eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 აგვისტოს N236/02-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესში ცვლილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 5 მაისის N122/02-01 ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ გონაშვილის 2026 წლის14 აგვისტოს N 18178/31-01 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე- 5 (ხუთი) ვაკანსია.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ბაკალავრიატის სტუდენტს.

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
ა) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
ბ) ინგლისურ ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);

4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს: 
ა) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
ბ) Microsoft Excel
გ) Microsoft PowerPoint
დ) Adobe Acrobat Reader (კომენტარების დართვა ტექსტისათვის)
ე) ინტერნეტს.

5.სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა;
ბ) პასუხისმგებლიანობა;
გ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
დ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ე) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ზ) ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;
ი) კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;
კ) ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
ბ) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება - სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის თანამშრომლების დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში(ბაკალავრიატი);
გ) რეგისტრაციის პერიოდში სასწავლო ბაზის რედაქტირება და რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადებაში შესაბამისი სამსახურების დახმარება;
გ) აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და პასუხების მომზადებაში თანამშრომლების დახმარება; 
დ) სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი), შემოსული კორესპოდენციის განხილვა და პასუხის მომზადება;
ე) სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

7. კონკურსში    მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება  კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)  განათლების  დამადასტურებელი,  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს  2026  წლის  27  აგვისტოდან  2 სექტემბრის ჩათვლით.

9.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;.

10. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.

11. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფი.

12. ინფორმაცია ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების 
შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის სექტემბრის თვისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა