საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
გიორგი

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1958-1968 წლებში მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში; 1968 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ არქეოლოგიური კვლევის ცენტრში; კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; იკვლევდა ანტიკური და ფეოდალური ხანის ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ნუმიზმატიკის დარგში ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე. 1982 წლიდან არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1996 წლიდან  პროფესორი.

ბიბილიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1932

გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილი მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა 2022 წლის 3 მაისს გამართავს  გიგი გარაყანიძისადმი მიძღვნილ მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციას – „ფოლკლორის ინტერდისციპლინური კვლევები“.

 

გიგი გარაყანიძის (1982-2012) სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობა დაკავშირებული იყო ეთნომუსიკოლოგიურ და ფოლკლორისტულ კვლევებთან - ექსპედიციები  საქართველოს რეგიონებში და ისტორიულ მხარეებში, ეთნომუსიკის თეატრ „მთიებისა“ და ბავშვთა სტუდია „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელობა, სამეცნიერო პუბლიკაციები. მისითეორიული ნაშრომი ქართული ეთნომუსიკის თეატრის შესახებ ქართულ ხალხურ შემოქმედებას ერთ მთლიანობად მოიაზრებს არქაული ნიშნებისა დათანამედროვე ფუნქციების ურთიერთკავშირში.

 

თანამედროვე მეცნიერებაში საკმარისი აღარ არის ხალხური კულტურის ფორმების მხოლოდ მათი ისტორიისა და ფუნქციის მიხედვით კვლევა. საჭიროა კვლევის ობიექტის გააზრება კომუნიკაციისა და ზეპირი ტრადიციის პროცესების ნაწილად. მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ფოლკლორის საკითხების ინტერდისციპლინური შესწავლის გაფართოებასა და გაღრმავებას მომიჯნავე დარგებთან ურთიერთთანამშრომლობით.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ფოლკლორისტიკის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიისა და კულტურის კვლევების მიმართულების მაგისტრანტებს, რომელთა კვლევის ობიექტია ზეპირსიტყვიერების, ეთნოგრაფიის, მუსიკალური ფოლკლორისა და თანამედროვე ყოფის სოციოკულტურული საკითხები.

 

მოხსენების სათაური (ხელმძღვანელის ვინაობის მითითებით) და თეზისები (100-150 სიტყვა ქართულ ენაზე) გამოგვიგზავნეთ 10 აპრილამდე ელექტრონულ ფოსტაზე: elene.gogiashvili@tsu.ge

მონაწილეობის შესახებ პასუხს გაცნობებთ 20 აპრილამდე.

კონფერენციის კოორდინატორი ასოც. პროფ. ელენე გოგიაშვილი

კონფერენცია ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

სრულად

ბრძანების N:

ახალი სამეცნიერო პლატფორმა ქართველი მეცნიერებისთვის

ქართველი მეცნიერების საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პოპულარიზაციას და მათი სამეცნიერო ნაშრომების ხილვადობის გაზრდას ემსახურება ახალი სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც ერასმუს + მიერ დაფინანსებული პროექტის  HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში შეიქმნა. პორტალი საქართველოში აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს. პროექტს, რომელშიც 12 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უძღვება. პლატფორმა დაეხმარება უნივერსიტეტებს გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტში, კვლევის შედეგების დისემინაციის თვლადი ინდიკატორების (პუბლიკაციები, პატენტები, კონფერენციები და ა.შ.) დამუშავებაში.
 

პროექტის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები ნინო ოკრიბელაშვილი და ნინო გვენეტაძე და პროექტში ჩართული მეცნიერები ესწრებოდნენ.

 

თსუ რექტორის განცხადებით, ქართველი მეცნიერებისთვის იქმნება ერთიანი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. „სამეცნიერო პორტალი ხელს შეუწყობს ჩვენი უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ეკოსისტემის სინქრონიზაციასა და თავსებადობას ევროპულ სისტემათან, რითაც ჩვენი მეცნიერები მოიზიდავენ დაფინანსებას ევროპული წყაროებიდან და ჩაერთვებიან სხვადასხვა საგრანტო პროექტში. ამასთანავე, გაუმჯობესდება ქვეყნის შიგნით არსებული საგრანტო პროექტების შერჩევის მექანიზმები და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაემყარება ვალიდურ ინფორმაციას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
 

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, კვლევითი პლატფორმა ხელს შეუწყობს კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. „დარმწუნებულები ვართ, რომ ეს ღიაობა და მეცნიერების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ხილვადს გახდის ჩვენს მეცნიერებს, როგორც უცხოელი პარტნიორებისთვის, ისე ეროვნულ დონეზე, შესაბამისად, უკეთ იქნება გაზიარებული კვლევის შედეგები,რომელიც საქართველოს სამეცნიერო კვლევით სივრცეში სრულდება,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია სამი რეგიონალური და ცხრა თბილისში არსებული ქართული უნივერსიტეტი. ასევე პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) (DTU); კლერმონტ აუვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCA); კოტ დაზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCD).„პროექტში ჩართული უნივერსიტეტების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია. ჩვენი მიზანი სამეცნიერო პორტალის შექმნასთან ერთად, მეცნიერების მართვაში ევროპელ პარტნიორებთან ცოდნის გაზიარება იყო. შედეგად, უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებს შორის, ახალი იდეებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა.  მეტიც,  2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტი ქართულ უნივერსიტეტებში სამეცნიერო დეპარტამენტებისა და სტრუქტურების გაძლიერების შესაძლებლობებს გვაძლევს,“- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.
 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა პროექტში ჩართულ თსუ მეცნიერებს მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი  გადასცეს. 
 

პროექტის  HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“   პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - EMIS); საქპატენტი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; კავკასიის უნივერსიტეტი; ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

 

სრულად

ბრძანების N:

გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის შთაბეჭდილებები ლიმერიკის უნივერსიტეტიდან

ნი­ნო თურ­მა­ნი­ძე

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი კა­ლე­ნი­კე ურ­იდია უკ­ვე ერ­თი თვეა, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ირ­ლან­დი­ის ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. „ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ჩემ­თვის უკ­ვე და­დე­ბით ემ­ოცი­ებ­თან და სი­ახ­ლე­ებ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა“, — ამ­ბობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა ირ­ლან­დი­ის სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო სის­ტე­მის გაც­ნო­ბის გარ­და, გან­სხვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბი­სა და უნ­იკ­ალ­ური გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

 

„ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია. აქ თავს იყ­რი­ან სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან, სწავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბი არი­ან რო­გორც ერ­ას­მუს-ის პროგ­რა­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ას­ევე თვით­და­ფი­ნან­სე­ბით — სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ერ­იკ­იდ­ან, გერ­მა­ნი­იდ­ან, საფ­რან­გე­თი­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თუ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­დან.

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ სტუ­დენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რად­გან ერ­თმა­ნეთს ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რას ვუ­ზი­არ­ებთ, ვაც­ნობთ ის­ტო­რი­ასა და ტრა­დი­ცი­ებს. ვფიქ­რობ, XXI სა­უკ­უნ­ეში ად­ამი­ან­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, სწო­რედ ამ­იტ­ომ კულ­ტუ­რუ­ლი მიქ­სი აქ ყოფ­ნას მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის“, — გვიყ­ვე­ბა კა­ლე­ნი­კე ურ­იდია.

 

სტუ­დენ­ტი ქარ­თუ­ლი და ირ­ლან­დი­ური უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ სას­წავ­ლო სის­ტე­მა­საც აან­ალ­იზ­ებს: „აკ­ად­ემი­ური რე­გის­ტრა­ცი­ის დაწყე­ბის შემ­დეგ უნ­ვი­ერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტს ერ­თკვი­რი­ან ვა­დას აძ­ლევს, რომ და­ეს­წროს ყვე­ლა ლექ­ცი­ას, გა­იც­ნოს ლექ­ტო­რი, მი­სი გა­მო­კითხვის სტი­ლი, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა და მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ, საგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღ­ოს“, — ამ­ბობს კა­ლე­ნი­კე.

 

უშუ­ალ­ოდ სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი კა­ლე­ნი­კე ურ­იდია ან­ალ­იტ­იკ­ური აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მე­თოდს გა­მო­ყოფს. მი­სი თქმით, ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რომ ძი­რი­თა­დი ქუ­ლე­ბი ან­ალ­იტ­იკ­ური და კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ით და­აგ­რო­ვონ.

 

„ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, რო­მელ­საც თსუ-ის სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე, მითხა, რომ ლი­მი­ტი­რე­ბულ დრო­ში სტუ­დენ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იურ­ის­ტი, ვერ შეძ­ლებს მი­სი ცოდ­ნის სრუ­ლად გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას, რად­გან იურ­ის­ტს პო­ზი­ცი­ის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად სჭირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის მო­ძი­ება, თე­ორი­ული მსჯე­ლო­ბის წარ­მარ­თვა და არ­გუ­მენ­ტა­ცია, რა­საც ის ლი­მი­ტი­რე­ბულ სა­გა­მოც­დო დრო­ში ვერ შეძ­ლებს“, — გვიყ­ვე­ბა კა­ლე­ნი­კე ურ­იდია.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ირ­ლან­დი­იდ­ან თა­ნა­ტო­ლებს ურ­ჩევს, რომ ჰქონ­დეთ მიზ­ნე­ბი და არა ოც­ნე­ბე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­იყ­ენ­ონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად..

 

„ჩე­მი რჩე­ვაა — და­უყ­ოვ­ნებ­ლივ და­იწყონ მზა­დე­ბა ინ­გლი­სუ­რი ენ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, რად­გან ას­ეთი მა­ღა­ლი დო­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იმ­პე­რა­ტი­ულ­ად ითხოვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატს. მის­თვის არაა მი­სა­ღე­ბი თსუ-ის ინ­გლი­სუ­რი ენ­ის ინ­სტი­ტუ­ცი­ური ტეს­ტი­რე­ბის გა­მოც­დის ქუ­ლე­ბი. ჩე­მი რჩე­ვაა, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ონ აკ­ად­ემი­ურ მოს­წრე­ბას, რაც არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. აუც­ილ­ებ­ელია მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ონ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, იურ­იდი­ულ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში და ეძი­ონ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ებ­ები სტა­ჟი­რე­ბე­ბი­სა თუ გრძელ­ვა­დი­ანი პროგ­რა­მე­ბის სა­ხით“, — აღ­ნიშ­ნავს სტუ­დენ­ტი.

 

„წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი მოქ­მე­დე­ბა­შია“ — ამ­ბობს კა­ლე­ნი­კე და იხ­სე­ნებს, რომ მის წას­ვლას თან ახ­ლდა სირ­თუ­ლე­ებ­იც — ეს იყო დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­დუ­რა.

 

„ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ გა­ვე­სა­უბ­რე სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ას, შემ­დეგ ელ-ფოს­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით შე­მატყო­ბი­ნეს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის შე­დე­გად გა­ვი­მარ­ჯვე კონ­კურ­სში და ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა უყ­ოყ­მა­ნოდ და­ამ­ტკი­ცა ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რა. პირ­ვე­ლი ემ­ოცი­ები სწო­რედ ამ ფაქ­ტთან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა თავ­გა­და­სა­ვა­ლი ახ­ლა იწყე­ბო­და... კან­დი­და­ტუ­რის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ და­იწყო ახ­ალი ბი­ურ­ოკ­რა­ტი­ული ეტ­აპი -ირ­ლან­დი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ელ­ჩო არ აქ­ვს, ამ­იტ­ომ სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რა ბულ­გა­რეთ­ში ირ­ლან­დი­ის სა­ელ­ჩო­ში უნ­და გან­ხი­ლუ­ლი­ყო, ამ­ას ემ­ატ­ებ­ოდა უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ელია გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა­ფერ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩაიარა და რო­დე­საც თვით­მფრი­ნა­ვი დუბ­ლი­ნის აერ­ოპ­ორ­ტში დაფ­რინ­და, მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა გან­ვლი­ლი ეტ­აპი ღირ­და ამ სა­ოც­რე­ბის­თვის.

 

დი­დი მიზ­ნე­ბი მი­იღ­წე­ვა თან­მიმ­დევ­რუ­ლი და სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბით, მხო­ლოდ ცნე­ბა შე­დე­გის მომ­ტა­ნი არ არ­ის, თუ მას ზურ­გს არ უმ­აგ­რებს მოქ­მე­დე­ბა­ნი“, — აცხა­დებს კა­ლე­ნი­კე ურ­იდია.

 

სრულად

ბრძანების N:

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №184/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 12 იანვრის №364/10 და 21 იანვრის №976/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 იანვრის №1 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №184/2018 დადგენილების 1.14. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და 1.15. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტები.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 8/2022

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52¬ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 


1.     შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით: 

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2); 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7). 

1    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
2    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
3    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
4    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 1201/01-04

საუნივერსიტეტო დაფინანსება (მაგისტრატურა)

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (მაგისტრატურა)

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტარტურის სტუდენტთა სავარაუდო სია, რომლებმაც მოიპოვეს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (სტატუსი სავარაუდო გულისხმობს, რომ აპელაციის შემდეგ შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცვალოს სიაში მოცემული შემადგენლობა). 

იხილეთ დანართი:

 

დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2021 წლის  30 დეკემბრის 16:00 სთ-მდე, LMS.TSU.GE-ის მეშვეობით, გთხოვთ, შეტყობინების კატეგორიაში აირჩიეთ "სასწავლო დეპარტამენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი" და სათაურში მიუთითეთ საუნივერსიტეტო დაფინანსების აპელაცია.

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ტელ.: 577799740.

 

გისურვებთ წარმატებას!

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 5 დეკემბრის №25791/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 10 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №5).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 113/2021

მეათე საერთაშორისო კონფერენცია სურათების, სოციალური ქსელებისა და ტექსტების ანალიზზე (AIST – Analysis of Images, Social Networks and Texts)

16, 17 და 18 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მეათე საერთაშორისო კონფერენციას სურათების, სოციალური ქსელებისა და ტექსტების ანალიზზე (AIST – Analysis of Images, Social Networks and Texts). ღონისძიება აერთიანებს მკვლევარებს, აკადემიკოსებს და პრაქტიკოსებს,  შეხვდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები მონაცემთა მეცნიერების უახლესი ტექნიკების შესახებ, ასევე, განიხილონ მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული საკითხების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ღონისძიების პარტნიორია პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია Exactpro, რომლის საქმიანობის მთავარი პროფილი არის მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ ბაზარზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირება. კომპანია 2015 წლიდან იყო ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის ნაწილი, 2018 წლიდან კი ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია.
 

წელს, კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და ის რეალურ სივრცეში, თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიების ონლაინ ნაწილი ჩატარდება სკოლკოვოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მხარდაჭერით.

სრულად

ბრძანების N:

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,   საქართველოს  განათლების,  მეცნიერების,  კულტურისა    და    სპორტის მინისტრის 2021 წლის  05 თებერვლის N64970 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 26 ნოემბრის   №24987/10  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს   ,,სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    (შემდგომში    -    უნივერსიტეტი)    სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2021//2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 123 სტუდენტი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 145 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 95 სტუდენტი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 192 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  53 სტუდენტი; 
ვ) იურიდიული ფაკულტეტი  -  107 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  -  49 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული  ვერსია excel ფორმატი)  წარმოადგინონ  საფინანსო  დეპარტამენტში  2021     წლის  13     დეკემბრის ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 245/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N245/01-01 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 6) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ:

 

1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N245/01-01 29.11.2021 ბრძანების შესაბამისად, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 95 კანდიტატის შერჩევა;

2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

  1. სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  2. ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
  3. ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი ; კომისიის მდივანი;
  4. სანდრო ტაბატაძე –   სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  5. თამარ ქარსაულიძე – წამყვანი სპეციალისტი;
  6. ქეთევან ცაბაძე – წამყვანი სპეციალისტი;
  7. თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 30 ნოემბერიდან – 4 დეკემბერის ჩათვლით   მისამართზე: social@tsu.ge

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N 6) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების წესით;

5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 29/30

თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში კვლავ ლიდერობენ.  2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან ყველაზე მეტი - 14 პროექტი, რაც გამარჯვებული პროექტების 26 პროცენტია, თსუ ახალგაზრდა მეცნიერებს ეკუთვნით.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი თსუ ახალგაზრდა მეცნიერებს წინა კონკურსთან შედარებით წელს 2 პროექტით მეტს დაუფინანსებს.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ  რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის №31/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2021 წლის 25 ნოემბრის N24927/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის   ასისტენტ -პროფესორად   4 (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  28 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 6 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი თებერვლისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  მედიცინის  ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა: ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ა“)

5.ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ     მახასიათებლებთან,     მედიცინის     ფაკულტეტზე     მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული    ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ     ბიბლიოთეკის 
რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს   აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ.კლინიკურ    ბაზაზე/ბაზებზე    არსებული    სასწავლო    პროცესისათვის განკუთვნილი    სივრცის     აღწერილობას     და    სასწავლო    პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების      წერილს,      რომ      ბაზაზე      სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 დეკემბრიდან  2022 წლის 6 იანვრის ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა. ბელიაშვილის N78, თსუ   ალექსანდრე   ნათიშვილის   მორფოლოგიის   ინსტიტუტი,     III   სართული, ოთახი N330;
7. ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევი    კანდიდატი,    კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით,    ვალდებულია    გაეცნოს    თსუ    აკადემიური საბჭოს   N113/2018   დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში        შევა      მის       მიერ       შესაბამისი        აკადემიური        თანამდებობის დაკავებისთანავე)   და  დაადასტუროს  ინფორმაცია    იმის    შესახებ,    რომ    არ გააჩნია    ძალაში    მყოფი  ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი  (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 243/01-01

დოქტორანტ ირაკლი გაბრიაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021  წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი გაბრიაძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ინსტიტუციური ფაქტორები ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მოდელებში (პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითზე)“ , საჯარო დაცვა. დაცვა ჩატარდება პლატფორმა zoom-ის საშუალებით.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   პროფესორი იური ანანიაშვილი

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია:  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე  (თავმჯდომარე), პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი სიმონ გელაშვილი  (მოადგილე), პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი, ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი გივი ლემონჯავა  (საქართველოს უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი ნინო მიქიაშვილი, ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე (მდივანი), ეკონომიკის დოქტორი მამუკა ხუსკივაძე  (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1074/01-04    

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის და სამეცნიერო ხარისხის მქონდე  თსუ-ის პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.  კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 17 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ქეთევან    ხუციშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  მანანა    რუსიეშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ხათუნა  მარწყვიშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.  დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.   დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 236/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2021-2022    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.  წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია,  მათ  მიერ  გადახდილი  სწავლის  საფასური ჩათვლილ  იქნეს  მომდევნო  ადმინისტრაციული  რეგისტრაციის  გავლისას  სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1049/01-04  

კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის

 თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ანიდან ჰოემდე“.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციას, მის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და  ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. კონკურსი მათ დააახლოებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია ქართული ანბანის შესახებ ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსის წესით შეფასება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომების (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლენა. საკონკურსო ნამუშევრები უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას. 

საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

 

1. ნომინაცია საუკეთესო ესე – საკონკურსო თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს (წარმოშობა, ისტორია, სამეცნიერო თეორიები, განვითარების საფეხურები...) და წარმოაჩენდეს ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილე უნდა იცავდეს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, წერდეს გამართულად.

 საკონკურსო ესე უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით Sylfaen (შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი − 1.5) არაუმეტეს ორი ნაბეჭდი გვერდისა.

საკონკურსო ესეს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთვოდეს საკონკურსო განაცხადი, რომლის ფორმაც (ფორმა N1) გამოქვეყნდება კონკურსის პირობებთან ერთად.

 

2. ნომინაცია საუკეთესო ვიდეორგოლი – საკონკურსო თემა უნდა ეხებოდეს ქართულ ანბანს (წარმოშობა, ისტორია, სამეცნიერო თეორიები, განვითარების საფეხურები...) და წარმოაჩენდეს ავტორის შემოქმედებით უნარს, ავლენდეს დამოუკიდებელ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილე უნდა იცავდეს თანამედროვე  ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, მეტყველებდეს გამართულად.

ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

საკონკურსო ვიდეორგოლს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთვოდეს საკონკურსო განაცხადი, რომლის ფორმაც  (ფორმა N1) გამოქვეყნდება კონკურსის პირობებთან ერთად.

ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებითა და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ 1-წლიანი მომსახურების პაკეტებით: I ადგილის მფლობელები – 8-წიგნიანი პაკეტით, II და III ადგილის მფლობელები – 4-წიგნიანი პაკეტებით. საუკეთესო ნაშრომების ათეულის დანარჩენი წარმომადგენლები კი – 1-წიგნიანი პაკეტებით.

იგეგმება საუკეთესო ესეების კრებულის გამოცემა.

 

კონკურსი „ანიდან ჰოემდე“ განხორციელდება  შემდეგი ვადების დაცვით:

კონკურსის გამოცხადება: 2021 წლის 10 ნოემბერი

საკონკურსო განაცხადებისა (იხ. ფორმა N1) და ნაშრომების მიღება: 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com

ტრენინგის ჩატარება – 14 ნოემბერი, 12:00 საათი (საქართველოს დროით); რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული  ფორმა N2  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com

13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის ზუმის ბმულს;

საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება: 2021 წლის დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3.

სრულად

ბრძანების N:

რატომ თვლიან, რომ გაუმართლათ თსუ-ში მოხვედრით

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

თსუ-ის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტს ლე­ვან ჯან­ჯღა­ვას ბედ­ნი­ერ­ება ჰქონ­და — მსოფ­ლი­ოს სა­უკ­ეთ­ესო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მი­ეღო გა­ნათ­ლე­ბა, ცოდ­ნაც შე­ეძ­ინა და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­ინც თვლის, რომ ამ­ჯე­რად ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მის­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი პა­ტი­ვია...

 

„ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. ბრი­ტა­ნე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბა ბიზ­ნე­სად იქ­ცა. ამ­ას­თან, ბრი­ტა­ნე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სუ­რას ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი აქ­ვს სტუ­დენ­ტებ­თან. რა თქმა უნ­და, ამ­ას თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც აქ­ვს — შე­უძ­ლე­ბე­ლია ორ მი­ლი­ონ სტუ­დენ­ტთან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ალ­ება გქონ­დეს, რაც სწავ­ლის ხა­რის­ხზეც აის­ახ­ება. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვაგ­ვა­რად არ­ის: აქ თა­ობ­ები პრო­ფე­სო­რე­ბის თვალ­წინ იზ­რდე­ბი­ან. მე მქონ­და პა­ტი­ვი მეს­წავ­ლა ბრი­ტა­ნე­თის სა­უკ­ეთ­ესო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. მი­უხ­ედ­ავ­ად ოქ­ფორ­დსა თუ კემ­ბრიჯ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა, რაც არ უნ­და გა­საკ­ვი­რი იყ­ოს, ჩვე­ნი ის­ტო­რი­კო­სე­ბი თსუ-ში ბევ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლე­ბი არი­ან თა­ვის საქ­მე­ში. ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტს უფ­რო მე­ტი სა­შუ­ალ­ება აქ­ვს — რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მო­იძი­ოს და მოვ­ლე­ნე­ბის ან­ალ­იზი გა­აკ­ეთ­ოს. პო­ფე­სუ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად მეხ­მა­რე­ბა ჩემს სფე­რო­ში ცოდ­ნა გა­ვიღ­რმა­ვო. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­მი­მარ­თლა...“ — ამ­ბობს მა­გის­ტრან­ტი, მო­მა­ვა­ლი ის­ტო­რი­კო­სი ლე­ვან ჯან­ჯღა­ვა. რო­გორც ლე­ვა­ნი ამ­ბობს, მის­თვის ის­ტო­რია ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი „ფორ­მუ­ლაა“, რაც ცხოვ­რე­ბის „გან­ტო­ლე­ბის ამ­ოხ­სნა­ში“ და­ეხ­მა­რა... ის­ტო­რი­ის­ად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მოჰ­ყვე­ბა, ჯერ დე­და უკ­ითხავ­და წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ბერ­ძნულ-რო­მა­ულ და ეგ­ვიპ­ტურ მი­თო­ლო­გი­ას ეხ­ებ­ოდა. შემ­დეგ იყო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებ­ის ქექ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ამ­ბე­ბი ხიბ­ლავ­და... „თით­ქოს ბედ­მა გა­მი­ღი­მა — ჩე­მი მშობ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ის გა­მო რამ­დე­ნი­მე წლით ეგ­ვიპ­ტე­ში მოგ­ვიხ­და ცხოვ­რე­ბა, შემ­დეგ კი ირ­ან­ში. მახ­სოვს, რო­გორ დავ­დი­ოდ­ით მე და მა­მა ეგ­ვიპ­ტი­სა და ირ­ან­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში და ამ ორი უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ის­ტო­რი­ას ვეც­ნო­ბო­დით. ამ­იტ­ომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას დიდ­ხანს არ მი­ფიქ­რია...

 

კი­ლის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2015 წელს ჩაააბარა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­ტო­რი­ის გან­ხრით, სა­დაც ახ­ალი ის­ტო­რი­ისა და პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის სწავ­ლით და­კავ­და.

 

„მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი, ბრი­ტა­ნეთ­ში ჩე­მი ბავ­შვუ­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი თა­ვი­დან აშ­კა­რად ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩე­მი პო­ზი­ტი­ური ენ­ერ­გი­ით გაჟღენ­თი­ლი მონ­დო­მე­ბა — გავ­მხდა­რი­ყა­ვი ძლი­ერი ის­ტო­რი­კო­სი, ნაკ­ლე­ბად ად­არ­დებ­და პრო­ფე­სუ­რას. მაგ­რამ მა­ინც არ ვი­ხევ­დი უკ­ან. შემ­დეგ რუ­სე­თის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვი­ცა­ნი პრო­ფე­სო­რი — მე­თიუ უაიმ­ანი, რო­მელ­საც დღემ­დე ვუ­მად­ლი ჩემს აკ­ად­ემი­ურ წარ­მა­ტე­ბას ბრი­ტა­ნეთ­ში. მე­სა­მე კურ­სი უმ­აღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე. მაგ­რის­ტრა­ტუ­რა­ზე სენტ ენ­დრი­უს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რიცხე და გა­დავ­წყვი­ტე ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და კავ­კა­სი­ის ახ­ალი და უახ­ლე­სი ის­ტო­რია შე­მეს­წავ­ლა. ეს ნამ­დვი­ლად დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო“, — ამ­ბობს ლეო ჯან­ჯღა­ვა.

 

თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­იღო, რომ „დე­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში“ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. თვლის, რომ ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­უკ­ეთ­ესო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა იყო... ლეო ჯან­ჯღა­ვა ამ­ბობს, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის „გე­ნე­ტი­კუ­რია“... „ჯან­ჯღა­ვე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე აქ სწავ­ლო­ბენ... ტრა­დი­ცა არც მე და­ვარ­ღვიე. პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ვერ და­ინ­ახო, რომ ის­ტო­რი­კო­სის პრო­ფე­სია პო­პუ­ლა­რო­ბას მარ­თლაც რომ კარ­გავს, მათ შო­რის, და­სავ­ლეთ­შიც. ის­ტო­რი­ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლი თუ მიჰ­ყვე­ბა ბო­ლომ­დე ამ პრო­ფე­სი­ას, თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ტექ­ნო­ლო­გი­ურ და მო­მავ­ლის სამ­ყა­რო­ში წარ­სუ­ლის „ქექ­ვა“ მარ­თლაც რომ სა­ინ­ტე­რე­სო არ­ჩე­ვა­ნია... ჩვენ ვართ მე­მა­ტი­ანე­ები, ხი­დი მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ებ­ის­თვის... ამ­ავე დროს, ის­ტო­რია ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფი­ლი ნა­წი­ლია... ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახ­ალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ, კერ­ძოდ, კულ­ტუ­რის დარ­გში. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­ვს ჩე­მი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და მოფ­რთხი­ლე­ბას“, — ამ­ბობს ლეო ჯან­ჯღა­ვა.

სრულად

ბრძანების N:

პირველი სამეცნიერო ნაშრომი ექსპერიმენტულ ეკონომიკაში და დისერტაციის ჰიბრიდულ (შერეულ) რეჟიმში საჯარო დაცვა.

2021  წლის 13 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რატი მექვაბიშვილის  სადისერტაციო ნაშრომის: „სახელმწიფო ინსტიტუტების როლი  პროსოციალური ქცევის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში“ , საჯარო დაცვა.

აღნიშნული დისერტაცია საქართველოში ექსპერიმენტული ეკონომიკის მიმართულებით შესრულებული პირველი ნაშრომია და მან სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ თსუ ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე და ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი კრის სტამერი.

დაცვა ჩატარდა  ე.წ. ჰიბრიდულ (შერეულ) რეჟიმში. კომისია შეიკრიბა თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, ხოლო დისერტანტის ბრიტანელი ხელმძღვანელი ჩაერთო დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  პროფესორი თეიმურაზ ბერიძე (თავმჯდომარე), პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი,  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი  თამარ ათანელიშვილი, ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი  მანანა ლობჟანიძე (მდივანი), ასოცირებული პროფესორი  ია ნაცვლიშვილი და ასისტენტ-პროფესორი რუსუდან სირბილაძე, მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ ნაშრომს და დოქტორანტს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

სრულად

ბრძანების N: