საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55- ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   „სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია   ღაღანიძის   სახელობის   სტიპენდიის   მინიჭების   წესისა    და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის 2020 წლის  14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა“ და სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 3 თებერვლის  № 1920/29 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და  ბიზნესის  ფაკულტეტის   ბიზნეს  ადმინისტრირების სპეციალობის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

2. დამტკიცდეს  კონკურსში  მონაწილეობის მსურველის  განცხადების   ფორმა (დანართი №1).

3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა კომისიის  სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის  განმავლობაში კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა   და  უცხო   ქვეყნის  უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებას შორის  გაფორმებული მემორანდუმის   საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5. სტიპენდიის მიღების მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება მოხდეს 2026 წლის

16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის სტუდენტთა  მომსახურების   ცენტრში,  ელექტრონული ფოსტის  გზავნილით, მისამართზე:   nana.chargeishvili@tsu.ge;   (საკონტაქტო პირი:  თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)

7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე  რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს  №:154/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  კომისიის  დასკვნა  მომზადდეს არაუგვიანეს  2026 წლის 27 თებერვლისა.

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 21/01-01  

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და   ორგანული  ქიმიის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების,  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა,  სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 4 თებერვლის 2/04 ერთობლივი ბრძანების  და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2026 წლის 29 იანვრის N1532/10  წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2026 წლის 28 იანვრის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები    (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:

ა) ვახტანგ გაბუნია - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
ბ) თინათინ  შარაშენიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.

ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:

ა)  გულნარა  ბალარჯიშვილი  -  მეცნიერი თანამშრომელი  (4  წლის  ვადით) 1  საშტატო ერთეული.
ბ) თამარ დგებუაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
გ) ნინო ნონიკაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
დ) ლიანა სამხარაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
ე) მაია სტეფანიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
ვ) ლეილა ტატიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
ზ) ნელი ყალაბეგაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
თ) ქეთევან ქოჩიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
ი) თამარ ქორქია - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
კ) ნანა წეროძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
ლ) მაია ჯაფარიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.

ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:

ა) მანანა ბუზარიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული. ბ) მირანდა ხაჩიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
გ) ნანა ჩაგანავა - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.

მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:

ა) ნაზი გელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
ბ) ნორა დოხტურიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
გ) ლალი ტაბატაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
დ) ნანული ხოტენაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.

ნავთობის ქიმიის  ლაბორატორია:

ა) თინათინ გაბუნია - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
ბ) მაკა კოპალეიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
გ) ირინა მჭედლიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
დ) თამარ შატაკიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.

აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:

ა) ნაზიბროლა  კლარჯეიშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი   (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული.
ბ) ეთერ სალუქვაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
გ) ლეილა ჯაფარიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.
დ) ნუნუ შალვაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული.

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულებების  გაფორმება პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.შემაჯამებელი  ოქმი ძალაში შევიდეს  2026 წლის 15 თებერვლიდან. 
4.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 25/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის   მე-16,  მე-17,  მე-18  და  მე-20,  21 პუნქტების,  თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და  სამართლის ინსტიტუტის    დებულების მე-8 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტების და თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ლაშა ბრეგვაძის 2026 წლის 15 იანვრის  608/10 და  N583/10 წერილების  (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს    სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის -  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი   ოქმი)  განყოფილებების  მიხედვით  და  განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

კერძო სამართლის განყოფილება
ბესარიონ ზოიძე  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

სისხლის სამართლისა და კრიმინოლიგიის განყოფილება
დავით  წულაია  - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (7 წლის ვადით);

2.   კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026 წლის 15 იანვრიდან.
3.   დაევალოს  პერსონალის  მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4.   ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თინათინ  წერეთლის  სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 24/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-5   პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის სამეცნიერო პერსონალის  სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  (დამტკიცებულია  თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ,  ოქმი  № 03; 23.06.2017 წ.), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის 2025 წლის 15 დეკემბრის № 20/04 ერთობლივი ბრძანების,  თსუ  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 3 თებერვლის N1938/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს   კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის     - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის (10 წლის ვადით) სამსახურში  მისაღებად;
2. მთავარი   მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე   10 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება   (რაც   გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში  უპირატესობა  მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 6 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს  2026  წლის  7  მარტიდან  2026  წლის  12  მარტის  ჩათვლით.  საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს  2026 წლის 20 აპრილისა;
5.  კონკურსი გამოცხადდეს თსუ  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად - 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
6.  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის (10  წლის  ვადით)  სამეცნიერო  თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით   (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი  ინფორმაცია (მათ  შორის  სამეცნიერო- კვლევითი   პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და  არსებობის  შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ     მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”;
7.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 7 მარტიდან 2026 წლის 12 მარტის ჩათვლით  თსუ   დამოუკიდებელ   სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში  -  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N18 თსუ მე-8 კორპ. IV სართ. (1100-დან - 1600  საათამდე). ასევე ელექტრონულ მისამართზე: contact.icege@gmail.com. ტელ: 599 400 728;
8. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამი სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 23/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   საბჭოს 2014 წლის  22 დეკემბრის  N118 დადგენილების   - „სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და    კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული   პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი)  აფილირების  წესისა  და  პირობების   დამტკიცების შესახებ“(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის    დამტკიცების   შესახებ“    თსუ    რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 26 ივლისის N26/04 ერთობლივი ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის  სალომე დუნდუას   2026 წლის    3 თებერვლის N1928/30 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის  ასისტენტ  -  პროფესორად 4  (ოთხი)   წლის  ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი;
3.   კონკურსი  გამოცხადდეს 2026 წლის 10 თებერვალს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 11 მარტიდან   2026 წლის 18 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აპრილისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
 

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);


5. ასისტენტ  -  პროფესორის თანამდებობაზე  ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;


6.  ასისტენტ  -  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 11 მარტიდან  2026 წლის 18 მარტის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N 203; 
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  „თბილისის  უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 22/01-01  

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა  და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 04 თებერვლის  N15/02-01 ბრძანებაში   ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის  ,,ა”,  ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის,  თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის  03 თებერვლის  N1909/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება “სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო  გამოცდაში  მომზადებისთვის  ფასიანი  მომსახურებისა   და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების  განსაზღვრის  თაობაზე”   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 04 თებერვლის N15/02-01 ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ა) ზოგადი უნარების (ვერბალური კომპონენტი),  ზოგადი  უნარების  (რაოდენობრივი კომპონენტი), უცხო ენის (ინგლისური) B1 დონე და უცხო ენის (ინგლისური) B2 დონე კურსების მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 ასტრონომიული საათი 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);“

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება  ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 27/02-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების , ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 30 დეკემბრის N21/04 ერთობლივი ბრძანებისა   და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მანონი ჯოჯუას 2026 წლის 29 იანვრის N1602/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების    უფროსის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2400 (ორიათასოთხასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

3.  აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება -  ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან/და მაგისტრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან      მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში)
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

4. აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს:
ა) საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსი;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები; 
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი;
დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას  ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ვ)  საქართველოს მთავრობის  2017 წლის 26 სექტემბრის  №439 დადგენილება  „ტექნიკური რეგლამენტის  –  „სამშენებლო  სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვის  ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის   2015  წლის  17  აგვისტოს   №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული  შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ი)  სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის   2010  წლის  20  სექტემბრის   №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების  იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
კ)  სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის   2015  წლის  29  ოქტომბრის  №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015 წლის 22 მაისის  №7 ბრძანება
„კონკურსის  მეშვეობით  საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა  და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ნ)  სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის   2011  წლის  10  თებერვლის  №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ო) სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის   2015  წლის  25  დეკემბრის  №27 ბრძანებით  დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება
„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის უნარი;
გ) ოპერატიულობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) კრეატიულობა;
ვ)  ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;
ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
თ) დასაბუთების უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი. 

6.  თსუ-ს  საფინანსო  დეპარტამენტის   შესყიდვების  განყოფილების უფროსის  პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი    ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა) კოორდინაცია გაუწიოს  შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები განყოფილების თანამშრომლებს შორის, მისცეს  მათ მითითებები  და ერთდროული დავალებები;
ბ) განახორციელოს ელექტრონული შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, კოორდინირება და მონიტორინგი;  უზრუნველყოს კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისობის კონტროლი;
გ) ორგანიზება გაუწიოს  დაფინანსების წყაროების მიხედვით თსუ  შესყიდვების გეგმის შედგენის და კორექტირების პროცესს;
დ)  განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს  შესყიდვის წინამოსამზადებელი  სამუშაოების   წარმართვის  პროცესს:  მონეტარული  ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას, შესყიდვის მეთოდის შერჩევას;
ე) ორგანიზება გაუწიოს  კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის პროცესს;
ვ) უზრუნველყოს სატენდერო პროცედურების წარმართვა და კონტროლი გაუწიოს მომზადებულ და წარმოდგენილ სატენდერო დოკუმენტაციას, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესს;
ზ) ორგანიზება  გაუწიოს  საკონკურსო პროცედურების წარმართვას და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული  დოკუმენტაციის მომზადებას;
თ) შემოსული წერილების საფუძველზე  უზრუნველყოს გამარტივებული  საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
ი) მონაწილეობა მიიღოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი  წესების  დაცვით  მიმწოდებლების  შერჩევაში და უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
კ) განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ  უწყებებთან საქმიანი მიმოწერა;
ლ) განახორციელოს მიმწოდებლის  მიერ ხელშეკრულების  პირობების  შესრულებაზე ზედამხედველობა  განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში და  ითანამშრომლოს თსუ-ს პროფილურ დეპარტამენტებთან,   სამსახურებთან,   ფაკულტეტებთან     და  ინსპექტირების ჯგუფთან;
მ) პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, ორგანიზება გაუწიოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენელების შეხვედრების ორგანიზებას;
ნ) უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება,  დაგზავნა და თსუ  ვებგვერდზე  განთავსება;
ო) ორგანიზება  გაუწიოს   სახელმწიფო შესყიდვის  შესახებ  ხელშეკრულების  მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, “დამატებითი შეთანხმებების” შედგენას;
პ)  კოორდინაცია  გაუწიოს  თანხების  ავანსად-წინასწარ  გადარიცხვის  შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას;
ჟ) ორგანიზება გაუწიოს  წერილობითი ნებართვების მოპოვების პროცესს მრავალწლიანი და გადაუდებელი  აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე;
რ) ორგანიზება გაუწიოს მიმწოდებელთა ბაზრის  კვლევებს;
ს) მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების  მუშაობაში;
ტ) განახორციელოს  საფინანსო დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული   და   სამართლებრივი   აქტებით,    საქართველოს  კანონმდებლობით
განსაზღვრული  სხვა  დავალებები. 
7. საფინანსო დეპარტამენტის  შესყიდვების განყოფილების უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი  თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
8.  კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 9 თებერვლიდან 2026 წლის 13 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი“.
10.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შერჩევის   მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ინტერნეტ  სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის პირველი მარტისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 26/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 15 დეკემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  მოვალეობის შემსრულებლის თამარ ხიდაშელის 2026 წლის 21 იანვრის N905/26 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1250  (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ)   უნდა    ჰქონდეს   საგანმანათლებლო სფეროში  მუშაობის   არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).
4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს; 
დ) ფაკულტეტის  დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ) პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანაზე  დამოუკიდებლად  და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი. 
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო  განრიგით განსაზღვრულ  სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის   მთავარი  სპეციალისტის  (II კატეგორია) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები)  შესრულება:
1) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
2) სასწავლო პროცესის მართვის სისტემის  აკადემიური რეგისტრაციისთვის მომზადება;
3)  სტუდენტთა  კორესპონდენციების   მონიტორინგი   და  პასუხის  გაცემა,  ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება;
4) ელექტრონული უწყისების მონიტორინგი;
5) სტუდენტთა ტუტორიალი  და კონსულტირება,  სტუდენტთა  ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის  პროცესში;
6) აკადემიური  პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ  საკითხების, რეგულაციების,  ინსტრუქციების, ვადების  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
7)   სტუდენტებისთვის  სასწავლო  პროცესში   შექმნილი   პრობლემების  მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის  და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
8)კურსდამამთავრებელთა აკადემიური  ხარისხის მინიჭების წარდგინების მომზადებაში მონაწილეობა;
9) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის  საფეხურის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მომზადება და სასწავლო დეპარტამენტისთვის მიწოდება; 
10)  ფაკულტეტზე  შიდა   და  გარე  მობილობის  პროცესის  წარმართვა -  მობილობის ადგილების  პორტალზე რეგისტრაცია,  მობილობით პროგრამის შეცვლის მსურველ სტუდენტთა ხეშეკრულებების  გაფორმება, კონსულტირება;
11) სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;
7. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით  გამოცხადებული   ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს  2026 წლის 2 თებერვლიდან 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)   შესარჩევი კონკურსის გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. საკონკურსო კომისიის   შემაჯამებელი ოქმი  თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 25 თებერვლისა. 
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 20/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი - (თბილისი, ქუთაისი) დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 08 სექტემბრის N205/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2026 წლის  30  იანვრის  №1678/10 წარდგინების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები  „სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი  პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი - (თბილისი, ქუთაისი) დამტკიცების შესახებ“ რექტორის  2025 წლის   08 სექტემბრის    N205/01-01 ბრძანებაში"  და  ბძანების   პირველი პუნქტით დამტკიცებული  N1 და   N2 დანართები  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1; დანართი N2).

2. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებისთვის  მიწოდება   დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში, მისამართი თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 20/01-01  

2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში   მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და   საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსის წერილის (N 1408/10; 27.12.2026) საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს ადმინისტრაციული, აკადემიური და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 29 იანვარს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა სღინაძე თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) შოთა ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) ერეკლე ასტახიშვილის, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მადონა ჯალაღონია.
5. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025 წლის 6 ოქტომბრის N 15/04 და 9 ოქტომბრის N
16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 18/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის  2025 წლის 21 ივლისის N148/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების „1.1.“ პუნქტში და „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:


„გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო  დასაქმების პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების  „1.1.“ პუნქტის   „გ.დ“ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი  გამოცდები ნაცვლად  17 - 24 ივლისისა დაენიშნოთ 16-18 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 12 ივლისი - 13 სექტემბერი.)“

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“  2025 წლის 21 ივლისის N148/01-01 ბრძანების    „1.2.“ პუნქტში  და  „გ.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:

„გ.ვ) უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილე მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ბრძანების „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდები ნაცვლად 10-17 ივლისისა დაენიშნოთ 22-24 სექტემბრის პერიოდში (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 5 ივლისი - 19 სექტემბერი.)“


3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 17/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების  გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2025 წლის 30 დეკემბრის N34622/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით (ბეჭდვაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის’’ მე-4 მუხლის  მე-11 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;
 

 

პროფესიული

სტატუსი (0-5 ქულა)

რექტორი/რექტორის მოადგილე/დეკანი 0 5

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის (დეპარტამენტი, სამსახური,  ცენტრი) ხელმძღვანელი

0

4

ფაკულტეტის დეკანის მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

0

3

საფაკულტეტო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი

0

2

საერთაშორისო გაცლითი და  მობილობის პროგრამების კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული  პირი

0

1

სამეცნიერო რანგი

(0-5 ქულა)

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

0

5

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

0

4

მეცნიერი თანამშრომელი

0

2

აკადემიური რანგი

(0-5 ქულა)

პროფესორი

0

5

ასოცირებული პროფესორი

0

4

ასისტენტ პროფესორი

0

2

ასისტენტი

0

1

პრეზენტაბელურობა შესარჩევი ინტერვიუს პროცესში (0-45 ქულა)

აკადემიური მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა მშობლიური ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/აკადემიური პროგრამის აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაზე

 

ან

 

ადმინისტრაციული მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა იმ სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სადაც აპლიკანტი დასაქმებულია კონკურსში მონაწილეობის მომენტში

0

10

მობილობის შესაძლო გავლენა თსუ-სა  და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  შორის არსებული ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაზე

0

10

მობილობის განხორციელების მოტივაცია

0

10

მობილობისთვის რელევანტულ უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე

0

10

  თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების ადმინისტრირებაზე გავლენა 0 5
ახალი აპლიკანტი (გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა)

K107/K171 პროგრამაში გამოცდილების არ მქონე - 4 ქულა

 

1 ან 2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 3 ქულა

 

3 ან 4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 2 ქულა

 

5 ან 6 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 1 ქულა

 

6 მობილობაზე მეტი ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 0 ქულა

0 4
შეზღუდული შესაძლებლობები (0-1 ქულა) შშმპ სტატუსი 0 1

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

რექტორი ჯაბა სამუშია 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

 

სრულად

ბრძანების N: 1/04

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 26 ნოემბრის N295/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2026 წლის 26 იანვრის N1195/29  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 26 ნოემბრის N295/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 12 იანვრიდან  2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 6 თებერვლისა.“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის  უნივერსიტეტის  “ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,
პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 15/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში  - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  373 მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების    დამტკიცების   თაობაზე“ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის   მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 16 დეკემბრის  20/04  ერთობლივი ბრძანების და  პაატა  გუგუშვილი  სახელობის  ეკონომიკის  ინსტიტუტის   დებულების, მე-8 მუხლის  მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტის, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის   ზურაბ წერეთელის   2026 წლის 23 იანვრის  N1138/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2026 წლის   23 იანვრის   სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:
ნაზირა კაკულია – უფროსი   მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო  ერთეული  (7 წლის ვადით).

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პაატა გუგუშვილის სახელობის  ეკონომიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელ ნაზირა კაკულიასთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 16/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის  პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 15 იანვრის N 4/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის უფროსის ზურაბ გოგშელიძის 2026 წლის 15 ინვრის N642/10 განცხადების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დმამთავრებელი კურსის სტუდენტს.

3. აპლიკანტი სასურველია იცნობდეს:

ა) საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი“; 
ბ) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
გ) თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  დებულება;

4. აპლიკანტი უნდა  ფლობდეს:
ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება); 
ბ) ინგლისურ ენას;
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, POWERPOINT.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი 
დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის  უნარი 
ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6.    სასწავლო   პროცესის    მართვის    დეპარტამენტის    სასწავლო   პროცესის    მართვის განყოფილების სტაჟიორის ფუნქცია-  ვალდებულებებია:

ა)  კანონმდებლობის  შესაბამისად   უნივერსიტეტის  სამართლებრივი  აქტების პროექტების მომზადება  (სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი (შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, დამატებითი  სემესტრი),  რექტორის მიერ  გამოცემულ  ყველა ოფიციალურ დოკუმენტში  ტექნიკური  შეცდომის   გასწორებისა  და  ცვლილებების,  ასევე სტუდენტების სახელის/გვარის შეცვლის გამო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ (შექმნილ) ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ცვლილების შეტანის  თაობაზე; კურსდამთავრებულთა  სახელზე   დიპლომის   გაცემის   თაობაზე,   საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში  მიღწეული   აღიარებული  კრედიტების  საფუძველზე   სემესტრის განსაზღვრის თაობაზე).

ბ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და უცხოეთის  ქვეყნების უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებების  შესაბამის  სტრუქტურებთან თანამშრომლობა.

გ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული  კორესპონდენციის დამუშავებასა  და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე,  წერილების მომზადება.

დ)      წარჩინებული       სტუდენტებისათვის      სტიპენდიების     მოპოვების      მიზნით უფლებამოსილი   სახელმწიფო  დაწესებულებების/იურიდიულ  პირების   მოთხოვნის 
საფუძველზე  დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის  გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების  მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  სასწავლო პროცესში  ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში  მონაწილეობა. ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ორგანიზება, რექტორის თანხმობის  წერილების მომზადება, ერთიანი ეროვნული გამოცდების  გავლის გარეშე სწავლის უფლების  მქონე პირთათვის საბაკალავრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  საგანმანათლებლო პროგრამებზე   გამოცდების   ჩატარების   ვადების    განსაზღვრის   შესახებ,   ჩარიცხვის თაობაზე  სამართლებრივი აქტების  გამოცემა. საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ  საკითხებზე - სახელმწიფო სერვისების განვითარების   სააგენტოს  მოქალაქეობისა და  მიგრაციის   სამსახურისათვის  ვიზის აღების პროცედურის მიზნით მოწვევის წერილების მომზადება და გაცემა.

ე) სტუდენტებისთვის  კონსულტაციების გაწევა, ონლაინ რეჟიმში მომსახურება (დეპარატამენტის  ოფიციალური ელფოსტის და სოციალური ქსელის მეშვეობით) სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

7. კონკურსში     მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა     უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)    განცხადება   კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ)  განათლების  დამადასტურებელი,   საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო  ენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.

9.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში  განისაზღვრება  700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 6 ( ექვსი) თვე.

11. აპლიკანტის  მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის   ველში  უნდა   მიეთითოს  -  ანაზღაურებადი  სტაჟირება  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება.

12. ინფორმაცია    ,,სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესის  მართვის   დეპარტამენტის   სასწავლო პროცესის მართვის განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის თებერვლის თვისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 15/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზურნველყოფის გეგმის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“  ქვეპუნქტების, ,,პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 იანვრის N 1304/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზურნველყოფის გეგმა (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან  ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    მისამართზე     -    ქ.    თბილისი,     დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 16/02-01  

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 იანვრის N8/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 15 იანვრის 4/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის უფროსის ზურაბ გოგშელიძის 2026 წლის 15 ინვრის N642/10 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის  მართვის  დეპარტამენტის   კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 იანვრის N8/02-01 ბრძანებაში:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.“

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი.“

2. ინფორმაცია „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 იანვრის N8/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმააციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 12/02-01      

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 იანვრის N7/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 15 იანვრის 4/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის უფროსის ზურაბ გოგშელიძის 2026 წლის 15 ინვრის N642/10 განცხადების  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილებები „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 იანვრის N7/02-01 ბრძანებაში:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.“

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება.“

2. ინფორმაცია „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 იანვრის  N7/02-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის  შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმააციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 13/02-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების    დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი   პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2026 წლის 16 იანვრის N739/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N1, 16.01.2026) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ზურაბ ლებანიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 14/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  30 დეკემბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2026 წლის 22 იანვრის N1027/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე  .

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზრაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი .
ბ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს : 

ა) Microsoft Windows Platforms, 
ბ) Microsoft Office Applications,
გ) Microsoft Exchange Server Basics,
დ) Computer Hardware and Software Basics,
ე) Peripheral Devices Basics,
ვ) Network Equipment’s Basics.
ზ) კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები;
თ) სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები;
ი) ოპერაციული სისტემები;
კ) დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა; 
ლ) უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
მ) პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები,    თავსებადობა;

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი; 
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.


6.    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს კლიენტური აპარატული მოწყობილობების (კომპიუტერული ტექნიკის  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეთბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
ბ) უზრუნველყოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი. 
გ) უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების) და მათი სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაცია.
დ) გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია უნივერსიტეტის თანამშრომლებს 34 ტელეფონის საშუალებით ან აღმოუჩინოს დახმარება დისტანციურად.
ე) უზრუნველყოს აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოება.
ვ) შეასრულოს განყოფილების ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებები 
ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
თ) ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შეასრულოს მისთვის  მინდობილი სამუშაო.
ი) დაიცვას უნივერსიტეტის პრესტიჟი და ეთიკის ნორმები.
კ) არ გაამჟღავნოს დამსაქმებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად.
ლ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
მ) დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს და დამსაქმებლის მითითებებს.
ნ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს.
ო) პირადად და სრულად აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანის და/ან დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივი გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით.
7.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი  დოკიმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 იანვრიდან  2026 წლის 2 თებერვლის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა  მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობა.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა. 
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 11/02-01