eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ  - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი და მე-9  პუნქტების და ეკონომიკისა და    ბიზნესის   ფაკულტეტის     დეკანის    მოვალეობის   შემსრულებლის მ.ლობჟანიძის 2026 წლის 27 აგვისტოს N18755/29  წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს      ცვლილებები     „სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ “   თსუ რექტორის მოველაობის  შემსრულებლის     2026 წლის    28 ივლისის        N197/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა)   ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსი  გამოცხადდეს   2026 წლის  30 ივლისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს    2026 წლის    28 სექტემბრიდან     2026 წლის    2 ოქტომბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 26 ოქტომბრისა.“
ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
„7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 28 სექტემბრიდან  2026 წლის 2 ოქტომბრის  ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-დან 14.00- მდე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის  მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი,  უნივერსიტეტის ქ.19,  თსუ  მე-10 კორპუსი,  მე-4 სართული ოთახი N403.“
2.    ბრძანება   გამოქვეყნდეს  გაზეთ   „თბილისის  უნივერსიტეტის“   ელექტრონულ გვერდზე;
3.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტი);
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია