საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2024 წლის 9 ოქტომბრის N 26612/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 11 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 12 ნოემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

გეოგრაფიის დეპარტამენტი ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიის, მეტეოროლოგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 ნოემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 276/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 9 მარტის N06/04 ერთობლივი ბრძანების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დიმიტრი კორძაიას 2024 წლის 8 ოქტომბრის N26479/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 8 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ა) გიორგი შაიშმელაშვილი - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გიორგი შაიშმელაშვილთან.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 277/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 15 ოქტომბერი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 908/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2024 წლის 30 სექტემბრის N25473/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიებს 2024 საბიუჯეტო წლის ბოლოს, 09 ოქტომბრიდან 09 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია 01 ოქტომბრის მდგომარეობით და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 316/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში არსებული ფართების ოპტიმიზაციის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 2 აპრილის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 3 ოქტომბრის N25871/28 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 4 ოქტომბრის N26012/31-05 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში არსებული ფართების ოპტიმიზაციის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 2 აპრილის N102/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,ვ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;’’

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ’’ ქვეპუნქტი - ,,მ) ლევან ხარანაული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;’’ 2.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 310/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2024 წლის 26 სექტემბრის N260/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2024 წლის 03 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის N 25982/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2024 წლის 26 სექტემბრის N260/01-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N2 და N3 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2, დანართი N3).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 272/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ N111/ნ ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 26 სექტემბრის N25104/26 წარდგინების, თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 3 ოქტომბრის N25918/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 888/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარება (ინგლისურენოვანი)“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 თებერვლის N12/2024 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 3 ოქტომბრის N25902/26 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარება (ინგლისურენოვანი)“ შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

N გვარი სახელი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება მიმართულება 60 კრედ. ღირებულე ბა (ლარი) საკონკ ურსო ქულა
1 ესიაშვილი მარიამ პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარება (ინგლისურენოვანი) განათლება 2250 76
2 თვალიაშვილი მარიამ პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარება (ინგლისურენოვანი) განათლება 2250 100
3 მამაცაშვილი დიმიტრი პროფესიული განათლების და ადამიანური რესურსების განვითარება (ინგლისურენოვანი) განათლება 2250 92.1

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 887/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2024 წლის 3 ოქტომბრის N25848/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის პირველი ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) თამარ ხატიაშვილი - თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება თამარ ხატიაშვილთან.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 273/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ N113/ნ ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 30 სექტემბრის N25486/26 წარდგინების, თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 3 ოქტომბრის N25919/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024- 2025 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 897/01-04

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში- ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის  2024 წლის პირველი ოქტომბრის N25566/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გოდერძი ნარიმანიშვილი  - ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი , პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ისტორია-არქეოლოგიის მიმართულების  ხელმძღვანელი;
ბ) ალექსანდრე ნონეშვილი - ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;
გ) ირინე  ტატიშვილი   - ისტორიის   მეცნიერებათა  დოქტორი , პროფესორი , ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასირიოლოგიის კათედრის გამგე.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  - გოდერძი ნარიმანიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის  მოადგილედ - ალექსანდრე ნონეშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ირინე ტატიშვილი.

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და     თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის  შემოწმება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 4 ნოემბრისა.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე  ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 274/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2024 წლის პირველი ოქტომბრის N25565/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად; 2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 17 ოქტომბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დიფერენციული განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილების სახით);

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ვ) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

7. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1100-დან 1700 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N11, ოთახი N202.

10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 271/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 24 სექტემბრის MES 8 24 0001197982 ბრძანების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 სექტემბრის N25346/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2024 წლის 30 სექტემბრის N25454/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“ ;

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი 

სრულად

ბრძანების N: 268/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე 5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 869/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში და 1.2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,

,ა) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 26 - 6 ოქტომბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27- 6 ოქტომბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 12 აგვისტო - 6 ოქტომბერი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები-30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 6-18 იანვარი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი-20 იანვარი- 8 თებერვალი(დასკვნითი გამოცდები), 13-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი - 5 იანვარი; 20 თებერვალი - 2 მარტი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 266/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემოდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2024 წლის 18 ივლისის „სკოლისშემოდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ N MES 8 24 0000880777 ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის - აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსის 2024 წლის 30 სექტემბრის N17619/10-02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე 2024- 2025 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 854/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 2024 წლის 24 სექტემბრის N24805/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02- 01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში (შემდგომში - ,,წესი’’)’’ და წესის მე-2 მუხლის მე - 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. წარმოსადგენი პროექტების ვადა თსუ-ის ყველა სტუდენტისთვის განისაზღვროს 10 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდეს არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 301/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2024 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 29 აგვისტოს MES 0 24 0001027135, MES 0 24 0001027207, MES 0 24 0001027162 ბრძანებების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

 

სრულად

ბრძანების N: 835/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 თებერვლის N12/2024 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 838/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 7 ოქტომბერი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 841/01-04