საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის   (Uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 1067/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო თსუ-ს ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი  სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1053/01-04  

2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე -8 პუნქტის  "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის  დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა  შერჩევის  წესის  მე -4 მუხლის  მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N N 28563/10; 28.10.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ერაზმუს+  და ორმხრივი თანამშრომლობის  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 28 და 29 ოქტომბერს

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეკატერინე ფირცხალავა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

ბ) კომისიის წევრები ფაკულტეტების მიხედვით:

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:


1.   თამარ აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
2.   თამარ გველესიანი, ასისტენტ პროფესორი

   იურიდიული ფაკულტეტი:
1.   ნათია ჩიტაშვილი ასოცირებული პროფესორი
2.   ლელა ჯანაშვილი, ასოცირებული პროფესორი
3.   კობა ყალიჩავა, ასოცირებული პროფესორი
4.   გვანცა გუგეშაშვილი, ასოცირებული პროფესორი
5.   ანა თოხაძე, ასისტენტ პროფესორი
6.   გიორგი ამირანაშვილი, მოწვეული ლექტორი

   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1.   ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი
2.   მარინა კობეშავიძე, ასოცირებული პროფესორი
3.   თეა თათეშვილი, ასისტენტ პროფესორი


   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
1.   რევაზ გველესიანი, პროფესორი, კომისიის წევრი
2.   მერაბ ხოხობაია, ასოცირებული პროფესორი
3.   თამარ კბილაზე, ასისტენტ პროფესორი
4.   თეიმურაზ გოგსაძე, ასისტენტ პროფესორი
5.   გიორგი ფირიაშვილი, ასისტენტ პროფესორი

   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1.   მაგდა ცინცაძე, პროფესორი
2.   ალექსანდრე გამყრელიძე, პროფესორი
3.  მერაბ ელიაშვილი, პროფესორი
4.  მარიკა ელიზბარაშვილი, ასოცირებული პროფესორი
5.   ნანა ოდიშელიძე, ასისტენტ პროფესორი

   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1.   ფიქრია ასანიშვილი, ასოციირებული
2.   ნათია სვანიძე, მოწვეული ლექტორი
3.   თინათინ მაჭარაშვილი, მოწვეული ლექტორი 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 289/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის  წესისა  და  საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების  მე-3  მუხლის   მე-8  პუნქტის, „სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების  წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეთ     სტუდენტის   სტატუსი   2024-2025 სასწავლო   წლის   შემოდგომის სემესტრიდან სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი  სამედიცინო/  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ  სტუდენტებს ძირითადი   საგანმანათლებლო  ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3.   ბრძანების   დაინტერესებულ  პირთათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

5.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში                 ქ.თბილისის     საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1047/01-04 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის,  37-2 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-4  და  მე-5 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14  მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  "ა"  და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  32-2 მუხლის  პირველი  მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების   - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ერთიანი საშტატო განრიგის   დამტკიცების   შესახებ“   თსუ   რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის  18 ოქტომბრის  N22/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას  2024 წლის 22 ოქტომბრის N28175/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის     მათემატიკის ინსტიტუტში    მეცნიერი    თანამშრომლის    სამსახურში მისაღებად:
2.მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის  ვადით  შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობა  შეიძლება  დაიკავოს  პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 30 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 16 დეკემბრისა.
5.  კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში: მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული.

6. სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის  N63/2017  დადგენილება,  დანართი  N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV).
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის  შემთხვევაში  სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის  შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის 
მათემატიკის ინსტიტუტში. მისამართი: ქ.თბილისი, მერაბ ალექსიძის II შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 288/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ რექტორისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 18 ოქტომბრის N22/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის   დირექტორის  გიორგი ჭეიშვილის 2024 წლის 21 ოქტომბრის N19468/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2024 წლის  18 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგი  (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


ძველი ქვეყნების ისტორიის  განყოფილება

ვალერიან ვაშაკიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ვალერიან ვაშაკიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
3.წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ოფიციალურ  ვებგვერდზე  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 286/01-01      

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის,
,,სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის  სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”         ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის  დებულების  მე-10  მუხლის  პირველი პუნქტის, ილია  ვეკუას     სახელობის  გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გ. ჯაიანის  2024 წლის  23 ოქტომბრის  N28339/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2024 წლის   23 ოქტომბრის  სხდომის  ოქმი   N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) შოთა ზაზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების პროფესორი.

ბ) არჩილ ყიფიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

გ) ალექსანდრე აპლაკოვი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი.

დ) თამაზ თადუმაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) რომან ჯანჯღავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - შოთა ზაზაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ -არჩილ ყიფიანი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ალექსანდრე აპლაკოვი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 287/01-01

2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების  მიერ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  მე-15 პუნქტის , „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის  შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის  10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის  მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის წერილის (N 27595/10; 17.10.2024) საფუძველზე.

ვბრძანებ:

 

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინასებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2.  კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 21 ოქტომბერს.

3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერეკლე   ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; 

გ)  შოთა  ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის  N 8/04 ერთობლივი ბრძანებით  დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.

7. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 285/01-01   

,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირების ჩარიცხვის შესახებ” რექტორის 2024 წლის პირველი  ოქტომბრის N 862/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის  - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის     მე-2    პუნქტისა   და    საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა    და ახალგაზრდობის მინისტრის  2024 წლის  15 ოქტომბრის  MES 6 24 0001328317 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება (საგანმანათლებლო პროგრამის მითითების ნაწილში) “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  ბრძანებით   ერთიანი ეროვნული გამოცდების       გავლის      გარეშე      ჩარიცხვისა       და       დაფინანსების უფლებამინიჭებული პირების   ჩარიცხვის   შესახებ”   რექტორის    2024 წლის   პირველი ოქტომბრის N 862/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი N 1-ის მე-
10 ნომერში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,

10     თხელიძე     ალექსანდრე                                 ალექსანდრე          მედიცინა


2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3.ბრძანების      უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 981/01-04      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,  37-2 მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-4  და  მე-5  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა" და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 32-2 მუხლის  პირველი  მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების)  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორის    ნინო ფარცვანიას   2024 წლის   9 ოქტომბრის N26665/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის   მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი,სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-  კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული     სამეცნიერო     პუბლიკაცია     მაინც      სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობა   შეიძლება  დაიკავოს   პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  2024 წლის 18 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 29 ნოემბრისა.
5.  კონკურსი გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში:
მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული.
6. სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება    საკონკურსო   კომისიის    სახელზე    დადგენილი    ფორმის  მიხედვით (აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის   N63/2017  დადგენილება,  დანართი  N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV).
დ)   შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის  შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის  ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ  ანდრია რაზმაძის სახელობის 
მათემატიკის  ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის II შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
8. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის  მართვის     დეპარტამენტი,    შიდა აუდიტის   სამსახური,    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 282/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55- ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და  მე-3   ნაწილების   57-ე   მუხლის,    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირის     – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის ,,ა”,  ,,ო” და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის, „სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის   მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის  დამტკიცების   შესახებ“   რექტორის    2020 წლის     14 აგვისტოს №:154/01-01   ბრძანების  №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  მამია  ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა  და სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის     ეკონომიკა  და  ბიზნესისი  ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 16  ოქტომბრის  № 27351/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  გამოცხადდეს კონკურსი  მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეკონომიკისა და   ბიზნესის   ფაკულტეტის  ბიზნეს   ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
2.  დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადების ფორმა (დანართი №1).
3. კანდიდატების  შერჩევა  განახორციელოს სტიპენდიის  მიმნიჭებელმა   კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა  და  „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის    მიმნიჭებელი   კომისიის    შემადგენლობის   დამტკიცების   შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ საფუძველზე.
4.   სტიპენდიის მოპოვების   მსურველმა   ბაკალავრიატის   სტუდენტებმა    კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის      განმავლობაში     კონფერენციაში      მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა   და  უცხო   ქვეყნის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას   შორის  გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5 . სტიპენდიის მიღების  მსურველის  სტუდენტების  საბუთების მიღება მოხდეს  2024 წლის 21 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
6.  საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღება  განხორციელდეს  ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა  მომსახურების  ცენტრში,
ელექტრონული ფოსტის გზავნილით, მისამართზე:  nana.chargeishvili@tsu.ge; (საკონტაქტო პირი: თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801);
7.  სტიპენდიანტების  შერჩევის თაობაზე რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის  დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს 2024
წლის  11  ნოემბრისა. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
8.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 283/01-01  

აშშ-ს ჯანმრთელობის    ეროვნული    ინსტიტუტის   ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ   დაფინანსებული „iCREATE  - კვლევის   მოცულობის   გაზრდა აღმოსავლეთ   ვროპაში“   პროექტის   ფარგლებში  პარტნიორ   ბაბეშ   ბოლიაის სახელობის უნივერსიტეტის    მიერ     თსუ-ს    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის 2024/2025  სასწავლო წლის   გაზაფხულის   სემესტრისათვის    გამოყოფილი  სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი   კონკურსის   ჩატარებისა   და   საკონკურსო   კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის  "ა", ,,ბ”, ,,ო”, და  "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სტუდენტთა     საერთაშორისო   გაცვლით    და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის   დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის  რექტორის   2021 წლის   31 მაისის    N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის   წესის   მე -4 მუხლის   მე -18  -  21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 27594/10; 17.10.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ბაბეშ ბოლიაის სახელობის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის    სტუდენტებისთვის         2024/2025 სასწავლო    წლის
გაზაფხულის    სემესტრისათვის    გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 18 ოქტომბერს
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნატო  ფიცხელაური   -  თსუ-ს  მედიცინის ფაკულტეტის   დეკანის  მოადგილე, საზოგადოებრივი     ჯანდაცვის     დეპარტამენტის     ასოცირებული     პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)  ნინო  ჩიხლაძე  -  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  დეპარტამენტის   პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  მარიამ ქებურია,   თსუ   ჰუმანიტარული  ფაკულტეტის ასისტენტ  პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - ირინა გამყრელიძე;
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  15/04, 22 დეკემბრის  33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით   და   მობილობის   პროგრამებში  მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 284/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2024 წლის 01 სექტემბრის N723/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ასევე, წარმოებისას დადგენილი იქნა თსუ-ს სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა მონაცემები არ იყო ზემოხსენებულ ბრძანებაში მითითებული და თუმცა მათ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსი მესამედ ჰქონდათ არჩეული და კრედიტი არ ჰქონდათ მიღებული. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს და წარმოების პროცესში დადგენილ სტუდენტებს უნდა შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 27072/28; 11.10.2024; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25130/27, 26.09.2024; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N24935/30, 25.09.2024; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N26243/29, 07.10.2024; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N5092/31-01, 26.09.2024; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის N23485/26, 11.09.2024 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N26063/32, 04.10.2024 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 961/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 02 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და თსუ-ის ბიბლიოთკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2024 წლის 10 ოქტომბრის N 26743/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

2. უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს დაევალოთ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N 267/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიისთვის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 20 ოქტომბრამდე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 281/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის 24-ე მუხლის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 11 ოქტომბრის N26867/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისია, პრაქტიკული მოსინჯვის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა (დანართი N1).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 279/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2024 წლის 11 ოქტომბრის N26926/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯამლეტ მონასელიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ალექსანდრე ღონღაძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) გრიგოლ მამნიაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ჯამლეტ მონასელიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ალექსანდრე ღონღაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად გრიგოლ მამნიაშვილი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 18 ნოემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).

6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 280/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  „ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის  2017 წლის  27 სექტემბრის N216/02-01ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და  თსუ  სტუდქალაქის სტუდენტური  სერვისების  განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2024 წლის 15 ოქტომბრის N27174/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში  სარგებლობის  უფლების მოპოვების მიზნით, გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდათი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 20 (ოცი) ადგილზე.
2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2024 წლის 18 ოქტომბრის 11:00 საათიდან, 2024 წლის 18 ოქტომბრის 16:00 საათამდე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების  გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 322/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 24 სექტემბრის MES 8 24 0001197982 ბრძანების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 სექტემბრის N25346/10 წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N268/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2024 წლის 10 ოქტომბრის N26805/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს სრული კურსის მომზადების საფასური 2024-2025 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:

ა) „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად ზემოაღნიშნული აბიტურიენტები გაივლიან ქართული ენისა და ლიტერატურის ინტენსიურ სასწავლო კურსს 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში (30 სასწავლო კვირის მანძილზე);

ბ) სავალდებულო საგანი - ქართული ენაში მოსამზადებელი სრული კურსი შედგება 4 კომპონენტისგან (კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა, წერა); სწავლების პირველი სამი თვე მოიცავს - 12 სასწავლო კვირა და 1 კვირა შუალედური გამოცდისთვის, კვირაში 16 საათი (კვირაში 8 საათი 2-ჯერ), შუალედური გამოცდა 4 საათი, სულ ჯამურად მოიცავს 196 საათს;

ვ) ძირითადი საგანი - ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ისწავლება შეფასებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული პროგრამით (შემდგომი 17 სასწავლო კვირა) და მოიცავს 102 საათს, კვირაში 6 საათი ( ქართული ლიტერატურა 2 გაკვეთილი 2-2 აკადემიური საათი, ქართული ენა - 2 აკადემიური საათი);

გ) არჩევითი საგნები - მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა; 17 სასწავლო კვირის განმავლობაში თითოეული არჩეული საგანი ჩატარდება კვირაში 4 საათი (2 გაკვეთილი 2-2 აკადემიური საათი), სულ მოიცავს 68 საათს;

დ) 17 სასწავლო კვირის განმავლობაში აბიტურიენტის მიერ არჩეულ საგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საგანს;

ე) სასწავლო ჯგუფებში აბიტურიენტთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 10 აბიტურიენტით;

2. სრული კურსის ღირებულება სავალდებულო და არჩევით მოდულებში ერთი აბიტურიენტისათვის განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით;

3. აბიტურიენტთა სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის სწავლებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის მოსამზადებლად მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 20 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის; 5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 319/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 09 ოქტომბრის №26655/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 7 ადგილი.

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1.საბუთების მიღება – 15 – 18 ოქტომბერი;

2.2. გასაუბრება – 21 ოქტომბერი;

2.3. შედეგების გამოცხადება – 22 ოქტომბერი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 278/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტებს გადასვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 25 სექტემბრის N 25014/28 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რიგგარეშე შიდა მობილობის წესით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაზე თანდართული სიის შესაბამისად:

N გვარი სახელი აღიარებული კრედიტები სემესტრი
1 ღონღაძე ნინო 66 3
2 პაპოიან რაფიკ 66 3
3 მუკბანიანი ერეკლე 69 3
4 გოგოტიშვილი თორნიკე 71 3
5 აბრამია გიორგი 66 3
6 კირვალიძე ნიკა 66 3
7 სანადირაძე სალომე 66 3

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 939/01-04