საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი

​ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. მინისტრმა სტუდენტებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ხორვატიის გამოცდილება გაუზიარა და საქართველოს ამ კუთხით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ლექციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

​საჯარო ლექციას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მოდერაციას თსუ პროფესორი, საერთაშორისო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე უწევდა.

 

​თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. „გორდან გრლიჩ რადმანმა იმ გზაზე ისაუბრა, რაც ხორვატიამ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გაიარა. შეხვედრის ბოლოს კი, მინისტრმა სტუდენტების ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხა,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

​ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდონ გრლიჩ რადმანი საქართველოს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, 8 თებერვალს ეწვია.

 

​თსუ-ში ვიზიტისას გორდან გრლიჩ რადმანმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს და შესაბამისად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავი იყო. მათი კითხვებიდან დავინახე, რომ საფუძვლიანად ერკვევიან საერთაშორისო საკითხებში, იციან როგორი უნდა იყოს მათი ქვეყნის უკეთესი მომავალი - კონფლიქტისა და ომის გარეშე. მათ სურთ იყვნენ ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი,“ - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. 

 

​„ხორვატია არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დავსვით პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური  სფეროების გარშემო და მივიღეთ ამომწურავი პასუხები,“ - აღნიშნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნიკა კრაწაშვილმა. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე საქართველოს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 11 თებერვლამდე გაგრძელდება. გორდან გრლიჩ რადმანი სხვადასხვა დროს იყო ხორვატიის რესპუბლიკის ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და უნგრეთში.

 

​ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს 56 ქვეყანაში, მათ შორის ხორვატიის (ზაგრების, რიეკას და ზადარის) უნივერსიტეტები. თსუ-ში 24 უცხოენოვანი პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე არაერთი პროგრამა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან.

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ დალი ფანჯიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ენა. თარგმანი. მკითხველი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა და გერმანული ფილოლოგიის კათედრა 2023 წლის 29-30 ივნისს გამართავენ პროფესორ დალი ფანჯიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას − „ენა. თარგმანი. მკითხველი“.

თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 ივნისი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: tsuconference@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ნავროზაშვილი


კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  -„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2022    წლის    28    ნოემბრის    №24/04    ერთობლივი    ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, დეკანის მოადგილის ზვიად მურადაშვილის 2023 წლის 10 იანვრის N128/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე 
პირი,   რომელსაც   აქვს   არანაკლებ   3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   16 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიური ენების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის          32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება   გამოქვეყნდეს   გაზეთში   „თბილისის   უნივერსიტეტის"   ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 4/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებათა საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, უნივერისტეტის ფაკულტეტების დეკანების თანხმობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის Nგ- 1/140/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებათა საჯაროდ გამოქვეყნების წესი“ (დანართი N1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 378/01-01

კონკურსის „თეზისი 3 წუთში“ დასკვნითი ღონისძიება

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კონკურსის „თეზისი 3 წუთში“ დასკვნით ღონისძიებაზე 40-მდე დოქტორანტმა 8 წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგინა სადოქტორო კვლევები. 


პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები: I ადგილი: ნინო გაგნიაშვილი – თემა: „მძიმე მეტალთა იონების ადსორბციის შესწავლა, წყალხსნარებიდან მორდენიტზე“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; II ადგილი: ლევან წიქარიშვილი – თემა: „ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ანალიზი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ექსპედიციების მასალების მიხედვით“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; III ადგილი: ნათია ქათამაძე – თემა: „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ნაწლავური მიკროფლორის მოდიფიკაციის როლი გლიკემიის კორექციაზე“ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ხალხის რჩეული - ლევან წიქარიშვილი – თემა: „ტაო-კლარჯეთის ისტორიულ - გეოგრაფიული ანალიზი XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ექსპედიციების მასალების მიხედვით“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


პროექტი განხორციელდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაცული ხარისხი.


პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს პოპულარულ, მარტივად გასაგებ ენაზე და წარმოადგენს
კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა აკადემიური, პრეზენტაციისა და კვლევითი კომუნიკაციის უნარის გაზრდას.
 

კონკურსის მონაწილემ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ 3 წუთში 1 სლაიდით უნდა შეძლოს სადოქტორო კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა.

 

სრულად

ბრძანების N:

ბასკური დღეები თსუ-ში

16 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიკოს შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტისა და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის (ესპანური ენისა და ლიტერატურის მიმართულება) ორგანიზებით ბასკური კულტურის დღეები დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი  და ბასკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი გიორგი შალამბერიძე მიესალმნენ. 

 

ღონისძიება 16, 23, 24 დეკემბერს გაიმართება და მის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობაა დაგეგმილი. კერძოდ,  მარტინ არტოლას საჯარო ლექცია – ცნობილი ბასკი მწერალი ბერნარდო აჩაგა: შემოქმედების ძირითადი ტენდენციები, ირინა ნოზაძის მოხსენება – ქართულ-ბასკური ურთიერთობების ისტორიისთვის (მცირე ექსკურსი); ბასკური ფილმის ჩვენება; ესეების კონკურსში – „ბასკეთი სტუდენტის თვალით“ – გამარჯვებული კონკურსანტის დაჯილდოება; სტუდენტური ღონისძიება – „ვკითხულობთ მიგელ დე უნამუნოს".

 

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ ტოგო გუდავას დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი  2022 წლის 20  დეკემბერს გამართავს პროფესორ ტოგო გუდავას დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას. 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თსუ II კორპუსი, 133-ე აუდიტორია

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

 

სრულად

ბრძანების N:

სამეცნიერო კონფერენცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები 2022.

2022 წლის 16 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები 2022.

კონფერენცია მიეძღვნა ნანა სუმბაძის ხსოვნას.

კონფერენციის მიზანი იყო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგების თავმოყრა და გაზიარება, ქართველ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა.

სამუშაო სექციები:

ფსიქოლოგია

  • თეორია და მეთოდოლოგიური პრობლემები
  • ემპირიული კვლევები ფსიქოლოგიაში

განათლების მეცნიერებები

  • თეორია და მეთოდოლოგიური პრობლემები
  • ემპირიული კვლევები განათლების მეცნიერებებში.
სრულად

ბრძანების N:

EFMD Global ხარისხის უზრუნველყოფის აკადემიის ტრენინგი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების გამგემ თინათინ დავითაშვილმა და ეკონომიკისა და ბიზნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ლია ძებისაურმა წარმატებით გაიარეს „EFMD Global“-ის ხარისხის უზრუნველყოფის აკადემიის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა ონლაინ  2022 წლის 12 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით (იხ. შესაბამისად, აქ და აქ).

 

ხარისხის უზრუნველყოფის აკადემიის (QAA) ონლაინ ტრენინგი არის 14 კვირიანი ყოვლისმომცველი ტრენინგი, რომელსაც „EFMD Global“ სთავაზობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროფესიონალებს. QAA პროგრამა ავითარებს მონაწილეთა უნარებს ლიდერობის, ხარისხის მართვის სისტემების ფუნქციონირების, კომუნიკაციის, მონაცემთა მენეჯმენტისა და პროექტის მენეჯმენტის სფეროებში.

 

მონაწილეები დაესწრნენ ექვს ინტერაქტიურ სესიას, რომლებიც განაწილებული იყო სამ ბლოკში. ყოველ ბლოკს წინ უსწრებდა მოსამზადებელი მასალები და ამოცანები, რაც სრულდებოდა შესაბამისი აქტივობის შეფასებით. აღნიშნულ აქტივობებზე მენტორთან მიმდინარეობდა ინდივიდუალური მუშაობა. ტრენინგით მიღებული ცოდნა და გამოცდილება აისახა საბოლოო პროექტში, რომლის შეფასება და დაცვა მოხდა ორმაგად (როგორც წერითი ფორმით, ისე ზეპირი პრეზენტაციის სახით), ფასილიტატორების, მენტორებისა და ტრენინგის სხვა მონაწილეების წინაშე.

 

„EFMD Global“ დაარსებული 1972 წელს და არის გლობალური, არაკომერციული, წევრობაზე ორიენტირებული ორგანიზაცია წევრთა ფართო ქსელით, რომელიც ემსახურება მენეჯმენტის განვითარებას. იგი აღიარებულია, როგორც აკრედიტაციის ორგანო ბიზნეს სკოლებისთვისა და ბიზნეს სკოლის პროგრამებისთვის, ასევე კორპორატიული უნივერსიტეტებისთვის.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი    N1-ის   მე-6   მუხლის   მე-17,   მე-18   და   მე-20   პუნქტების,    ალექსანდრე თვალჭრელიძის        სახელობის    მინერალური    ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის,   ალექსანდრე თვალჭრელიძის        სახელობის    მინერალური    ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 19 დეკემბრის   N 33488/10   წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 19 დეკემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N8) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ალექსანდრე     თვალჭრელიძის     სახელობის     მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის     თანამდებობაზე      გამოცხადებული      კონკურსის      შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

სასარგებლო  წიაღისეულის  გამდიდრებისა  და  ჩამდინარე  წყლების  გაწმენდის სამეცნიერო კვლევითი განყოფილება
თამარ გურული - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება თამარ გურულთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,     ალექსანდრე  თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 372/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 

N 366-01-01-4-202212141423 
14/12/2022 
 
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე¬18 -21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 32922/10; 13/12/2022) საფუძველზე. 


ვბრძანებ: 

1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 15 დეკემბერს. 

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი კახიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე; ბ) თამარ ბერიშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი; გ) ზვიად აბაშიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 

დ) მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 
1  დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -ნათია კალანდაძე. 
2  კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე. 
3  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი). 
5  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი 

სრულად

ბრძანების N: 366/01-01

შალვა ნუცუბიძე 134

აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 134  წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჯაბა სამუშიამ ქართველი ფილოსოფოსის მიერ დატოვებულ უდიდეს მემკვიდრეობაზე ისაუბრა: „საბჭოთა ხელისუფლების დევნის მიუხედავად, ქართული ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელმა შალვა ნუცუბიძემ მსოფლიო მნიშვნელობის ნაშრომები დაგვიტოვა. მისი მთავარი მიზანი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იდეური მიმდინარეობის ქართული გზის ძიება. ის ამას ეძებდა არეოპაგელის პრობლემის კვლევისას, „სიბრძნე ბალავარისას“ შესწავლისას და აღმოსავლური რენესანსის იდეის წამოჭრისას.“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მხარს დაუჭერს ფილოსოფოსის რამდენიმე გამოუქვეყნებელი ნაშრომის, მათ შორის, გერმანიაში გამოცემული რამდენიმე წერილის გამოქვეყნებას.  


ღონისძიებაზე შალვა ნუცუბიძის მონოგრაფიის „შუა საუკენეების ფილოსოფიის“ პრეზენტაცია გაიმართა.  უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, შალვა ნუცუბიძის მონოგრაფიის გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისათვის, ისე ფილოსოფოსებისთვის, სტუდენტებისა და ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. 
 

„უნივერსიტეტი ყოველთვის მიაგებს პატივს შალვა ნუცუბიძის ხსოვნას და ბევრ რამეს აკეთებს მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი იუბილე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 54 წლის შემდეგ პირველად გამოიცა მისი წიგნი „შუა საუკუნეების ფილოსოფია.“ ეს წიგნი ე.წ. დაპატიმრებულ ნაშრომთა კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელთა გამოცემას იმ ეპოქაში მრავალი ფაქტორი უშლიდა ხელს. დღეს ეს ნაშრომი ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩვენი პროფესორებისთვის და ზოგადად ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანებს,“ - განაცხადა თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილოსოფიის მიმართულების პროფესორები, სტუდენტები, შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ წიგნები. 
 

შალვა ნუცუბიძის მონოგრაფიის გამოცემის მნიშვნელობასა და მისი წვლილის შესახებ ისაუბრა თსუ პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ: „წიგნი შალვა ნუცუბიძის სიცოცხლეში ვერ გამოიცა. დაპატიმრებული იყო ეს წიგნი დაახლოებით 50 წელიწადი. უნივერსიტეტმა მოახერხა ამ წიგნის გამოცემა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შუა საუკუნეების ფილოსოფია სრულიად ახალი კუთხით არის განხილული.“

სრულად

ბრძანების N:

ანა

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.  1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ტექსტის ლინგვო-სტილისტური ანალიზი“ . 1989-1993 წლებში იყო გამომცემლობა BBT -ის რედაქტორი, ხოლო 1993-199 წელს გამომცემლობა „სომაპრეს“ რედაქტორი. 1998 წელს იყო ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004 წლებში კი  გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი. 2005 წლიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ჟურნალისტი. არის ავტორი მოთხრობებისა: "ბერიკაობა"(2004), "მე მარგარიტა"(2005).

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1968

თამთა

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2009 წელს გახდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიანტი. 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1979

მაია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი. 1983-1994 წლებში იყო თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი,  1988-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი.

1993-1994წწ. გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2001-2002წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 2002-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2004-2007წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2010-2011წწ. გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; "ევროპული სკოლის" და სკოლა "ლოგოსის" გერმანული ენის მასწავლებელი.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1960

ნინო

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1982-1988 წლებში  იყო ამავე უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1988-2002წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ "საქართველოს კულტურული რაობა და ცივილიზაციური კუთვნილება ცივილიზაციათა თეორიის კონტექსტში". 2002-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006წ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი .

დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1957

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია

2022  წლის 15 დეკემბერს, 11-00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია. დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.

 

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა მეხუთე საფაკულტეტო კონფერენცია

2022 წლის 15-16 დეკემბერს გაიმართება სტუდენტთა მეხუთე საფაკლტეტო კონფერენცია. იხილეთ კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

 

სრულად

ბრძანების N: