საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის  გ. ჯანელიძის 2025 წლის 10 დეკემბრის N32519/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის  მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა (ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს ან საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე).
3.  აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა  ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი სამუშაო  გამოცდილება  HR საქმიანობის  შეფასების, ორგანიზაციული განვითარების ან ადმინისტრირების სფეროში;
4. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) პერსონალის  შეფასების სისტემების, შიდა რეგლამენტებისა და HR პოლიტიკის შემუშავების ან დანერგვის გამოცდილება;
ბ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება — (Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელია);
გ) ანალიტიკური, ეფექტიანი კომუნიკაციის, დოკუმენტებთან მუშაობისა და წერითი ფორმატით ინფორმაციის დამუშავების უნარი;
დ) სტრუქტურულ ერთეულებთან  კოორდინირებული,  დეტალებზე  ორიენტირებული  და ვადებზე მორგებული მუშაობის უნარი;
ე) ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის მაღალი უნარი.

5. Power BI ან სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
6. აპლიკანტს მოეთხოვება ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა); შრომის კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პროცედურებისა და HR რეგულაციების საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
7.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე)  ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი; 
ვ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის  კონსულტანტის (შტატგარეშე)  პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების შესრულება:
ა) უნივერსიტეტის პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება/მოდიფიცირების პროცესის წარმართვა (რეკომენდაციებისა და სამართლებრივი აქტების პროექტებში მონაწილეობა);
ბ) უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული რეგულაციების  საფუძველზე  პერსონალის საქმიანობის შეფასების იმპლემენტაცია და შეფასებასთან დაკავშირებული  საქმიანობის კოორდინაცია;
გ) უნივერსიტეტში დასაქმებული  პერსონალის შესახებ,  პერსონალის მოზიდვისა  და შერჩევის, ადმინისტრირების, შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებებით  სხვადასხვა   ტიპის  სტატისტიკის  წარმოება, ანგარიშების  მომზადება დადგენილი ფორმებისა და წესების შესაბამისად;
დ) უნივერსიტეტის შიდა  სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული პერიოდულობით დამხმარე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს  შეფასების  დაგეგმვა, ადმინისტრირება,  შედეგების დამუშავება  და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ე) შესრულებული  სამუშაოს შეფასების შედეგების გათვალისწინებით,  უნივერსიტეტის შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებთან  თანამშრომლობით, პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული  რეკომენდაციების  მომზადება,  ტრენინგების დაგეგმვა- ადმინისტრირება   და  განხორციელებული  ტრენინგების   ეფექტიანობის შეფასება;
ვ) თსუ  სტრუქტურული ერთეულებიდან  და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება,  მომზადება და ვადებში წარდგენა;
ზ) ცენტრალური  ადმინისტრაციულ-დამხმარე  პერსონალის შესახებ  სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, განახლება და მიწოდება;
თ)  უნივერსიტეტის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში სწორი წარმოჩენისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება  და წარდგება, სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება  და ვადებში მიწოდება; 
ი) მოქალაქეებისგან და სხვა უწყებებიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო მასალის მოძიება, დამუშავება,  მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება.
7. პერსონალის მართვის დეპარტამენტის  კონსულტანტის (შტატგარეშე)  პოზიციაზე კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა   წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
8. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო  მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2025 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  “პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის  კონსულტანტის (შტატგარეშე)  პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1);
11.  ბრძანება  „სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის  კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე  კანდიდატის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ“  განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ  სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13.  საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 25  იანვრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 425/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა" და  "პ"  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს  2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 15 დეკემბრის N20/04 ერთობლივი  ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2025 წლის 15 დეკემბრის N32938/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ  სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო  ან   სხვა   პროფილურ   დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და  გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული    სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ     1 რეიტინგული სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც     სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 20 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად  წარედგინოს  თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 11 თებერვლისა.
4.  კონკურსი  გამოცხადდეს  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 2 საშტატო ერთეული
 

ბ) ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 11 საშტატო ერთეული

გ) ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 3 საშტატო ერთეული

დ) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 4 საშტატო ერთეული

ე) ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 4 საშტატო ერთეული

ვ) აგრარული ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 4 საშტატო ერთეული

5.სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

6.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მისამართზე: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია; 

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი’’- ს ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის 
მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 314/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12.2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის № 29/2024 დადგენილების - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის                 დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორის და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2025 წლის 26 ნოემბრის N19/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2025 წლის 3 დეკემბრის N31734/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 16 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის  კათედრა:
ასისტენტ პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული;

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა:
ასისტენტ პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული;

ონკოლოგიის და პალიატიური მზრუნველობის კათედრა:
ასისტენტ პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული;

შინაგან დაავადებათა კათედრა:
ასისტენტ პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული.

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე    ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)    სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაბამისი  დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა
ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
კ) სამოტივაციო  წერილი; 
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის  წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური  და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ - ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.   საკონკურსო    დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 იანვრიდან  2026 წლის 23 იანვრის  ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7.   ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე     ასარჩევი    კანდიდატი,    კონკურსში
მონაწილეობის  მიღების  მიზნით,   ვალდებულია    გაეცნოს    თსუ   აკადემიური საბჭოს  2024 წლის 22 თებერვლის N29/2024  დადგენილების  დანართი N1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების  შესახებ  (რაც ძალაში შევა  მის    მიერ    შესაბამისი       აკადემიური თანამდებობის   დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს ინფორმაცია  იმის   შესახებ, რომ     არ     გააჩნია      ძალაში     მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის  უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინის ფაკულტეტი,   საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 312/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების    თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის  2025 წლის 15 დეკემბრის N32973/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის   სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბ) რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე  – ეკონომიკის დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
გ) თამარ დუდაური – ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ თამარ დუდაური და საკონკურსო კომისიის მდივნად რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის პირველი თებერვლისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 315/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის   დამტკიცების შესახებ“  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 26 ნოემბრის N19/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის   ირმა რატიანის 2025 წლის 12 დეკემმბრის  N32834/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი  მეცნიერი  თანამშრომელის  თანამდებობაზე  აირჩევა  პირი  ,რომელსაც  აქვს დოქტორის ან  მასთან  გათანაბრებული  ხარისხის  აკადემიური  ხარისხი,  სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ  ნაშრომებსაც).  ბოლო   10 წლის განმავლობაში   გამოქვეყნებული   ან   გამოსაქვეყნებლად   მიღებული   სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ  შორის,  არანაკლებ   3 რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობა  შეიძლება  დაიკავოს  პირმა  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  აირჩევა პირი,   რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან  გათანაბრებული  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და   გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
6.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 16 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026  წლის  20 იანვრიდან    2025  წლის   2026 წლის  26 იანვრის        ჩათვლით.   საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა.
7.კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი – 12 სრული საშტატო ერთეული.

ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი –  7  სრული საშტატო ერთეული;
მეცნიერი თანამშრომელი –  1 ნახევარი (0.5)  საშტატო ერთეული;

ფოლკლორის განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 სრული  საშტატო ერთეული.
მეცნიერი თანამშრომელი- 1 სრული საშტატო ერთეული.
მეცნიერი თანამშრომელი- 1 ნახევარი (0.5)  საშტატო ერთეული.

რუსთველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
მეცნიერი თანამშრომელი - 2 სრული  საშტატო ერთეული.
ტექსტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
მეცნიერი თანამშრომელი - 2 სრული საშტატო ერთეული.

8.სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“.
9.საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, 1100-საათიდან 1800 საათამდე, ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, მ. კოსტავას ქ. №5, ინსტიტუტის კანცელარია.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
13.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 316/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების  შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’   საქართველოს კანონის  მე -13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე -18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე -2 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ "(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ , ოქმი  N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ - პროფესორი, ასისტენტი ) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 3, 18.03.2024წ), "სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო    განრიგის დამტკიცების შესახებ  “თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 26 ნოემბრის N19/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2025 წლის 4 დეკემბრის N31874/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს  კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტზე         ასოცირებული    პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის    ასოცირებულ  პროფესორად  7 (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს   არანაკლებ     3   (სამი) წლის   სამეცნიერო  -პედაგოგიური მუშაობის   გამოცდილება;   კლინიკურ   კათედრაზე   ასოცირებულ   პროფესორად
7  (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 16 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  მედიცინის  ფაკულტეტის  ასოცირებული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ზოგადი ქირურგიის კათედრა:
ასოცირებული პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული;

5. ასოცირებული      პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა      კანდიდატმა      უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაბამისი  დისციპლინის/დისციპლინების,  სილაბუსი/სილაბუსები  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული  ლიტერატურა  სრულად  შეესაბამება  თსუ  ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა.) თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ.) კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს; 
ლ.გ.) კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.)     დადასტურების      წერილს,      რომ      ბაზაზე      სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო    დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7. ასოცირებული  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით   გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის   მიერ   შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია  იმის  შესახებ,  რომ  არ  გააჩნია ძალაში  მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება   გამოქვეყნდეს   გაზეთ   „თბილისის   უნივერსიტეტის"   ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება           კანონმდებლობით     დადგენილი წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი,     საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 311/01-01    

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ისტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ “ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 26 ნოემბრის 19/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის 10 დეკემბრის N32450/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 9 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N2) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები  (შემაჯამებელი ოქმი N2) და განისაზღვროს არჩეულად

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება

დავით მერკვილაძე-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 0.5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  უზრუნველყოს  შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს(საფინანსო დეპარტამენტი,პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 310/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის   (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’,  ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თ. გიორგაძის 2025 წლის 11 დეკემბრის N32570/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების     განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად (1 ვაკანსია).
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე:
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;  საქართველოს  კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;  საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ)გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება.
ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემოსული საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვა და რეგისტრაცია ჯამობრივი და ინდივიდუალური აღრიცხვის ჟურნალებში;
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ტექნიკურად დამუშავება;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შედგენა; 
დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების კლასიფიცირება;
ე) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა; 
ვ) ელექტრონული კატალოგის რედაქტირება-კორექტირება უზრუნველყოფა;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი  და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი  ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს იქნეს 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარი (უფროსი სპეციალისტი)“;
10.  ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026 წლის  23 იანვრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 417/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა  და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’   და  "ი"  ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’,  ,,ნ’’ და ,,პ” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  თ.  გიორგაძის      2025   წლის      11 დეკემბრის N32531/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკის    საქართველოს  დემოკრატიული  რესპუბლიკისა  და უახლესი პერიოდის ისტორიის     არქივების     განყოფილების    უფროსი     ბიბლიოთეკარის     (უფროსი სპეციალისტი)  შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად (1 ვაკანსია).
2.პირველი პუნქტით  განსაზღვრული   ვაკანსიისათვის  შრომის  ანაზღაურება  განისაზღვრება თვეში   1130  (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ), სამუშაო  საათები-09:00  სთ-დან  18:00სთ-მდე  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;  საქართველოს  კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანტს უნდა  ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ)გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის  ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება.
ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;
ბ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო–სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა;
გ) საბიბლიოთეკო – საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა; 
დ) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა  და გამოცემების მომზადება;
ე) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა;
ვ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება,  საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა.
ზ) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა.
6.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი  და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული   რესპუბლიკისა  და  უახლესი  პერიოდის  ისტორიის   არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის  შერჩევის  მიზნით შეიქმნას  კომისია  და  დამტკიცდეს  კომისიის   მუშაობის  წესი (დანართი 1), (დანართი 2); 
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 12 დეკემბრიდან   2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკისა  და უახლესი  პერიოდის  ისტორიის  არქივების  განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)“;
10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე  კანდიდატის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  23 იანვრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 418/02-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2  პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის      შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის  № 29/2024 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული     პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 26 ნოემბრის №19/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის  2025 წლის 11 დეკემბრის N32641/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი)   წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს  არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი  გამოცხადდეს 2025 წლის 15 დეკემბერს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 15 იანვრიდან  2026 წლის 22 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს  2026  წლის 15 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად:
ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -კატეგორია ,,ბ”; საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის  კათედრა ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ბ“;
5. ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო   ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური   მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.   ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,     წერილობით    გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების 
შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და  დაადასტუროს   ინფორმაცია  იმის   შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 იანვრიდან  2026 წლის
22 იანვრის   ჩათვლით 1000-დან  1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე  (შაბათ- კვირის   გარდა),  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის   საკონკურსო დოკუმენტაციის  მიმღებ   აპარატში,     თბილისი,   უნივერსიტეტის  ქ.  N2,  თსუ  X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის  უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 309/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 09 თებერვლის N50/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,   მე-9   პუნქტის,   42-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის,   თსუ   პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2025 წლის 11 დეკემბრის N32629/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2021 წლის 9 თებერვლის № 50/02-01 ბრძანებაში და ბრძანების სათაური დადგინდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის და უფროსი მასწავლებლის შერჩევისა  და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 9 თებერვლის №50/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოაყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის და უფროსი მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესი დანართი N1-ის შესაბამისად.“
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 422/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე (3 ვაკანსია) კანდიდატის  შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’   და  "ი"  ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’,  ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  თ. გიორგაძის 2025 წლის 11 დეკემბრის  N32531/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად (3 ვაკანსია).
2.პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის  შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში  1130  (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით ), სამუშაო  საათები-09:00  სთ-დან  18:00სთ-მდე  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში  მოქმედი  რეგულაციების   ცოდნა  პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი  განათლების შესახებ“;  საქართველოს  კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების    შესახებ“;  საქართველოს კანონი   საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4.აპლიკანტს უნდა  ჰქონდეს: ა) კომპიუტერული უნარები;
ბ)გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;


5.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის  უფროსი  ბიბლიოთეკარის  (უფროსი  სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს  მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების შესრულება.
ა) ლიტერატურის  მოძიება შემოსული მოთხოვნის მიხედვით;
ბ) ლიტერატურის  გაცემა ადგილზე სარგებლობისთვის;
გ) მკითხველისთვის სასურველი ლიტერატურის  ასლის გადაღება;
დ) მკითხველის კონსულტირება;
ე) მკითხველთა ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება;
ვ) დაზიანებული საბიბლიოთეკი დოკუმენტის გადარჩევა და აღრიცხვა;
ზ) მკითხველთა კონტროლი, რათა არ მოხდეს წიგნის დაზიანება ან მისი დარბაზიდან  გატანა;
თ) ბიბლიოთეკაში სამუშაო პირობების დაცვა;
ი) წიგნებისა და პერიოდული გამოცემების დადგენილი წესით თაროზე განლაგება;
კ) ბიბლიოთეკის გამგის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

6.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს  ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;


7.კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ.არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება.აპლიკანტი,  ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი  და დრო ეცნობებათ წინასწარ).გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 12 დეკემბრიდან   2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის  უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)“; 
10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის  უფროსი  ბიბლიოთეკარის  (უფროსი სპეციალისტი)  შტატგარეშე  პოზიციაზე    კანდიდატის შესარჩევად  კონკურსის   გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe  და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  23 იანვრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ლაშა საღინაძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
 

სრულად

ბრძანების N: 415/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’   და  "ი"  ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’,  ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თ. გიორგაძის 2025 წლის 11 დეკემბრის N32531/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს  კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;  საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანტს უნდა  ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის     (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება.
ა)  ძველ კოლექციებში არსებული ქართული და უცხოენოვანი საბიბლიოთეკო ერთეულების ბარათული კატალოგის შემოწმება, განახლება, აღდგენა და ელექტრონულ კატალოგში შეტანა (ევერგრინი);
ბ)  ეთნოგრაფიის ფონდის საბიბლიოთეკო წესით აღწერა (დამუშავება), ბარათული და ელექტრონულ კატალოგში შეტანა (ევერგრინი);
გ) განყოფილების საცავებში არსებული ძველნაბეჭდი ქართული გამოცემების ბიბლიოგრაფიული შედარება „ქართულ წიგნთან,“ იდენტობისა და გამოცემის თარიღის დადგენა;
დ) საბიბლიოთეკო კატალოგების მეშვეობით ბიბლიოთეკის  საცავებში ძველი, იშვიათი გამოცემების მოძიება, გადმოტანა განყოფილების წიგნად ფონდში და „იშ“ სტატუსის მინიჭება;
ე) ბიბლიოთეკის საგამოფენო ღონისძიებებში მონაწილეობა; 
ვ) მკითხველთა მომსახურება.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

7.კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის   საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი,  ვის  მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე   შესარჩევ  კომისიასთან  გაივლის  გასაუბრებას (კონკრეტული   თარიღი  და  დრო  ეცნობებათ   წინასწარ).  გასაუბრების   შედეგები   აპლიკანტს ეცნობება  პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ  გამოცემათა განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის     (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე  პოზიციაზე   კანდიდატის შერჩევის  მიზნით  შეიქმნას  კომისია  და  დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1), (დანართი 2);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 12 დეკემბრიდან   2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იშვიათ  გამოცემათა განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარი  (უფროსი სპეციალისტი)“; 
10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იშვიათ  გამოცემათა განყოფილების უფროსი ბიბლიოთკარის     (უფროსი სპეციალისტის) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe  და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  23 იანვრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 414/02-01

2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის  იურიდიული   პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 32281/10; 09.12.2025)  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.   ჩატარდეს    კონკურსი    ევროკომისიის    მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში   პარტნიორი   ევროპული   უნივერსიტეტების   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის   სტუდენტებისათვის  2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის      გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 10 დეკემბერს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)  ხათუნა მარწყვიშვილი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გვანცა აბდალაძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  მარინე კობეშავიძე, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)  ანა გველესიანი, თსუ-ს ენების ცენტრის პედაგოგი, კომისიის წევრი;


4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტის   საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5.   კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და   ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 308/01-01   

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიული მართვის ცენტრის  და ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის   , ,,ზ’’  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის     2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის ,,ნ’’,,,პ” ქვეპუნქტების,    ,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    საშტატო    განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის   2025 წლის  23 ივლისის   N19/04 ერთობლივი  ბრძანების,  უსაფრთხოების  სამსახურის უფროსის გიორგი  თავაძის       2025   წლის    9 დეკემბრის    N32286/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს  კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიული მართვის ცენტრის და  ტექნიკური  უზრუნველყოფის  განყოფილებაში  უფროსის  საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

2.ბრძანების   პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით),სამუშაო საათები 09:00 სთ- დან 18:00 სთმდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,40 საათიანი სამუშაო კვირა.
3.აპლიკანტი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
ბ) სასურველი ასაკი 30 წლიდან 40 წლამდე;
გ) უსაფრთოების ან/და ინფორმაციული (ციფრული) ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება,უპირატესობად ჩაითვლება ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.
4. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: ა)  შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.


5.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში  ოპერატიული მართვის ცენტრის  და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან   შეთანხმებით ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შემუშავება;
ბ) ოპერატიული მართვის ცენტრის და დაცვის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მათთვის მითითებების და დავალებების მიცემა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
გ) დაცვის ტექნიკური სისტემების მონტაჟზე და დემონტაჟზე ზედამხედველობა;
დ)   უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ოპერატიული მართვის ცენტრის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელთათვის რეგულარულად ტრენინგების ჩატარება;
ე)  სახანძრო  უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით სახანძრო უსაფრთხოების გეგმების შემუშავებაზე კონტროლი;
ვ)  უსაფრთხოების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ზ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დანიშნული მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობათა მიღება- ჩაბარების, აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამისი აქტების წარმოება;
თ)  უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტაციის მოწესრიგება ;
ი)უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სხვა მითითებების შესრულება;
6.  კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს -უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინბული თანამდებობა.
9.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის  ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინბულ თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი1);
10. ბრძანება     ,,სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მართვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.
13. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური , უსაფრთხოების სამსახური).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 406/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის (I კორპუსი) ადმინისტრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის ი. ხარჯავანიძის  2025 წლის 2 დეკემბრის N31638/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის  სააქტო დარბაზის (I კორპუსი) ადმინისტრატორის  (შტატგარეშე) პოზიციაზე.
2.   პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში   750 (შვიდასორმოცდაათი)   ლარის  ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა   და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი  განათლება;
ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;

4. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
5. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების  ცოდნა;

6.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) დასაბუთების უნარი;
ე) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ზ) ცვლილებების   ადეკვატურად    აღქმის   უნარი    და   სიახლეების   სწრაფად  ათვისების შესაძლებლობა.

7.  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების შესრულება:
ა) სააქტო დარბაზის  განრიგის შედგენა;
ბ) სააქტო დარბაზში დაგეგმილი/მიმდინარე ღონისძიებების  მონიტორინგი;
გ) სააქტო დარბაზში  წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა;
დ) სააქტო დარბაზში განთავსებული ინვენტარის აღწერაში მონაწილეობა;
ე)  დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

8. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი  თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

9.  კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა  იქნეს 2025 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  „კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორი (I კორპუსი)“.
11. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორის (I კორპუსი) შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 401/02-01   

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის – პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი და მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის  პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2025 წლის 26 ნოემბრის N11/04 ერთობლივი ბრძანებისა და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის  რამაზ აბესაძის  2025 წლის 2 დეკემბრის N31485/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტში  უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობაზე 7   წლის  ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება   (რაც  გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) დაგამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ  გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით; კონკურსანტს  ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის  პროფილის მიხედვით) დანართი N1-ის  მე-2 მუხლის    მე-3   პუნქტით   გათვალისწინებული 2   რეიტინგული   პუბლიკაციის   გარდა დამატებით  1 რეიტინგული პუბლიკაცია.
4.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის    ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი თებერვლისა.
5.  კონკურსი  გამოცხადდეს  -  პაატა  გუგუშვილი სახელობის  ეკონომიკის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო   თანამდებობის დასაკავებლად:


სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:
უფროსი   მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო  ერთეული  (7  წლის ვადით)


6.სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული   დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა)  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის   სკოლის  კორპუსში   მისამართი:   თბილისი,   ვაჟა  ფშაველას გამზირი  N44, ოთახი N208.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს  ელექტრონულ გვერდზე. 
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 306/01-01    

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის პირველი დეკემბრის N393/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  „ა,“  "ზ”   და   „ი“   ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  გამომცემლობის  სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის    2025 წლის  პირველი დეკემბრის N393/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით (კერძოდ, ბრძანების პირველ პუნქტში არასწორად იქნა მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა  - ,,ა“   ქვეპუნქტში ბაკალავრის აკადემიური     ხარისხის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო მაგისტრის აკადემიური  ხარისხი, მე-5 პუნქტში არასწორად  იქნა მითითებული საკონკურსო თანამდებობის  დასახელება  - სპეციალისტი (კონსულტანტის ) ნაცვლად, მითითებული იქნა სპეციალისტი (წიგნის  მკერავი), ხოლო მე-8 პუნქტში არასწორად იქნა მითითებული შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების დაწყებისა  და დასრულების თარიღები - ნაცვლად 5 და 8 დეკემბრისა, შეცდომითი მითთებული იქნა 3 და 7 დეკემბერი) „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ’’ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის პირველი დეკემბრის N393/02- 01 ბრძანების :

ა) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

„ა) ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი; “;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

,,5.  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის  სპეციალისტის  (კონსულტანტის)  შტატგარეშე  პოზიციაზე დასაქმებულ პირს  მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:

ა)  უზრუნველყოს  კონსულტირება  ნაბეჭდი   პროდუქციის  სწრაფად და  ეფექტიანად რეალიზებისთვის;
ბ) განახორციელოს ბაზრის  კვლევა;
გ) უზრუნველყოს პროდუქციის გასაღების ადგილების მოძიება;
დ) უზრუნველყოს ონლაინ გაყიდვების  ორგანიზება;
ე)  განახორციელოს გამომცემლობის  დირექტორის  მიერ  მითითებული  სხვადასხვა დავალებები;’’;

გ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - 

,,8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 5 დეკემბრიდან 2025 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიცია;’’.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   გამომცემლობა).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 399/02-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს  კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’   და  ,,პ”  ქვეპუნქტების და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების  წესი,  შრომის ანაზღაურების  ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ,  ოქმი N7; 26.12.2023წ), მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2025 წლის 21 ნოემბრის N30507/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   მედიცინის   ფაკულტეტის    სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის  წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშ)ე პოზიციაზე.

2. ბრძანების პირველი    პუნქტით   განსაზღვრულ    პოზიციაზე   ანაზღაურება    თვეში განისაზღვრება   1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა და  საპენსიო  ანარიცხის   ჩათვლით ). სამუშაო   საათები  კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ -დან  18:00 სთ -მდე, შესვენება   13:14 საათამდე ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა . შერჩეული    კანდიდატი   დასაქმდება   სამთვიანი    გამოსაცდელი   ვადით,    შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივით.

3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება -  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)  მუშაობის 2  წლიანი  სამუშაო  გამოცდილება, მათ  შორის სასურველია,  სასწავლო ან სამეცნიერო სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;

გ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;

დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

4.   აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:

ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;

ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის  წამყვან სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:

1. ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მხარდაჭერა;
2.   ფაკულტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, პატენტების შექმნისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
3.   აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარის შევსების ორგანიზება;
4.   სადოქტორო სწავლების მართვადა მონიტორინგი;
5.   დოქტორანტთა სემინარების და კოლოქვიუმების ორგანიზება;
6.   დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი გეგმების შესრულების მონიტორინგი; 
7. უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული სხვადასხვა სახის სტიპენდიების, საგრანტო კონკურსებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ დოქტორანტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
8.   დოქტორანტურის ბაზაზე მუშაობა; ახალ ბაზაში სასწავლო პროგრამების აგება და გამართვა; დოქტორანტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეყვანა და საგნებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
9.   სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
10. დოქტორანტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ წერილების მომზადება და შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
11. სასწავლო პროცესის სწორი წარმართვისათვის რეგულარული თანამშრომლობა სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.
7.  კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული   ვაკანსიის   დაკავების   შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების  დააკმაყოფილებს საკონკურსო   მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე   შესარჩევ კომისიასთან  გაივლის  გასაუბრებას  (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობებათ პირადად;

9.  ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 5  დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - “ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის  წამყვანი სპეციალისტის პოზიცია”.

10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარერშე) პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

11.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის  ფაკულტეტის   სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების სამსახურის  წამყვანი სპეციალისტის (შტატგარერშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრის თვისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  მედიცინის ფაკულტეტი).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 397/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და  სამართლის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის   პირველი, მე-2, მე-3   და მე-5 პუნქტების,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი   წესისა   და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025   წლის     26 ნოემბრის     N11/04  ერთობლივი ბრძანების და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის   ლაშა ბრეგვაძის  2025 წლის   25 ნოემბრის  N30840/10 და  27 ნოემბრის N31061/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ    წერეთლის   სახელობის   სახელმწიფოსა   და   სამართლის ინსტიტუტში  მთვარი მეცნიერი  თანამშრომლის და უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2.მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის   თანამდებობაზე   10 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე      მუშაობას,      არამედ     გამოქვეყნებულ      სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი,  რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და     გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მთვარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო  -  კვლევითი  ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში      მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების   დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს    საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის   2 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის  პირველ თებერვლისა.
5.კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მთვარი  მეცნიერ  თანამშრომლის და    უფროსი  მეცნიერ  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) კერძო სამართლის განყოფილება;
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - (10 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული 

ბ)  სისხლის სამართლისა და  კრიმინოლოგიის განყოფილება;
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო თანამდებობაზე    გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   (ასეთის არსებობის  შემთხვევაში)   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)   სამეცნიერო   საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით     და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
7.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ  თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. მისამართი:  ქ. თბილისი.  გერონტი  ქიქოძის  ქ. N3, მე  - 2 სართული, კანცელარია. ტელეფონი: (+955 32) 298 32 45.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის    მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 304/01-01