ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლის თაობაზე (უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის/საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთაც განათლება მიიღეს საზღვარგარეთ)
ჩარიცხვის პროცედურა:
1.აპლიკაცია: აპლიკანტმა უნდა გააკეთოს განაცხადი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და წარადგინოს დოკუმენტები.
2.დოკუმენტების მიმოხილვა/გამოცდა: ფაკულტეტის მოთხოვნის შესაბამისად, აპლიკანტს ენიშნება გასაუბრება ან გამოცდა. ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა.
3.თანხმობის წერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს რექტორის წერილობით თანხმობას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ალექსიძის №1).
4.დოკუმენტების აღიარება: უცხო ქვეყანაში მიღბული განათლების აღიარების შემთხვევაში, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აღიარების შესახებ დასკვნას გზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
5.ჩარიცხვა: საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას თსუ-სთან, ხოლო უნივერსიტეტი გამოსცემს ბრძანებას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ.