საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტების, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 24 ნოემბრის N1.1/105 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 29 ნოემბრის N25162/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვაკანტური ადგილები:


N    საფეხური              საგანმანათლებლო ერთეული    საგანმანათლებლო პროგრამა    ადგილების რაოდენობა
1.    მაგისტრატურა                იურიდიული                          სამართალი                                  40

 

2.   განისაზღვროს   2021-2022   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის   რიგგარეშე მობილობის ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 ნოემბერი-2 დეკემბერი;
ბ)  უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველ  სტუდენტთა  კრედიტების  აღიარება  -  6-8 დეკემბერი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 9 დეკემბერი;
დ)    საგანმანათლებლო      ერთეულების      მიერ      სასწავლო      პროცესის      მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 10 დეკემბერი;
ე)  ჩასარიცხ  პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  და  წარდგენა  სსიპ  -განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 13 დეკემბერი.


3. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ა)გამოცდა უცხო ენაში -3 დეკემბერი (10:00 საათი);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -3 დეკემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 დეკემბერი (12:00 საათამდე); 
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 დეკემბერი.

4.  განისაზღვროს  წარმოსადგენი  დოკუმენტების  ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ)  ბაკალავრის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე