საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს.


EIA-ს პროექტი, რომლის მასპინძლები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) და Startup Grind Tbilisi, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს „ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპის (ბანაკი)“ დაარსებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, მათ შორის 100 ქართველ სტუდენტს, გააერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ბუტკემპში სასწავლო პროცესს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტის და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ინგლისურ ენაზე წარმართავენ.


EIA-ს პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტუდენტის აქტიური სტატუსი აქვთ (ან უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან, შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.


მნიშვნელოვანია, რომ EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება. 


EIA-ს პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მომავალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, EIA პროგრამის საქართველოში დანერგვა და მისი განხორციელება, წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს საქართველოს, კერძოდ, ბათუმის სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
 

აღნიშნული პროგრამის განხორციელება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული. კერძოდ, 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს განახლებული, მრავალკვირიანი პროგრამის განხორციელებას სამასი ქართველი, ევროპელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტუდენტებისთვის. პროგრამაში ჩართული იქნებიან: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა – Google, Facebook, nVidia. სამომავლოდ EIA გეგმავს პროექტის მასშტაბების გაფართოებასა და მონაწილე სტუდენტთა რაოდენობის გაზრდას.


ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას სტუდენტებისთვის. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც პირველი პროგრამა განხორციელდა, EIA-მ განათლების მიღების შესაძლებლობა ოთხმოცდახუთი ქვეყნის 17,000 სტუდენტს მისცა. EIA-ს პროგრამა მეწარმეობის დარგის სწავლების მიმართულებით, თავისი შინაარსით, სტრუქტურით, და მიდგომებით, უნიკალურია. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA „ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერის“ სიაში შეიყვანა.


პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/82EA3WXtH3QJxBmp8

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრში საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორანტ მარიამ ჯიქიას მეორე სამეცნიერო კვლევითი პროექტის ჩატარების თარიღისა და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ საფუძველი: მ. ჯიქიას ავადმყოფობის ცნობა  ვბრძანებ:

1. ,,საზოგადოებრივი გეოგრაფიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის  მე-8 სემესტრის დოქტორანტ მარიამ ჯიქიას მეორე სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2022 წლის 28 ივლისს, 11:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს ტურიზმის სკოლაში, N212 აუდიტორიაში;

3. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • გოგსაძე გიორგი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • პავლიაშვილი ნინო - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • დოლბაია თამარ - ასოცირებული პროფესორი
  • ლორთქიფანიძე ვაჟა - პროფესორი

4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 58/30

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი

 პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს (International Comparative Literature Congress) მასპინძლობს. კონგრესზე, რომელშიც 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, თავი მოიყარეს მსოფლიოს წამყვანმა ლიტერატურათმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, კულტუროლოგებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა, მწერლებმა. კონგრესის პლენარული მომხსენებლები, როგორც წესი, წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ ცენტრებს. ეს ტრადიცია არც თბილისში დაირღვა - ხუთი დღის განმავლობაში პლენარულ მომხსენებებს წარადგენენ მეცნიერები პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, ლუბლიანას უნივერსიტეტებიდან. ამ ხნის მანძილზე თბილისი იქნება ლიტერატურის ქალაქი.

 „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წელს წილად გვხვდა ასეთი ფართომასშტაბიანი კონგრესის ჩატარება, რომელიც პირველად იმართება რეგიონში.  ვფიქრობთ, რომ ეს დაეხმარება, არა მხოლოდ ჩვენს მწერლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, რომ უფრო მეტად წარმოჩნდეს ქართული ლიტერატურა პოეზია მსოფლიოში, არამედ, ზოგადად, ქვეყნის პოზიციონირებისთვის არის საჭირო და აუცილებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, იმართება სამ წელიწადში ერთხელ, როგორც წესი - ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა შესანიშნავი ქალაქები, რომელთა რიგებსაც 2022 წელს თბილისიც შეუერთდა.

საბჭოს საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოდან წარდგენილმა წინადადებამ გაიმარჯვა, 2019 წელს იქნა მიღებული. ეს ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მოვლენაა და დიდი ნდობაა, ვინაიდან შედარებითი ლიტერატურის კონგრესი მიიჩნევა ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში. 

„ეს არის დიდი გამარჯვება  ქართული ლიტერატურათმცოდნეობის სკოლის. კონგრესი საშუალებას მისცემს ქართველ ლიტერატორებს, ლიტერატორათმცოდნეებს და მწერლებს, რომ მათი შემოქმედება იყოს უფრო მეტად ინტერნაციონალიზებული და უფრო მეტად გატანილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც ახლა პირველადი მნიშვნელობის საქმეა ქართული მწერლობისთვის და ზოგადად კულტურისთვის. კონგრესს სტუმრობენ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტიკოსები, მთარგმნელები და მწერლები. აუცილებლად უნდა დავასახელო  ფრანგი ავტორი ჟან ლუკ კოატალემი, რომელსაც თბილისში გადაეცემა გონკურის პრემია  და იმან ჰუმაიდანი, რომელიც უკვე ცნობილია ქართველი მკითხველებისთვის  და რომელიც კონგრესის ფარგლებში  ძალიან საინტერესო ლექციას შემოგვთავაზებს,“- აღნიშნა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა.

პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი ქალი იმან ჰუმაიდანი უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, „წელს უკვე ისე ვგრძნობ თავს საქართველოში, როგორც საკუთარ სახლში.  აღფრთოვანებული ვარ იმ სტუმართმოყვარეობით და კეთილგანწყობით, იმ კავშირით, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იგრძნობა. ეს არის ის, რაც ლიტერატურას და მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია,“- განაცხადა იმან ჰუმაიდანმა.

კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა პირველად,  ბოლო კონგრესს კი მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა. კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის საქართველომ გაიმარჯვა.

„მთავარი მიზანი ამ კონგრესისა არის მცირე ერების ლიტერატურის შესწავლა გლობალიზაციის პირობებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ქართული ლიტერატურა, როგორც მცირერიცხოვანი ერის  ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურის საგანძურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  და ამასთანავე მინდა ცალკე გამოვყო  აფხაზური და ოსური ლიტერატურის საკითხიც,“- განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, თსუ პროფესორმა ჯაბა სამუშიამ.

2022 წლის კონგრესის თემაა "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები". თემა კარგად მოერგო არა მარტო ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემებს, არამედ - საერთაშორისო სტანდარტსაც. კონგრესის განსაკუთრებულობა მის მასშტაბურობაშია.

კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს როგორც ინტერდისციპლინურ მოხსენებებს, ისე სხვადასხვა სახის ვორკშოპებისა და თემატური შეხვედრების ჩატარებას ადგილობრივი მწერლობისა და კულტურის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

კონგრესზე რეგისტრირებულნი არიან მონაწილეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.  კონგრესი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში: დელეგატთა ნაწილი ესტუმრა თბილისს, ხოლო ნაწილი - იმუშავებს ონლაინ ფორმატში.

თბილისს ფორუმის ფარგლებში ესტუმრა  შედარებითი ლიტერატურის  საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი  სანდრა ბერდმანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი მოლოდინი აქვს ამ ღონისძიების: „მოუთმენლად ველი ბევრი რამის გაგებას ლიტერატურის შესახებ, რომელზეც ჯერ არ მსმენია. ქართული ლიტერატურული კულტურის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ამიტომაც ახალი ხმებისა და ადამიანთა ნამუშევრების შესახებ მოსმენას დიდი ინტერესით ველი.“

კონგრესი უნდა იქცეს მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენად საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში, როგორც ეს არაერთხელ უკვე მოხდა სხვა ქვეყნებისა და ქალაქების შემთხვევაში. ,,ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი დონის სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს. ასეთი ძველი და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა, საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი, რა თქმა უნდა, ღირსეულ ადგილს დაიკავებს კონგრესის ისტორიაში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  გიორგი ტყემალაძემ.

მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობას ბევრი აქვს სათქმელი მსოფლიოს ლიტერატურული საზოგადოების წინაშე და ამ სათქმელის არსი, შესაძლოა, ასეც ჩამოყალიბდეს:  ქართული მწერლობის გარეშე ვერ დასრულდება მსოფლიოს ლიტერატურული რუკა. ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება  მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.

„მაქვს პატივი სიტყვით გამოვიდე, ვისაუბრო ომის ლიტერატურაზე, მშვიდობასა და ომზე; თუ როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში ეს ყველაფერი. მითუმეტეს ბოლო დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია.  პლანეტა გახდა უფრო სწრაფი ინფორმაციის მიმღები და, ამავე დროს, სწრაფად იწერება ლიტერატურული ნაწარმოებებიც. ლიტერატურას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ხელი შეუწყოს დღეს ყველა პროგრესული იდეის განვითარებას, მხარში ამოუდგეს ადამიანს, დაიფაროს ადამიანი, დაიცვას მისი უფლებები და გაუფრთხილდეს იმ საშინელებაში, რომელსაც ჰქვია ომი. ლიტერატურა იმახსოვრებს დროს სხვანაირად. განსაკუთრებით ის ლიტერატურა იგებს, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ,  საუბრობს ადამიანზე,“- აღნიშნა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.

კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2020 წელს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA)  პრეზიდენტმა შერმან უილკოქსმა მოაწერეს.

კონგრესის უშუალო ორგანიზატორები არიან: შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

მხარდამჭერი ორგანიზაციებია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები.

     

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის №14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 14 ივლისის N16838/27, 2022 წლის 19 ივლისის N17202/27 წერილების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც   აქვს   არანაკლებ   3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 29 ივლისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 30 აგვისტოდან 2022 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 3 ოქტომბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ფილოსოფიის   სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი თეორიული ფილოსოფიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ამერიკისმცოდნეობის   სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)
5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 30 აგვისტოდან 2022 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით,10-დან 17საათამდე, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება   გამოქვეყნდეს   გაზეთში   „თბილისის   უნივერსიტეტის"   ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 220/01-01

უნივერსიტეტების რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სხვა ქართული უნივერსიტეტის რექტორებმა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყოველი დღე უნდა იყოს ხსოვნის დღე და ყოველი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს დეოკუპაციისკენ. „აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში. დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს, ვინც თავი შესწირა დამოუკიდებლობას; მათი გმირობის გარეშე საქართველო ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის დღეს. ის რაც მოხდა, არ უნდა განმეორდეს და ამ გმირების სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული მეხსიერება არსებობს და ასევე არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რამ - მადლიერების გამოხატვა,“ -განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
 

თსუ სტუდენტის ლუკა თაბაგარის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები ტრაგიკულია ყველა ქართველისთვის. „ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მტერია, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მათი სახელი ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში,“- აღნიშნა თსუ ტუდენტმა.
 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა რაოდენობამ  2 232 შეადგინა. საცხოვრებელი დაკარგა არაერთმა ადამიანმა. რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.

სრულად

ბრძანების N:

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XVI საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

14-16 ივლისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ XVI საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციას.

 

დამატებითი ინფორმაცია  იხ. კონფერენციის პროგრამაში.

 

სრულად

ბრძანების N:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში პრეტენდენტის სტატუსის მინიჭებისა და ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევის განრიგის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით - (№115/01-01; 26 აპრილი 2022 წელი) დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასისტენტ-პროფესორის კატეგორია „ბ“ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში პრეტენდენტის სტატუსის მინიჭებისა და ზეპირ გასაუბრებაზე მოწვევის  განრიგი.

 

იხილეთ გასაუბრების განრიგი:

სრულად

ბრძანების N:

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

 

1.1       პროფესორის 1 რეკომენდაცია;

1.2       პირადობის მოწმობის ასლი;

1.3       სტუდენტის სასწავლო ბარათი;

1.4       სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

1.5       სიგელები;

1.6       სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;

1.7       ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

 

საბუთები მიიღება 2022 წლის 12 ივლისიდან – 20 ივლისის 17 საათის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  sopiko.dzneladze@tsu.ge  ან თსუ პირველი კორპუსის 208-ე ოთახში (საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე).

სრულად

ბრძანების N:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა
 

შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა თემებზე, რომელიც აქტუალურია და უკავშირდება ბორდერიზაციის, ნდობის აღდგენის საკითხებს, რითაც დაკავებულია მისია საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები პირველი პირისგან იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორია ევროკავშირის პოლიტიკა და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
 

თსუ სტუდენტებმა შეხვედრაზე კითხვები დასვეს საქართველოში მისიის მუშაობასა და ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკაზე დიდ რეგიონში. 
 

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განსაკუთრებით აღნიშნა თსუ სტუდენტების ცოდნის დონე და დასმული კითხვების შინაარსი. „მნიშვნელოვანია იგრძნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის მნიშვნელობა არა მხოლოდ მისი ყოველდღიური აქტივობიდან, არამედ ხელშესახები პოლიტიკური თანამონაწილეობიდან გამომდინარეც. ევროკავშირი საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. აქ ვართ მანამ, სანამ საჭირო ვართ,“- განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. 
 

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის მეგი ჯალაღონიას თქმით, „მსგავსი შეხვედრები ძალიან უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გაცვლას იმ მექანიზმის შესახებ, რასაც სადამკვირვებლო მისია საქართველოში ახორციელებს. ელჩმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების კითხვებს.“
 

შეხვედრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ფიქრია ასანიშვილის ორგანიზებით გაიმართა. 

 

სრულად

ბრძანების N:

იურიდიული  ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება  ,,ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია".

გთხოვთ, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა  პირადი მონაცემები  (გვარი, სახელი, პირადი ნომერი,  საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური) 2022 წლის  10 ივლისამდე  გამოგზავნოთ   ელექტრონულ ფოსტაზე  shorena.tsenguashvili@tsu.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 

სრულად

ბრძანების N:

საინფორმაციო შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან

15 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან.

განსახილველი საკითხები: სასწავლო და საგამოცდო პროცესი.

მისამართი: Zoom Meeting ID: 828 616 1136

სრულად

ბრძანების N:

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

თა­მარ და­დი­ანი

 

აშშ-ს მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღი­არ­ებ­ის ის­ტო­რია და სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფაქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამ­ერ­იკ­ის დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ჭრილ­ში — სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­იც­ავ­და ვრცლად პრო­ფე­სორ რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მან ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის 23-ე ყო­ველ­წლი­ური სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მო­ად­გი­ნა. კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის 30-ე წლის­თავს მი­ეძ­ღვნა, რო­მე­ლიც თსუ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა.

 

სა­ქარ­თვე­ლო და ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის თა­რი­ღად 1991 წლის 25 დე­კემ­ბე­რი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­დე­საც ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჯორჯ ბუშ­მა (უფ­როს­მა) ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის ცნო­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აცხა­და. მა­ლე ამ­ას მოჰ­ყვა დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა. აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ 1993 წლის აგ­ვის­ტო­დან და­იწყო ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება. ამ პე­რი­ოდ­იდ­ან იწყე­ბა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შე­ნე­ბა.

 

 

ორ­სა­უკ­უნ­ოვ­ანი ბრძო­ლი­სა და მცდე­ლო­ბის შე­დე­გი

 

რა იყო მა­ნამ­დე? რა ფაქ­ტებს ინ­ახ­ავს ის­ტო­რია? პრო­ფე­სორ­მა რუ­სუ­დან და­უშ­ვილ­მა ვრცე­ლი მი­მო­ხილ­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა: „ამ­ერ­იკა ცდი­ლობ­და არ ეღი­არ­ებ­ინა „დე ფაქ­ტო“ მთავ­რო­ბა, სა­ნამ ნა­თე­ლი არ გახ­დე­ბო­და, რომ ეს ხელს არ შე­უწყობ­და რუ­სე­თის დაშ­ლას ან სა­მო­ქა­ლა­ქო ომს. 1918-1919 წლებ­ში ან­ტან­ტამ არ აღი­არა და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლო. არც ამ­ერ­იკ­ას გა­მო­უხ­ატ­ავს თა­ვი­სი პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მი­მართ. ამ­ერ­იკა ცნობ­და რუ­სე­თის მი­ერ დაპყრო­ბი­ლი პო­ლო­ნე­თის, ფი­ნე­თის და სომ­ხე­თის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს კი რუ­სეთ­თან ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბით შე­ერ­თე­ბულ ქვეყ­ნად თვლი­და. პრე­ზი­დენტ ვუდ­რო ვილ­სო­ნის „14 პუნ­ქტის“ (რო­მე­ლიც ამ­ერ­იკ­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს გან­საზღვრავ­და) მე-6 პუნ­ქტი კავ­კა­სი­ას შე­ეხ­ებ­ოდა და მას გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­გორც თურ­ქე­თის პრობ­ლე­მე­ბის ნა­წილს. რუ­სე­თი­სა­გან ეს გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა კავ­კა­სი­ის­ათ­ვის დი­დი მხარ­და­ჭე­რა იყო, რად­გან ინ­გლი­სი და საფ­რან­გე­თი მას რუ­სე­თის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ.

 

1919 წლის ზაფხულ­ში ინ­გლი­სის ჯარ­მა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და აზ­ერ­ბა­იჯ­ანი. ინ­გლის-საფ­რან­გეთ­მა ამ­ერ­იკ­ას სომ­ხეთ­ზე მან­და­ტის აღ­ება შეს­თა­ვა­ზა. პრე­ზი­დენ­ტის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­გრეს­სა და სე­ნატ­ში შექ­მნი­ლი „იზ­ოლ­აცი­ონ­ის­ტთა“ მძლავ­რი ოპ­ოზ­იცია სე­ნა­ტორ ჰენ­რი ქე­ბოტ ლო­ჯის მე­თა­ურ­ობ­ით თვლი­და, რომ ამ­ერ­იკ­ას კავ­კა­სი­აში მარ­ტო სომ­ხეთ­ზე უნ­და აეღო მან­და­ტი, ამ­ის­ათ­ვის კი 20.000-იანი კორ­პუ­სიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. ოპ­ოზ­იცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არ­გუ­მენ­ტე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად პრე­ზი­დენ­ტმა ვილ­სონ­მა ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და კავ­კა­სი­აში ჯე­იმს ჰარ­ბორ­დის სამ­ხედ­რო მი­სია და სა­დაზ­ვერ­ვო ექ­სპე­დი­ცია – კინგ-კრე­ინ­ის კო­მი­სია გაგ­ზავ­ნა. გე­ნე­რა­ლი ჯე­იმს ჰარ­ბორ­დი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად 1919 წლის 2 მა­ისს ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს. ვილ­სო­ნი­სად­მი წარ­დგე­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­ში ჰარ­ბორ­დი წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობა თა­ნახ­მაა სა­მან­და­ტოდ თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო ამ­ერ­იკ­ას გა­დას­ცეს. მი­სი 27 არ­გუ­მენ­ტი­დან 14 და­დე­ბი­თი იყო, 13 – უარ­ყო­ფი­თი. ამ­ით აირ­იდა მხცო­ვან­მა გე­ნე­რალ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

 

ქარ­თვე­ლებ­მა ად­რე­ვე შე­აფ­ას­ეს ამ­ერ­იკ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა. პრე­სა ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ამ­ერ­იკ­ის სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მარ­თვას. დიპ­ლო­მა­ტე­ბი პა­რიზ­ში შეხ­ვდნენ ვილ­სო­ნის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­სა და მრჩე­ველს, პოლ­კოვ­ნიკ ჰა­უზს, სტამ­ბოლ­ში — კინ­გსა და კრე­ინს. მა­თი ცნო­ბით, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს­თა დიდ ნა­წილს მე­ურ­ვედ სწო­რედ ამ­ერ­იკა სურ­და“, — აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან და­უშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც კვლე­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს წა­აწყდა: „1920 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ამ­ერ­იკ­აში გაგ­ზავ­ნილ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­არ­კვია, რომ რუ­სე­თი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის მი­მართ ამ­ერ­იკა უარ­ყო­ფი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი პო­ლო­ნე­თის, ფი­ნე­თი­სა და ბალ­ტი­ის სა­ხელ­მწი­ფო­თა გარ­და. მოგ­ვი­ან­ებ­ით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და 1920 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ­მა ამ­ერ­იკ­ის ახ­ალ­მა კონ­სულ­მა დუ­ლით­ლიმ გა­ზეთ „სა­ქარ­თვე­ლოს“ კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­არ­ში იმ­ედი გა­მოთ­ქვა, რომ ამ­ერ­იკ­ის ახ­ალი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის უფ­რო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და და სა­ვაჭ­რო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც დამ­ყარ­დე­ბო­და. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, 1921 წლის 27 იან­ვარს, პა­რი­ზის კონ­ფე­რენ­ცი­აზე შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც და­მო­უკ­იდ­ებ­ელი ქვეყ­ნის აღი­არ­ებ­აზე. გა­ერ­თი­ან­ებ­ული უზ­ენა­ესი საბ­ჭოს წევ­რმა 4 ქვე­ყა­ნამ (საფ­რან­გე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, იაპ­ონია, იტ­ალია) კი გა­ნაცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ქვეყ­ნად არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და“, — გა­ნაცხა­და რუ­სუ­დან და­უშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აშშ-ს პო­ზი­ცი­ას­აც გა­უს­ვა ხა­ზი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მი­ერ კავ­კა­სი­ის ან­ექ­სი­ას ეხ­ებ­ოდა. ამ­ერ­იკ­ამ რუ­სე­თის მი­ერ კავ­კა­სი­ის ან­ექ­სია მხო­ლოდ დაგ­მო.

 

„მი­უხ­ედ­ავ­ად შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცი­ისა რუ­სე­თის და­ნა­წი­ლე­ბი­სა და რუ­სე­თის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ერ­ებ­ის მი­მართ, ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ლტოლ­ვილ­თა დახ­მა­რე­ბას ოკ­უპ­აცი­ის პირ­ველ წელს. 1921 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ ვა­შინ­გტონ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ილია გოლ­დმა­ნის ვი­ზიტს ქარ­თველ ლტოლ­ვილ­თა მი­მართ ამ­ერ­იკ­ელ­თა დახ­მა­რე­ბა მოჰ­ყვა. ბოლ­შე­ვი­კურ რე­ჟიმს გაქ­ცე­ული მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი თავს თურ­ქეთს აფ­არ­ებ­და. სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ის ალ­ში გახ­ვე­ულ სტამ­ბოლ­ში კი მათ აღ­არ და­ედ­გო­მე­ბო­დათ. სტამ­ბოლ­ში მყო­ფი 400 ქარ­თვე­ლის დახ­მა­რე­ბა „ერ­თა ლი­გის ლტოლ­ვილ­თა დამ­ხმა­რე ამ­ერ­იკ­ულ­მა კო­მი­ტეტ­მა“ ით­ავა. 1921 წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ის ალ­ში გახ­ვე­ული სტამ­ბო­ლი­დან ევ­რო­პა­ში ლტოლ­ვილ­თა გაყ­ვა­ნა სწო­რედ მი­სი სა­შუ­ალ­ებ­ით და­იწყო, რო­მელ­მაც ევ­აკუ­აცი­ის ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლი გა­იღო. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ლტოლ­ვილ­თა და­საქ­მე­ბა კონ­ტრაქ­ტე­ბით კი „შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბი­ურ­ომ“ მო­აგ­ვა­რა. ამ­ერ­იკ­ულ კო­მი­ტეტს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ამ 1925 წელ­საც მი­მარ­თა 1924 წლის აგ­ვის­ტოს აჯ­ან­ყე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ სტამ­ბოლ­ში დარ­ჩე­ნილ ქარ­თველ­თა გა­საყ­ვა­ნად. ამ­ჯე­რა­დაც, ამ­ერ­იკ­ული კო­მი­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით, სტამ­ბო­ლი­დან საფ­რან­გეთ­ში კი­დევ ერ­თი დი­დი ჯგუ­ფი გა­იყ­ვა­ნეს. 1920-იან წლებ­ში უკ­ვე ოკ­უპ­ირ­ებ­ული სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხი ემ­იგ­რი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბი­სა, ქარ­თველ ემ­იგ­რან­ტთა ძა­ლის­ხმე­ვით, აქ­ტი­ურ­ად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის, კონ­გრე­სე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ის სხდო­მებ­ზე. მათ­ში ამ­ერ­იკ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას უწ­ევ­დნენ. მა­თი რე­ზო­ლუ­ცი­ები სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იურ­იდი­ულ სუ­ბი­ექ­ტად ტო­ვებ­დნენ, მაგ­რამ ოკ­უპ­ან­ტთა­გან თა­ვის დახ­სნა­ში ვერ შვე­ლოდ­ნენ“, — გა­ნაცხა­და რუ­სუ­დან და­უშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ვრცლად ისა­უბ­რა მორ­გა­ნე­ბის ბან­კის ფი­ნან­სის­ტზე — ვა­სილ დუმ­ბა­ძე­ზე, რო­მელ­მაც დი­დი ამ­აგი დას­დო ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და ამ­ერ­იკ­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკ­უპ­აცი­ის სა­კითხის წინ წა­მო­წე­ვა და ამ­ერ­იკ­ის მმარ­თვე­ლი წრე­ებ­ის ყუ­რადღე­ბის მიპყრო­ბა კავ­კა­სი­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხე­ბი­სად­მი. ამ დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ლტოლ­ვილ­მა მთავ­რო­ბამ დუმ­ბა­ძე ამ­ერ­იკ­აში თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნა.

 

„1926 წელს დუმ­ბა­ძის თა­ოს­ნო­ბით სე­ნა­ტორ ჰენ­რი ვილ­სო­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ობ­ით და­არ­სდა „ამ­ერ­იკ­ული სა­ზო­გა­დო­ება კავ­კა­სი­ის­ათ­ვის“, რომ­ლის მი­ზა­ნიც ამ­ერ­იკ­ის სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის გაც­ნო­ბა იყო. მის მი­ერ მიწ­ვე­ულ­მა გან­თქმულ იურ­ის­ტთა კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა და და­ად­ას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის უც­ილ­ობ­ელი უფ­ლე­ბა. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბით, ამ­ერ­იკ­ის კონ­გრეს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხის რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხილ­ვა მო­ეწყო. 1926 წლის 10-11 მარ­ტს ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­სა და სე­ნატ­ში (ვირ­ჯი­ნი­ის დე­პუ­ტატ­მა სე­მუ­ელ კოპ­ლენ­დმა და სე­ნა­ტორ­მა რო­ბერტ ვალ­ტონ-მურ­მა) ერ­თდრო­ულ­ად შე­იტ­ან­ეს წი­ნა­და­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ური წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე, ხო­ლო ვა­სილ დუმ­ბა­ძემ აშშ-ს კონ­გრე­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბე­ბის და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის სა­კითხი და­აყ­ენა, თუმ­ცა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ვერ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი“, — აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან და­უშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ვა­სილ დუმ­ბა­ძის მოღ­ვა­წე­ობ­ასა და მრა­ვალ­გზის მცდე­ლო­ბა­ზე — ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას და­ეგ­მო რუ­სე­თის უკ­ან­ონო მოქ­მე­დე­ბა და თა­ნად­გო­მა გა­მო­ეხ­ატა ან­ექ­სი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

 

პრო­ფე­სორ­მა მოხ­სე­ნე­ბა­ში ისა­უბ­რა აგ­რეთ­ვე საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და მთე­ლი ამ ის­ტო­რი­ის, ორ­სა­უკ­უნ­ოვ­ანი ბრძო­ლი­სა და მცდე­ლო­ბის შე­დეგ­ზე — 1991 წელს ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ცნო რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა აღი­არა. ხო­ლო 1992 წლის 23 აპ­რილს, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ალ­ებ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და.

 

 

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი არ­გენ­ტი­ნა­ში ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის გა­ჩე­ნის ის­ტო­რი­იდ­ან

 

ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა მა­რი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა კონ­ფე­რენ­ცი­აზე სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი — „არ­გენ­ტი­ნა­ში ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის გა­ჩე­ნის ის­ტო­რი­იდ­ან“ წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 50-იან წლებ­ში სამ­ხრეთ ამ­ერ­იკ­აში ქარ­თვე­ლი ემ­იგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­აზე მოგ­ვითხრობ­და.

 

„ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის, მთელ მსოფ­ლი­ოში, არ­გენ­ტი­ნა იყო ის პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფოს აღ­დგე­ნა და­ად­ას­ტუ­რა და იურ­იდი­ულ­ად ცნო მი­სი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა 1919 წელს. სა­ქარ­თვე­ლოს არ და­ვიწყე­ბია და არც და­ივ­იწყებს ამ მოვ­ლე­ნას. მტრის ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ევ­რო­პი­დან გა­ხიზ­ნულ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ემ­იგ­რა­ცი­ას პირ­ველ­მა არ­გენ­ტი­ნამ გა­უღო კა­რი და თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა. იმ დრო­ის­ათ­ვის ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა სარ­გებ­ლობ­და ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ან­ობ­ით, რო­მე­ლიც დი­დი არ­გენ­ტი­ნის შემ­ქმნელ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრე­ზი­დენ­ტმა ხუ­ან პე­რონ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ევა პე­რონ­მა და­აწ­ეს­ეს და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ეს.

 

1950 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს ვი­ლა ბა­ლეს­ტერ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ქარ­თველ­თა კრე­ბა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და „არ­გენ­ტი­ნა­ში მყოფ ქარ­თველ­თა სა­ზო­გა­დო­ება — „წმინ­და გი­ორ­გი“, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რედ ვიქ­ტორ ნო­ზა­ძე აირ­ჩი­ეს, სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რედ კი — აკ­აკი პა­პა­ვა“, — გა­ნაცხა­და მა­რი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც მსმე­ნელს ვრცლად უამ­ბო სათ­ვის­ტო­მოს საქ­მი­ან­ობ­ის პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე — ჟურ­ნალ „მა­მუ­ლის“ და­არ­სე­ბა­ზე. „ჟურ­ნა­ლი ამ­ერ­იკ­ის კონ­ტი­ნენ­ტზე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბეჭ­დუ­რი ორ­გა­ნო გახ­ლდათ მშობ­ლი­ური ის­ტო­რი­ის, მწერ­ლო­ბი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ჟურ­ნალს რე­დაქ­ტო­რობ­და ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერი ვიქ­ტორ ნო­ზა­ძე. ჟურ­ნა­ლი „მა­მუ­ლი“ ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი ხა­სი­ათ­ის გა­მო­ცე­მა იყო. იგი ახ­ალ სიტყვას წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ემ­იგ­რან­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ის­ტო­რი­აში“, — აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც არ­გენ­ტი­ნის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს მი­ერ ხში­რად მოწყო­ბილ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ზე და ერ­ოვ­ნულ დღე­სას­წა­ულ­ებ­ზეც ისა­უბ­რა. მოხ­სე­ნე­ბა­ში აგ­რეთ­ვე გაჟღერ­და ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნალ „მა­მუ­ლის“ გარ­და არ­გენ­ტი­ნა­ში 1952 წელს ერ­თჯე­რა­დად გა­მო­ცე­მულ სა­გან­გე­ბო რვე­ულ­ზე — „სა­ხალ­ხო საქ­მე“. რო­გორც მა­რი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს: „მის ფურ­ცლებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ები ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემ­იგ­რა­ცი­ის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლი­სათ­ვის უდა­ოდ სა­უკ­ეთ­ესო კვლე­ვით მა­სა­ლებს წარ­მო­ად­გენს. სა­ერ­თოდ, სამ­ხრეთ ამ­ერ­იკ­აში გა­მო­სულ­მა პე­რი­ოდ­იკ­ამ — ჟურ­ნალ „მა­მულ­მა“ და სა­გან­გე­ბო რვე­ულ­მა — „სა­ხალ­ხო საქ­მემ“ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ემ­იგ­რან­ტთა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა.“

 

მომ­ხსე­ნე­ბელ­მა არ­გენ­ტი­ნა­ში ემ­იგ­რანტ თა­მარ პა­პა­ვას მოღ­ვა­წე­ობ­აზ­ეც ისა­უბ­რა, რო­მელ­მაც არ­გენ­ტი­ნა­ში 1951 წელს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა — „დი­დი სა­ხე­ები პა­ტა­რა ჩარ­ჩო­ებ­ში“, რო­მელ­შიც შე­სუ­ლი იყო ის­ტო­რი­ული ნარ­კვე­ვე­ბი და­რე­ჯან დე­დოფ­ლის, იმ­ერ­ეთ­ის დე­დო­ფალ მა­რი­ამ­ისა და „დე­დო­ფა­ლი სო­ფი­ოს“ შე­სა­ხებ.

 

მა­რი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა ვრცლად ისა­უბ­რა ბუ­ენ­ოს-აირ­ეს­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ჟურ­ნალ „მა­მუ­ლის“ აქ­ტი­ური კო­რეს­პონ­დენ­ტის, სა­გან­გე­ბო რვე­ულ­ის „სა­ხალ­ხო საქ­მის“ რე­დაქ­ტო­რი­სა და არ­გენ­ტი­ნა­ში გა­მო­სუ­ლი წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რის აკ­აკი პა­პა­ვას მოღ­ვა­წე­ობ­აზე, რო­მელ­საც მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთავ­რო­ბას­თან, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვად იყო არ­გენ­ტი­ნა­ში. „ბუ­ენ­ოს-აირ­ეს­ში იგი და­უკ­ავ­შირ­და ე.წ. „სა­ტე­ლი­ტე­ბის“ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ კო­მი­ტეტს, სა­დაც გახ­და ამ კო­მი­ტე­ტის წევ­რი და მას­თან ერ­თად იბ­რძო­და ერ­თა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. აკ­აკი პა­პა­ვა გა­დას­ცემ­და იქა­ურ რა­დიო „პორ­ტე­ნი­ათი“ და ექ­სელ­სი­ორ­ით მოხ­სე­ნე­ბებს და­ჩაგ­რულ ერ­თა და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხე­ბაც. აკ­აკი პა­პა­ვას ამ გა­და­ცე­მებს უს­მენ­დნენ მთელს ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხე­ში. იგი ას­ევე გა­დას­ცემ­და რა­დი­ოთი მა­სა­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში სა­ბე­დის­წე­რო თა­რი­ღის — 25 თე­ბერ­ვლის გლო­ვის დღედ გა­მოცხა­დე­ბი­სა და 29 აგ­ვის­ტოს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის აჯ­ან­ყე­ბის და­მარ­ცხე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ყვე­ლა ეს გა­და­ცე­მა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სა­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რა­თა მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ობ­ის­ათ­ვის კი­დევ ერ­თხელ შე­ეხ­სე­ნე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­სდამ­ტყდა­რი უბ­ედ­ურ­ება“, — ამ­ბობს ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც თა­მა­მად აცხა­დებს, რომ არ­გენ­ტი­ნა­ში მცხოვ­რებ­მა და მოღ­ვა­წე ემ­იგ­რან­ტებ­მა სიტყვით და კალ­მით დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ინ­ტენ­სი­ური შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მოღ­ვა­წე­ობ­ის საქ­მე­ში.

 

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი

 

კონ­ფე­რენ­ცი­ას თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს პრეს ატ­აშე ჯონ ფე­რი, პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­იდ­ან. კონ­ფე­რენ­ცი­აზე სხვა­დას­ხვა დარ­გობ­რივ სექ­ცი­აში 150-მდე მომ­ხსე­ნე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

 

„წლე­ბის გან­მვა­ლო­ბა­ში აშშ-მა, სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად თით­ქმის 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო. სხვა­თა­შო­რის ეს ბევ­რმა არ იც­ის. ჩვენს ევ­რო­პატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში სწო­რედ ამ­ერ­იკაა რწმე­ნი­სა და ოჯ­ახ­ური ფა­სე­ულ­ობ­ებ­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მა­ტა­რე­ბე­ლი. ჯერ მარ­ტო რე­იგ­ანი რო­გორ ად­იდ­ებ­და ამ­ას. მას სწამ­და, რომ ამ ას­პექ­ტში „ოჯ­ახი იყო ის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი სის­ტე­მა’’, რო­მე­ლიც სა­უკ­უნე­ებ­ის მან­ძილ­ზე ეხ­მა­რე­ბო­და ამ­ერ­იკ­ელ­ებს გა­ჭირ­ვე­ბი­სა და მრა­ვა­ლი სხვა პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ რომ მა­მის ან ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ის დღე შე­მო­ვი­ღოთ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა“, -გა­ნაცხა­და თსუ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ვა­სილ კა­ჭა­რა­ვამ კონ­ფე­რენ­ცი­აზე, რო­მელ­მაც ვრცლად ისა­უბ­რა თსუ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის როლ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინ­სვლა­ში.

 

თსუ რექ­ტორ­მა სიტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამ­ერ­იკ­ას შო­რის მრა­ვალ­წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა ამ­ერ­იკ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან თსუ-ის პარ­ტნი­ორ­ობ­აზე: „თსუ-ს უკ­ვე მრა­ვა­ლი წლის ურ­თი­ერ­თო­ბა აკ­ავ­ში­რებს ამ­ერ­იკ­ას­თან და მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას­თან ერ­თად ჩა­მო­ყა­ლიბ­და თსუ-ში ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ცენ­ტრი. ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტი აღ­იზ­არ­და ამ ცენ­ტრში, რო­მე­ლიც დღეს წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას. ცენ­ტრში მზად­დე­ბა და იბ­ეჭ­დე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა რო­გორც ინ­გლი­სურ, ას­ევე ქარ­თულ ენ­აზე. პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ვიწყეთ ამ სა­კითხე­ბის ღრმად შეს­წავ­ლა და ეს უკ­ვე არ­ის ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც უნ­და გაგ­რძელ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს. ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ კონ­ტაქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ერ­იკ­ის პარ­ტნი­ორ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან და სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრებ­თან გვაქ­ვს“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

 

ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს პრეს ატ­აშ­ემ ჯონ ფე­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბის 30 წლის მან­ძილ­ზე აშშ-ს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში 6000-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­იღო გა­ნათ­ლე­ბა. „ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნა, სა­სი­ამ­ოვ­ნოა სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რომ­ლე­ბიც თა­ვის სწავ­ლა­სა და კა­რი­ერ­ას უძ­ღვნი­ან სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რე­ბის შეს­წავ­ლას და ამ­ით აახ­ლო­ებ­ენ ამ­ერ­იკ­ასა და სა­ქარ­თვე­ლოს. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ჩვე­ნი სას­წავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ორ­მხრი­ვია: ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ჩა­მო­დი­ან ამ­ერ­იკ­აში სას­წავ­ლებ­ლად და ასე­ულ­ობ­ით ამ­ერ­იკ­ელი სტუ­დენ­ტი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად“, — გა­ნაცხა­და ჯონ ფე­რიმ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო და მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბით წარ­სდგა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის აპ­არ­ატ­ის უფ­რო­სი და ან­ალ­იტ­იკ­ური ცენ­ტრის „ჯე­ოქე­ის­ის“ მკვლე­ვა­რი ნი­კო­ლოზ ხა­ტი­აშ­ვი­ლი. მან თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­სტზე, მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­ზე და სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც ორი ქვეყ­ნის კავ­შირს კი­დევ უფ­რო გა­ნამ­ტკი­ცებს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა თავ­დაც­ვი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, ას­ევე, რო­გორც აშშ-ის წვლილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შეიარაღებული ძა­ლე­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის სექ­ტო­რის გაძ­ლი­ერ­ებ­ის პრო­ცეს­ში.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­იდ­ან, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ერთ-ერთ უმ­თავ­რეს როლს თა­მა­შობს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხო­ლო ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი სრუ­ლად თავ­სე­ბა­დია ნა­ტო-ს სტან­დარ­ტებ­თან, დიდ­წი­ლად ჩვე­ნი ამ­ერ­იკ­ელი მე­გობ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ბო­ლო ოც­და­ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და სტრა­ტე­გი­ული პარ­ტნი­ორ­ობა ძლი­ერი და ურ­ყე­ვი იყო. წელს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 30 წლის­თავს და შე­მიძ­ლია თა­მა­მად აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ული კავ­ში­რე­ბი ას­ეთი ძლი­ერი ჯერ არ­ას­დროს ყო­ფი­ლა. მი­უხ­ედ­ავ­ად წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა, არ­სე­ბობს ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თავ­დაც­ვი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბი კი­დევ უფ­რო გა­ვაძ­ლი­ერ­ოთ“, — აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ ხა­ტი­აშ­ვილ­მა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში. მან ას­ევე ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა აშშ-ს როლ­ზე რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ული ოკ­უპ­აცი­ის ფონ­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ მო­კავ­ში­რე­ზე: „აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ის­ეთი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რო­გო­რიც არ­ის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია და რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ის ოკ­უპ­აცია.

 

„ბო­ლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა, მათ შო­რის, აშშ-ს ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნამ და ავ­ღა­ნე­თი­დან და უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე ომ­მა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა მსოფ­ლიო გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური გა­რე­მო. ახ­ალი რე­ალ­ობა მო­ითხოვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მის გა­და­ხედ­ვას და ის­ეთი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რო­მე­ლიც უს­აფ­რთხოს გახ­დის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცეს.“ — გა­ნაცხა­და ნი­კა ხა­ტი­აშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აქ­ცენ­ტი ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახ­ალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზეც გა­აკ­ეთა.

 

* * *

კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო აშშ-ს სვიტ ბრაიარ კო­ლე­ჯის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის კეტ­რინ ჩა­ვი­ნის სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბა: „უფ­ლე­ბე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი და სა­სა­მარ­თლო­ები დე­მოკ­რა­ტი­ზი­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში: „ამ­ერ­იკ­ული სო­ცი­ალ­ური და კულ­ტუ­რუ­ლი ის­ტო­რი­ის გა­გე­ბა“, რო­მელ­მაც მსმე­ნე­ლის დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

 

ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სო­რის (რატ­გერ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) მა­იკლ აარ­ონ როკ­ლენ­დის მოხ­სე­ნე­ბა — „ორი წიგ­ნის ერ­თდრო­ულ­ად წე­რა: რა­ტომ შე­მიძ­ლია მე და შე­საძ­ლოა თქვენც“ გა­ნათ­ლე­ბის, სო­ცი­ალ­ური სა­კითხე­ბის, სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სექ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მო­ის­მი­ნეს მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბით — „აშშ-ის დიპ­ლო­მა­ტია და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა წი­ნა­რე-საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ წარ­სდგა აშშ-ის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი რაიან შერ­მა­ნი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე ას­ევე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სხვა არ­ან­აკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­სე­ნე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე, რომ­ლებ­მაც მსმე­ნე­ლის ინ­ტე­რე­სი და დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს. ეს­ენია: „სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ში­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე 2018-2020 წლებ­ში“ (ავ­ტო­რი: ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის დოქ­ტო­რან­ტი მა­რი­ნე ჩან­გი­ანი); „ამ­ერ­იკ­ის დღე­ვან­დე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის მო­დერ­ნუ­ლო­ბის სა­კითხზე“ (ავ­ტო­რი: ნი­კა შა­ვიშ­ვი­ლი — სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი); „ღირ­სე­ბა და თვი­თი­დენ­ტო­ბა, რო­გორც პროგ­რე­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­ზი­სო ცნე­ბე­ბი“; „ჰო­ლი­ვუ­დი, რო­გორც კულ­ტუ­რის ფე­ნო­მე­ნი“ (ავ­ტო­რი: თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ვა­ლე­რი­ან რა­მიშ­ვი­ლი); „სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია, ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობა და აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის (რე)ფორ­მი­რე­ბა“ (ავ­ტო­რი: ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის დოქ­ტო­რი მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი); „ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა ინ­დი­ელ­თა მი­მართ 1880-1930-იან წლებ­ში“ (ავ­ტო­რი: ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი მი­ხე­ილ ბარ­ნო­ვი) და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა.

 

აქ­ვე გვინ­და ავ­ღნიშ­ნოთ თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის მი­შა ბარ­ნო­ვის უდ­იდ­ესი ღვაწ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად მან უზ­რუნ­ველ­ყო ას­ეთი მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ათ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა. მას აქ­ტი­ურ­ად ეხ­მა­რე­ბო­და თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტე­ბის დი­დი ჯგუ­ფი.

 

* * *

კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­იმ­არ­თა მრგვა­ლი მა­გი­და — ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის პროგ­რა­მე­ბის რო­ლი ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი. შეხ­ვედ­რა­ზე ბევ­რი იმ­სჯე­ლეს და იკ­ამ­ათ­ეს — თუ რა როლს თა­მა­შობს თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. შეხ­ვედ­რა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბიც გაჟღერ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა სა­მო­მავ­ლოდ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვილ­მა ვრცლად ისა­უბ­რა თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის საქ­მი­ან­ობ­ასა და როლ­ზე. ას­ევე სას­წავ­ლო პროგ­რა­მის — „ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობა“ — მიზ­ნებ­სა და ამ­ოც­ან­ებ­ზე.

 

თსუ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი და ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცია კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნილ გა­მორ­ჩე­ულ მოხ­სე­ნე­ბებს პე­რი­ოდ­ულ გა­მო­ცე­მა­ში — „ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­კითხე­ბი“ და­ბეჭ­დავს.

 

აქ­ვე უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი პრო­ფე­სორ ვა­სილ კა­ჭა­რა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უდ­იდ­ეს საქ­მეს აკ­ეთ­ებს ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბით, ხელს უწყობს ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­მა­ვე­ბა­სა და გამ­ყა­რე­ბას. ვა­სილ კა­ჭა­რა­ვამ დი­დი სი­ნა­ნუ­ლით გა­იხ­სე­ნა ახ­ლა­ხანს გარ­დაც­ვლი­ლი მსოფ­ლიო რან­გის მეც­ნი­ერი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი თე­მურ კო­ბა­ხი­ძე, რომ­ლის უდ­რო­ოდ წას­ვლა დი­დი და­ნაკ­ლი­სია სა­ქარ­თვე­ლო­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანაშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,   მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2022 წლის  2 ივნისის N12702/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 25 მაისის  სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანაშრომლების     შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია - თსუ-ს   ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ევგენი საყვარელიძე - თსუ-ს   ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.
გ) მალხაზ გიგიბერია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ევგენი საყვარელიძე  და  საკონკურსო კომისიის  მდივნად  მალხაზ გიგიბერია.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივლისამდე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 165/01-01

აკადემიური საბჭოს განცხადება 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ბოლო პერიოდში  სტუდენტების ერთი ნაწილის  მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით. საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და საგამოცდო პერიოდის დაგეგმვის შესახებ. 
 

აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა.
 

აკადემიური საბჭო ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ამიტომ მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნას. 
 

გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რათა არცერთი სტუდენტი არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესების მიღმა, დახმარების აღმოჩენის მიზნით, აკადემიური საბჭო რეკომენდაციას აძლევს თსუ ადმინისტრაციას, რომ სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და/ან მათთვის, ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესთავაზოს თსუ საერთო საცხოვრებელში (უპირატესად ლისის საერთო საცხოვრებელში) უფასოდ განთავსება ერთი თვით. ამასთან, აკადემიურმა საბჭომ მოიწონა თსუ ადმინისტრაციის წინადადება იმის შესახებ, რომ საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. 
 

ამასთანავე, აკადემიურმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რეგიონებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები  ჩატარდეს (გამოცდების ორგანიზება მოხდეს) იმგვარად, რომ სტუდენტებმა მარტივად მოახერხონ გამოცდებისთვის ჩასვლა და უკან დაბრუნება. 
 

თსუ აკადემიური საბჭო იმედოვნებს, რომ გაზაფხულის სემესტრის როგორც სასწავლო, ისე საგამოცდო პროცესი წარიმართება სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობითა და თანამშრომლობით. 

 

სრულად

ბრძანების N:

თსუ ემერიტუს პროფესორს ზაზა ალექსიძეს საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ოქროს მედალი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს ზაზა ალექსიძეს კულტურის გაბრწყინების/განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის წარდგინების საფუძველზე, საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის Médaille d’or du Rayonnement culturel - ოქროს მედალი გადაეცა.

 

საერთაშორისო ასოციაციას ფრანგული რენესანსი დაწესებული აქვს რამდენიმე სახის ჯილდო - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები - სხვადასხვა სფეროში გამორჩეული მოღვაწეებისათვის. საერთაშორისო ასოციაცია დაარსებულია 1915 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, რემონ პუანკარეს მიერ. მისი მიზანია ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონიის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ასოციაციას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი დევიზია კულტურა - სოლიდარობა - ფრანკოფონია და შესაბამისად, ასოციაციის ღონისძიებები ეძღვნება კულტურის ხელშეწყობას, საქმიანობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოში საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით დაფუძნდა 2020 წლის 26 ნოემბერს. საქართველოს წარმომადგენლობას ჰყავს პრეზიდენტი - მზაღო დოხტურიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ კორესპონდენტი, საფრანგეთის ზღვისიქითა მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, აკადამიური პალმების ორდენის კომანდორი; ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი გოჩა ჯავახიშვილი; საპატიო პრეზიდენტი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი; საპატიო პრეზიდენტი - კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი და ბიურო 14 წევრის შემადგენლობით, რომლებიც ხელმძღვანელობენ შემდეგ სექციებს: განათლება, საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, ხელოვნება/კულტურა, თეატრი, ლიტერატურა, მეცნიერება, ისტორია/ფილოსოფია, ფრანკოფონია, თარგმანი, ტურიზმი, მეღვინეობა, ეკონომიკა/მეწარმეობა, მედიცინა, სპორტი. 

 

სრულად

ბრძანების N:

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის განვითარებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ადელა დე ლა ტორეს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმატებულ თანამშორმლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ადელა დელა ტორესს. „ჩვენ ვაფასებთ დოქტორ ადელა დელა ტორეს შრომასა და მიღწევებს, მის თავდადებას მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგოდების მიმართ.  თსუ-სადმი მისი  მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი წარმატებული სვლისთვის,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


 „თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციას ოპტიმისტურად ვუყურებთ. დარწმუნებული ვართ, რომ თსუ და სან დიეგოს უნივერსიტეტი გამოიყენებენ საგანმანათლებლო დიპლომატიას, რაც აუცილებლად საჭიროა იმ ვითარების მოსაგვარებლად, რაც ხდება დღეს უკრაინაში და მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ მომავალი არის საჯარო ორგანიზაციების, ამიტომ აუცილებელია, რომ საჯარო ორგანიზაციების მჭიდრო კოლაბორაცია დაიწყოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მიღება,“ - განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა  დოქტორმა ადელა დე ლა ტორემ.
 

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო ამერიკული დიპლომი საქართველოში: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან საქართველოში პირველად, ამერიკის უნივერსიტეტი გასცემს ამერიკულ დიპლომს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სან დიეგოს უნივერსიტეტის გლობალური განვითარების სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია.“

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის საქართველოში ჰალილ გუვენის თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებასა და განვითარებას: „ეს ღონისძიება სწორედ ამის დასტურია, ადელა დე ლა ტორეს ხედვა მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოში კვლავ გაგრძელდება, რაც გამოიხატება ჩვენს თანამშრომლობაში.“
 

დოქტორი ადელა დე ლა ტორე არის პირველი ქალი და პირველი ლათინოამერიკელი, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მუდმივი პრეზიდენტია. პრეზიდენტი დე ლა ტორე შეუერთდა SDSU-ს გუნდს 2018 წლის ივნისში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემაში, არიზონას უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში, დევისში გამორჩეული კარიერის შემდეგ. დოქტორი ადელა დე ლა ტორე წარმატებული ეკონომისტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი და უმაღლესი განათლების ლიდერია 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტისას დაესწრება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას. წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს. 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და   ინსტიტუტის   დირექტორის ნინო ფარცვანიას  2022 წლის 27 მაისის N11967/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 25 მაისის   სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლის  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)როლანდ დუდუჩავა - თსუ ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტისმათემატიკური ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) მერაბ ელიაშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
გ) ხვედრი ინასარიძე - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
დ) ალექსანდრე მესხი - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
ე) ნუგზარ შავლაყაძე - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ხვედრი ინასარიძე,       საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნუგზარ შავლაყაძე,    საკონკურსო კომისიის   მდივნად ალექსანდრე მესხი.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს  საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

თსუ-ის სტუდენტი გიორგი ბოკერია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო კარდიოქირურგთა საზოგადოებამ ბორდის ნამდვილ სტუდენტ წევრად შეარჩია

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მე-5 კურ­სის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი ბო­კე­რია დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის სა­მე­ფო კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გთა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ ბორ­დის ნამ­დვილ სტუ­დენტ წევ­რად შე­არ­ჩია 5 წლის ვა­დით. შერ­ჩე­ვა მოხ­და რე­ზი­უმ­ის (სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის), სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

 

„ამ ყვე­ლა­ფერ­ში დი­დი რო­ლი ით­ამ­აშა ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი პე­დი­ატ­რი­ული კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გის, პრო­ფე­სორ მარ­ტინ ელი­ოტ­ის სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რილ­მა. ჩემ­თვის ორ­მა­გად სა­ამ­აყოა, რომ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვარ, ვი­საც ეს პა­ტი­ვი ერ­გო... 70-მდე შერ­ჩე­ული წევ­რი­დან უმ­ეტ­ეს­ობა არ­ის ის­ეთი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ოქ­სფორ­დის, ნო­ტინ­გე­მის, მან­ჩეს­ტე­რის, კემ­ბრი­ჯის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი. ამ­აყი ვარ, რომ მათ შო­რის ჩე­მი — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სტი­ტე­ტიც არ­ის. ამ სა­ზო­გა­დო­ებ­აში აქ­ტი­ვო­ბა დის­ტან­ცი­ურ­ად მაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას თა­ვი გა­ვაც­ნო იქა­ურ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ებ­ას, ჩე­მი ცოდ­ნით და აქ­ტი­ვო­ბით წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წიო, რა­თა მო­მა­ვალ­ში იქ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და პრო­ფე­სი­ული საქ­მი­ან­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძლო“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ბო­კე­რია, რო­მე­ლიც თვლის, რომ ექ­იმ­ობა უდ­იდ­ესი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, სირ­თუ­ლე­ებ­ის ქარ­ცეცხლში ფო­ლა­დი­ვით გაწ­რთობს!

 

კი­დევ ერ­თი აღი­არ­ება და წარ­მა­ტე­ბა გი­ორ­გიმ, ახ­ლა­ხანს, ლატ­ვი­აში გა­მარ­თულ სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­იპ­ოვა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ რი­გის სტრა­დი­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (Riga Stradins University) ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა, სა­დაც გი­ორ­გიმ სა­მეც­ნი­ერო აბ­სტრაქ­ტი გა­აგ­ზავ­ნა კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გი­ის დარ­გი­დან თე­მით: „აორ­ტის სარ­ქვლის რე­კონ­სტრუქ­ცია გლუ­ტა­რალ­დე­ჰი­დით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აუოლ­ოგი­ური პე­რი­კარ­დი­უმი, ოზ­აკ­ის პრო­ცე­დუ­რა“. თე­მის სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო პრო­ფე­სო­რი, კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გი ზვი­ად ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი (ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის ქი­რურ­გი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი).

 

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ოპ­ერ­აცია ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა, პირ­ვე­ლად, 2015 წელს და­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან იაპ­ონი­აში, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბის დროს, პერ­სო­ნა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა ეს ოპ­ერ­აცია თვით ამ ტექ­ნი­კის ავ­ტო­რის­გან, პრო­ფე­სორ ში­გეიუკი ოზ­აკ­ის­აგ­ან და დღემ­დე აქ­ტი­ურ­ად აკ­ეთ­ებს მას სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­სი დი­დი დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით, ამ ოპ­ერ­აცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ვის­წავ­ლე და ნაშ­რო­მი კონ­ფე­რენ­ცი­აზე გა­ვაგ­ზავ­ნე. პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი მო­ვი­და, ამ­ით კი უფ­ლე­მა მო­მე­ცა — ჩე­მი კვლე­ვა მას­შტა­ბურ კონ­ფე­რენ­ცი­აზე სა­ქარ­თვე­ლოს, თსუ-სა და ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კის სა­ხე­ლით წარ­მედ­გი­ნა. ჩემ­მა მოხ­სე­ნე­ბამ კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭო­სა და ჟი­ურ­ის დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და სა­კონ­ფე­რენ­ციო ჟურ­ნალ­შიც და­იბ­ეჭ­და. ბევრ მათ­განს არც კი ჰქონ­და გა­გო­ნი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ... ამ წარ­მა­ტე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო კი­დევ ერ­თხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ზვი­ად ბა­ხუ­ტაშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩე­მი „ინ­სპი­რა­ცია“ იყო ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში“, — აცხა­დებს გი­ორ­გი ბო­კე­რია, ვის­თვი­საც იმ­ას კი არ აქ­ვს მნიშ­ვნე­ლო­ბა — სად სწავ­ლობ, არ­ამ­ედ იმ­ას — თუ რა მი­ზა­ნი გაქ­ვს და რას აკ­ეთ­ებ მის მი­საღ­წე­ვად.

 

სა­მო­მავ­ლოდ, გი­ორ­გის გეგ­მე­ბი სრუ­ლი­ად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და იქ დოქ­ტო­რან­ტუ­რის და რე­ზი­დენ­ტუ­რის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბას­თან. რე­ზი­უმე და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი უკ­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი აქ­ვს ბირ­მინ­გე­მის, უეს­ტმინ­სტე­რის და ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. „ქა­ლა­ქი ბირ­მინ­გე­მი ჩე­მი ფა­ვო­რი­ტია, იქ არ­სე­ბუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი კარ­დიო-ვას­კუ­ლა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რი და აქ­ტი­ური ტუ­ტო­რი ვარ (კარ­დი­ოფ­არ­მა­კო­ლო­გი­ასა და ეკგ-ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­აში). ამ მიზ­ნე­ბის­თვის, უკ­ვე წლე­ბია, ვიბ­რძვი. ამ ეტ­აპ­ზე აკ­ად­ემი­ური და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო-სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლას ვაგ­რძე­ლებ და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თბი­ლის­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ული მენ­ტო­რი მყავს — თსუ პრო­ფე­სო­რი, ან­გლის­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი და დიპ­ლო­მა­ტი ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც არა­ერ­თი თა­ობ­ის აღ­მზრდე­ლი ყო­ფი­ლა. მი­სი სიტყვე­ბია: „არ აქ­ვს მნიშ­ვნვე­ლო­ბა დარ­გს — სად მსა­ხუ­რობთ. თუ ენ­ას სწავ­ლობთ და ამ ენ­აზე მო­სა­უბ­რე ქვე­ყა­ნა­ში მი­დი­ხართ, თქვენ­თვის უდ­იდ­ესი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს იმ­ას, თუ რას რო­გორ იტყვით, რო­გო­რი ფო­ნე­ტი­კით, დიქ­ცი­ითა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით, რა­თა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ებ­აზე და მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ფიქ­რობს: „მინ­და და ვეც­დე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ობა ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ხა­რის­ხი­ანი იყ­ოს. პა­რა­ლე­ლუ­რად კი მინ­და — ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ხალ­ხს და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რო“, — აცხა­დებს გი­ორ­გი, რო­მე­ლიც დიდ მად­ლი­ერ­ებ­ას გა­მო­ხა­ტავს თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მორ­ფო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ დი­ანა ძი­ძი­გუ­რის მი­მართ, რო­მელ­მაც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მას­ში დი­დი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­ული გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა: „ქალ­ბა­ტო­ნი დი­ანა ჩემ­თვის არ­ის მა­გა­ლი­თი იმ­ისა, რომ ღმერ­თის ძა­ლა და მეც­ნი­ერ­ება ცალ-ცალ­კე არ დგას, რომ უზ­ენა­ეს­ის ნე­ბის გა­რე­შე ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მში არ­აფ­ერი ხდე­ბა!“

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის გი­ორ­გი ბო­კე­რი­ას აზ­რით: „ექ­იმი არ ფა­სობს, თუ იგი ფუნ­და­მენ­ტურ მეც­ნი­ერ­ებ­ებს არ ფლობს. ბევ­რს ვსწავ­ლობ იმ­ის­თვის, რომ სწო­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე და ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ზე­რე­ლედ არ შევ­ხე­დო! მინ­და, ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ვუთხრა, რომ ბევ­რი იშ­რო­მონ, მიზ­ნე­ბი და­ის­ახ­ონ და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლონ... სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე ბევრ დარ­გშია შე­საძ­ლე­ბე­ლი და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა წას­ვლის მსურ­ვე­ლებს აუც­ილ­ებ­ლად უნ­და შე­ვუქ­მნათ ის­ეთი პი­რო­ბე­ბი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მათ­თვის მი­სა­ღე­ბი იყ­ოს“, — აცხა­დებს გი­ორ­გი, რო­მელ­საც უდ­იდ­ესი მო­ტი­ვა­ცია აქ­ვს სიკ­ვდი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

სრულად

ბრძანების N:

ახალი მონოგრაფია - „საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე“

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

„სა­ქარ­თვე­ლო: ტრავ­მა და ტრი­უმ­ფი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე“ — ამ სა­ხელ­წო­დე­ბით და­იბ­ეჭ­დე­ბა მო­ნოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და. პრო­ექ­ტზე თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კულ­ტუ­რის კვლე­ვე­ბის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი (პროფ. ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი, ას­ოც. პრო­ფე­სო­რე­ბი ქე­თე­ვან კა­კი­ტე­ლაშ­ვი­ლი, ივ­ანე წე­რე­თე­ლი, ირ­აკ­ლი ჩხა­იძე, ას­ისტ. პროფ. მაია ქვრი­ვიშ­ვი­ლი, დოქ­ტო­რან­ტი ქე­თე­ვან ეფ­აძე) მუ­შა­ობ­და.

 

პრო­ფე­სორ ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაშ­რომ­ში, კულ­ტუ­რის კვლე­ვა­თა პა­რა­დიგ­მულ ჩარ­ჩო­ში, შეს­წავ­ლი­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკ­ან­ას­კნელ და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პირ­ველ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ემ­პი­რი­ული მა­სა­ლა და კვლე­ვის პრო­ცეს­ში მო­ძი­ებ­ული მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია კო­ლექ­ტი­ური მეხ­სი­ერ­ებ­ისა და კულ­ტუ­რუ­ლი ტრავ­მის თე­ორი­ათა, ას­ევე, გა­მარ­ჯვე­ბის ტრავ­მის კონ­ცეფ­ცი­ის ჭრილ­ში.

 

წიგ­ნი შედ­გე­ბა შე­სავ­ლის, ექ­ვსი თა­ვი­სა და დას­კვნი­სა­გან, მო­იც­ავს ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ტექ­სტებს, ერ­თვის ვრცე­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია 80-იანი წლე­ბის მე­ორე ნა­ხე­ვარ­სა და 90-იანი წლე­ბის და­საწყის­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, 1989 წლის 9 აპ­რი­ლი, რო­გორც პა­რა­დიგ­მუ­ლი მოვ­ლე­ნა, მი­სი რე­ზო­ნან­სი, თბი­ლი­სის ომი და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, 90-იანი წლე­ბის ტრავ­მუ­ლი გა­რე­მო, ყო­ველ­დღი­ურ­ობა, რო­გორც ტრავ­მა, ტრავ­მი­სა და ტრი­უმ­ფის ას­ახ­ვა მხატ­ვრულ ტექ­სტებ­ში და ამ უკ­ან­ას­კნე­ლის რო­ლი რო­გორც ტრავ­მის კონ­სტრუ­ირ­ებ­აში, ას­ევე მის დაძ­ლე­ვა­ში.

 

დას­კვნა­ში შე­ჯა­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ლექ­ტი­ური მეხ­სი­ერ­ებ­ისა და კულ­ტუ­რუ­ლი ტრავ­მის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის პე­რი­ოდს ეხ­ება.

 

ნაშ­რო­მის პრე­ზენ­ტა­ცია 6-7 მა­ისს ბუ­და­პეშ­ტში, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში შედ­გა.

სრულად

ბრძანების N: