eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ

ისტორია

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა დაარსდა 2006 წლის 8 მაისს. სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ასევე, წარმოადგენს შუამავალს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის. სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები და ხელმძღვანელები აირჩევიან ორ წელიწადში ერთხელ პირდაპირი, დემოკრატიული არჩევნების გზით. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობს თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტი.

📌 ორგანიზაცია აერთიანებს 7 ფაკულტეტს (ტურიზმის სკოლას) და 4 დეპარტამენტს:

📚 განათლების დეპარტამენტი 🎭 კულტურის დეპარტამენტი
⚽ სპორტის დეპარტამენტი 📢 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ორგანიზაციაში გაწევრიანება თავისუფალია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტებისთვის. დღეისთვის სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანებულია 1500-ზე მეტი სტუდენტი. 2025 წლის 11 ივნისს გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის მეცხრე მოწვევის დელეგატთა საერთო კრება, სადაც აირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის მმართველი გუნდი.

მეცხრე მოწვევის გუნდი

ლუკა ტაბიძე

ლუკა ტაბიძე

პრეზიდენტი
ლუკა გერგედავა

ლუკა გერგედავა

ვიცე-პრეზიდენტი