eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის   23-ე  მუხლის    პირველი პუნქტის და  24-ე   მუხლის     პირველი    პუნქტის    ,,ზ’’    ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების    მინისტრის       2013 წლის      11 სექტემბრის     N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15   მუხლის    პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის    პირველი  პუნქტის  ,,ნ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების  , სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების , საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტის   უფროსის ნატო ჩუბინიძის 2026  წლის პირველი ივნისის N11869/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.        გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის   განყოფილების  წამყვანი   სპეციალისტის  (ორი    საშტატო ერთეული) თანამდებობაზე  .

2.        ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზრაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა   და   საპენსიო დანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).


3.   აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი .
ბ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;

4.   აპლიკანტი უნდა  იცნობდეს :
ა) ოპერაციული სისტემები; 
ბ) საოფისე პროგრამები;
გ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა 
ე) კომპიუტერის არქიტექტურა;
ვ) ქსელური მოწყობილობები;
ზ) პერიფერიული მოწყობილობები;
თ) კომპიუტერის არქიტექტურა,  კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები;
ი) სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები;
კ) ოპერაციული სისტემები;
ლ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა; 
მ) უსაფრთხოების ძირითადი  პრინციპები;
ნ) პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები,    თავსებადობა;


5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი; 
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.


6.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს კლიენტური აპარატული მოწყობილობების (კომპიუტერული ტექნიკის  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეთბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ბ) უზრუნველყოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი. გ)უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი,  ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების) და მათი სახარჯი  მასალების მიწოდება/ინსტალაცია.
დ) გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია უნივერსიტეტის თანამშრომლებს ტელეფონის საშუალებით .
ე) უზრუნველყოს აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოება.
ვ) შეასრულოს განყოფილების ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებები 
ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
თ) ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შეასრულოს მისთვის  მინდობილი სამუშაო.
ი) დაიცვას უნივერსიტეტის პრესტიჟი და ეთიკის ნორმები.
კ) არ გაამჟღავნოს დამსაქმებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად.
ლ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
მ) დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს და დამსაქმებლის მითითებებს.
ნ)  გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს.
ო) პირადად და სრულად აგოს პასუხი ნებისმიერი  ზიანის და/ან დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივი გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით.

7.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი  დოკიმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 7 ივლისიდან 2026 წლის 12 ივლისის  ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა  მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობა.
10 .სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი    სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 22 ივლისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 179/02-01    

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის № 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის  01 ივლისის N14657/10 წერილის  საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ  საგანში  მომზადებისთვის   (კურსის  ხანგრძლივობა:  2026 წლის  01 ოქტომბერი   -   2027 წლის     01 ივლისი) წლიური საფასური 2026-2027 სასწავლო  წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 1400 ლარის ოდენობით;
ბ) ლიტერატურა – 1400 ლარის ოდენობით;
გ) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) - 1400 ლარის ოდენობით;
დ) უცხო  ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)  – 1400 ლარის ოდენობით;
ე) მათემატიკა – 1400 ლარის ოდენობით;
ვ) ისტორია – 1400 ლარის ოდენობით;
ზ) სამოქალაქო განათლება – 1400 ლარის ოდენობით;
თ) ფიზიკა  – 1400 ლარის ოდენობით;
ი) ქიმია – 1400 ლარის ოდენობით;
კ) ბიოლოგია – 1400 ლარის ოდენობით;
ლ) გეოგრაფია - 1400 ლარის ოდენობით;

