უფლებებისა და მართმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამა", პროექტის კოორდინატორი. 2013-2015 წლებში ევროკავშირის პროექტ "სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა", გუნდის ლიდერი.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1979

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ ქუთაისში აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამებზე

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ ქუთაისში აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების შემდეგ პროგრამებზე:

 

  • სალაროს ოპერაციების განხორციელება სავაჭრო ობიექტებში;
  • სადღესასწაულო ღონისძიების დაგეგმვა;
  • საწყობის ლოგისტიკის ოპერატორი.

 

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს სასურველ პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

 

ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს მისთვის სასურველი პროგრამის სახელწოდება.

 

ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თითოეული პროგრამის განხორციელების ვადების, ხანგრძლივობის, მისაღევი შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

სრულად

ბრძანების N:

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

ყველა პროფესიულ სტუდენტს, მსმენელს, კურსდამთავრებულს და მასწავლებელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის გუნდის სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს საუკეთესო სურვილებით!!!

სრულად

ბრძანების N:

საჯარო ლექცია „თავისუფლების იდეა და ბერძნული სამყარო“

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 28 მარტს მართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თავისუფლების იდეა და ბერძნული სამყარო“,  თავისუფლების გაგება ლიტერატურაში, ფილოსოფიასა და ხელოვნებაში, ისტორიული პერსპექტივა, და ეტიმოლოგიური მხარე.

 

 მომხსენებელი:

 თათია მთვარელიძე 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა.

 შეხვედრა გაიმართება online ფორმატით, zoom პლატფორმის საშუალებით.
 შეხვედრის zoom ლინკი:
https://us02web.zoom.us/j/86367036013...

 28 მარტს, 
 15:00 საათზე

 დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7  მუხლის  მე-2  პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 239/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 23 თებერვლის №52/01-01 ბრძანების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2022 წლის 9 მარტის №5069/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 21 მარტის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ლევან საბაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანული ოქრუაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლეილა ღუდუშაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გიორგი ცაავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მერაბ ჯიქია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ კბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 23/2022

STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. 
 

აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, დოქტორი ჰალილ გუვენი, თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები შეხვდნენ. აბიტურიენტები თსუ ქიმიის ლაბორატორიებს გაეცვნენ და სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.
 

ღია კარის დღეზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოლიდარობა და განაცხადა, რომ თსუ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიცია ღიად გამოხატა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამაც (EUA), რომლის წევრიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი თანაგრძნობა ჩვენი უკრაინელი კოლეგების, პროფესორების, სტუდენტების მიმართ; ვუამბეთ ახალგაზრდებს, თუ რას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად. იგეგმება, უფრო მეტის გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ უკრაინელი სტუდენტები, შეძლებისდაგვარად დავასაქმოთ პროფესორები,“ - განაცხადა რექტორმა. მისივე თქმით, სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული სტანდარტები უდევს საფუძვლად პირველ ქართულ უნივერსიტეტს. 
 

გიორგი შარვაშიძის თქმით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც თსუ-ში ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. „ახალგაზრდები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებას. ეს იქნება პირველი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირტებას გაივლის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა მან.
 

ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს ონლაინ მიესალმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე პროვოსტი, ქიმია-ბიოქიმიის საპატიო პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ტონგი და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა აძლევს ახალგაზრდებს. 
 

აბიტურიენტებთან შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა თსუ სტუდენტების საერთაშორისო კომპანიებში  დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდებიან. რაც უაღრესად ხელსაყრელია  დღევანდელ ვითარებაში, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიები და კვალიფიციური ცოდნა ფარმაციაში,“- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.
 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორის ნოდარ სურგულაძის თქმით,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში საქართველოს განათლებაში 40 მილიონი დოლარის ამერიკული ინვესტიცია განახორციელა. ფონდის პირველი მიზანი, ქართულ უნივერსიტეტებში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იყო. „თსუ კურსდამთავრებულები მიიღებენ იმ ტიპის განათლებას, რომელსაც სტუდენტები სან-დიეგოს უნივერსიტეტში, კალიფორნიაში იღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დასაქმდნენ თავიანთი სპეციალობის შესაბამისად და კონკურენტუნარიანი იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“- განაცხადა ნოდარ სურგულაძემ. 
 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „ინფრასტრუქტურა, რომელიც მოაწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ფაკულტეტზე, არის ფასდაუდებელი საჩუქარი. ასევე, მეორე კორპუსში არსებული ქიმიის სხვა სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების რემონტი უკვე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ სტუდენტებს, როგორც სან დიეგოს ლაბორატორიები, ისე თსუ-ს სხვა ლაბორატორიებიც მოემსახურება. ასე რომ აბიტურიენტებს ყველანაირი საფუძველი და მოტივაცია აქვთ რომ თსუ ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთონ არჩევანი,“- განაცხადა რამაზ ხომერიკმა.
 

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჯიბუტმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს, მან ისაუბრა  სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ. 
 

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მებაღიშვილი თსუ-ს თანაკლასელებთან ერთად ესტუმრა და სახალისო ექსპერიმენტებში მიიღო მონაწილეობა: „მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. მოვუსმინე თითოეულ მომხსენებელს და დღეს კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავაბარო თსუ-ში და გავიღრმავო ცოდნა არა მხოლოდ ქიმიაში, არამედ სხვა საგნებშიც.“
 

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის  მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში. 
 

ღონისძიება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.



 

სრულად

ბრძანების N:

STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამისღია კარის დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, დოქტორი ჰალილ გუვენი, თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები  შეხვდნენ.აბიტურიენტები თსუ ქიმიის ლაბორატორიებს გაეცვნენ და სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

ღია კარის დღეზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოლიდარობა და განაცხადა, რომ თსუ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიცია ღიად გამოხატა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამაც (EUA), რომლის წევრიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი თანაგრძნობა ჩვენი უკრაინელი კოლეგების, პროფესორების, სტუდენტების მიმართ; ვუამბეთ ახალგაზრდებს, თუ რას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად. იგეგმება, უფრო მეტის გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ უკრაინელი სტუდენტები, შეძლებისდაგვარად დავასაქმოთ პროფესორები,“-განაცხადა რექტორმა. მისივე თქმით, სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული სტანდარტები უდევს საფუძვლად პირველ ქართულ უნივერსიტეტს.

გიორგი შარვაშიძის თქმით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც თსუ-ში ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. „ახალგაზრდები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არამხოლოდ საქართველოში, არამედ  საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებას. ეს იქნება პირველი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირტებას გაივლის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“,-განაცხადა მან.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს ონლაინ მიესალმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე პროვოსტი, ქიმია-ბიოქიმიის საპატიო პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ტონგი და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა აძლევს ახალგაზრდებს.

აბიტურიენტებთან შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა თსუ სტუდენტების  საერთაშორისო კომპანიებში  დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისაერთაშორისო კომპანიებში დასაქმდებიან. რაც უაღრესად ხელსაყრელია  დღევანდელ ვითარებაში,როცა ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიები და კვალიფიციური ცოდნა ფარმაციაში,“- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორის ნოდარ სურგულაძის თქმით,  ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში საქართველოს განათლებაში 40 მილიონ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განახორციელა. ფონდის პირველი მიზანი, ქართულ უნივერსიტეტებში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იყო. „თსუ კურსდამთავრებულები მიიღებენ იმ ტიპის განათლებას, რომელსაც სტუდენტები სან-დიეგოს უნივერსიტეტში, კალიფორნიაში იღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დასაქმდნენ თავიანთი სპეციალობის შესაბამისად და კონკურენტუნარიანი იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“- განაცხადა ნოდარ სურგულაძემ.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „ინფრასტრუქტურა, რომელიც მოაწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ფაკულტეტზე, არის ფასდაუდებელი საჩუქარი. ასევე, მეორე კორპუსში არსებული ქიმიის სხვა სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების რემონტი უკვე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ სტუდენტებს,როგორც სან დიეგოს ლაბორატორიები, ისე თსუ-ს სხვა ლაბორატორიებიც მოემსახურება. ასე რომ აბიტურიენტებს ყველანაირი საფუძველი და მოტივაცია აქვთ რომ თსუ ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთონ არჩევანი,“- განაცხადა რამაზ ხომერიკმა.

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჯიბუტმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს, მან ისაუბრა  სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ.

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მებაღიშვილი თსუ-ს თანაკლასელებთან ერთად ესტუმრა და სახალისო ექსპერიმენტებში მიიღო მონაწილეობა: „მოხარული ვარ,რომ აქ ვარ. მოვუსმინე თითოეულ მომხსენებელს და დღეს კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავაბარო თსუ-ში და გავიღრმავო ცოდნა არამხოლოდ ქიმიაში, არამედ სხვა საგნებშიც.“

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

ღონისძიება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.

სრულად

ბრძანების N:

დიდ უკრაინაში პატარა საქართველოს მოჭირნახულეს რუსული ბომბებისაგან თავდასაცავ თავშესაფარში ვულოცავთ დაბადების დღეს

წე­რი­ლი ეძ­ღვნე­ბა უკ­რა­ინ­ელ ქარ­თვე­ლო­ლოგს ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კის

 

 

„დიდ უკ­რა­ინ­აში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი­სა­გან თავ­და­სა­ცავ თავ­შე­სა­ფარ­ში ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს ერ­თა­დერ­თი — მშვი­დო­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლით", — ასე ეხ­მა­ურ­ება თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ცენ­ტრი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერ­ის, უკ­რა­ინ­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გის, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის დი­დი გულ­შე­მატ­კივ­რის, თსუ-ის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კის იუბ­ილ­ეს, რო­მელ­საც 19 მარ­ტს აქ­ვს და­ბა­დე­ბის დღე.

 

 

„რამ­დე­ნი სა­ერ­თო ჰქო­ნია ამ ხალ­ხს ჩვენს ხალ­ხთან“

 

მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობ­ის ყუ­რადღე­ბა დღეს უკ­რა­ინ­ის­კე­ნაა მიპყრო­ბი­ლი. უფ­რო მე­ტიც, მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობა გა­ერ­თი­ან­ებ­ულია ერ­თი იდე­ის გარ­შე­მო – გულ­შე­მატ­კივ­რობს და მხარს უჭ­ერს უკ­რა­ინ­ელ ხალ­ხს ამ სას­ტიკ და და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლა­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში უკ­რა­ინა გმი­რო­ბის სი­ნო­ნი­მი გახ­და. თუ­კი ამ ქვეყ­ნის მი­მართ ვინ­მეს ემ­პა­თი­ის გან­ცდა აქ­ვს და შე­უძ­ლია, სრუ­ლი­ად გა­და­უჭ­არ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხია.

 

ჯერ კი­დევ მე­ოცე სა­უკ­უნ­ის გა­რიჟ­რაჟ­ზე იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი „სა­ხალ­ხო გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე“ წერ­და: „რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის საზღვრებ­ში მოქ­ცე­ულია ერ­თი ხალ­ხი, რომ­ლის ბე­დი ძლი­ერ ემ­სგავ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­სა და რომ­ლის შვილ­თა შო­რის კაი ხა­ნია და­იბ­ადა და აღ­იზ­არ­და თა­ნაგ­რძნო­ბა და სიმ­პა­თია სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი. ამ ქვე­ყა­ნას ჰქვი­ან უკ­რა­ინა“. კი­დევ უფ­რო ად­რე, მეცხრა­მე­ტე სა­უკ­უნ­ეში, უკ­რა­ინ­ელი ერ­ის სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხე — სა­კულ­ტო პო­ეტი ტა­რას შევ­ჩენ­კო პე­ტერ­ბურ­გის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტ აკ­აკი წე­რე­თელ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავ­და — „რამ­დე­ნი სა­ერ­თო ჰქო­ნია ამ ხალ­ხს ჩვენს ხალ­ხთან“. ის­ტო­რი­ამ და­ად­ას­ტუ­რა, რომ ეს ფრა­ზე­ბი ოც­და­მე­ერ­თე სა­უკ­უნ­ეშ­იც ყვე­ლა­ზე სწო­რი და შე­სა­ბა­მი­სი ყო­ფი­ლა.

 

კულ­ტუ­რუ­ლი ტრან­სფე­რის კონ­ცეფ­ცი­ები

 

ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერი, უკ­რა­ინ­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გი, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, თსუ სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კი იუბ­ილ­არია. ამ სტა­ტი­ის და­წე­რაც სულ სხვა პა­თო­სით იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­ული მი­ლოც­ვაც სხვა ტექ­სტით იქ­ნე­ბო­და, ისე, რო­გორც გა­სულ წლებ­ში ხდე­ბო­და... მაგ­რამ დღეს დიდ უკ­რა­ინ­აში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი­სა­გან თავ­და­სა­ცავ თავ­შე­სა­ფარ­ში ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს ერ­თა­დერ­თი — მშვი­დო­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლით.

 

სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ულია ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ამ გზით სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ული ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობ­ის პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რულ სივ­რცე­ში. ამ მე­ტად სა­პა­ტიო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში უცხო­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბის რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს. ამ სა­კითხზე მსჯე­ლო­ბი­სას ყო­ველ­თვის მახ­სენ­დე­ბა დო­ნალდ რე­იფ­ილ­დის მო­საზ­რე­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­ად­მი მიძ­ღვნი­ლი წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში ახ­მო­ვა­ნებს: „უცხო­ელი, რო­მე­ლიც ხელს ამა თუ იმ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის აღ­წე­რას მოჰ­კი­დებს, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის უცხო ერ­ის გან­საც­დელ­სა და მის­წრა­ფე­ბებს სულ სხვა­ნა­ირ­ად, უფ­რო ზე­რე­ლე­დაც კი აღ­იქ­ვამ­დეს. არც ისაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ერ­ოვ­ნულ სუფ­რა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი თუ და­უპ­ატ­იჟ­ებ­ელი სტუ­მა­რი გა­კად­ნი­ერ­დეს და უკ­მე­ხად ან ქედ­მაღ­ლუ­რად მო­იქ­ცეს.... ხში­რად თუ არა, ზოგ­ჯერ მა­ინც, სტუ­მა­რი იმ­ას ამ­ჩნევს ხოლ­მე, რა­საც მას­პინ­ძე­ლი ვერ ხე­დავს ან, უბ­რა­ლოდ, არ სურს, და­ინ­ახ­ოს“. შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ელი მკვლევ­რე­ბის თვა­ლით და­ნა­ხულ ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ის­ეთი ნიუანსების აღ­მო­ჩე­ნა, რა­საც ჩვენ ვერ ვხე­დავთ ან არ გვსურს, რომ და­ვი­ნა­ხოთ, ან...

 

უკ­ვე ნა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნეა უკ­რა­ინ­ელი მკვლე­ვა­რი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას იკ­ვლევს. მი­სი ნაშ­რო­მე­ბი სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბულ ად­გილს იკ­ავ­ებს სხვა ცნო­ბი­ლი უცხო­ელი ქარ­თვე­ლო­ლო­გე­ბის ნაშ­რო­მე­ბის გვერ­დით.

 

უკ­რა­ინ­ელ მეც­ნი­ერს დიდ და მდი­დარ ტრა­დი­ცი­ებ­ზე მო­უწია თა­ვი­სი საქ­მი­ან­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბა. სან­ტე­რე­სოა უკ­რა­ინ­ის ის­ტო­რია: ერ­თი მხრივ, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ალ­იზ­მი მეცხრა­მე­ტე სა­უკ­უნ­ეში, მე­ორე მხრივ კი — ყა­ლიბ­დე­ბა მო­დერ­ნუ­ლი უკ­რა­ინ­ული ნა­ცია, ას­ევე, უკ­რა­ინ­ული კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა, რო­გორც სა­მეც­ნი­ერო დის­ციპ­ლი­ნა და სხვ. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ის­ეთი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ინ­ელი მეც­ნი­ერ­ები და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ები, რო­გო­რე­ბიც არი­ან: მი­ხა­ილო დრა­გო­მა­ნო­ვი, მი­კო­ლა გუ­ლა­კი, ივ­ან ფრან­კო, მოგ­ვი­ან­ებ­ით მათ რიგს შეუერთდება მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ორი­ენ­ტა­ლის­ტი აგ­ათ­ან­გელ კრიმ­სკი და სხვე­ბი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე უკ­რა­ინ­ის ის­ტო­რი­აში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა. ამ­ავე დროს, შე­ინ­იშ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ცნო­ბი­ლი უკ­რა­ინ­ელი მთარ­გმნე­ლე­ბის მი­ერ.

 

რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი იმ­პე­რი­ალ­იზ­მის პი­რო­ბებ­ში უკ­რა­ინ­ული ენა და, ზო­გა­დად, მწერ­ლო­ბა მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბულ პო­ზი­ცი­აზე იმ­ყო­ფე­ბო­და და არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნად მი­იჩ­ნე­ოდა. რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ერ­ები აღ­ნიშ­ნა­ვენ, უკ­რა­ინ­ული მწერ­ლო­ბის თარ­გმა­ნი­სა თუ სხვა ფორ­მე­ბით არ­ეპ­რე­ზენ­ტი­რე­ბუ­ლი უცხო კულ­ტუ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი მი­სი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან­ობ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა და დი­დი კულ­ტუ­რე­ბის გვერ­დით ღირ­სე­ული ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ამ კონ­ტექ­სტში უფ­რო გა­სა­გე­ბია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, აკ­აკი წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის და თვით „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ თარ­გმნი­სა თუ კვლე­ვის ის­ტო­რი­ულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა XIX სა­უკ­უნ­ის და­სას­რუ­ლი­სა და XX სა­უკ­უნ­ის და­საწყი­სის უკ­რა­ინ­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცეს­ში.

 

დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ას­ეთი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის მეც­ნი­ერ­ულ­მა შეს­წავ­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა უკ­რა­ინ­აში ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მე-20-ე სა­უკ­უნ­ის 60-იან წლებ­ში. რო­გორც სა­მარ­თლი­ან­ად არ­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკ­რა­ინ­ულ ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ას ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიძ­გი მის­ცა ქარ­თულ­მა უკ­რა­ინ­ის­ტი­კა­მაც.

 

პრო­ფე­სორ ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის მე­ტად პროგ­რე­სუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რით, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ­იყო ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი (იმ დროს ყო­ფი­ლი სსრკ-ს რეს­პუბ­ლი­კე­ბის) სტუ­დენ­ტთა გაც­ვლა სწო­რედ უკ­რა­ინ­ას­თან თა­რან­შრომ­ლო­ბით და­იწყო. დღეს ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გი შთამ­ბეჭ­და­ვია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის შე­დე­გად ხვდე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­წმი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გან­საზღვრა მი­სი მო­მა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის პრო­ფი­ლი. რო­გორც თა­ვად მეც­ნი­ერი აღ­ნიშ­ნავს, ეს იყო ერ­თგვა­რი ბე­დი­ცა და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც. ნა­ხე­ვა­რი სა­უკ­უნ­ის გან­ვა­ლო­ბა­ში უკ­რა­ინ­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა შე­ის­წავ­ლა უკ­რა­ინ­აში ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის რე­ცეფ­ცი­ის უც­ნო­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტე­ბი. მი­სი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია „ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი პრო­ზა უკ­რა­ინ­ულ თარ­გმა­ნებ­ში“ (1973), ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, დღემ­დე ერთ-ერთ იშ­ვი­ათ ნაშ­რო­მად რჩე­ბა უკ­რა­ინ­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­აში/თარ­გმან­მცოდ­ნე­ობ­აში, რად­გან არც თუ ისე ში­რად გვხვდე­ბა ასე მას­შტა­ბუ­რად გან­ხი­ლუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტრან­სლა­ტო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მე­ბი — ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის უკ­რა­ინ­ულ ენ­აზე თარ­გმნის ლინ­გვო­კულ­ტუ­რო­ლო­გი­ური სა­კითხე­ბი, ავ­ტო­რი­სა და მთარ­გმნე­ლის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური სტი­ლის თუ თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პა­რა­ტი­ვის­ტი­კის­თვის ასე აქ­ტუ­ალ­ური — კულ­ტუ­რუ­ლი ტრან­სფე­რის – კონ­ცეფ­ცი­ები. კვლე­ვის უფ­რო ღრმა და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ხა­სი­ათი ვლინ­დე­ბა, ას­ევე, მის სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­აში, რო­მელ­შიც მხატ­ვრულ ტექ­სტებ­თან, მკითხვე­ლი აუდ­იტ­ორი­ის რე­აქ­ცი­ის შეს­წავ­ლას­თან ერ­თად, მო­ძი­ებ­ული და გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია უნ­იკ­ალ­ური ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა უკ­რა­ინ­აში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო­ებ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ. უკ­რა­ინ­ულ-ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვა­ში სრუ­ლი­ად ახ­ალი, უც­ნო­ბი და შე­უს­წავ­ლე­ლი მა­სა­ლე­ბი ეკ­უთ­ვნის დიდ უკ­რა­ინ­ელ მეც­ნი­ერს — ესაა ევ­რო­პა­ში უკ­რა­ინ­ული დი­ას­პო­რის არ­ქი­ვებ­ში მიკ­ვლე­ული ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის უც­ნო­ბი თარ­გმა­ნე­ბი და მთარ­გმნე­ლე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სა“ და სხვა ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბის შე­სა­ხებ.

 

ლი­უდ­მი­ლა გრი­ცი­კის ლექ­სი

 

აღ­ნიშ­ვნას იმ­სა­ხუ­რებს ლ. გრი­ცი­კის მი­ერ ქარ­თუ­ლი­დან უკ­რა­ინ­ულ ენ­აზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი, მი­სი რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი ბი­ლინ­გვუ­რი ან­თო­ლო­გი­ები, ქარ­თულ-უკ­რა­ინ­ული ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფი­ლით მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ით და­ცუ­ლი 4 სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია. უკ­ან­ას­კნელ წლებ­ში პროფ. ლ. გრი­ცი­კის ორ­გა­ნი­ზე­ბით (კი­ევ­ის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ნა­ცი­ონ­ალ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თსუ-ს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია, სა­მეც­ნი­ერო კრე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა... და სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ ბევ­რი და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა!

 

და­სას­რულს, მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ლ. გრი­ცი­კის ლექ­სი, რომ­ლის ბრწყინ­ვა­ლე თარ­გმა­ნი ეკ­უთ­ვნის ნია აბ­ეს­აძ­ეს:

 

„მშო­ბე­ლი დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე,

წა­მო­იზ­არ­და სო­ფე­ლი ერ­თი,

მშო­ბე­ლი დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე

ხარ­კი მი­ეზღო ბო­როტს და კე­თილს.

მშო­ბე­ლი დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე

კოჟ­რებს გა­დაჰ­კრავს ყვი­თე­ლი ფე­რი

და ცხოვ­რობს დე­დის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე

ვრცე­ლი სამ­ყა­როს ყო­ვე­ლი ერი.

... ხე­ლის­გუ­ლე­ბი ჟამ­მა გა­დახ­ნა,

და სის­ხლის კვა­ლი ნახ­ნავ­ში ბრწყი­ნავს...

მწუხ­რი­სას ოხ­რავს დე­და ხან­და­ხან:

ნე­ტა­ვი მა­ლე მო­ვი­დეს წვი­მა!...

 

დღეს, უკ­რა­ინ­აში სწო­რედ ბო­როტ­სა და კე­თილს შო­რის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყვე­ლას გვწამს, რომ სი­კე­თე და სი­მარ­თლე გა­იმ­არ­ჯვებს! ყვე­ლას გვჯე­რა, რომ ბომ­ბე­ბის­გან თავ­და­სა­ცა­ვი სარ­და­ფე­ბი­დან მა­ლე გა­მო­ვა და მო­მა­ვალ იუბ­ილ­ეს აუც­ილ­ებ­ლად მშვი­დო­ბი­ან უკ­რა­ინ­აში მი­ვუ­ლო­ცავთ ქალ­ბა­ტონ ლი­უდ­მი­ლას. დი­დე­ბა უკ­რა­ინ­ას! მად­ლი­ერი მოს­წავ­ლე­ები და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ, ჩვე­ნო მას­წავ­ლე­ბე­ლო!

 

ივ­ანე მჭე­დე­ლა­ძე

თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი,

პროფ. ოთ­არ ბა­ქა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის უკ­რა­ინ­ის­ტი­კის ცენ­ტრი

სრულად

ბრძანების N:

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+ საერთაშორისო  კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    გადაწყვეტილების    მიმღებ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 21 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ლაშა   საღინაძე,   თსუ   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელი,   კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ)  ნატა ასათიანი, თსუ რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს     კომისიის     მდივნად     თსუ     საგარეო     ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 74/01-01

თსუ - „პირველების“ არჩევანი

„ფიზიკა რომ არ ამერჩია, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, რომ სირთულეებს შევუშინდი“
 

საქართველოს ყველა უნივერსიტეტის მასშტაბით, არასახელოვნებო სპეციალობებში ,N1 რეიტინგი 2021 წელს აბიტურიენტმა მარიამ შენგელიამ მოიპოვა. მისი არჩევანი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შეჩერდა და უკვე მეორე სემესტრია ფიზიკის მიმართულებაზე სწავლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამის პირველი არჩევანი იყო, რადგან თსუ სტუდენტებს სთავაზობს ყველაზე ფართო არჩევანს უცხოეთში გაცვლითი პროგრამების სახით. „ბევრმა ადამიანმა მირჩია თსუში ჩაბარება, რადგან აქ თავისი საქმის პროფესიონალები ასწავლიან, ფიზიკის მიმართულება კი განსაკუთრებით ძლიერია. აქ სტუდენტებს უმაღლეს საფეხურებზე სწავლის გაგრძელებაში უწყობენ ხელს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ“, - ამბობს მარიამი.

 

ფიზიკა ბავშვობიდან მისი საყვარელი საგანი იყო. ფიქრობს, რომ შეუძლებელია იგი ოდესმე უინტერესო გახდეს, რადგან მუდამ რაღაც ახალს სწავლობს. „ფიზიკა რომ არ ამერჩია, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, რომ სირთულეებს შევუშინდი“.
 

თსუ სტუდენტი უკვე მეორე სემესტრია ონლაინ რეჟიმში სწავლობს და თვლის, რომ ამ პირობებში უნივერსიტეტი ვერ ამჟღავნებს თავის სრულ პოტენციალს. „ამ დროის განმავლობაში რამდენიმე პრაქტიკული სამუშაო ჩაგვიტარდა აუდიტორიაში და ძალიან დიდი განსხვავება აღმოჩნდა ონლაინ და აუდიტორულ სწავლებას შორის. თუმცა, პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი ცოდნა მივიღოთ, გვიტარებენ დამატებით ფაკულტატურულ მეცადინეობებს, მონაწილეობას ვიღებთ კონფერენციებში,“ - აღნიშნავს ის.
 

მარიამ შენგელიამ ყველაზე რეიტინგული აბიტურიენტის წოდების შემდეგ, უკვე წარმატებული სტუდენტის სტატუსიც მოიპოვა. სწორედ უმაღლესი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მიიღო მან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია. ფონდი სტუდენტებში სწავლის წახალისებას ემსახურება და ისინი ყოველწლიურად აფინანსებენ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ მიიღონ უმაღლესი განათლება და ფინანსური მხარდაჭერა აკადემიური პერიოდის განმავლობაში.
 

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩემი მოლოდინები გაამართლა და დარწმუნებული ვარ საკუთარი არჩევანის სისწორეში, ვსწავლოს სწორედ იმას რაც მინდა და მაინტერესებს“. ფიზიკის გარდა მარიამი პრგრამირებითა და ინჟნერიითაცაა დაინტერესებული. ამ ეტაპზე სამომავლო გეგმების შესახებ საუბარი უჭირს, რადგან ჯერ კიდევ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ძიებაშია, ცდილობს თავი არ შეიბოჭოს კონკრეტული მიზნით, თუმცა აპირებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე.

სრულად

ბრძანების N:

"სახელმძღვანელოების კონკურსი  - 2022" -ის შედეგები

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2022“ ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული პროექტები:

  • ამირან ბერძენიშვილისა და კახა ქეცბაიას სახელმძღვანელო „პროტოსოციოლოგია“ - დაფინანსდეს 2500 ლარით
  • ზურაბ დავითაშვილის „მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია" დაფინანსდეს 2500 ლარით

    საკონკურსო პროექტების სხვა ავტორებს, მიეცათ 10 დღიანი ვადა განაცხადების კორექტირებისთვის.

საკონკურსო კომისია

სრულად

ბრძანების N:

გამარჯვებული სტუდენტური პროექტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელმა საბჭომ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა:
 

1. MD1-ის როლის შესწავლა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის CD180 და CD180 პროლიფერირებად და არაპროლიფერირებად უჯრედებში;

2. ნიკოტინის მჟავას პრევენციული როლის მოლეკულური მექანიზმის შესწავლა პარკინსონის დაავადების მიმდინარეობისას;

3. იმპერიიდან ეროვნულ სახელმწიფომდე;

4. სამართალშემოქმედი; 

5. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა პროფორიენტაცია;

6. თბილისის მდინარეების ჰიდროლოგიური კვლევა;

7. პოლიტიკური განათლების სკოლა;

8. საზაფხულო ექსკურსია დავითგარეჯში;

9. რა? სად? როდის?;

10. SARS CoV2-ის საწინააღმდეგო ზოგადი და ანტი Spike 1&2LgG ანტისხეულების ტიტრი სხვადასხვა ვაქცინით იმუნიზირებულ და კოვიდ 19-ის სხვადასხვა შტამით ინფიცირებულ პირებში;

11. AMPA-რეცეპტორის აქტივობის ცვლილება ხანგრძლივი სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის პირობებში;

12. ფოტოელექტროქიმიური დენის წყაროებისათვის ტიტანის დიოქსიდის ნანონაწილაკებით მოდიფიცირებული ფოტოაქტიური ანოდების შემუშავება;

13. დემოკრატია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი სამხრეთ კავკასიაში;

14. ხელნაწერი კონსტიტუცია;

15. იმიტირებული სასამართლო შეჯიბრება სამოქალაქო, კონსტიტუციურ და სისხლის სამართალში;

16. გარემოდან გამოყოფილი s.aureus-ის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების დახასიათება და ანტიბიოტიკორეზისტენტური იზოლაციების მიმართ მათი ეფექტურობის შესწავლა;

17. მოკლე სოციალური ვიდეოფილმების (instagram reel) კონკურსი;

18. ამერიკული პრესა საქართველოს და ქართველების შესახებ (XX საუკუნის დასაწყისი);

19. ტყვიის უარყოფითი ზემოქმედების შორეული შედეგებისა და მისი პრევენციის ამსახველი ექსპერიმენტის მოდელირება, ჩატარება და საკვლევი მასალის შეგროვება;

20. ,,პესის ტურნირი'';

21. მკლავჭიდის ტურნირი;

22. თვითგადარჩენის  ტრენინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე;

23. ორდღიანი ლაშქრობა ძამას ხეობაში;

24. ჭადრაკის ტურნირი;

25. ევროპის უსაფრთხოება;

26. სტუდენტური ექსპედიცია რაჭა-ლეჩხუმში;

27. წიგნიერი;

28. სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში;

29. მარტივი ლოგიკა;

30. გაეროს მოდელირება;

31. გააცანი თსუ- მოსწავლეებისთვის შატილში;

32. აიღე თსუ;

33. პლაჟის ფრენბურთი;

34.ევროპარლამენტის მოდელირება;

35.სტუდენტური კონფერენცია;

36.დემოკრატიის სკოლა ახალგაზრდებისთვის;

37.ოჯახში ძალადობა;

38.მუსიკის საღამო;

39. ესკურსიები;

40.კონფერენცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში;

41.ბოულინგის ტურნირი;

42.ფრენბურთი;

43.ფოტოკონკურსი;

44.მენტალური ჯანმრთელობა;

45.ჟესტების ენა;

46.კალაბურთის ტურნირი;

47.ოლიმპიადა მათემატიკაში;

48.ლიტერატურული კონკურსი;

49.ნიაზ დიასამიძე და 33ა;

50.მარტივი გამოსავალი;

51. მინი ფეხბურთის ტურნირი;

52. ,,გრეხეთბოლი'';

53. მაგიდის ტენისი;

54.ნიკოლოზ რაჭველის საღამო;

55. ნინო ქათამაძის კონცერტი;

56. ორატორობის ხელოვნება;

57. სამეცნიერო საგანმ კვლევითი ღონისძიება აჭარის მაღალმთიან სოფლებში;

58. სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ქუთაისში;

59. საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სფიჩის წერა;

60.სპორტული ვიქტორინა;

61. სუხიშვილები;

62. ლაშქრობა ჭიათურაში;

63. დებატები;

64. ფოტოკონკურსი ,,დაინახე და დაანახე'';

65. ექსპედიცია სვანეთში;

66. კარლ პოპესის პოლიტიკური დებატები;

67. არჩევნების იმიტირება;

68. ბილიარდი;

69. კონფერენცია 1990;

70. ტრენინგი PR და მარკეტინგი;

71. საოფისე პროგრამების ტრენინგი;

72. აღმოვაჩინოთ ფაზისი;

73. ესეების კონკურსი;

74. ,,საინგილო საქართველოს ისტორიული მხარე;

75. სტუდენტური ჰუმანიტარული კვლევები IV;

76. ფეინბოლის ტურნირი;

77. სპექტაკლი-ჯინსების თაობა;

78. ცოდნათა ომი.
 

სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო წელიწადში 3-ჯერ იკრიბება. 

თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე.

სრულად

ბრძანების N:

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება!

 

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2022 წლის 1 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. (იგულისხმება თანხმობის ფორმის შევსება)

 

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 28 აპრილს.

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

 

გაცნობებთ, რომ მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტიდან -1 აპრილის ჩათვლით სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უნდა დააფიქსირონ თანხმობის ფორმის შევსებით.

 

თანხმობის ფორმის შევსება შესაძლებელია, როგორც დისტანციურად ასევე სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში მოსვლით.

 

დისტანციურად თანხმობის ფორმის შევსების შემთხვევაში უნდა შეავსოთ lms.tsu.ge-ზე გამოგზავნილი ფორმა (შეიყვანეთ შემდეგი ინფორმაცია: უნივერსიტეტის დასახელება, პირადი ნომერი; სახელი; გვარი და ხელმოწერა, შევსებული თანხმობა არ უნდა იყოს ბეჭდური სახით, დოკუმენტი უნდა ამობეჭდოთ შეავსოთ და დასკანერებული გამოაგზავნოთ) და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე employment@tsu.ge (შეტყობინების სათაურში მიუთითეთ ,,სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა". თანხმობის ფორმა შეიძლება შეავსოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამოდენიმე მსურველმა).

 

(თუ თანხმობის ფორმის გადმოტვირთვისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა, მოგვწერეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/careerTSU ან ელექტრონულ ფოსტაზე career@tsu.ge).

სრულად

ბრძანების N:

შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან

სამშაბათს, 1 მარტს, 22:00 საათზე Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან.

განსახილველი საკითხი - აკადემიური რეგისტრაცია

მისამართი: Meeting ID: 828 616 1136

სრულად

ბრძანების N:

სწავლის საფასურის დაფინანსება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

ქალაქ თბილისის მერია 1 მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა   ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ანმაგისტრატურის  პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი  და  რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია  ქალაქი  თბილისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

სრულად

ბრძანების N:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის საკონტაქტო პირები მიმართულებების მიხედვით

ნატო ახალაია - ტელ.: 593-60-62-73 ; ელ.ფოსტა: nato.akhalaia@tsu.ge

  • ქართული ფილოლოგია
  • ახალი ბერძნული ფილოლოგია
  • კლასიკური ფილოლოგია
  • ბიზანტიური ფილოლოგია

 

მარიამ ბაკურიძე - ტელ.: 593-44-79-09 ; ელ.ფოსტა: mariam.bakuridze@tsu.ge

  • სახვითი ხელოვნება
  • ტელე-კინო ხელოვნება
  • ხელოვნებათმცოდნეობა

 

ზაალ გოგენია - ტელ.: 593-99-89-30; ელ.ფოსტა: zaal.gogenia@tsu.ge

  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • არქეოლოგია
  • ეთნოლოგია
  • კულტურის კვლევები
  • საფაკულტეტო საგნები

 

ნინო სურმავა -ტელ.: 599-41-40-88; ელ.ფოსტა: nino.surmava@tsu.ge

  • არაბისტიკა
  • ირანისტიკა
  • ასირიოლოგია
  • თურქოლოგია
  • არმენოლოგია
  • ებრაისტიკა-არამეისტიკა

 

გვანცა ჭანტურია --ტელ.: 599-63-15-26; ელ.ფოსტა: gvanca.chanturia@tsu.ge​​​​​​

  • ინგლისური ფილოლოგია
  • გერმანული ფილოლოგია
  • სკანდინავიური ფილოლოგია
  • ფრანგული ფილოლოგია
  • იტალიური ფილოლოგია
  • ესპანური ფილოლოგია

 

ხატია ხატიაშვილი - ტელ.: 599-25-44-15; ელ.ფოსტა: khatia.khatiashvili@tsu.ge

  • რუსული ფილოლოგია
  • რუსული ფილოლოგია (რუსულენოვანი)
  • ამერიკისმცოდნეობა
  • კავკასიოლოგია
  • კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)
სრულად

ბრძანების N:

ირინე

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1949-1969 წლებში იყო აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან - აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1978-2003 წლებში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სწავლული მდივანი; 2003 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომ სახელმწიფო სტიპენდიანტი. შესწავლილი აქვს თბილისში მოჭრილი არაბული და მონღოლური დირჰემები, აგრეთვე თბილისში აღმოჩენილი XII-XIII სს. ქართული და აღმოსავლური მონეტების განძები; არის ოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 5 მონოგრაფიაა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მის კვლევის სფეროში ძირითადად მოქცეულია V-XIV სს. საქართველოში მოჭრილი და სინქრონულად საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში ჩართული აღმოსავლური მონეტები. 

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1926

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

2021–20222 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

 აკადემიური   რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

 28 თებერვალი -7მარტი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილის საფუძველზე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება   28 თებერვალს  12 საათზე

28 თებერვალს 12 საათიდან

საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამაგისტრო პროგრამებზე 

1 მარტი 13 საათიდან 

ბაკალავრიატის საფეხურზე საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

  • ძირითადი სპეციალობის/Major  სასწავლო კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის);
  • საფაკულტეტო სავალდებულო და საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები გაიხსნება მხოლოდ მეშვიდე სემესტრიდან (და ზემოთ) სტუდენტებისათვის;
  • ბაზა გაიხსნება სხვა ფაკულტეტებზე მაინორის საგნებისათვის

1მარტი 16 საათიდან

  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის) , ასევე შესაძლებელი იქნება,  ყველა სემესტრის სტუდენტისათვის, როგორც საფაკულტეტო სავალდებულო, ასევე  საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი კურსები
  • სასწავლო პროცესისი მართვის ბაზში საგნები გაიხსნება სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

 

იხილეთ კონტაქტი:

პოლიტიკის  მეცნიერება
ნათია დათიაშვილი,  მთავარი სპეციალისტი 
ტელეფონი: 591 297 830
ელ–ფოსტა: natia.datiashvili@tsu.ge

 

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
ქეთი ცაბაძე, წამყვანი სპეციალისტი
ტელეფონი: 577 575 610
ელ–ფოსტა: ketevan.tsabadze@tsu.ge

 

საერთაშორისო ურთიერთობები
თეა ხუნდაძე უფროსი სპეციალისტი
ტელეფონი:593 366 005
ელ–ფოსტა:  tea.khundadze@tsu.ge

 

საზოგადოებრივი გეოგრაფია 
ლუიზა აბაზაძე, მთავარი  სპეციალისტი
ტელეფონი: 555 337147
ელ–ფოსტა: luiza.abazadze@tsu.ge

 

სოციოლოგია  და  სოციალური მუშაობა
თამარ გოგორიშვილი, უფროსი სპეციალისტი 
ტელეფონი: 599 905 878
ელ–ფოსტა: tamrikogo@yahoo.com

 

ინტერდისციპლინური

მირანდა მიქაძე,  მთავარი სპეციალისტი
ტელეფონი: 591 008 0 85

სრულად

ბრძანების N:

თსუ წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. მაშინ ყველა უნივერსიტეტელი - პროფესორები, სტუდენტები, თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ამ ბრძოლებში დაიღუპა თბილისის უნივერსიტეტის 4 სტუდენტი, დაიღუპა პროფესორ გეხტმანის ვაჟი. ჩვენი სტუდენტები ეწერებოდნენ მოწყალების დებად, რომელთაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი ქალი ვანდა ღამბაშიძე. ამ ბრძოლებში დაიჭრნენ უნივერსიტეტის მომავალი რექტორი ნიკო კეცხოველი, ამერიკელი პროფესორი რობერტ ბლეიკი, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და რომელიც მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი გახდა. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა, თუმცა, ის მუხტი, რომელიც მაშინ არსებობდა, დღემდე ძლიერია,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეებში სტუდენტებისა და პროფესორების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვასთან ერთად, უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლაბორატორიებისა და სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკების კარები ღია იყო ომის საჭიროებათათვის. ამ ლაბორატორიებს უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ემსახურებოდნენ.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვალს დაუპირისპირდნენ მე-11 არმიას. ეს ახალგაზრდები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დიდებისთვის. ისინი არიან ჩვენი თაობისთვის სამაგალითონი, თუ როგორ შეიძლება თავი გაწირო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი თაობა არის ამ კვალის გამგრძელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა შეძლებს ამ ადამიანების საქმის ღირსეულად გაგრძელებას,“- აღნიშნა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ალექსანდრე გაბაშვილმა.

 

101 წლის წინ - 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ფრონტზე მოხალისედ მყოფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, მარო მაყაშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, პავლე ბეშქენაძე, გიო (გიორგი) გამყრელიძე თბილისის დაცვისას დაიღუპნენ. საბჭოთა იმპერიამ საქართველოს განვითარება 70 წლით შეაფერხა.

 

101 წლის შემდეგ - საქართველოს 20%-ის ოკუპაციასთან ერთად, ახლა უკვე უკრაინაში შეჭრით, რუსეთი კვლავ ცდილობს იმპერიის აღდგენას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში.

სრულად

ბრძანების N: