1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქში მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 06 ოქტომბრის N1231/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 04 აგვისტოს N107/02-01 ბრძანების ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქში საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესის“ საფუძველზე საცხოვრებელი ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენების მონიტორინგის, გამოუყენებელი ფართის გახსნა-დალუქვის, ურჩი გადამხდელებისადმი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე ხუჯაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ზაზა წაქაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო კუტალაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
დ) მარინა თედორაძე - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ირაკლი ალავერდაშვილი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის და ტექნიკური დაცვის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
ვ) კობა კაპანაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ზ) ლაშა გელანტია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) აზა ბენიძე, თამარ დვალი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის ადმინისტრატორები, კომისიის წევრები.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე