საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტის, 322   მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 ივნისის 17/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის  2021 წლის 24 ივნისის N11437/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების   სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7   წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე    4  წლის ვადით   შეიძლება აირჩეს   პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.    კონკურსი   გამოცხადდეს   2021   წლის   30   ივნისს.   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 2 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2021 წლის 27 აგვისტომდე.
5. კონკურსი გამოცხადდეს   მიხეილ ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (7 წლის ვადით)  -  0,5 საშტატო ერთეული

ბ) სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  (7 წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული

6. კონკურსი გამოცხადდეს   მიხეილ ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი
მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული

ბ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი
მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით -  0,5 საშტატო ერთეული.

7. სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"   32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2021  წლის  2 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 10:00-დან 17:00  საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.    მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
9. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
10.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 100/01-01

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი პროგრამები საერთაშორისო აკრედიტაციით

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ქართულ და ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან პროგრამებს - „მედიცინა“  და  „Medicine” -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა საერთაშორისო  აკრედიტაცია სრული შესაბამისობით ყველა სტანდარტთან მიმართებაში, 7 წლის ვადით.

აღნიშნული პროგრამები წარმოადგენს მიმდინარე პროგრამების მნიშვნელოვნად განახლებულ, რთულ და საინტერესო ვერსიას, რომელთა განხორციელებაც წელსვე, შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთწლიანი HR-ის სამაგისტრო პროგრამის შრომის ბაზრის კვლევების დაზუსტების მიზნით კვლევითი ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№12/29 - 01

12.04.2021

ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთწლიანი HR-ის სამაგისტრო პროგრამის   შრომის ბაზრის კვლევების  დაზუსტების მიზნით კვლევითი ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთწლიანი HR-ის სამაგისტრო პროგრამის   შრომის ბაზრის კვლევების  დაზუსტების მიზნით შეიქმნას კვლევითი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ეთერ  ხარაიშვილი  (კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი)

ბ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი

გ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი

დ) ასოცირებული პროფესორი მაია გიორგობიანი

ე) პროფესორის ასისტენტი ირმა ტყემალაძე

ვ) პროფესორის ასისტენტი დეა ფირცხალაიშვილი

ზ) პროფესორის ასისტენტი ანა ანანიაშვილი

თ) დოქტორანტი, ნინო ტალიკაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

ი) დოქტორანტი, ნინო ლობჟანიძე, ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  სამსახურის უფროსი სპეციალისტი

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი          გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 12/29 - 01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   322 მუხლის პირველი,  მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 მაისის      N14/04 ერთობლივი ბრძანების, ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის         ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას 2021 წლის  31  მაისის  N9462/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტებს ასევე მოეთხოვებათ გამოქვეყნებული ჰქონდეთ 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  7 ივნისს,  საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021   წლის   7 ივლისიდან   2021   წლის   13 ივლისის ჩათვლით.     საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს   2021 წლის  30  ივლისისა; კონკურსი გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

მათემატიკური  ფიზიკის  განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021  წლის  7 ივლისიდან 2021 წლის  13 ივლისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა) თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში.    მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, IV სართ. ოთახი N405 .

7. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს(საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

მიხეილ

დაიბადა 1934 წელს, თბილისში.

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1966 წლიდან კითხულობდა ლოგიკის სპეცკურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2002 წლიდან იყო ჟურნალ ,,მაცნეს’’ ფილოსოფიის სერიის რედაქტორი.

2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ცოდნისა და რწმენის მოდალობათა ლოგიკის სემანტიკური ანალიზი“.

მიხეილ ბეჟანიშვილის სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევის მთავარი სფეროა მათემატიკური ლოგიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია.

გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ბიბლიოგრაფია

ლოგიკა საქართველოში, თბილისი.: მერიდიანი, 1995.

ლოგიკა: სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდენტთათვის (რედაქტორი). - თბილისი.: ქრონოგრაფი, 1997.

ფილოსოფია: სახელმძღვანელო დამწყებთათვის (მთარგმნელი), თბ.: 2000.

სრულად

ბრძანების N: 1934

შოთა

დაიბადა 1929 წლის 25 იანვარს,  თბილისში.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი .

1953-1955 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1991 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს გეოლოგიის, ასევე გეოფიზიკის პრობლემების ფართო წრეს; მის შრომებში ახლებურადაა გადაწყვეტილი საქართველოსა და კავკასიის ალპურისწინა და ალპური წარმონაქმნების რეგიონული გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის, ტექტონოლოგიის, პეტროლოგიის და სხვა საკითხები. ნაჩვენებია, რომ კავკასიონის გრანიტ–მეტამორფული კომპლექსები ძირითადად პალეოზოურია, ხოლო მათი ზეწრული აგებულება გვიანდელი ჰერცინული დანაოჭების შედეგია.

შოთა ადამიამ, ნეომობილიტურ იდეებზე დაყრდნობით, კოლეგებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კასპიისა და შავი ზღების ღრმულების რიფტულ წარმოშობაზე.

1969 წლიდან, გეოლოგია–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, 1991 წლიდან პროფესორი.  

არის არაერთი ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია:

ბიბლიოგრაფია:

კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულება მდინარე პატარა ლიახვის აუზს და ქალაქ დუშეთს შუა: [დისერტაცია], გეოლოგიის ინსტიტუტი, 1956

მასალები კავკასიონის წინამთების გეოლოგიური აგებულების შესახებ მდინარე პატარა ლიახვის აუზსა და ქ. დუშეთის მერიდიანს შორის, თბილისი: საქ.მეცნ. აკადემიის გამ.-ბა, 1958.

გეოტექნიკა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2000.

 

სრულად

ბრძანების N: 1929

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ მე-9 პუნქტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის    ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის    პირველი პუნქტის,    პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის  2021 წლის 13 მაისის N8146/10 წერილის (თან ერთვის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის   28   აპრილის სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის    ინსტიტუტში   მთავარი   მეცნიერი   თანამშრომლების   თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)მარინა მუჩიაშვილი - ეკონომიკის დოქტორი,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა   და  ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი;
ბ)რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე - ეკონომიკის დოქტორი, დ. აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის  ასოცირებული  პროფესორი;
გ)თამარ დუდაური - ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მარინა მუჩიაშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე,   საკონკურსო კომისიის  მდივნად  თამარ დუდაური.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი  არაუგვიანეს  2021 წლის  15 ივნისამდე.
5. ბრძანების დაინტერესებულ   პირთათვის   კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 65/01-01

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "The Digital transformation in control and analysis - risks and opportunities"

 

 

2021 წლის 1-2 ოქტომბერს დიმიტარ ა. ცენოვის სახელობის სვიშჩოვის აკადემია გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში მონაწილებისათვის, რომელიც ეძღვნება აღნიშნული აკადემიის დაარსების 85 წლის იუბილეს და პარალელურად, მიმართულების "ეკონომიკის მართვა და ფინანსური კონტროლი" დაარსებიდან 30 წლისთავს.

 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცა, ისევე როგორც აბსტრაქტების წარდგენა უნდა მოხდეს 2021 წლის 13 ივნისამდე.

რეგისტრაცია კონფერენციაზე და განაცხადის წარდგენა (PDF ფორმატში) უნდა განხორციელდეს ონლაინ პლატფორმის EasyChair საშუალებით. თუ ანგარიში არ გაქვთ, ჯერ უნდა შექმნათ თქვენი ანგარიში და შემდეგ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კონფერენციაზე.

 

სრული ნაშრომების გაგზავნის საბოლო ვადა: 2021 წლის 15 აგვისტომდე.

 

 

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე, ასვე იხილეთ დანართი 1.

 

 

სრულად

ბრძანების N:

გია

დაიბადა 1959 წელს, ბაღდათის რაიონში.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1987 წელს  მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე:  ,,პირადი ცხოვრების საიდუმლოებათა დაცვა სისხლის სამართლის პროცესში". ამავე წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1988-2009 წლებში იყო  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი.

2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესის და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე). მათ შორის, ორი მონოგრაფია.

ცხოვრება და კანონი, თბილისი.: სამართალი, 2008

სამართლის პუბლიცისტიკა, თბილისი.: უნივერსალი, 2014.

სრულად

ბრძანების N: 1959

ქალის ახალი როლი და ახალი განზომილება ახალ სახელმძღვანელოში

რო­გორ პა­სუ­ხობს ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ება გა­ერ­ოს რე­ზო­ლუ­ცი­ას

 

ახ­ალ­მა დრომ მო­იტ­ანა გენ­დე­რის და ქა­ლის ცნე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­გე­ბა ომ­სა და შეიარაღებულ კონ­ფლიქ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში. „ქა­ლი არ­ის არა მხო­ლოდ მსხვერ­პლი ამ სი­ტუ­აცი­ებ­ისა, არ­ამ­ედ – აქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც იძ­ულ­ებ­ულია ჩა­ერ­თოს არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ოჯ­ახ­ის გა­დარ­ჩე­ნის, არ­ამ­ედ ომ­ის და კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და გა­დაჭ­რის, ას­ევე ომ­ისა და შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტით და­ზი­ან­ებ­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში“, — ამ­ბობს კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე. სწო­რედ მი­სი ხედ­ვე­ბი და კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური მიდ­გო­მე­ბია შე­სუ­ლი ახ­ალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბა“, რომ­ლის ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­აც 30 მარ­ტს გა­იმ­არ­თა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, რაც მოხ­და მსოფ­ლი­ოში და ჩვენ­შიც, რაც სა­თა­ნა­დოდ აის­ახა ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ახ­ალ ვერ­სი­აში, არ­ის ის, რომ პოს­ტკონ­ფლიქ­ტუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­ას ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი იღ­ებ­ენ თა­ვის თავ­ზე ოჯ­ახ­ის რჩე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ქა­ლე­ბი­სათ­ვის ჩნდე­ბა ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მათ ბუ­ნებ­რი­ვად ექ­მნე­ბათ ახ­ალი ას­პა­რე­ზი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სათ­ვის, ხდე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მათ გენ­დე­რულ რო­ლებ­ში.

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ომ­ის და გენ­დე­რის მი­მარ­თე­ბე­ბის კვლე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლის, რო­გორც მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ანი კა­ტე­გო­რი­ის გან­საზღვრა. ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ომი, შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს, არ წარ­მო­ად­გე­ნენ ერთ მო­ნო­ლი­თურ ჯგუფს, რამ­დე­ნა­დაც გენ­დე­რი სო­ცი­ალ­ური კონ­სტრუქ­ტია და ქა­ლე­ბი თა­ვი­სი ას­აკ­ის, ეკ­ონ­ომ­იკ­ური კლა­სის, რა­სის, ეთ­ნი­კუ­რო­ბის, რე­ლი­გი­ის, სექ­სუ­ალ­ურ­ობ­ის, გე­ოგ­რა­ფი­ული ად­გილ­მდე­ბა­რე­ობ­ის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბი­ან, ხო­ლო ომ­გა­დახ­დი­ლი ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქალს კი­დევ ერ­თი გან­ზო­მი­ლე­ბა ემ­ატ­ება — ომ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ან და­მარ­ცხე­ბუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. ეს გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი არ­ის შე­ირ­აღ­ებ­ულ კონ­ფლიქ­ტთან ქა­ლე­ბის კავ­ში­რე­ბის და მი­მარ­თე­ბე­ბის გან­მსაზღვრე­ლი.

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბა“ — ახ­ალი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სიაა 2003 წელს გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის (UNIFEM) მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­სი – „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“. იგი გა­მო­იცა პრო­ექ­ტის – „ქა­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტის პრე­ვენ­ცი­ისა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აში“ – ფარ­გლებ­ში. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, სა­მი­ნის­ტროს მი­ერ ძი­რი­თად სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. სას­წავ­ლო კურ­სი „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“ 2003 წლი­დან იკ­ითხე­ბა თბი­ლი­სის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში.

 

2003 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“ ეხ­მა­ურ­ება 2000 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ცე­მულ გა­ერ­ოს უშ­იშ­რო­ებ­ის საბ­ჭოს № 1325 რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მუ­ლია ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ისა და გა­დაჭ­რის საქ­მე­ში. რე­ზო­ლუ­ცია მო­უწ­ოდ­ებს ყვე­ლა მხა­რეს, გა­ზარ­დონ ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ობა გა­ერ­ოს ეგ­იდ­ით მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­ში და ას­ევე მი­იღ­ონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის ძა­ლა­დო­ბი­სა­გან და­სა­ცა­ვად. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მიზ­ნე­ბი­სა და ამ­ოც­ან­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზე­ბი გა­ნი­ხი­ლეს სწო­რედ ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­აზე მო­დე­რა­ტო­რის, გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დის პროგ­რა­მის — „ქა­ლე­ბი, მშვი­დო­ბა, უს­აფ­რთხო­ება“ — ან­ალ­იტ­იკ­ოს­ის თა­მარ ლობ­ჟა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თა­მარ სა­ბე­დაშ­ვილ­მა ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნის გა­რე­მო­ებ­ები. კერ­ძოდ, ით­ქვა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და და დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ახ­ალი მა­სა­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბის სა­კითხი. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ას­ახ­ავს იმ ცვლი­ლე­ბებს, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია-მოგ­ვა­რე­ბა­სა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ქალ­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მხრივ.

 

პრო­ფე­სორ­მა რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძემ და პრო­ფე­სორ­მა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ, რომ­ლე­ბიც 2003 წლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტო­რე­ბიც იყ­ვნენ, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ახ­ალი მა­სა­ლე­ბით გა­ამ­დიდ­რეს. თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის – „კონ­ფლიქ­ტე­ბის ან­ალ­იზი და მარ­თვა“ – ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა ის სი­ახ­ლე­ები, რაც აღ­ნიშ­ნულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში აის­ახა: „შეიარაღებულმა კონ­ფლიქ­ტებ­მა, კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­დე­გად ლტოლ­ვილ­თა და დევ­ნილ­თა ტალ­ღე­ბის ზრდამ და მი­სი თვი­სობ­რი­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბამ, სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბამ, პოსტ კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­ებ­ის და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მხრივ მსოფ­ლი­ოში შექ­მნილ­მა რე­ალ­ობ­ამ და ფე­მი­ნის­ტურ­მა კვლე­ვებ­მა წარ­მო­აჩ­ინ­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­ითხოვს, რომ, გენ­დე­რის თვალ­საზ­რი­სით, ახ­ლე­ბუ­რად იქ­ნეს გა­აზ­რე­ბუ­ლი. ახ­ალ­მა დრომ მო­იტ­ანა გენ­დე­რის და ქა­ლის ცნე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­გე­ბა ომ­სა და შეიარაღებულ კონ­ფლიქ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში. ქა­ლი არ­ის არა მხო­ლოდ მსხვერ­პლი ამ სი­ტუ­აცი­ებ­ისა, არ­ამ­ედ – აქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც იძ­ულ­ებ­ულია ჩა­ერ­თოს არა მხო­ლოდ თა­ვი­სი ოჯ­ახ­ის გა­დარ­ჩე­ნის, არ­ამ­ედ ომ­ის და კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და გა­დაჭ­რის, ას­ევე ომ­ისა და შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტით და­ზი­ან­ებ­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში,“ – თქვა მან. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტორ­მა, თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა რე­ვაზ ჯორ­ბე­ნა­ძემ დამ­სწრე­ებს წარ­მო­უდ­გი­ნა ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც შე­ტა­ნი­ლია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და მი­სი მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მხრივ.

 

წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, აგ­რეთ­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, სო­ცი­ოლ­ოგი­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტი თა­მარ ბაგ­რა­ტია, აშშ ჯორჯ მე­ის­ონ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი მა­იკლ სვე­იგ­არ­ტი.

 

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­აზე წარ­მო­ად­გი­ნა მი­სი ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი თა­ვი: „ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლო სა­მარ­თა­ლი“. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ამ ისა­უბ­რა — თუ რო­გო­რაა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში გა­ან­ალ­იზ­ებ­ული გენ­დე­რის ცნე­ბა­სა და ფე­მი­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი და წარ­მო­ად­გი­ნა მის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვის – „ქა­ლე­ბი გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ოტ­იპ­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ“ – მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა. თა­ვის გა­მოს­ვლა­ში თსუ-ის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სორ­მა ლა­შა ტუ­ღუშ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კითხუ­ლობს კურ­სს — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“, ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ეს კურ­სი სტუ­დენ­ტთა მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ეს არ­ჩე­ვი­თი კურ­სია და ყო­ველ წელს 200-მდე სტუ­დენ­ტი ირ­ჩევს მას. მან ხა­ზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ებ­ას, რომ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ­ის ორ­იგ­ინ­ალ­ური, ქარ­თულ ენ­აზე შექ­მნი­ლი და მი­სი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის გა­მო­ცე­მა კარგ სამ­სა­ხურს გა­უწ­ევს სტუ­დენ­ტებს და ამ სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ლა­შა ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კურ­სის სწავ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქ­ვს ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ის დე­მოკ­რა­ტი­ული და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. დევ­ნილ ქალ­თა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქნ-მა იულია ხა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე მა­თი და ამ სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის სა­მა­გი­დო წიგ­ნია და მი­ეს­ალ­მა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ახ­ალი მო­ნა­ცე­მე­ბით გამ­დიდ­რე­ბას.

 

შეხ­ვედ­რის მო­დე­რა­ტორ­მა, გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დის პროგ­რა­მის – „ქა­ლე­ბი, მშვი­დო­ბა უს­აფ­რთხო­ება“ – ან­ალ­იტ­იკ­ოს­მა თა­მარ ლობ­ჟა­ნი­ძემ შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბი შე­აჯ­ამა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ერ­ოს ქალ­თა ფონ­დი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებ­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს სა­ჭი­რო ძა­ლის­ხმე­ვას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე ბეჭ­დუ­რი ვერ­სია ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნეს რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის და მკვლევ­რე­ბის, ისე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, ხო­ლო ეს სას­წავ­ლო კურ­სი შე­ტა­ნილ იქ­ნას სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მებ­ში.

 

ცნო­ბის­თვის: 2003 წლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა“ — თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი არი­ან დარ­გის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი/პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები: აწ. გან­სვე­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ფე­რი­დე ზუ­რა­კიშ­ვი­ლი და პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი. მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გად­მო­ტა­ნი­ლია ახ­ალ წიგ­ნში — „კონ­ფლიქ­ტი, გენ­დე­რი, მშვი­დო­ბა“. ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სორ–მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, ას­ევე არ­ას­ამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობ­ენ.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

სრულად

ბრძანების N:

რა პრინციპით არჩევენ წევრებს სტუდენტურ პარლამენტში

ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი ათე­ულ­ობ­ით აქ­ტი­ვო­ბას — ტრე­ნინ­გებს, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს და ა.შ. აერ­თი­ან­ებს. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენ­ტს შე­უძ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია და რო­გორ შე­უძ­ლე­ბა ჩა­ერ­თონ ახ­ალ­გაზ­რდე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტებ­ში, „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ წევ­რებს და რო­გორ მოგ­მარ­თონ მათ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­სა­ღე­ბად?

 

შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია — სტუ­დენ­ტე­ბი უნ­და იყ­ვნენ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, სო­ცი­ალ­ურ­ად აქ­ტი­ურ­ები, ენ­ერ­გი­ულ­ები და მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი. მათ შე­უძ­ლი­ათ ჩვენს ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე — სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი — შე­ავ­სონ აპ­ლი­კა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე დი­დი სტუ­დენ­ტუ­რი ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი გახ­დნენ.

 

თქვენ სულ ახ­ლა­ხანს შეხ­ვედ­რა გქონ­დათ თსუ-ის რექ­ტორ­თან გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან, ას­ევე თსუ-ის პრო­ფე­სო­რებ­თან...

 

დი­ახ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­დუქ­ტი­ული შეხ­ვედ­რა შედ­გა ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ახ­ალ­გაზ­რდე­ბი. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ გი­ორ­გის აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ას­ევე ყვე­ლა იმ ლექ­ტორს, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტე­ბის თხოვ­ნით, პი­რა­დად თუ დის­ტან­ცი­ურ­ად, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ალ­ებ­ით, ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­არ­ებ­ენ ათ­ას­ობ­ით „სტუ­დენტ პარ­ლა­მენ­ტარ“ ახ­ალ­გაზ­რდას.

 

თქვე­ნი მი­ზა­ნია არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ახ­ალი თა­ობ­ის ლი­დე­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბა. ამ­ის­ათ­ვის რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას გეგ­მავთ სა­მო­მავ­ლოდ?

 

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ა(ა)იპ „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება" — ICSU — 12 მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტს ახ­ორ­ცი­ელ­ებს და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ას­ევე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში: ICSU-Courses — არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­აში, ეკ­ოლ­ოგი­აში, იურ­ის­პუ­დენ­ცი­აში, ევ­რო­პულ ლი­დერ­შიპ­ში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ტექ­ნი­კა­ში და ა.შ.; ICSU-Parliament — სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა პარ­ლა­მენ­ტში მე­რი­ასა თუ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, სა­დაც ახ­ალ­გაზ­რდე­ბი და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას­თან ერ­თად ფას­და­უდ­ებ­ელ გა­მოც­დი­ლე­ბას შე­იძ­ენ­ენ; ICSU-Municipality board — ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია PBL-Internship -ის მე­თო­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც მო­მა­ვალ თა­ობ­ას ვას­წავ­ლით მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­რივ გა­მოვ­ლე­ნა-შეს­წავ­ლა-ან­ალ­იზს და შემ­დეგ მა­თი გა­დაჭ­რის მე­თო­დე­ბის სა­ჯა­რო პრე­ზენ­ტა­ცი­ას; ICSU-Events — კულ­ტუ­რულ-მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ებ­ები, შეკ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და რაიონში ნი­ჭი­ერი, ხე­ლო­ვა­ნი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით; ICSU-Speaker — სა­დაც ახ­ალი თა­ობ­ის ლი­დე­რებს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის ტექ­ნი­კას და აუდ­იტ­ორი­ას­თან თუ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ფი­კურ უნ­არ­ებს შე­ვას­წავ­ლით; ICSU-Master Class — მას­ტერ­კლა­სე­ბი მხო­ლოდ ლი­დე­რე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც წა­იკ­ითხა­ვენ მოწ­ვე­ული უცხო­ელი და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი; ICSU-Winter School — „ლი­დერ­თა ზამ­თრის სკო­ლა“ — იმ ახ­ალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის შეკ­რე­ბა, რო­მე­ლიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და რაიონში სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებს ან­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ; ICSU-Camp-“ზაფხუ­ლის ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ქა­ლა­ქი“ — სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე დი­დი და მას­შტა­ბუ­რი ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი შეკ­რე­ბა-პრო­ექ­ტი მთლი­ან­ად აგ­ებ­ულია Crowdfounding-ის პრინ­ცი­პებ­ზე და სა­ფუძ­ვლებ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ახ­ალ­გაზ­რდე­ბის თა­ნა­ჩარ­თუ­ლო­ბას და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რაიონში და ქა­ლაქ­ში ინ­ოვ­აცი­ური მე­თო­დე­ბით ახ­ალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მა­თი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას; ICSU- გა­იც­ანი სა­ქარ­თვე­ლო — მო­იც­ავს მა­ღა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის მქო­ნე ქა­ლა­ქებ­ში ათ­ას­ობ­ით მო­ქა­ლა­ქის გან­თავ­სე­ბას სოფ­ლის სახ­ლებ­ში, რი­სი მეშ­ვე­ობ­ით­აც ხდე­ბა სოფ­ლის, ქა­ლა­ქი­სა თუ რაიონის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ნა­კა­დე­ბის შე­დი­ნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბა და რაიონში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი, ის­ტო­რი­ული, რეკ­რე­აცი­ული და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის გაც­ნო­ბა; ICSU – My Magical Weekend — აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა წარ­მო­ად­გენს სო­ცი­ალ­ურ პრო­ექ­ტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ, რომ და­ის­ვე­ნონ ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე წარ­მო­უდ­გე­ნელ ფა­სად; ICSU — სა­ჩუ­ქა­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს — პრო­ექ­ტში ჩარ­თულ ახ­ალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი უნ­არ­ებ­ით, სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ SEU Art Project-ის პრო­ფე­სი­ონ­ალ პე­და­გო­გებ­თან და ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან თუ მსა­ხი­ობ­ებ­თან ერ­თად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს და­უვ­იწყა­რი შოუ-კონ­ცერ­ტი აჩ­უქ­ონ; ICSU – European Summer (Winter) Camp — ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თულ სა­უკ­ეთ­ესო, აქ­ტი­ურ ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ გა­იც­ნონ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა. უახ­ლოს მო­მა­ვალ­ში და­მა­ტე­ბით პრო­ექ­ტს თუ რა­მეს შევ­მა­ტებთ, აუც­ილ­ებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ.

 

თქვენ გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ეთ პრო­ექ­ტი — „აღ­მო­აჩ­ინე სა­ქარ­თვე­ლო“, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კე­ნაც იყო მი­მარ­თუ­ლი...

 

ამ პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ეთ წერ­ტი­ლებს (და­სახ­ლე­ბას – სო­ფელს, რაიონს), რო­მელ­თაც ტუ­რის­ტუ­ლი კუთხით დი­დი პერ­სპექ­ტი­ვა გა­აჩ­ნია და ვიწყებთ ამ წერ­ტი­ლე­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლურ-ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას. პირ­ვე­ლი ას­ეთი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც სა­პი­ლო­ტედ ავ­იღ­ეთ, არ­ის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი გორ­დი, ავ­იღ­ეთ 25-მდე სოფ­ლის სახ­ლი და და­ვიწყეთ ამ სახ­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა ჩვე­ნი სა­ზაფხუ­ლო ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ბა­ნა­კის მეშ­ვე­ობ­ით, რა­თა ამ სახ­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და­ახ­ლო­ება მომ­ხდა­რი­ყო სა­ოჯ­ახო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ის სტან­დარ­ტებ­თან. ბა­ნა­კის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას სე­ზონ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­ლე­ბის მას­პინ­ძლე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი 4-დან 6-ათ­ას ლა­რამ­დეა, რომ­ლის ნა­ხე­ვარ­საც, ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ის­ინი სახ­ლე­ბის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ახ­მა­რენ, რა­თა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ამ სახ­ლე­ბის ჯერ და­ახ­ლო­ება და შემ­დეგ მთლი­ანი გარ­დაქ­მნა მოხ­დეს სა­ოჯ­ახო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ად. მოწ­ვე­ული გვყავს უცხო­ელი მო­ხა­ლი­სე­ები, რომ­ლე­ბიც ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ებს რო­გორც არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ებს, ას­ევე ნე­ბის­მი­ერი ახ­ალ­გაზ­რდი­სათ­ვის ეს­ოდ­ენ სა­ჭი­რო უცხო ენ­ის კურ­სებს (native-speaker party) სთა­ვა­ზო­ბენ. კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი სეგ­მენ­ტი – დის­კო­თე­კე­ბი, პო­ეზი­ის სა­ღა­მო­ები, კონ­ცერ­ტე­ბი, სპე­ცი­ალ­ური სტუმ­რე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ები, სპორ­ტუ­ლი ჩემ­პი­ონ­ატ­ები, კუ­ლი­ნა­რუ­ლი მას­ტერ-კლა­სე­ბი, ფე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ლაშ­ქრო­ბე­ბი, ცეკ­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ქარ­თუ­ლი სოფ­ლის ნა­წარ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ები – ეს არ­ას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ისა, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ობ­ის­ათ­ვის, დამ­სვე­ნე­ბე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის და ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის კომ­ფორ­ტულ, მიმ­ზიდ­ველ და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მოს ქმნის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი 2019 წლის ზაფხულს გა­იმ­არ­თა სა­ქარ­თვე­ლოს რვა რე­გი­ონ­ში.

სრულად

ბრძანების N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტები ტრენინგებს აშშ-ში გაივლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი რვათვიან ტრენინგს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის. ამის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ჯიბუტმა. ამერიკელმა პარტნიორმა, დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის ქალთა და ბავშვთა აივ ცენტრის დირექტორმა ჯეკ დეჰოვიცმა ღონისძიებაში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში მიიღო.

 

სადოქტორო პროგრამაზე პირველი ნაკადის მიღება მარტიდან დაიწყება. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა თანამშრომლობას პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-სასწავლო პროცესების  ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

 

„მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის თანახმადაც,  უნივერსიტეტს 4 წლის შემდეგ ეყოლება უმაღლეს დონეზე მომზადებული 10 მეცნიერ-მკვლევარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კერძოდ შიდსის სფეროში და იმპლემენტაციის მეცნიერების დარგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით მსოფლიოში. ეს დოქტორანტები მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებენ, იმუშავებენ ამ მიმართულების საუკეთესო ცენტრში. შემდეგ თვითონ ჩამოყალიბდებიან კარგ მასწავლებლებად და სხვებს ასწავლიან, გადასცემენ ცოდნას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

2020 წლის ივნისიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ახორციელებს აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“.  „ამ პროგრამის თემატური ფოკუსი გახლავთ აივ ინფექცია/ შიდსი და მასთან დაკავშირებული ინფექციები, და ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმპლემენტაციის მეცნიერებას, რომელიც ემსახურება ინოვაციების დანერგვას ჯანდაცვის პოლიტიკის, პროგრამების, ინტერვენციების დონეზე. ინოვაციების დანერგვას სჭირდება იმპლემენტაციის მეცნიერების მეთოდის გამოყენება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც მიიღებენ თსუ დოქტორანტები იმპლემენტაციის მეცნიერებაში,  წარმატებით იქნება გამოყენებული მომავალში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ჯიბუტმა.

 

პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს აივ/შიდსის სფეროს წამყვანი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და მეცნიერები (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევითი კავშირი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი); აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის და ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა და ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი.

 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას თქმით, „თსუ-ში არსებობს სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი პაატა იმნაძე. ამერიკელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტი ხორციელდება ცალკე, როგორც დამოუკიდებელი ფრაგმენტი. ოთხი წლის შემდგომ ჩვენ არა მხოლოდ   10 კარგად მომზადებული სპეციალისტი გვეყოლება, არამედ მინიმუმ 30 სერიოზული პუბლიკაცია იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ასე, რომ ეს პროექტი უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.“

 

პროექტის 2020-2024 წლებში განხორციელდება და მისი მთავარი მიზანია აივ მეურვეობის კასკადის პირველი საფეხურების (ტესტირება, დიაგნოზი, მკურნალობასა და მეურვეობის სისტემაში ჩართვა) გაუმჯობესება, ქართველ მკვლევართა მომავალი თაობის განვითარება ტრენინგის გზით საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში. პროექტის ორგანიზაციული და ფინანსური ხელშეწყობით პროექტში ჩართული თსუ დოქტორანტები გაივლიან სწავლებას თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. რვა თვის განმავლობაში სტუდენტები ტრენინგს გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებში - პირველ ოთხ თვეში დაასრულებენ  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შერჩეულ კურსებს ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში პრაქტიკულ სტაჟირებას გაივლიან ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.

სრულად

ბრძანების N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტები ტრენინგებს აშშ-ში გაივლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი რვათვიან ტრენინგს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის. ამის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ჯიბუტმა. ამერიკელმა პარტნიორმა, დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის ქალთა და ბავშვთა აივ ცენტრის დირექტორმა ჯეკ დეჰოვიცმა ღონისძიებაში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში მიიღო.

სადოქტორო პროგრამაზე პირველი ნაკადის მიღება მარტიდან დაიწყება. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა თანამშრომლობას პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-სასწავლო პროცესების  ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

„მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის თანახმადაც,  უნივერსიტეტს 4 წლის შემდეგ ეყოლება უმაღლეს დონეზე მომზადებული 10 მეცნიერ-მკვლევარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კერძოდ შიდსის სფეროში და იმპლემენტაციის მეცნიერების დარგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით მსოფლიოში. ეს დოქტორანტები მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებენ, იმუშავებენ ამ მიმართულების საუკეთესო ცენტრში. შემდეგ თვითონ ჩამოყალიბდებიან კარგ მასწავლებლებად და სხვებს ასწავლიან, გადასცემენ ცოდნას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

2020 წლის ივნისიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ახორციელებს აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“.  „ამ პროგრამის თემატური ფოკუსი გახლავთ აივ ინფექცია/ შიდსი და მასთან დაკავშირებული ინფექციები, და ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმპლემენტაციის მეცნიერებას, რომელიც ემსახურება ინოვაციების დანერგვას ჯანდაცვის პოლიტიკის, პროგრამების, ინტერვენციების დონეზე. ინოვაციების დანერგვას სჭირდება იმპლემენტაციის მეცნიერების მეთოდის გამოყენება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც მიიღებენ თსუ დოქტორანტები იმპლემენტაციის მეცნიერებაში,  წარმატებით იქნება გამოყენებული მომავალში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ჯიბუტმა.

პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს აივ/შიდსის სფეროს წამყვანი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და მეცნიერები (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევითი კავშირი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი); აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის და ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა და ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას თქმით, „თსუ-ში არსებობს სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი პაატა იმნაძე. ამერიკელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტი ხორციელდება ცალკე, როგორც დამოუკიდებელი ფრაგმენტი. ოთხი წლის შემდგომ ჩვენ არა მხოლოდ   10 კარგად მომზადებული სპეციალისტი გვეყოლება, არამედ მინიმუმ 30 სერიოზული პუბლიკაცია იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ასე, რომ ეს პროექტი უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.“

პროექტის 2020-2024 წლებში განხორციელდება და მისი მთავარი მიზანია აივ მეურვეობის კასკადის პირველი საფეხურების (ტესტირება, დიაგნოზი, მკურნალობასა და მეურვეობის სისტემაში ჩართვა) გაუმჯობესება, ქართველ მკვლევართა მომავალი თაობის განვითარება ტრენინგის გზით საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში. პროექტის ორგანიზაციული და ფინანსური ხელშეწყობით პროექტში ჩართული თსუ დოქტორანტები გაივლიან სწავლებას თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. რვა თვის განმავლობაში სტუდენტები ტრენინგს გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებში - პირველ ოთხ თვეში დაასრულებენ  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შერჩეულ კურსებს ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში პრაქტიკულ სტაჟირებას გაივლიან ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.

სრულად

ბრძანების N:

აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

კონსტანტინე წერეთელი –100

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის სასწავლო-სამეცნიერო კათედრა 25-26  ნოემბერს  გამართავს  აკადემიკოს  კონსტანტინე  წერეთლის  100  წლისთავისადმი  მიძღვნილ  საერთაშორისო  კონფერენციას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  თეზისები  2021 წლის 20 ოქტომბრამდე  უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება პლენარულ სხდომაზე – 20 წუთი

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

გთხოვთ, დაიცვათ თეზისების გაფორმების წესი!

 

თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.

 

საერთაშორისო  კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

კონფერენციის სამუშაო ენები –  ქართული, ინგლისური.

 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).

 

თეზისები განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.

 

საკონტაქტო პირები:  ასოცირებული პროფესორი მარიამ ჩაჩიბაია;

ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი; ფილოლოგიის დოქტორი სოფიო თოთიბაძე.

თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების განსაზღვრისა და მიღების გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 23 თებერვლის N2682/10-02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - თსუ), ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით (2021 წლის 5 მარტის N20/05 თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე) 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ - 5 ვაკანტური ადგილი.
2. გამოცხადდეს მიღება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ, ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან (2021 წლის 1 მარტი) 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თსუ-ის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებრივ ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ ჩარიცხვა მოხდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, 6-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში. განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, პარტნიორობის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://prah.ge/index.php?run=account/apply.
4. განაცხადის მოთხოვნები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) სამოტივაციო წერილი;
ბ) სამუშაო და კვლევითი გამოცდილება;
გ) წინა აკადემიური მოღვაწეობა/მოსწრება; 
დ) კვლევის გეგმა;
ე) რეკომენდაციები;
ვ) TOEFL/IELTS შეფასებები;
ზ) გასაუბრება (მოწვევის შემთხვევაში);
თ)ამ  პუნქტში  ჩამოთვლილ  მოთხოვნებთან  დაკავშირებული  დამატებითი  პირობები განისაზღვრება მემორანდუმის საფუძველზე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიერ.
5.თსუ-ში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები და   თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვრება დამატებით თსუ-ს რექტორის აქტის საფუძველზე.
6. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 21/01-01

ძვირფასო სტუდენტებო

 

სასწავლო პროცესის დისტანციურად დაწყებასთან ერთად, გვინდა, თქვენი ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე საკითხს.
 
● გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონული (ონლაინ) სწავლება დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და ამრიგად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორც თითოეული თქვენგანის, ასევე აკადემიური გუნდის წევრების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები და ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა, მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი“, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მიერ მათი მოსმენისას, შენახვისას და სხვა პირებისთვის გაზიარებისას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია ლექციების ანდა სასემინარო შეხვედრების ჩაწერა, თუ არ არსებობს ამის შესახებ ამ ლექციაში/სემინარში მონაწილე ყველა პირის წინასწარი თანხმობა. სხვათა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იურისტები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ამიტომ გთხოვთ, გახსოვდეთ აღნიშნული აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების (ხმა, გამოსახულება და ა.შ.) გამოყენებისას;

 

● გახსოვდეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის მიერ საგანგებო ვითარებაში საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მომზადებული სალექციო მასალები (პოდკასტები, ვიდეო/აუდიოლექციები) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ და მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის - ისარგებლეთ ჩანაწერებით მხოლოდ დანიშნულებისამებრ და არ გაუზიაროთ ისინი არაუფლებამოსილ მესამე პირებს, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ჯგუფების წევრებს და არ გახადოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისა  და საავტორო უფლებების ხელყოფის პრეცედენტი;

 

● თუ თქვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ, გთხოვთ, აცნობოთ ამის თაობაზე იურიდიულ ფაკულტეტს ელექტრონულ ფოსტაზე tsu.law@tsu.ge.

სრულად

ბრძანების N:

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შემოდგომის სემესტრის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვება მოიპოვეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შემდეგმა სტუდენტებმა:

I სექცია – კერძო სამართლის მიმართულება:

ბაკალავრიატი:

I ადგილი:

i. მარიამ აბესაძე

ii. გიორგი ეკალაძე

II ადგილი:

i. სალომე ჩუბინიძე

ii. ნუცა მეუნარგია

III ადგილი: თამთა გვაგვალია

 

მაგისტრატურა:

 

I ადგილი: ირაკლი ლეონიძე

II ადგილი: ოთარ ნიშნიანიძე

 

II სექცია – სისხლის სამართლის მიმართულება:

 

I ადგილი: ალექსანდრე ჯუღელი

II ადგილი: ლამარა სუხიტაშვილი

III ადგილი: თამთა ჩუბინიძე

 

III სექცია - საჯარო სამართლის მიმართულება:

ქვესექცია – კონსტიტუციური სამართალი

 

I ადგილი: ნინო დოლუაშვილი

II ადგილი: გიორგი ეკალაძე

 

III ადგილი:

i. მარიამ მახვილაძე

ii. ანი თუთისანი

 

ქვესექცია – ადმინისტრაციული სამართალი

 

I ადგილი: მარიამ ხუციძე

 

II ადგილი:

 

i. დჟივან მკრტჩიან

ii. ლია აბლოთია

 

III ადგილი:

 

i. ნია გერგიძე

ii. თინათინ სადუნაშვილი

 

IV სექცია - საერთაშორისო სამართლის მიმართულება

 

I ადგილი: სოფო ინაშვილი

II ადგილი: ლიკა აბესაძე

III ადგილი: შალვა ქიტესაშვილი

 

V სექცია - სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებები:

ქვესექცია - სამართლის ისტორია

ბაკალავრიატი:

 

I ადგილი: მარიამ რუხაძე

II ადგილი: კალენიკე ურიდია

III ადგილი: ანი აკოფაშვილი

 

მაგისტრატურა:

 

I ადგილი: ირაკლი ლეონიძე

 

ქვესექცია - სამართლის მეთოდები

 

I ადგილი: დათა იასამნიძე 

II ადგილი:

i. მარიამ ონიანი

ii. ლამარა სუხიტაშვილი

 

III ადგილი:

 

i. ნია ტორონჯაძე

ii. ივა ხავთასი
 

სრულად

ბრძანების N:

ინოვაციური სადეზინფექციო აპარატი ქართველი მეცნიერებისგან - 2021 წლიდან „თსუ ოზონი“ IICE-20 ოზონის გენერატორების წარმოებას იწყებს

პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზევე, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაერთნენ COVID-19-ის გამოწვევებზე საპასუხო აქტივობებში, რათა უკვე არსებული კვლევების ბაზაზე ახალი ტიპის დეზინფექციის  აპარატის შექმნა დაეჩქარებინათ. დღეს ასეთი ოზონის გენერატორის პროტოტიპი უკვე დამზადებულია და პირველი ნაბიჯებიც გადადგმულია მისი წარმოებისა და დანერგვის მიზნით. 

ივანე ჯავახიშვილის სახ. რ.აგლაძის სახ. არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიისინსტიტუტში 2020 წლის მარტში შეიქმნა ინტერლაბორატორიული კვლევითი ტექნიკური ჯგუფი (ხელმძღვანელი - მთ. მეცნიერ-თანამშრომელი ვ.ჩაგელიშვილი). ჯგუფს დაევალა: ოზონის მეშვეობით მიკროორგანიზმებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტში არსებულ კვლევის შედეგების დანერგვის უზრუნველსაყოფად ახალი ტიპის ოზონის გენერატორის მოდელის შემუშავება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ დეზინფექციისთვის.

ამ სამუშაოს დაწყება შესაძლებელი გახდა საკმაოდ დიდი ისტორიის მქონდე კვლევების საფუძველზე: 

• 1993 წ  მაშინდელი "შავი ჭირის ცენტრთან" თანამშრომლობით დადგენილი იყო ოზონის შესაძლებლობები ინფექციური საავადმყოფოების ჩამდინარე წყლების გაუსნებოვნებისთვის. კვლევები ჩატარდა ინსტიტუტში შემუშავებული და დამზადებული მცირე სიმძლავრის  ოზონის გენერატორის (ოზონატორის) გამოყენებით. შედეგებმა აჩვენეს აბსოლუტური ბაქტერიციდული ეფექტი. შემდეგ  წელს აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიცადა პრაქტიკულადაც ტუბდისპანსერში, ქ. თბილისში; 

• 1994 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ ინსტიტუტის მკვლევარების გამოგონებაზე გაცემულია პატენტი, რომლის დაცვის ობიექტია: "პერიტონიტის, პლევრის ემპიემიის და გარეგანი დაინფიცირებული ჭრილობების მკურნალობის ხერხი"; 

• 2004 წელს ინსტიტუტში შემუშავებული და შექმნილი ოზონატორი, შესაბამისი მეთოდიკის თანხლებით, ჩაინერგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის  ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში ინფიცირებული სხეულების და ჭრილობების მკურნალობისთვის.
როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, ინსტიტუტის ჯგუფის მიერ ამჟამად შემუშავდა ოზონის გენერატორისდიზაინი (მოდელი IICE-20), მოხდა მისიპარამეტრების დაზუსტება ლაბორატორიულიგამოცდებით და ოფიციალურად დამტკიცდა შიდასტანდარტის დოკუმენტი ინსტიტუტის ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. გენერატორის კონსტრუქცია უნივერსალურია, რაც გულისხმობს მის გამოყენებას როგორც წყალში ოზონის დაგეგმილი კონცენტრაციის მისაღებად, ასევე დახურულ სივრცეში ჰაერის და ობიექტების დეზინფექციისათვის. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დამუშავების   პროცესი   მოითხოვს   შესაბამის   დროით რეჟიმს და უსაფრთხოების წესების დაცვას. მეცნიერებმა უკვე მიიღეს შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ოზონის გენერატორი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციისა და რეგლამენტის დაცვით. 

თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, გია ტატიშვილის გვიყვება, რომ ოზონის სადეზინფექციო საშუალებად გამოყენების მთავარი მიზეზი ოზონის ძლიერი დამჟანგველობაა. როგორც გია ტატიშვილი ამბობს, ოზონი მჟანგველობითი  უნარით 50-ჯერ უფრო ეფექტურია  ქლორთან შედარებით და მისი მოქმედება  3000-ჯერ  უფრო სწრაფად ხდება.

„ოზონის უნიკალური სადეზინფექციო თვისებები გამომდინარეობს იქიდან, რომ მას, როგორც გაზს, აქვს გარემოში მაღალი შეღწევადობის უნარი, როგორიც სითხეებს არ გააჩნია. ოზონის სიმკვრივე მეტია ჰაერისაზე, რაც განაპირობებს იმას, რომ ჰაერში გაფრქვევისას ის გადანაწილდება როგორც ჰორიზონტალურად,  ასევე უპირატესად ზევიდან ქვევით და გროვდება ზედაპირებზე. ის კლავს ერთ და მრავალუჯრედიან მიკრორგანიზმებს: ბაქტერიებს, ვირუსებს, ფუნგებს. დღეისათვის არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები იმასთან დაკავშირებით,  რომ რომელიმე სახის მიკროორგანიზმები მედეგია  ოზონის ზემოქმედების მიმართ,“- გვიხსნის გია ტატიშვილი.

მისი თქმით, დეზინფექციის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ ოზონით დამუშავებას გააჩნია 99% -იანი ეფექტურობა ისეთი პათოგენების დახოცვისას, როგორებიცაა გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, კორონავირუსი. დიდი ფართობების დეზინფექციისას დამტკიცებულია, რომ ოზონის გაზი კლავს ატიპური პნევმონიის ვირუსს. გია ტატიშვილი ვარაუდობს,რომ ოზონი შესაძლოა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაშიც ეფექტური იყოს. 

„ბევრ სხვადასხვა ქიმიურ ალტერნატივებთან შედარებით, გენერაცია ხდება ადგილზე, სადაც აუცილებელია მხოლოდ ელექტროენერგიის წყაროს არსებობა და არ საჭიროებს არანაირ ხარჯვით მასალას სხვადასხვა ქიმიკატების სახით; სწრაფად იშლება ჟანგბადად და არ ტოვებს კვალს მავნე ნარჩენების სახით, შედეგად არ წარმოქმნის ტოქსიკურ ჰალოგენურ ნაერთებს, განსხვავებით ქლორშემცველი სადიზინფექციო  საშუალებებისგან; მოქმედებს  სწრაფად და სრულად სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით; ეფექტურად რეაგირებს ვირუსების ყველა შტამზე,“- ამბობს გია ტატიშვილი.

თსუ მეცნიერების მიერ შემუშავებული ოზონატორის მოდელი “IICE-20“ 2,5-3-ჯერ იაფია, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ანალოგიური სიმძლავრის ბრენდულ ოზონატორებთან შედარებით; მისი გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სიმძლავრეებზე გასვლა; ადვილია გამომუშავებული ოზონის მიწოდების სიჩქარის მართვა სარეაქციო არეში; იგი იძლევა სასურველი კონცენტრაციის ოზონის შემცველი აირის მიღების საშუალებას და რაც ყველაზე მთავარია, გია ტატიშვილის თქმით,ინსტიტუტის ბაზაზე შესაძლებელია ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრა და    ადვილად ემორჩილება შეკეთებას პერიოდული  განახლების მიზნით.

„მსგავსი სამეცნიერო-ტექნიკური დანადგარებით ბაზარი გაჯერებულია, რადგან იგი გლობალური ხასიათისაა. ამიტომ შიდა ბაზარზე უპირატესობის მოპოვებისთვის განისაზღვრა ახალი ინოვაციური პროდუქტი, რომლის არსი მდგომარეობს კოპლექსურობაში და გულისხმობს არა მარტო აგრეგატის, არამედ მასთან ერთად მრავალფეროვანი მომსახურეობის შეთავაზებას. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ოზონი მიჩნეულია სახიფათოდ და  შეზღუდულია მისი პროფესიონალური ზემოქმედება.  შესაბამისად გამოიკვეთა ის მთავარი უპირატესობა, რაც აღნიშნულ პროდუქტს კონკურენტუნარიანს ხდის - ოზონატორისა და მომსახურების მიქს პროდუქციის შეთავაზება  მისი გაყიდვის სპეციფიურ ფორმას წარმოადგენს,“- აღნიშნავს გია ტატიშვილი.

ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თსუ მეცნიერთა მიერ შემუშავებული მოდელი უკვე გახდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინტერესის საგანი. პირველი დაინტერესების წერილები ინსტიტუტში დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრიდან უკვე მოვიდა. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაწერით უკვე გამოიყო დაფინანსება (კრედიტი) ოზონის გენერატორების წარმოების დასაწყებად. შედეგად 2021 წელს თსუ რ.აგლაძის სახ. არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობას დაიწყებს IICE-20 ოზონის გენერატორების საწარმო "თსუ-ოზონი".

გია ტატიშვილი ამბობს, რომ დანადგარის წარმოება სერიული არ იქნება და წარმადობიდან გამომდინარე, კონკრეტული შეკვეთების მიხედვით დამზადდება. პროდუქციის გაყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სხვადასხვა კერძო კომპანიასთან, ასევე, აეროპორტების გაერთიანებასთან, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის, თელავის აეროპორტებთან.

ინსტიტუტის კვლევითი მიღწევების მიხედვით განისაზღვრა გრძელვადიანი გეგმებიც, კერძოდ ოზონის გამოყენების არეალის გაზრდა: ოზონის გამოყენება მედიცინაში, ასევე ოზონური მეთოდი წარმოებებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩამდინარე წყლების გაწმენდა -გაუსნებოვნებისათვის; ოზონი - ზოგიერთი კულტურის თესლების აღმოცენების და ზრდის ინტენსიფიცირების მიზნით; მალეფუჭებადი ხილ-ბოსტნეულის შენახვის ვადის გახანგრძლივება ოზონ-ჰაერის ნაკადით; ოზონის გამოყენება ხელოვნების ნიმუშების (ფრესკები, ნახატები, და სხვ.) სტაბილიზაციის მიზნით და მანგანუმის ნაერთების წარმოებაში.

 

სრულად

ბრძანების N: