geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N197/01-01 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის    ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N197/01-01 ბრძანების მოქმედება.

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე. 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 273/01-01  

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 27 ივლისის N188/01-01 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 27 ივლისის N188/01-01 ბრძანების მოქმედება;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი);

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 274/01-01  

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N195/01-01 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე

2026 წლის 12 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის თაობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებები უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციებში, რომელიც გულისხმობს ინსტიტუტის/კათედრის/მიმართულების/დეპარტამენტის ერთეულის უნიფიცირებასა და საერთო სისტემაში მოყვანას. ამასთანავე მნიშვნელოვანია გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ ,,განათლებისა და მეცნიერების შესახებ’’ კანონში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია წამყვანი პროფესორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის    ჩატარება გადაიწიოს ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებამდე.

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის 12 ოქტომბრის N23069/10 წერილის (თან ერთვის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეჩერებულ იქნას „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2026 წლის 28 ივლისის N195/01-01 ბრძანების მოქმედება;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 275/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  პერსონალის  სამსახურში  მიღებისა  და  კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 12 ოქტომბრის N16/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მზია წერეთელის 2026 წლის 9 ოქტომბრის N18094/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად; 
2.  უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 22 დეკემბრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო - სამეცნიერო დეპარტამენტი

განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
(განათლების მეცნიერების პროფილით)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - „ბ“ კატეგორია.

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)    სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)   სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი,  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N11(მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 271/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2  პუნქტის,  თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის  2026  წლის  12 ოქტომბრის N 23002/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დადგინდეს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის თარიღები (დანართი N1).
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია (დანართი N2).
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ქუთაისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი კომისია (დანართი N3).
4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების სააპელაციო კომისია (დანართი N4). 
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 270/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 - 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის, თსუ რექტორის გაშვებილი ვადების აღდგენის თაობაზე ბრძანებების N818/01-04 23.09.2026, N822/01-04 24.09.2026, N849/01-04 29.09.2026, N854/01-04 01.10.2026 და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ მობილობის წესით 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი მიზნების მიღწევამდე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

 

კახაბერ ჭეიშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 

View More

Order N: 913/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-3 ნაწილების,  53-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,61-ე მუხლის  პირველი  ნაწილის,  მე-2  ნაწილის  ,,ბ“  ქვეპუნქტის,  მე-3,  მე-6  და  მე-7  ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს   თავმჯდომარის   2015   წლის   22   მაისის   N7   ბრძანებით   დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის  შოთა გაბადაძის 2026  წლის 06 ოქტომბრის  N22463/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად  შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის უფროსი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე - კომისიის წევრი;
დ) ერეკლე ასტახიშვილი -რექტორის მოადგილე- კომისიის წევრი: 
ე) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
ვ) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და  თეორიის  სასწავლო  სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;
თ)ნინო  უგრეხელიძე  -  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსი  - კომისიის წევრი;
ი) იოსებ სოფრომაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ლ) მორის შალიკაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
მ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ნ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ო) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
პ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ჟ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი.

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) შოთა გაბადაძე - შესყიდვების განყოფილების უფროსი;
გ) ანეტა მერკვილიშვილი - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ახალი  სასწავლო-ადმინისტრაციული  კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
7.ბრძანების   დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 
9, წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 304/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერუჩაშვილის ხსოვნის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეოგრაფიული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერის ნელი ჯამასპაშვილის 2026 წლის 24 სექტემბრის N 17650/10-02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. 2027 წლის 29 - 30 სექტემბერს, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერუჩაშვილის ხსოვნის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების 
ლანდშაფტური განზომილება: კვლევა -კარტოგის - დაგეგმარება - მართვა" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
გ) პეტრე ბაბილუა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დალი ნიკოლაიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) ნოდარ ელიზბარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) ლია მაჭავარიანი –ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის დიანაგების გეოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ სეფერთელაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) თენგიზ გორდეზიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნელი ჯამასპაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეოგრაფიული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) გიორგი დვალაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია და კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; 
ლ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნატო ჩუბინიძე - უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) არჩილ კუკულავა - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) კახაბერ რუსიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს ამ მიზნით შემოსული თანხით ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა.

3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების/შრომათა კრებულის (Proceedings) დაბეჭდვის უზრუნველყოფა.

6. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება. 
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას საგამოფენო დარბაზში მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენის მოწყობა.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 267/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „წონის მართვა: კლება და შენარჩუნება“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2026 წლის 28 სექტემბრის N21582/10, თსუ სამედიცინო ფაკულტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის N21019/32 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის 30 სექტემბრის N21873/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „წონის მართვა: კლება და შენარჩუნება“;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 268/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო   სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 20528/30, 17.09.2026 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-
01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"

N   სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
2 საზოგადოებრივი გეოგრაფია 4

                                                                                                                                               "

2.   ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3.    დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).


რექტორი ჯაბა სამუშია

 

 

 

View More

Order N: 263/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობის შემსრულებლის   ზურაბ კილასონიას  2026 წლის 30 სექტემბრის  N 21925/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს   კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შესარჩევად.
2. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება   განისაზღვრება თვეში   1330 (ათასსამასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
3.     აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) სამეურნეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
გ)  ადმინისტრაციულ,  საორგანიზაციო,  ლოჯისტიკის,  სამეურნეო,  ოპერაციების  ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს  (Word, Excel) ;
4.    აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) პოზიციის სპეციფიკიდან  გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს;
ბ)„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;

5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები : 
-   მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
-  დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
-  დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
-  გუნდური მუშაობის უნარი;
-  წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
-  სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
6. ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :
- უნივერსიტეტის პირველი კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ -   ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება
- კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე  და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
- გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
- კორპუსში განთავსებულ  ფაკულტეტებთან  თანამშრომლობა  სასწავლო  პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუდიტორიების შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათი გამართულად ფუნქციონირების კონტროლის მიმართულებით;
- კორპუსში არსებული აუდიტორიების, საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნისა და გამოყენების პროცესის ორგანიზება;
- ღონისძიებების    მიმდინარეობისას    საჭირო    საორგანიზაციო    საკითხების კოორდინაცია და მიმდინარე პროცესების კონტროლი;
- ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობა;
-    ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
-    ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
7.  კონკურსში  მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);
8.   კონკურსში  მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; 
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში);
9. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2);
10.ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:   vacancy@tsu.ge  სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“ ;
11.        ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრსტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12.  საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 10 ნოემბრისა;
13.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
15.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 302/02-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების  (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი  N05; 27.12.2017 წ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2026   წლის 5 ოქტომბრის N22186/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026  წლის 2 ოქტომბრის სხდომის N3 ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ჭეიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  შუა  საუკუნეების  საქართველოს  ისტორიისა  და  წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი; 
ბ)  ავთანდილ  სონღულაშვილი -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) როლანდ თოფჩიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

2.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ჭეიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ავთანდილ სონღულაშვილი და საკონკურსო კომისიის  მდივნად  როლანდ თოფჩიშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა.
5. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტი).
6.   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 261/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო წინამდებარე ბრძანების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2); 
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 880/01-04      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე, „სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2026 წლის 25 აგვისტოს MES 8 26 0001092490 და 23 სექტემბრის MES 2 26 0001300050 ბრძანებების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 


1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 872/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2026 წლის 02 ოქტომბრის N22141/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 50 (ორმოცდათი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდაათი) ადგილზე.

2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე, 2026 წლის 07 ოქტომბრის 11:00 საათიდან, ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. 
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, დაინტერესებული პირის მიერ, მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან, ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 289/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 - მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს   უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია მეტრეველის 2026 წლის     5 ოქტომბრის N22224/10  წერილის   საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1.აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-  კვლევითი  ერთეულის  წარმომადგენელთა  ვაკანსიების  შევსების 
მიზნით,  დაინიშნოს  აკადემიური  საბჭოს  წევრთა არჩევნები 2026 წლის  5 ნოემბერს:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 2 წევრი (4 წლის ვადით);
ბ) ზუსტ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  2  წევრი (4 წლის ვადით)  და 1 წევრი  არჩევის ვადით 2028 წლის 9 ივლისამდე;
გ) იურიდიული ფაკულტეტი - 2  წევრი (4 წლის ვადით);
დ) მედიცინის ფაკულტეტი - 2 წევრი (4 წლის ვადით) და 1 წევრი  არჩევის ვადით 2028 წლის 9 ივლისამდე;

ე)   სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი -   2 წევრი   (4 წლის ვადით);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -   2  წევრი (4 წლის ვადით);
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2  წევრი (4 წლის ვადით);
თ)     დამოუკიდებელი      სამეცნიერო-კვლევითი     ერთეული      -     ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი  - 1 წევრი   არჩევის ვადით 2028 წლის 9 ივლისამდე.

2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით,

შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერი კაპანაძე - უნივერსიტეტის   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი -

კომისიის წევრი;

ბ) აკაკი მიქაბერიძე -   უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში - კომისიის წევრი;
გ)   შოთა   კეჟერაშვილი   -   უნივერსიტეტის      უწყვეტი   განათლების   ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
დ)   ვალერი   არღუთაშვილი   -   უნივერსიტეტის   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  - კომისიის წევრი;
ე)   ზურაბ   გოგშელიძე   -       უნივერსიტეტის   სასწავლო   პროცესის   მართვის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი; 
ვ) გიორგი ოქიტაშვილი -    უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) პავლიკა ჯაგუნავა - უნივერსიტეტის   ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი  -კომისიის წევრი;
თ) ცირა თოფურია - უნივერსიტეტის  კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზაციული  უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - კომისიის წევრი.
3.      დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 5 ნოემბერს    არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2026  წლის

19 ოქტომბერს  10:00  საათზე  და  დასრულდეს  2026  წლის  23   ოქტომბერს   18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).

6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  არ  უკავიათ  აკადემიური, ადმინისტრაციული   ან  სამეცნიერო  თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის   კანცელარიაში,   შემდეგ   მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114.
8.      წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
10.   ბრძანების  შესასრულებლად   გადაცემა   მასში   მოყვანილ   დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

12.     კონტროლი     ბრძანების     შესრულებაზე     დაევალოს     ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
13.     წინამდებარე     ბრძანება     დაინტერესებული     პირის     მიერ     შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  ძალაში  შესვლის  დღიდან 1  თვის  ვადაში   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 260/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წელს ვაკანტური ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 17 სექტემბრის N237/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 02 ოქტომბრის N 22099/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წელს ვაკანტური ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 17 სექტემბრის N237/01-01 ბრძანებაში და ბარანების პირველი მუხლით დადგენილი დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით „(დანართი N1)“.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 259/01-01 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლისდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულეიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩაირიცხონ კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე „LL.M zu Köln“ მაგისტრანტობის კანდიდატები თანდართული სიის მიხედვით:
 

N

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

1.

გუმბათოვა

თინათინ

 

2.

დუნდუა

თამუნა

 

3.

ზარანდია

სოფიკო

 

4.

თოიძე

ქრისტი

 

5.

კორძახია

ნიკოლოზი

 

6.

ლომთაძე

ანა

 

7.

ონიანი

ნინო

 

8.

ქათამაძე

ელენე

 

9.

შენგელია

შოთა

 

10.

ჩოჩელი

სალომე

 

11.

წაქაძე

სანდრა

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 869/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 სექტემბრის N15/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2026 წლის 28 სექტემბრის N21617/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის და საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
3. კონკურსანტს (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) ასევე მოეთხოვება: - მისი ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციები ან ბოლო 5 წელიწადში 5 პუბლიკაცია სამეცნიერო -კვლევითი პროდუქტის ამსახველი ცხრილის პირველი სამი პუნქტით გათვალისწინებული სახეობების შესაბამისად.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 5 ოქტომბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 6 ნოემბრიდან 2026 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

საინჟინრო და ფიზიკური ამოცანების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

7. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილების სახით);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;


8. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
9. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
11. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 6 ნოემბრიდან 2026 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ - კვირის გარდა), 1100-დან 1700 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N11, ოთახი N202.
12. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი
 

View More

Order N: 258/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 სექტემბრის 15/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2026 წლის 30 სექტემბრის N21816/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერ თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 5 ოქტომბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბრისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ბ) კოსმოფიზიკური ობსერვატორია:
მეცნიერ თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

7.სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ N1. მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 256/01-01