2.ერთიანი   ეროვნული   გამოცდებისთვის   მოსამზადებელ    კურსზე  ცალკეულ   საგანში   ჯგუფის გახსნისთვის აბიტურიენტთა  რაოდენობა ჯგუფში განისაზღვროს მინიმუმ 4 მსმენელით.
3.  ცალკეულ საგანში  კურსის  მოცულობა განისაზღვროს 140 საათით;
4.  ერთიანი   ეროვნული   გამოცდებისათვის  ცალკეულ  საგნებში   აბიტურიენტთა  მოსამზადებლად დადგინდეს  შეღავათები კურსის  ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:
ა) აბიტურიენტებს საგნების არჩევისა და მომზადების შემთხვევაში,  დაუდგინდეს სწავლის საფასურის სამ (3) ეტაპიანი გადახდის წესი, სწავლის გადასახდელი თანხის  ოდენობის გადანაწილება სამ (3) ეტაპად  განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა.ა.) პირველი ეტაპის გადახდა განხორციელდეს  მოსამზადებელი  კურსის  დაწყებამდე, 2026 წლის 01 ოქტომბრამდე;
ა.ბ.) მეორე ეტაპის გადახდა განხორციელდეს 2027 წლის 03 იანვრიდან 15 იანვრამდე;
ა.გ.)მესამე ეტაპზე, გადასახდელი თანხის   მესამე ნაწილი დაიფაროს   2027 წლის 01 აპრილიდან 15 აპრილამდე;
ბ)  გადასახდელი  თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტს/წარმომადგენელს თანხის  დასაფარად გაეგზავნოს   შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი გადახდის  ვადა განესაზღვროს დადგენილი  ეტაპობრივი  გადახდის  ვადიდან არაუგვიანეს  ორი (2) კვირის განმავლობაში.  დამატებით  დადგენილი  ორ (2) კვირიანი  ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის  შემთხვევაში,  ცენტრი უფლებამოსილია  აბიტურიენტი ამორიცხოს აბიტურიენტთა მოსამზადებელი  კურსებიდან და შეუწყვიტოს მასთან დადებული ხელშეკრულება;“
გ)   აბიტურიენტის მიერ ერთი (1) საგნის  არჩევისა  და მომზადების   შემთხვევაში,  ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1400 ლარის ოდენობით;
დ)  აბიტურიენტის მიერ ორი (2) საგნის  არჩევისა  და მომზადების  შემთხვევაში,  ერთი  საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1400 ლარის ოდენობით;
ე)  აბიტურიენტის  მიერ  სამი (3)   ან/და ოთხი (4)   საგნის  არჩევის  და მომზადების შემთხვევაში, ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 1300 ლარის ოდენობით;
ვ)         სოციალურად   დაუცველი, დედით  და მამით  ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი  საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის  მომზადების   წლიური    საფასური    განისაზღვროს    საერთო   ღირებულების
80%-ის ოდენობით;
ზ) ერთი ოჯახიდან ორი (2) ან/და მეტი  აბიტურიენტის კურსზე დარეგისტრირების  შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ ორი (2) ან/და მეტი  საგნის არჩევისა და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური  საფასური განისაზღვროს    საერთო ღირებულების 80% - ის ოდენობით;
თ თსუ-ის   თანამშრომლებისთვის, თანამშრომელთა შვილებისა და შვილიშვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზრვოს  საერთო ღირებულების  70%-ის ოდენობით:
ი) ერთიანი   ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ  კურსზე შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადება; აბიტურიენტის    მიერ  ინდივიდუალურად   მომზადების შემთხვევაში,    ერთი   საგნის სრული ღირებულება განისაზღვოს 4000 ლარის ოდენობით.
5.    სსიპ    ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების   ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა   მოსამზადებლად  თითოეული   მასწავლებლის ანაზღაურება 
განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
6.    დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
7.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 180/02-01    

2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის  შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის  2023 წლის  10 მარტის   N8/04 ერთობლივი  ბრძანებით  დამტკიცებული  ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის       თბილისის       სახელმწიფო       უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10  - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსის  წერილის    (N  14816/10;  03.07.2026) საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ჩატარდეს კონკურსი  2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში,  პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ    თსუ-ს     აკადემიური    და    ადმინისრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 3 ივლისს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ)  შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025 წლის 6 ოქტომბრის N 15/04 და 9 ოქტომბრის N 16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 162/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის   შესარჩევად შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის   პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ რექტორისა და   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის     2026 წლის     21 აპრილის     N8/04 ერთობლივი ბრძანების, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის  მორის შალიკაშვილის  2026 წლის
16 ივნისის  N13249/31-01   მოხსენებითი  ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     საშტატო     განრიგით     განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და      სამეცნიერო      კვლევების      სამსახურის      უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი     პუნქტით     განსაზღვრული     ვაკანსიისათვის     შრომის     ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1600 (ათასექვსასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.    კონკურსში   მონაწილეობა   უნდა   მიიღოს      თსუ-ს   იურიდიული   ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.
4.კონკურსანტი    უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი   განათლება      - სამართლის   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული სამცეცნიერო ხარისხი;
ბ) უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
გ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Microsoft Office, Internet Browser ).
5.    აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ  “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

6.     აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

7.    იურიდიული  ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
•    სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა, დაგეგმვა და თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება;
•    იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხსა და სასწავლო პროცესის შედეგზე ორიენტირებული. სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა; ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და მეცნიერ– მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება;
•    საგანმანათლებლო    პროგრამების    რეალიზების    ხელშესაწყობად    ახალი სახელმძღვანელოების შექმნის წახალისება, დაგეგმილი საქმიანობების მონიტორინგი;
•    ფაკულტეტზე  სამეცნიერო  მუშაობის  კოორდინირება,  ხარისხის  გაზრდის მიზნით სასემინარო და სადისკუსიო შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება (მომხსენებელთა შერჩევა და ღონისძიების მენეჯმენტი);
•    სამეცნიერო და სასწავლო გრანტების მოძიება და მიღება;
•    საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინფორმირება და კონსულტირება;
•    პროფესორ–მასწავლებელთა  და  სტუდენტთა  სამეცნიერო  კონფერენციების ორგანიზება, სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
•    ფაკულტეტის    საერთაშორისო    კავშირების    გაფართოვება,    ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების ფარგლებში; 
•    უცხოელ მეცნიერთა მოწვევისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სტაჟირების ორგანიზების ხელშეწყობა;
•    ყოველი სემესტრის ბოლოს შემდგომის სემესტრისათვის დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები და სხვ.) ჩამონათვალის ფაკულტეტის დეკანისთვის წარდგენა.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიცია”.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
16.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 181/02-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში  მთავარი  სპეციალისტის  (შტატგარეშე პოზიციაზე) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე   მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’ და “ი"   ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  მორის  შალიკაშვილის     2026 წლის   12 ივნისის N12952/31-05   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული     ფაკულტეტის     დეკანის     აპარატში          მთავარი სპეციალისტის  (შტატგარეშე პოზიციაზე)   შესარჩევად.

2.ბრძანების   პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  პოზიციაზე  თანამდებობრივი  სარგო თვეში განისაზღვრება   1130 (ათასასოცდაათი)  ლარის  ოდენობით    (საშემოსავლო გადასახადისა     და      საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით).  სამუშაო  საათები  კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება   სამი თვის გამოსაცდელი ვადით     (დასაქმების პერსპექტივით).
3.კონკურსანტი      უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება   - ბაკალავრის  ხარისხი  (სამართლის  ან  საერთაშორისო სამართლის       სპეციალობით) ან   იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
ბ)   სახელმწიფო   ენაზე      და  ინგლისურ  ენაზე  გამართული   წერის,  კითხვის  და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).
4.     აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) თსუ  “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6.    იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიციაზე)   დასაქმების  შემთხვევაში  პირს მოეთხოვება  შემდეგი  ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) დეკანისა და დეკანის მოადგილის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
გ) ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
დ) ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
ე) ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
3)  სტუდენტებთან  და  სტუდენტურ ორგანიზაციებთან  დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ზ)  დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა;
თ) დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა;
ი) ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
კ) ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
ლ)  ტუტორიუმის  პროგრამის  შემუშავება,  ხელმძღვანელობა,  ტუტორთა  ჯგუფის მომზადება;
მ) სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება. 
7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9.   ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6   ივლისიდან   2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის  შტატგარეშე  პოზიციაზე”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიციაზე) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
15.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 182/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს    2017 წლის    31 მაისის  № 63/2017 დადგენილების  - ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 03; 23.06.2017 წ.), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026  წლის  27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    - არნოლდ    ჩიქობავას    სახელობის    ენათმეცნიერების    ინსტიტუტის დირექტორის  ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 2 ივლისის N14802/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის    ენათმეცნიერების    ინსტიტუტში    მეცნიერი    თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   საკონკურსოდ   გამოცხადებული   ვაკანსიის   პროფილის   მიხედვით მაგისტრის ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხი,  სამეცნიერო   - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც  გულისხმობს  არა  მხოლოდ  სამეცნიერო   - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ    დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 7 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 24 აგვისტოსი;
5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო   თანამდებობის დასაკავებლად - ერთი საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);
6. მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ    მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N13 თსუ მე-8 კორპ. IV სართ. (1000-დან - 1700 საათამდე). ასევე ელექტრონულ მისამართზე: contact.icege@gmail.com. ტელ: 599 400 728;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 163/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის      22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 373   მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“   ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის ,  ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა   და   ეთნოლოგიის   ინსტიტუტის  დებულების  მე-10  მუხლის პირველი და  მეოთხე  პუნქტების , სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის   2026 წლის   30 ივნისის   N14531/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 30 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   ისტორიისა   და   ეთნოლოგიის   ინსტიტუტის   მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება:

პაპუნა გაბისონია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
სოფიო ქადაგიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზურაბ თარგამაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
ირინა არაბიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნატო სონღულაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მზია ტყავაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება:
გიორგი მამარდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ლელა ნებიერიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თეა ქამუშაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
შორენა ლალიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

2.კონკურსის შედეგი ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 ივლისიდან.
3.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს მეცნიერ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
4.წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 164/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე (2 ვაკანსია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე   მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’ და “ი"   ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  მორის  შალიკაშვილის     2026 წლის   12 ივნისის N12951/31-01 და 25 ივნისის N 14044/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე (2 ვაკანსია) პოზიციის დასაკავებლად.

2.ბრძანების   პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  პოზიციაზე  თანამდებობრივი  სარგო თვეში განისაზღვრება    1130 (ათასასოცდაათი)  ლარის  ოდენობით     (საშემოსავლო გადასახადისა     და       საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით).  სამუშაო  საათები  კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება   სამი თვის გამოსაცდელი ვადით     (დასაქმების პერსპექტივით).
3.კონკურსანტი      უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:


ა) უმაღლესი განათლება -ბაკალავრის   ხარისხი   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი   ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი(მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი);
ბ)   სახელმწიფო   ენაზე      და  ინგლისურ  ენაზე  გამართული   წერის,  კითხვის  და მეტყველების უნარი;
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

ა) თსუ-ს წესდება;
ბ) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
გ) “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
დ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ)ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანაზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში    მთავარი    სპეციალისტის    შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება და სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში (ბაკალავრიატის საფეხური);
ბ)  რეგისტრაციის  პერიოდში  სასწავლო  ბაზის  რედაქტირება  და  რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადება;
გ) აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
დ) სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი);
ე) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
ვ) სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების ორგანიზება;
თ) სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან); 
ი) რეკომენდაციებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნის უზრუნველყოფა;
კ) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, დეკანის, დეკანის მოადგილეებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9.   ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში  მთავარი  სპეციალისტის შტატგარეშე პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში   მთავარი   სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
11. ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე (2 ვაკანსია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე   და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
15.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 183/02-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56-ე  მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე


ვბრძანებ:

1.განისაზღვროს   სსიპ     – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული   ფაკულტეტის     ბაკალავრიატის   საგანმანათლებლო პროგრამაზე “ევროპისმცოდნეობა” 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) გაზაფხულის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 თებერვალი- 7 მარტი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 თებერვალი- 7 მარტი;
ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 2 მარტი- 13 ივნისი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი - 11 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 ივლისი-17 აგვისტო (დამატებითი გამოცდები); 
ა.ე) არდადეგები- 17 აგვისტო- 20 სექტემბერი.

2.ბრძანების   უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 161/01-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო პოლიტიკის სრულფასოვანი რეალიზებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 14 დეკემბრის 321/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“  და  ,,პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11  პუნქტების,  რექტორის  აპარატისა  და აკადემიური საბჭოს    სამდივნოს     უფროსის     მოვალეობის    შემსრულებლის    ნათია მეტრეველის  2026 წლის 24 ივნისის  სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1, შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო პოლიტიკის სრულფასოვანი   რეალიზებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესზე ზედამხედველობის  მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 14 დეკემბრის 321/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაზღვრული საუნივერსიტეტო პოლიტიკის და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესის სფეროში არსებული საკითხების სრულფასოვან შესრულებასა და რეალიზებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას რექტორთან  არსებული საბჭო (შემდგომში - ,,საბჭო“) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის რექტორი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე; 
გ) ერეკლე ასტახიშვილი,  რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
დ) ნინო გვენეტაძე, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე) კახაბერ ჭეიშვილი, რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ვ) გიორგი შამათავა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) შოთა ფოთოლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- საბჭოს წევრი; 
თ) ჰუმანიტარულ მენციერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ი) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
კ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ლ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
მ) იურიდიული ფაკულტეტის დეკანი/დეკანის  მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ნ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანი/დეკანის  მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი;
ო) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 160/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის   N63/2017 დადგენილების ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ’’  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის 9/04  ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ  ტატიშვილის 2026 წლის 22 ივნისის N13797/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,   არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან  გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,   მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 24 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 27 ივლისიდან  2026 წლის  29 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
4.კონკურსი  გამოცხადდეს  რაფიელ აგლაძის სახელობის  არაორგანული ქიმიისა   და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (4  წლის ვადით).

5.სამეცნიერო თანამდებობაზე  (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და  სამეცნიერო  ხარისხის (ასეთის არსებობის  შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა  - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლეობის შესახებ.
6.საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 27 ივლისიდან 2026 წლის 29 ივლისის  ჩათვლით 1000-დან 1700  საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
7.  ბრძანება  გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’  -  ს ელექტრონულ გვერდზე.
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 157/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენისა და კულტურის მიზნობრივი ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო ინტენსიური კურსი (სამი სასწავლო დისციპლინით)“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების,   53-ე მუხლის   მე-3  ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2026 წლის 16 ივნისის  N 13301/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის 2026 წლის 22 ივნისის N. 13769/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „ ქართული ენისა  და  კულტურის მიზნობრივი ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო ინტენსიური კურსი (სამი სასწავლო დისციპლინით)“;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 158/01-01      

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამების 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველოს ფინანსური  და ადმინისტრაციული დირექტორის  2026 წლის 23 ივნისის SDSU 31-06-2026 მიმართვის საფუძველზე


ვბრძანებ:

1.განისაზღვროს    სსიპ    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში სან  დიეგოს   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
ა) აკადემიური  რეგისტრაცია - 20 აგვისტო;
ბ) სალექციო პერიოდი - 24 აგვისტო - 11 დეკემბერი; 
გ) საგამოცდო პერიოდი - 14-18 დეკემბერი;


2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
ა) აკადემიური  რეგისტრაცია - 15-18 იანვარი; 
ბ) სალექციო პერიოდი - 20 იანვარი - 7 მაისი; 
გ) საგამოცდო პერიოდი -10-14 მაისი;
 
2026-2027 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:
ა) აკადემიური  რეგისტრაცია - 17-20 მაისი;
ბ) სალექციო პერიოდი - 24 მაისი - 13 აგვისტო; 
გ) საგამოცდო პერიოდი - 16-20 აგვისტო;


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   დაევალოს   კანცელარიას, ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 159/01-01    

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების, 63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისს, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2026 წლის 22 ივნისის წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების  განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ეკონომიკა“ იმ  სტუდენტებისთვის, რომლებიც დამატებითი გამოცდების შემდეგ აითვისებენ გამოყენებითი კვლევითი პროექტის დაცვისთვის  საჭირო  სასწავლო კურსებს, ნაშრომის  დაცვის ვადა განისაზღვროს 2026 წლის პირველ აგვისტომდე.”

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების  განსაზღვრის შესახებ“ 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების „1.2.“ პუნქტში  და  „გ.ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ)  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო  პროგრამის “ეკონომიკა” იმ  სტუდენტებისთვის, რომლებიც დამატებითი  გამოცდების  შემდეგ  აითვისებენ   სამაგისტრო  ნაშრომის დაცვისთვის  საჭირო სასწავლო კურსებს,   დაცვის  ვადა  განესასზღვროთ  2026 წლის პირველ აგვისტომდე.”

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის  ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 156/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9  პუნქტის, „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017  დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ “ თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის    N140/2017 დადგენილების (დამტკიცებულია  თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ,  ოქმი   N05; 27.12.2017 წ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის,  ინსტიტუტის  დირექტორის   გიორგი ჭეიშვილის   2026   წლის    5 ივნისის    N12393/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026  წლის 5 ივნისის სხდომის N3 ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ      – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ჭეიშვილი  – ივ.  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და  ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა   საუკუნეების  საქართველოს ისტორიისა  და  წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი;
ბ) ქეთევან ხუციშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,;
გ) ლიანა ბითაძე  - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) მარიამ ჩხარტიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა   საუკუნეების  საქართველოს ისტორიისა  და  წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ალექსანდრე დაუშვილი  -  ივ.  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი  ისტორიის  განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  გიორგი ჭეიშვილი,  საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილედ ქეთევან ხუციშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად   ლიანა ბითაძე.
3.  დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
4.  დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 7 ივლისისა.
5. წინამდებარე    ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა  აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).
6.  წინამდებარე    ბრძანების     უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ–გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 152/01-01  

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების    დამტკიცების   თაობაზე“ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა  და  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების   დანართი N1-ის  მე-6 მუხლის  მე-16, მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-10  მუხლის   მე-4  პუნქტის,   "სსიპ ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის  N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 18 ივნისის N13445/10 წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2026 წლის  13 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას    სახელობის    ენათმეცნიერების      ინსტიტუტის    უფროსი     მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები  (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ქართველურ ენათა განყოფილება
ბუკია მანანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მანანა ბუკიასთან.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

2
 

სრულად

ბრძანების N: 153/01-01  

2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის    51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის , 55-ე მუხლის  პირველი და მე -2 ნაწილების , 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის     #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის , ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე  -9 პუნქტის , მე-11   პუნქტის ,   ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის   N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო   გაცვლით     და    მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის  მე -18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 13660/10; 19.06.2026)  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს    კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინასებული  ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის   ფარგლებში,  პარტნიორი   ევროპული   უნივერსიტეტების   მიერ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის      2026/2027 სასწავლო   წლის   შემოდგომის სემესტრისთვის   გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 22 ივნისს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით
ა) ეკა სირაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით  მაცაბერძე -  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ლელა ჯამაგიძე,  ეკონომიკისა  და  ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს    კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა  და  გაცვლითი   პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და
2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 155/01-01  

2025/2026 და 2026/2027 სასწავლო წლებისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი პარიზ საკლეს უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის  შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი  ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10  - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსის  წერილის    (N  13525/10;  18.06.2026) საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.ჩატარდეს     კონკურსი     2025/2026 და     2026/2027 სასწავლო   წლებისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი პარიზ    საკლეს    უნივერსიტეტის  მიერ თსუ-ს  ზუსტ  და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 19 ივნისს.
3.     დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შამათავა, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი;
გ)  შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4.    დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საერთაშორისო   ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    „სსიპ    -    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025 წლის 6 ოქტომბრის N 15/04 და 9 ოქტომბრის N 16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო     გაცვლით     და მობილობის         პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 151/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე  მუხლის  მე-2  პუნქტისა  და     მატერიალური  რესურსების  მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის  2026 წლის  19 ივნისის   N13568/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური    რესურსების    მართვის    დეპარტამენტის    სამეურნეო განყოფილებაში მეეზოვეების (2 ვაკანსია) შესარჩევად:
ა)მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
ბ) მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

2. მეეზოვის  ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება;
ბ) უშუალოდ   ხელმძღვანელისა   და   ადმინისტრატორის   მიერ   გაცემული   დავალებების შესრულება.
3. ძირითადი მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

4. პიროვნული თვისებები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბ) პუნქტუალურობა;
გ) ორგანიზებულობა დ)შრომისმოყვარეობა;
ე)  ენერგიულობა.
5.დამატებითი ინფორმაცია:
ა) სამუშაო პირობები და გრაფიკი განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ბ) აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ, როგორც მამაკაც, ისე ქალ კანდიდატებს;
6.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
7. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
8. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
9. გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით 11:00 სთ- დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.  დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე:  577943905.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო     განყოფილებაში მეეზოვეების (შტატგარეშე პოზიციები) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 168/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373    მუხლის  პირველი   პუნქტის,   ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8  პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს    2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის   დებულების მე-10 მუხლის  მე-4  პუნქტის, ინსტიტუტის  დირექტორის  გ.  ჯაიანის  2026 წლის   16 ივნისის N13237/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის    2026 წლის   15 ივნისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს     სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო  - კვლევით  ერთეულში  ილია  ვეკუას სახელობის გამოყენებითი    მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი    ინსტიტუტის     - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


გამოთვლითი მათემატიკისა  და მოდელირების განყოფილება:
არჩილ პაპუკაშვილი      -  მეცნიერი   თანამშრომელი (4  წლის  ვადით)   -  1  საშტატო ერთეული
ნინო ხატიაშვილი  - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული


კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
მიხეილ გაგოშიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული


დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:
თენგიზ ტეტუნაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით)  -   0,5 საშტატო ერთეული
თამარ ქასრაშვილი  -  მეცნიერი   თანამშრომელი (4  წლის  ვადით)   -    0,5  საშტატო ერთეული


2.   დაევალოს  პერსონალის  მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანების პირველი ნაწილი ძალაშია 2026 წლის 22 ივნისიდან.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 149/01-01