eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი და მე-9  პუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის   მორის  შალიკაშვილის    2026 წლის   27 აგვისტოს N18762/31-01  წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს      ცვლილებები     „სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე წამყვანი  პროფესორების სამსახურში  მისაღებად    კონკურსის    გამოცხადების    შესახებ   “ თსუ    რექტორის მოვალეობის შემსრულებლის   2026 წლის  27 ივლისის     N188/01-01 ბრძანებაში  და ბრძანების მე-3 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა)   ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი  გამოცხადდეს   2026 წლის  28 ივლისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს    2026 წლის    28 სექტემბრიდან     2026 წლის    2 ოქტომბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 26 ოქტომბრისა.“
ბ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 28 სექტემბრიდან  2026 წლის 2 ოქტომბრის  ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-დან 14.00- მდე იურიდიული ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი N111.“
2.    ბრძანება   გამოქვეყნდეს    გაზეთ     „თბილისის     უნივერსიტეტის“   ელექტრონულ გვერდზე;
3.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  იურიდიული ფაკულტეტი);
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია