,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2024 წლის 4 ნოემბრის N29462/27 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის N283/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეიმურაზ პაპასქირი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
გ) ელისაბედ ბჟალავა – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი -კომისიის წევრი;
დ) თეა შურღაია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) მირიან მახარაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი -კომისიის წევრი;
ვ) ნანი გელოვანი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი -ომისიის წევრი;
ზ) ომიკო ეჯიბია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტი პროფესორი - კომისიის წევრი. მდივანი.’’
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის (შემდგომში - ,,წესი’’) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ,,ფაკულტეტი“) მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდია (შედგომში - ,,სტიპენდია“) ენიჭება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ერთ სტუდენტს.’’
გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. სტიპენდიის დაწესების მიზანია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა წახალისება.’’
დ) წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით (GPA- არანაკლებ 3.5-ისა) და გამოქვეყნებული ან/და დასაბეჭდად გადაცემული სამეცნიერო ნაშრომები ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლის სფეროდან’’.
ე) წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. 3.5 GPA-ის მქონე საუკეთესო აკადემიური მოსწრების ორი ან ორზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, კომისიის მიერ სტიპენდიატის შერჩევა ხორციელდება სამეცნიერო კონფერენციებში და უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაჩვენებლით.’’
ვ) წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,4. .კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან შესაბამისობისა და სტიპენდიის გაცემის თაობაზე დასკვნას ამზადებს კომისია.’’
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი