eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 აგვისტოს N236/02-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესში ცვლილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 5 მაისის N122/02-01 ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ გონაშვილის 2026 წლის14 აგვისტოს N 18178/31-01 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი   თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტში ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე- 20 (ოცი) ვაკანსია.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს და ბაკალავრიატის  ან მაგისტრატურის სტუდენტს.

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:

ა) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
ბ) ინგლისურ ენა (მინიმალური B2 დონე); 

4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

ა) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
ბ) Microsoft Excel
გ) Microsoft PowerPoint
დ) Adobe Acrobat Reader (კომენტარების დართვა ტექსტისათვის)
ე) ინტერნეტს.

5.სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა;
ბ) პასუხისმგებლიანობა;
გ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
დ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ე) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ზ) ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;
ი) კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;
ლ) ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა::

ა) ინსტიტუტის საქმიანობისა და მის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ინსტიტუტის   მიერ   განხორციელებული   პროექტების   ფარგლებში   მომზადებული მასალების  დამუშავებასა  და  პროექტების განხორციელების პროცესის მხარდაჭერა;
გ) ინსტიტუტის  ელექტრონული  რესურსების,  მონაცემთა  ბაზებისა  და  სხვა  ციფრული პლატფორმების   განვითარებასა   და ადმინისტრირებაში მონაწილეობა, მათ შორის, შესაბამისი მასალების მომზადების, ტექნიკური დამუშავებისა და განთავსების პროცესის მხარდაჭერა; 
დ) ინსტიტუტის საქმიანობისა და     პროექტების ფარგლებში გამოყენებული სამართლებრივი    წყაროების, ნორმატიული     აქტების, სასამართლო პრაქტიკის, საერთაშორისო დოკუმენტებისა და აკადემიური ლიტერატურის მოძიებაში, სისტემატიზაციასა და გადამოწმებაში მონაწილეობა;
ე) ინსტიტუტის გამოცემებისა და პროექტების ფარგლებში მომზადებული ტექსტების კორექტირებასა და ტექნიკურ-სტრუქტურულ რედაქტირებაში მონაწილეობა;
ვ) ტექსტებში   გამოყენებული   მითითებების,   ციტირებების,   ბმულებისა   და   სხვა შესაბამისი ელემენტების სიზუსტის, აგრეთვე ტექსტების ფორმატირების, სტრუქტურისა და თანმიმდევრულობის შემოწმებაში მონაწილეობა;
ზ) ხელმძღვანელის მითითებით, სამართლებრივი საკითხების, დოქტრინული მიდგომების, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკისა და სხვა შესაბამისი წყაროების კვლევაში, აგრეთვე კვლევის შედეგების შესაბამისი ფორმით მომზადებაში მონაწილეობა;
თ) ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, სემინარების, საჯარო ლექციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა აკადემიური თუ პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და პროექტებში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ინსტიტუტის საქმიანობისთვის საჭირო საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
კ) ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც შეესაბამება სტაჟირების მიზნებსა და ინსტიტუტის საქმიანობას.

7. კონკურსში    მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)    განცხადება  კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)  განათლების  დამადასტურებელი,  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს  2026  წლის  27  აგვისტოდან  2 სექტემბრის ჩათვლით. 
9.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;.

10. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.

11. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი.

12. ინფორმაცია ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტში   სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის სექტემბრის თვისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა