საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის 2024 წლის პირველი ოქტომბრის N25565/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად; 2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 17 ოქტომბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

დიფერენციული განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2), კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

დ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF ფაილების სახით);

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ვ) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

თ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

7. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1100-დან 1700 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N11, ოთახი N202.

10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 271/01-01

საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებების განვითარება და უმცირესობების დაცვა: საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებების განვითარება და უმცირესობების დაცვა: საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა“ (Advancing Human Rights and Safeguarding Minority Protections: International Framework and Domestic legislation) გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურია და ეძღვნება საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნას.

 

კონფერენციაში საერთაშორისო სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი საქართველოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიების  ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.

 

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა: „განსაკუთრებული პატივისცემით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია იმართება პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნის პატივსაცემად. მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა, ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელმა პროფესორმა ალექსიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაში. მისი სიცოცხლე და აკადემიური საქმიანობა ეძღვნებოდა საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძვლის შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადასაჭრელად, იმ სამართლის საერთაშორისო ასპექტების ხაზგასასმელად, რომელიც შეეხებოდა  საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ომის დამანგრეველ ქმედებებსა და მისი ტერიტორიების განმეორებადი ოკუპაციის საკითხებს.“

 

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

 

კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითა და მომხსენებლებად მონაწილეობენ საერთაშორისო სამართლის დარგში გამოჩენილი უცხოელი და ქართველის მეცნიერები, მკვლევრები, პრაქტიკოსი იურისტები, საერთაშორისო სტრუქტურების წევრები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი წევრები: ლადო ჭანტურია, ანია ზაიბერ-ფორი, ბენედიქტ ც. ჰარცლი, კირიაკი ტოპიდი, იურგენ პირკერი, ალესანდრო ბუფალინი, კატარზინა ზომბორი და სხვა.

 

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირინე ქურდაძის თქმით, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროდუქტიულ დისკუსიებს, გამოცდილების გაცვლას და ინოვაციური იდეების გენერირებას: „თსუ-ში მეცნიერების, იურისტი ექსპერტებისა და პრაქტიკოსების გაერთიანებით, ჩვენ არა მხოლოდ ვეცნობით საერთაშორისო სამართალში არსებული ჩვენი დროის მწვავე გამოწვევების გადაჭრის გამოცდილებას, არამედ ვიკვლევთ ახალ მიდგომებს მათ გადასაჭრელად. სწორედ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სამართლიანობის პრინციპების განვითარებას, თანასწორობის და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.“

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში არსებული ფართების ოპტიმიზაციის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 2 აპრილის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 3 ოქტომბრის N25871/28 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 4 ოქტომბრის N26012/31-05 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში არსებული ფართების ოპტიმიზაციის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 2 აპრილის N102/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,ვ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;’’

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ’’ ქვეპუნქტი - ,,მ) ლევან ხარანაული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;’’ 2.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 310/02-01

მასალების მიღება ჟურნალ "ლოგოსში"

2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ბეჭდური და ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალისათვის

 

 „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“.

 

ჟურნალის მეთერთმეტე ნომერი გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში

 

სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

„ლოგოსის“ საიტი იყენებს ღია ჟურნალის სისტემას (Open Journal System) და მისი ყველა ნომერი ხელმისაწვდომია ონლაინ:  logos.tsu.ge

სტატიას (ავტორის სურვილისამებრ) შესაძლებელია მიენიჭოს ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი -DOI.

 

სტატია უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

სტატია იგზავნება სარეცენზიოდ  ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

რეცენზენტების  ვინაობა კონფიდენციალურია.

ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და სტატიაში, საჭიროებისამებრ, შეიტანოს შესაბამისი შესწორებები

სტატიაში ავტორის მიერ საკუთარი  ნაშრომის  იმგვარად  დამოწმება, რითაც  შესაძლებელია დადგინდეს მისი ვინაობა, დაუშვებელია. სარეცენზიოდ გამოგზავნილ ვერსიაში სტატიის ეს მონაკვეთები უნდა შეიცვალოს სათანადოდ, რაც  შემდგომში, სტატიის დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში, აღდგება პირვანდელი ფორმით სტატიის საბოლოო რედაქტირებისას.

 

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია მეილზე - logos@tsu.ge

სტატიის გაფორმებისათვის იხილეთ თანდართული ფაილები (ფაილი 1, ფაილი 2 ფაილი 3)

სრულად

ბრძანების N:

სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და PhD სტუდენტებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ გვერდზე.  დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე, ასევე იხილეთ შემდეგ ბმულზე

 

სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2024 წლის 31 ოქტომბერი

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად 2024 წლის 1 ოქტომბერს აპლიკანტებს შეუძლიათ დაესწრონ საერთაშორისო სტუდენტებისათვის განკუთვნილ ვებინარზე.

სრულად

ბრძანების N:

სამაგისტრო ნაშრომ(ებ)ის საჯარო დაცვის თარიღები

სია გამოქვეყნებულია სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომრით (Student ID), რომლის ხილვა შესაძლებელია ბაზაში - UNI.TSU.GE , სტუდენტის პერსონალურ ინფორმაციაში

 

სისხლის სამართლის მიმართულება:

01 ოქტომბერი 2024 წ.,   15:00 საათი, 119 აუდიტორია, თსუ II კორპუსი.

 

  1. 363500

 

კერძო სამართლის მიმართულება:

04 ოქტომბერი 2024 წ.,   13:00 საათი,  129 აუდიტორია, თსუ II კორპუსი.

 

  1. 373014
  2. 373054
  3. 373072
  4. 373096
  5. 373095
სრულად

ბრძანების N:

დაიწყო მიღება გენტის უნივერსიტეტის პროგრამაზე ბეტა-მეცნიერებებში

დაიწყო განაცხადების მიღება  გენტის უნივერსიტეტის Eureast პლატფორმის მოკლევადიანი სტიპენდიის პროგრამაზე ბეტა-მეცნიერებებში.

 განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 03/11/2024

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2024 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე“ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 29 აგვისტოს MES 0 24 0001027135, MES 0 24 0001027207, MES 0 24 0001027162 ბრძანებების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

 

სრულად

ბრძანების N: 835/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 7 ოქტომბერი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 841/01-04

ლონდონში მოღვაწე თსუ კურსდამთავრებული

ნუცა თოხაძე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც  ეკონომიკისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ამჟამად ლონდონში საქმიანობს.

 ნუცა  Annalect-ის მონაცემთა მეცნიერების გუნდში, უფროსი ანალიტიკოსი-პროექტის ხელმძღვანელის (Senior Analyst-Project Lead) პოზიციაზე მუშაობს.   Annalect,  Omnicom Group-ი American global media, marketing and corporate communications holding-ის ერთ-ერთი სააგენტოა.  ეს კომპანია კი, თავის დარგში  მსოფლიოში ტოპ ორ კომპანიაში შედის.   ახალგაზრდა მეწარმე, გარდა ამისა, ახალი   სტარტაპის,  “VASO AI”  დამფუძნებელი და დირექტორია. თავისი განვლილი გზის და ახლანდელი საქმიანობის შესახებ ნუცა თავად გვესაუბრება.

 

თბილისიდან ედინბურგამდე

 

2006 წელს ყველაზე რეიტინგული თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი იყო, რომელზეც  საქართველოში  ყველაზე დიდი კონკურსი ამ მიმართულებაზე მოდიოდა.  ეკონომიკაც მაინტერესებდა და თსუ-ში მოხვედრის ინტერესიც მქონდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  ეკონომიკის მიმართულებით 2011 წელს წარჩინებით დავასრულე.  2019 წელს ჩავაბარე  თსუ-ში დოქტორანტურაზე ეკონომიკის მიმართულებით, სადაც ვისწავლე წელიწადნახევარი და გავიარე ყველა სავალდებულო საგანი. 2021 წელს, როდესაც თემის წერა დავიწყე,  სწავლა შევწყვიტე, რადგან სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში წავედი.  დიდ ბრიტანეთში  მაგისტრატურაში სტატისტიკა და მონაცემთა მეცნიერება ვისწავლე და  ედინბურგის უნივერსიტეტი ასევე წარმატებით დავასრულე. მანამდე მაგისტრატურა, თეორიული მათემატიკის  სპეციალობით, ქართულ უნივერსიტეტში წარჩინებით დავამთავრე.

 

საქმიანობის სფერო და სტარტაპი

 

 Annalect -ში კონსულტაციას ვუწევ კომპანიებს, ვამუშავებ მონაცემებს, ვაგებ სხვადასხვა სტატისტიკურ მოდელებს,  ვამუშავებ  და  წარვადგენ პრეზენტაციებს კლიენტებთან, ვმართავ პროექტებს, ვმუშაობ კლიენტებთან და ვეხმარები მათ ევროპის, აზიის, აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე ყოველწლიური მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაში. დიდი კომპანიების ყოველწლიური მარკეტინგული ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდი დოლარია, ამიტომ მათთვის ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია.  

 

ამასთან ერთად ვაწყობ ჩემს საკუთარ სტარტაპს, სახელად “VASO AI” რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ვარ.

 

დღეს ძალიან ბევრ სექტორში, როგორიცაა ეკონომიკა, ბიზნესი, მედიცინა და სხვა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოვლენებს შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირების დადგენაა. მოვლენის გამომწვევი მიზეზი თუ ზუსტად ცნობილია, პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია. მაკროეკონომიკაში ერთ-ერთი გამოწვევა იმის ზუსტი გაზომვაა, თუ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკურ პოლიტიკას - როგორც ფისკალურს, ისე მონეტარულს მთლიანად ეკონომიკაზე. მაგალითად, საფინანსო სექტორზე, დასაქმებაზე და ა.შ როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მიკროეკონომიკაში-ფირმების დონეზე,  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმის ზუსტი დადგენაა, თუ რა როლს ასრულებს მომხმარებლის საბოლოო გადაწყვეტილებაში ესა თუ ის მარკეტინგული არხი /პლატფორმა.  რა დოზით მონაწილეობს და რომელ არხს ან არხებს აქვთ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. მედიცინაში, კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმის გარკვევაა, თუ რომელ დაავადებას რა იწვევს და სად არის რეალური მიზეზი. ჩემი სტარტაპის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირები მიახლოებული სიზუსტით გაზომოს, განახორციელოს  Causal Inference-ი Bayesian Network-ების, Causal Graph-ების, Neural Network-ებისა და მონაცემთა მეცნიერების სხვა მეთოდების გამოყენებით. “VASO AI” სტარტაპი დაეხმარება ეკონომიკაში საჯარო სექტორს ეკონომიკური პოლიტიკის უფრო სწრაფ და ეფექტიან დაგეგმვაში, კერძო სექტორს კი, როგორიცაა ენერგოსექტორი, საფინანსო სექტორი, მარკეტინგი, კომუნიკაციები და სხვა, სწრაფი და ქმედითი  გადაწყვეტილებების სწრაფ და ეფექტიან მიღებაში, ბიუჯეტის ეფექტიან დაგეგმვაში. ვფიქრობ სტარტაპი ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარება სამედიცინო სფეროს დაავადებების და მისი გამომწვევი მიზეზების სწრაფ იდენტიფიცირებაში.

 

სტარტაპი "VASO AI" განვითარების ადრეულ ეტაპზეა ე.წ. Pre-Seed Stage-ზე. ახლა ბიზნესმოდელზე, პროდუქტსა და გუნდის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობ. მის წარმატებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ლონდონში სხვადასხვა სტარტაპ ღონისძიებებს  აქტიურად ვესწრები და ჩემს კომპანიას აქ არსებულ Venture Capital-ის (ვენჩურული, სარისკო კაპიტალის მქონე  კომპანია,  რომლებიც კომპანიის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე ახორციელებენ ინვესტირებას და შემდეგ თვითონ ეხმარებიან კომპანიის აწყობაში) წარმომადგენლებს ვაცნობ. ვგეგმავ, რომ ოქტომბერ-ნოემბრისთვის pre-seed-funding-ზე მივიღო მონაწილეობა. ლონდონში ძალიან ბევრი Venture Capital -ია. 

 

მსურს ჩემი ცოდნის გამოყენებით გადავჭრა ისეთი პრობლემები, რომელიც სარგებელს მოუტანს ძალიან ბევრ ადამიანს და დაეხმარება სწრაფ განვითარებასა და წინსვლაში.

 

თსუ და რჩევა STEM საგნებით დაინტერესებულებს

 

ვფიქრობ, კარიერულ წინსვლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და  იქ შეძენილმა კავშირებმა ხელი  ძალიან შეუწყო.  განსაკუთრებით,  ლექტორებმა რომლებიც ლექციების კითხვასთან ერთად წამყვან პოზიციებზე მუშაობდნენ საჯარო თუ კერძო სექტორებში. 

 

ტექნიკური საგნებით და დარგით დაინტერებულ ადამიანს ვურჩევ,  შეისწავლონ მონაცემთა მეცნიერება (Data Science),  ეს მეცნიერება ეკონომიკის, ბიზნესის, მედიცინის, თუ ხელოვნების, თითქმის  ნებისმიერი  დარგის მთავარი ბაზისი ხდება. ძალიან ბევრი დარგის განვითარება და პრობლემის აღმოფხვრა სწორედ მონაცემთა მეცნიერებაზეა დამოკიდებული. 

 

თსუ-ს ჰქონდა ბევრი პროგრამა, რომლებიც  საზღვარგარეთ სასწავლო და სამუშაო გამოცდილების მიღების  საშუალებას იძლეოდა, რაც  იქ სწავლას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. მე პირადად 2008 წელს გავიმარჯვე თსუ-ში არსებულ ევროკავშირის გაცვლით ERASMUS MUNDUS-ის პროგრამაში და 10 თვით ვიყავი სასწავლებლად და სამუშაო გამოცდილების დასაგროვებლად საბერძნეთში. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და  კონტაქტი შევიძინე, რაც შემდგომ თავის მხრივ, წინსვლაში დამეხმარა.

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

რექტორმა ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა.

პროფესორ ანდრეა ჯენაცანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო  დოქტორის წოდება უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ინტერნაციონალიზაციაში, ახალგაზრდა კადრების გადამზადებასა და ქართული რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის განვითარებაში  შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.

პროფესორი ანდრეა ჯენაცანი არის კალიარის (იტალია) უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პიზას უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი; რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის,  ევროპის გინეკოლოგთა  საზოგადოების, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი; ვროცლავის, კონსტანტას, ბუქარესტის, ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი; არის არაერთი საერთაშორისო საზოგადოების წევრი და სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი,1000 -ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და სახელმძღვანელოს ავტორი.

პროფესორი ანდრეა ჯენაცანი არის ქართული რეპროდუქტოლოგიის და ზოგადად,  ქართული მედიცინის გულშემატკივარი.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება "ფილოსოფიის დღე"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი,   2024 წლის 18-19 ნოემბერს  ატარებს  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას:   ,,ფილოსოფია და რელიგია’’.  

            

კონფერენცია ეძღვნება  თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან  126-ე   წლისთავს.  

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის, რელიგიის,   ხელოვნების სფეროებს.

 

განსაკუთრებით მივესალმებით აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის ფილოსოფიური ნააზრევის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

 

სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2024 წლის 18 ნოემბერს, 10:00 საათზე.


მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, 202 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

 

სამუშაო ენა: ქართული

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

 

გაფართოებული თეზისები

 

სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა

 

თეზისების გაფორმების წესი:

ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური,  შემდეგ  სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

ბ)  ტექსტი  ( დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5 ).

გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

 

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2024 წლის 8 ნოემბრისა.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2024 წლის 23 სექტემბრის N24618/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნირო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 25 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 18 ნოემბრისა.

5.კონკურსი გამოცხადდეს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: პლაზმის ფიზიკის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთული (4 წლის ვადით)

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ)ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, ოთახი 411.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 256/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 17 სექტემბრის N 24073/27 წერილის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 18 სექტემბრის N24288/29 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N2);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 774/01-04

თსუ ანაკლიის ბანაკი 2024 საზეიმოდ დაიხურა

ახალგაზრდული ბანაკი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით 10-14 სექტემბერს ანაკლიაში მოეწყო ამ ღონისძიების ფარგლებში,  სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალ საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურული სახის აქტივობებში.

 საზეიმო დახურვის ცერემონიალზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სრულად

ბრძანების N:

ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

25 სექტემბერს,  ოთხშაბათს, 15:00 საათზე.,  თსუ II კორპუსის 223 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი.

მოხსენების თემა: ""N=2 სუპერსიმეტრიული კვანტური მექანიკა, უწყვეტი და დისკრეტული"

მომხსენებელი: მირიან წულაია, ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი, იაპონია  

ანოტაცია: N=2 სუპერსიმეტრიულ კვანტურ მექანიკაში მცირე შესავალის შემდეგ, ნაჩვენები იქნება მოდელის გამოყენება ჩვეულებრივი (არასუპერსიმეტრიული) ჰამილტონიანების ენერგეტიკული სპექტრების მოსაძებნად. ბოლოს მოკლედ იქნება განხილული ამ პროცედურის დისკრეტული ვერსია.

 

Wednesday, September 25, at 3 p.m.

In Auditorium #223 (TSU, building II)

Speaker: Mirian Tsulaia (Okinawa Institute of Science and Technology, Japan)

Title: „N=2 Supersymmetric Quantum Mechanics, Continuous and Discretized“

Abstract: We give a brief introduction to N=2 Supersymmetric Quantum Mechanics. We show how one can use it as an auxiliary tool to find energy spectra of usual (non-supersymmetric) Hamiltonians. Finally, we briefly discuss a discretized version of this procedure.

სრულად

ბრძანების N: