საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ვაკანსია: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტენტ - პროფესორი

კონკურსი გამოცხადდა 2024 წლის 27 დეკემბერს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი - ასისტენტ-პროფესორი -
 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბრძანება: N 363/01-01 27/12/2024   N11/01-01 24/01/2025 

 

სრულად

ბრძანების N:

ჰონგ კონგის ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის  სტიპენდია  “ერთი სარტყელი, ერთი გზა” 

ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობამ 2016/17 სასწავლო წელს დააფუძნა „ერთი სარტყელი, ერთი გზის “ სტიპენდია, რომლის მიზანია „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებისა და რეგიონების გამორჩეული სტუდენტების მოზიდვა ჰონგ კონგში სრულ განაკვეთზე დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების შესასწავლად.

 

2019/20 სასწავლო წლიდან, სტიპენდია გაფართოვდა და მოიცვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ყველა ქვეყანა და ასევე მოიცვა მაგისტრატურის სტუდენტები. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, სტიპენდია მიენიჭა 49 ქვეყნის თითქმის 700 სტუდენტს.

 

პროგრამის გასაფართოებლად, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობა 2024/25 სასწავლო წლიდან გეგმავს სტიპენდიის ადგილების რაოდენობის 50%-ით გაზრდას. სტიპენდიის მფლობელებს სწავლის პერიოდში სრულად დაფინანსებული აქვთ სწავლის საფასური, ხოლო სტიპენდიის გაგრძელება დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე. 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ ნინა დავიდოვის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 24 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ  ნინა დავიდოვის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „პროგესტერონით ინდუცირებული მაბლოკირებელი ფაქტორის ღირებულება ორსულობის ადრეული დანაკარგების პროგნოზირებაში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი არჩილ ხომასურიძე, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2025 წლის 15 დეკემბრის N277/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N1 13.01.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გურამ ქუთელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 5/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 მარტის №49/2013 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 23 დეკემბრის №34564/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 24 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 მარტის №49/2013 დადგენილება.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 143/2024

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე  მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის  სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2024 წლის 24 დეკემბრის N34817/10 (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის    სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ქეთევან ებრალიძე - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) გულნარა თოდრაძე - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი  თანამშრომელი;
გ) ნათელა  ანანიაშვილი - რაფიელ  აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;
 
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ქეთევან ებრალიძე, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის   მოადგილედ გულნარა თოდრაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 7 თებერვლისა.
5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 347/01-01  

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილების  ძალაში შესვლამდე გამოცემულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შვებულებაში გასვლის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2024 წლის      24 დეკემბერს   ძალაში   შევიდა    საქართველოს  მთავრობის      N441 დადგენილება „უქმე   დღეების   განსაზღვრის   შესახებ“,   რომლის  პირველი  მუხლის თანახმად ,,საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს შრომის  კოდექსი“  30-ე მუხლის  მე-3   პუნქტის   შესაბამისად,    საქართველოს  ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ        ადმინისტრაციულ ორგანოებში   (შემდგომში  – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის  3 იანვარი , 6 იანვარი , 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად.“ ხსენებული დადგენილების  ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ    უნივერსიტეტის   ცალკეული    პერსონალის   მიმართ    უკვე გამოცემული იყო   შესაბამისი    ბრძანებები   პერსონალის  კუთვნილი     შვებულებით სარგებლობის თაობაზე,  რომლებიც 2025 წლის  3 იანვარს , 6 იანვარს , 8 იანვრიდან   10 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, როგორც საშვებულებო დღეებს. ყოველივე ზემოხსენებულიდან  გამომდინარე,  უნივერისტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ    ბრძანებების    კანონმდებლობასთან   შესაბამისობაში    მოყვანის მიზნით, რომლებიც გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილების       ძალაში   შესვლამდე   და   ადგენს   ცალკეული   პერსონალის საშვებულებო პერიოდს,    რომელშიც    ჩათვლილია    აღნიშნული     დადგენილებით განსაზღვრული უქმე  დღეებიც  და საქართველოს მთავრობის  2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილების პირველი მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  და  24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის    ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ შესაბამის ბრძანებებში   და  პერსონალის შვებულების  ხანგრძლივობა  განისაზღვროს  2025 წლის 3 იანვრის,  6 იანვრის,  8 იანვრიდან  10 იანვრის  ჩათვლით პერიოდის  უქმე დღეებად ჩათვლის გათვალისწინებით.
2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 416/02-01  

ელიდა კვანტალიანის მოსაგონარი

2024 წლის მიწურულს, სულ ერთი კვირის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის პროფესურას გამოაკლდა  ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, თურქოლოგი ელიდა კვანტალიანი, რომლის პროფესიული შრომითი გამოცდილება 1970 წლიდან უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაშინდელი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქოლოგიის კათედრას, სადაც მისი აკადემიური კარიერა თურქული ენის რიგითი მასწავლებლიდან დაიწყო და დოცენტისა და 1999 – 2005 წწ. უკვე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას მიაღწია.

 

ელიდა კვანტალიანი სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა სასპეციალიზაციო კურსებს თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ყველა ზემოჩამოთვლილ პოზიციაზე ის სიყვარულითა და გულისხმიერებით ემსახურა მშობლიურ უნივერსიტეტს, მის სტუდენტებსა და  საკუთარ დარგს – თურქოლოგიას. ელიდა კვანტალიანის დეკანობის პერიოდში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც ტრადიციულად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენებისა და კულტურის, ისტორიის სწავლება-კვლევაზე იყო ორიენტირებული, სწორედ მისი ძალისხმევითა და ხელშეწყობით გაიხსნა შორეული აღმოსავლეთის (იაპონისტიკა, სინოლოგია) მიმართულების პირველი საგანმანათლებლო პროგრამები.

 

ელიდა კვანტალიანის ნაშრომებს: თურქულ-ქართული სავარჯიშოების კრებული (2011წ.); ქართულ-თურქული ლექსიკონი (2010 წ.); თურქული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო (2009 წ.); თურქული ქრესტომათია ლექსიკონით (2002 წ.); ნაცვალსახელები თანამედროვე თურქულ ენაში (1995 წ.); თურქულ-ქართულ-ლათინური და ქართულ-თურქულ ლათინური სამედიცინო ლექსიკონი (2024 წ.) არ დაუკარგავს აქტუალობა და დღესაც ქართველი თურქოლოგების ახალი თაობების აღზრდას ემსახურება, ხოლო  მისი ბოლო ნაშრომი – თურქულ-ქართულ-ლათინური და ქართულ-თურქულ ლათინური სამედიცინო ლექსიკონის გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა თურქეთის აკადემიურ წრეებშიც.

 

ქალბატონი ელიდა კვანტალიანის ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტსა და უპირველეს ყოვლისა, მის მშობლიურ თურქოლოგიის კათედრაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი ნახევარსაუკუნოვანი შრომითი გზისა და პროფესიული დამსახურებებისთვის  ელიდა კვანტალიანი გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

სრულად

ბრძანების N:

2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოპოლეს და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტების მიერ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე-15 პუნქტის , „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4 მუხლის  მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 33984/10; 17.12.2024) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს    კონკურსი   2024/2025 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინასებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ოპოლეს და ვიტაუტას მაგნუსის  უნივერსიტეტების   მიერ   თბილისის    სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 18 დეკემბერს.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)    ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; 
გ)    შოთა ფოთოლაშვილი, თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მადონა ჯალაღონია.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა   წარმართოს  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის  N 8/04 ერთობლივი ბრძანებით  დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 344/01-01

სიმონ გელაშვილისათვის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის  მედლის მინიჭების პირობებისა და  დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №107/2020 დადგენილების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის 15 ნოემბრის №31017/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს სიმონ გელაშვილს მიენიჭოს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

 

სრულად

ბრძანების N: 136/2024

დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №33178/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი (დანართი №1) და მისგან გამომდინარე: უცხოური ენის ცოდნის დონეების განმარტება (დანართი №2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი №3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი №4), რეკომენდაციები სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურისათვის (დანართი №5), განაცხადის ფორმა სადისერტაციო ნაშრომის ავთენტურობის შესახებ (დანართი №6), შემაჯამებელი ანგარიში დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ (დანართი №7), სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნის ფორმა (დანართი №8), რეცენზიის ფორმა (დანართი №9), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი №10), დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვის პროცედურების გასაჩივრების წესი (დანართი №11), დისერტაციის დაცვის პროცედურების გასაჩივრების წესი (დანართი №12). 


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილება.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 138/2024

კონფერენცია პოსტსადოქტორო პროგრამის ფარგლებში

This joint event of the postdoctoral fellowship program took place in Dortmund, Germany, from 20th to 24th June 2022 under the conference name “Sustainable Relations – Sustainable Actions: Interdisciplinary Approaches in Studying Institutional Change and Social Practice”.

 

It aimed to support the academic careers of the next generation of Central Asian and Caucasus academics. The program offered an accompanying academic and professionalization program as well as continuous network-building opportunities both within the Central Asian/ Caucasus scholarly community and between Central Asia/Caucasus and Germany/Europe. This formed a solid foundation for future cooperation and partnerships between universities and other institutions in Central Asia and the Caucasus as well as in Germany. The program pursued a “professionalization-through-research” approach that focused to systematically combine and interweave research and professionalization goals and activities, with a particular emphasis on connecting the fellows with their German postdoc-tandem-partners.

 

The Postdoctoral Fellowship Program “Institutional Change and Social Practice. Research on the Political System, the Economy and Society in Central Asia and the Caucasus” is a 3-year project funded by Volkswagen Foundation and managed jointly by Bielefeld University and TU Dortmund University.

 

For more information about the Postdoctoral Fellowship Program please see the link.

სრულად

ბრძანების N:

საბოლოო შედეგები კონკურსში: სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს – სტიპენდიატ სტუდენტთა სია (2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

კონკურსში " სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამარჯვებულ სტუდენტთა სია, რომელთაც მოიპოვეს სტიპენდია 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობის მიზნით, სიაში წამოდგენილია "სტუდენტის ID", რომელიც ყველა სტუდენტს შეუძლია იხილოს საკუთარ uni.tsu.ge-ს ბაზაში.

სიაში მყოფ სტუდენტებს, რომელთაც არ გამოუგზავნიათ პირადობა და საბანკო რეკვიზიტი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ დოკუმენტები მოთხოვნილი ფორმით მეილზე: stipendiaeab@tsu.ge 

 

იხილეთ დანართი:

 

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577799740

გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2024 წლის 11 დეკემბრის N33369/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 10 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება ნანა ბახსოლიანი- უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ნანა ბახსოლიანთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

3.წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 341/01-01

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2025 წლის №6 გამოცემისთვის

 

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY LABOUR LAW REVIEW) 2025 წლის №6 გამოცემისთვის.

 

1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს;

2. სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;

3. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;

4. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას (იხ. დანართი №1) და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:

ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა; ე) რეცენზია პუბლიკაციაზე.

5. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, დოქტორის ხარისხის მქონე შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით); დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;

6. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;

7. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ტექსტი − Sylfaen-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის ფონტის ზომა უნდა იყოს 12, სქოლიოების ტექსტის ფონტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.0 ინტერვალი;

8. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ. დანართი №2), ხოლო, რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ. დანართი №3);

9. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე, ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;

10. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;

11. დოკუმენტები მიიღება 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე – contlablawrev@gmail.com

 

იხ. ჟურნალის Facebook გვერდი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 -ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-4 და მე - 6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 28 ნოემბრის N32173/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 10 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 13 იანვრიდან 2025 წლის 17 იანვრის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 7 თებერვლისა.

5. კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (2- 0,5) საშტატო ერთეული გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული.

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 13 იანვრიდან 2025 წლის 17 იანვრის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, თამარაშვილის ქ. №6, ოთახი №10.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 334/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 6 სექტემბრის №237/01-01 და №239/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 ოქტომბრის №118/2024 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 01.11.2024, №20171/10-02; 07.11.2024, №20457/10-02; 04.11.2024, №20283/10-02; 05.11.2024, №20327/10-02; 27.11.2024, №21581/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრა:


ირაკლი ბათიაშვილი - პროფესორი;


ბ) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის არაბისტიკის კათედრა: 


გიორგი ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი;


გ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა:


გ.ა) ფრანგული ლიტერატურა:


ილია გასვიანი - ასოცირებული პროფესორი; 


გ.ბ) იტალიური ფილოლოგია:


მაია ჯავახიძე - ასოცირებული პროფესორი; 


დ) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


დ.ა) კლასიკური ფილოლოგიის კათედრა:


დ.ა.ა) მანანა ფხაკაძე -  ასოცირებული პროფესორი;
დ.ა.ბ)  გიორგი უგულავა - ასოცირებული პროფესორი;;


დ.ბ) ნეოგრეცისტიკის კათედრა:


ანა ჩიქოვანი - ასოცირებული პროფესორი;


ე) თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ეკატერინე ნავროზაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ვ) ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრა:


ვლადიმერ ასათიანი - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 128/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ჟურნალისტიკა (რუსულენოვანი) - დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 25 ნოემბრის №31827/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს


1. დამტკიცდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II  ნაწილის  „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 ქვეპუნქტი:


„411. ჟურნალისტიკა (რუსულენოვანი) (დანართი 325);“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 132/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის ქართული ენის ცოდნის დადგენის მიზნით ტესტირების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 03 დეკემბრის N32585/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის ქართული ენის ცოდნის (ქართული ენა B1) დადგენის მიზნით ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2024 წლის 06 დეკემბერი.

2. წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული ტესტირების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ-ს საგამოცდო ცენტრს.

3. წინამდებარე ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული ტესტირების გავლის მიზნით პროფესიული სტუდენტების ინფორმირება დაევალოს თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრს.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 331/01-01