საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასკვნით გამოცდებთან დაკავშირებით თსუ რექტორსა და ფაკულტეტებს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შედეგად, სტუდენტებს საბოლოო შეფასება აესახებათ თსუ-ის საგამოცდო ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.

 

 უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით თითოეულ სასწავლო კურსზე გაძლიერდება მონიტორინგი ნაშრომების გადაცემის, გასწორებისა და ასახვის ვადების დაცვის მიზნით.

 

ასევე, ყველა სტუდენტისთვის, ვისთვისაც საჭირო გახდება დამატებით გამოცდა, საგამოცდო შედეგები ცნობილი იქნება დამატებითი გამოცდის თარიღამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.

გისურვებთ წარმატებას!

სრულად

ბრძანების N:

თსუ ახალგაზრდული ცენტრის ტუტორიუმის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

თსუ ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეობრივი პროგრამის, ტუტორიუმის შეჯამების ღონისძიებას გაიმართა.  

 

ტუტორიუმი უნივერსიტეტში არაფორმალური განათლებისა და მხარდაჭერის პროგრამაა. მისი მიზანია ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის სტუდენტების (ეთნიკური უმცირესობები) აკადემიური და სოციალური ინტეგრაციისა და ენის შესწავლის ხელშეწყობა გამოცდილი, უფროსკურსელი სტუდენტების, ტუტორების დახმარებით.


ტუტორიუმის პროექტი ინიცირებულია  USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას თსუ-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს   „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) .

 

საშეღავათო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, რომელიც 2010 წელს დაიწყო, წლიდან წლამდე იზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების რაოდენობა, რაც  ცალსახად დადებითი ფაქტია. ამავდროულად იზრდება მათი ენობრივი და სოციალური ინტეგრირების საჭიროება. სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით და არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ხორციელდება თსუ-ში ტუტორიუმის პროგრამა.  2016 წლიდან დღემდე დაახლოებით 300-მდე  მოხალისე ტუტორი, ხოლო 3900-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბენეფიციარი მონაწილეობდა პროგრამაში.  2024 წელს 30-მა ტუტორმა დაასრულა პროგრამა წარმატებით, ხოლო პროგრამიდან სარგებელი ეთნიკური უმცირესობის  370-მდე სტუდენტმა მიიღო. მოხალისე ტუტორები, გადამზდების შემდგომ, კოორდინაციას უწევენ  ქართულ ენაში მომზადების  ერთწლიანი პროგრამის, ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა ერთ ჯგუფს (10-15 სტუდენტისაგან შედგება თითოეული ჯგუფი), ეხმარებიან ენობრივი ბარიერისაგან გამოწვეული პრობლემური საკითხების მოგვარებაში, ასწავლიან ქალაქსა თუ აკადემიურ სივრცეში ორიენტაციას, აცნობენ ქვეყნის მრავალფეროვნებას, ცნობიერებას უმაღლებენ სამომავლო პროფესიების შესახებ, რათა შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება საბაკალავრო საფეხურზე გადასვლისას, უვითარებენ მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარებს.

 

ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას ტუტორები  როგორც პროგრამის ფარგლებში შემუშავებული გაიდის დახმარებით, ასევე საკუთარი ინიციატივებისა და ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელებით ცდილობენ.

 

ტუტორიუმის პროგრამა თავად ტუტორებს უვითარებს ლიდერულ უნარ-ჩვევებს, აძლევს ინტერკულტურულ გარემოში მოქმედების გამოცდილებას, უმაღლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ თავისი საქმიანობით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე ზრუნვით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პროცესში.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 18 ივნისის „2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/73 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 27 ივნისის N16838/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 9 ივლისის N17929/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 8 ივლისის N17882/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 10 ივლისის N18131/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 11 ივლისის N18199/31, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 1 ივლისის N17014/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 30 ივნისის N16993/26 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 187/01-01

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვის თარიღი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა შედგება 12 ივლისს 16.00 საათზე და 18 ივლისს 14.00 საათზე თსუ მედიცინის ფაკულტეტზე, 

მისამართი: დეკანატის/მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობა (ბელიაშვილი 78), აუდიტორია 329.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართალში

2024 წლის 25 მაისს, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ ფაკულტეტზე, შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართალში „მართლმსაჯულება საზღვრებს მიღმა: პანელური დისკუსია საერთაშორისო სისხლის სამართლის მომავალზე“. კონფერენციაზე თსუ-სა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალური საკითხებზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მომხსენებლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სრულად

ბრძანების N:

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და პოლონურ უნივერსიტეტს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის რექტორთან ზბიგნევ ოსადოვსკისთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური ძალისხმევით, დააარსებენ სლუპსკის დავების გადაწყვეტის ცენტრს.

 

ცენტრი ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებას, ასევე, იზრუნებს აკადემიური და დავის გადაწყვეტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების განვითარებას.

 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ცენტრის ფუნქციონირების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის. „მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს შევუწყობთ სტუდენტთა სტაჟირებას; პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს; ერთობლივად ვიმუშავებთ დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შედგენასა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებას“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობაა, და ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია ყოველწლიური ერთობლივი კონფერენციების ჩატარება, ერთობლივი ჟურნალის გამოცემა, ახლა კი დავების გადაწყვეტის ცენტრის დაარსება“- განცხადა სლუპსკის პომერანის უნივერსიტეტის რექტორმა ზბიგნევ ოსადოვსკიმ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური/ინსტიტუციური რესურსებით ხელს შეუწყობენ სტუდენტთა სტაჟირებას და პროფესორების/ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლით პროგრამებს, გააერთიანებენ ძალისხმევას დავის გადაწყვეტის სფეროში სასწავლო კურსების შემუშავებისა და კლინიკური იურიდიული განათლების განვითარებისთვის.

სრულად

ბრძანების N:

სოციალური მუშაობის საბაკალავრო ნაშრომების დაცვის გრაფიკი

სოციალური მუშაობის საბაკალავრო ნაშრომების დაცვის გრაფიკი

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის პანელური დისკუსია თემაზე – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“

2024 წლის 26 ივნისს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში, სამეცნიერო სიმპოზიუმის – „ადამიანის უფლებათა დაცვის  მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ მეოთხე პანელური დისკუსია გაიმართა ადმინისტრაციული სამართლის, საერთაშორისო სამართლის, კერძო სამართლის, სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით.

 

ღონისძიება გახსნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ. მან, აგრეთვე, ასისტენტ ნანა მჭედლიძესთან (დოქტორანტი, თსუ) თანაავტორობით გააკეთა მოხსენება თემაზე: „საკუთრების უფლების დაცვა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე ქართველმა დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მეცნიერებმა შესაბამისი მიმართულებებიდან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარმოადგინეს 15-წუთიანი მოხსენებები.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის ასისტენტ-პროფესორი გიორგი ამირანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი ირმა ხარშილაძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების პროფესორი ლაშა ბრეგვაძე და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის ასისტენტ- პროფესორი ელზა ჩაჩანიძე.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები:

1) თამარ ჟვანია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ადმინისტრაციულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება“;

2) მარიამ გრიგალაშვილი (დოქტორანტი, თსუ), თემა: „გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტი“;

3) თათია ბარაქაძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებისას მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი მექანიზმები და აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები“;

4) მარიამ კვირკვია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „გლობალური გამოწვევების გავლენა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე“;

5) გულიკო ფერაძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ქართველი ეროვნულ-დემოკრატები კერძო საკუთრების უფლების თაობაზე XX საუკუნის დასაწყისში“;

6) დავით ქანთარია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ქალთა პოლიტიკური უფლებების ევოლუცია და პერსპექტივები საქართველოსა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე“;

7) ჟირონ ხუჯაძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ადამიანი-ცხოველის მიმართების პრობლემურობა ადამიანური ღირსების განსაზღვრისათვის“;

8) ქეთევან ირომაშვილი (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ინფორმირებული თანხმობა, როგორც პაციენტის უფლებების დაცვის მექანიზმი“;

9) თამარ ტატანაშვილი (დოქტორანტი, თსუ), თემა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი – პარადიგმის ცვლილება კანონმდებლობაში“;

10) თამარ მსხვილიძე (სამართლის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), თემა: „კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის საკუთრების უფლების საერთაშორისო კერძოსამართლებრივი რეგულირება“;

11) ირაკლი ლეონიძე (დოქტორანტი, თსუ), თემა: „სამემკვიდრეო უფლება, მისი გადაცემა და რეგისტრაცია უდავო წარმოების საპროცესოსამართლებრივ ჭრილში“;

12) ნინო ხუბულია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ბავშვის საკუთრების განკარგვის რეგულირება და გამოწვევები“;

13) დარია ლეგაშვილი (სამართლის დოქტორი, თსუ), თემა: „მესამე პირის უფლების რეალიზების კერძოსამართლებრივი გარანტიები მის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში“;

14) გვანცა ხასია (დოქტორანტი, თსუ), თემა: „ტურისტის მიერ არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეუსაბამობის გამო, როგორც  ტურისტის უფლების დაცვის ეფექტიანი მექანიზმი“.

აღნიშნულ შეხვედრაზე პროექტის მონაწილეების მხრიდან წარმოდგენილ იქნა საინტერესო პრეზენტაციები მათ მიერ შერჩეულ საკვლევ თემასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ჟიურისთან ერთად გაიმართა დისკუსია განხილულ საკითხზე.

სრულად

ბრძანების N:

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:                                                                             

1.1       პროფესორის 1 რეკომენდაცია;

1.2       პირადობის მოწმობის ასლი;

1.3       სტუდენტის სასწავლო ბარათი;

1.4       სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

1.5       სიგელები;

1.6       სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;

1.7       ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

 

საბუთები მიიღება 2024 წლის 4 ივლისიდან – 11 ივლისის არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე - ekaterine.andghuladze@tsu.ge

იხ. სტიპენდიის მინიჭების წესი.

იხ. განცხადების ფორმა.

სრულად

ბრძანების N:

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 9 ივლისს. კენჭისყრა იწყება 10:00 საათზე და მთავრდება იმავე დღეს 17:00 საათზე (აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს დადგენილება 96/2014წ.).

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ინფორმაცია არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილების შესახებ

ინფორმაცია არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ

არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია

სრულად

ბრძანების N:

თსუ პროფესიული სტუდენტები აჭარაში საბაჟო-გამშვებ პუნქტებს ეწვივნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) სტუდენტები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებს: „ბათუმის პორტი“, და ,,სარფი“, ასევე ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ესტუმრნენ. 

 

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა “საბაჟო საქმის” პროფესიული პროგრამის სტუდენტებს დეტალურად გააცნეს საბაჟო კონტროლის ფორმალობები, დეკლარაციების/ტვირთების გაფორმების პროცედურები და ბარგის სკანირებისთვის განკუთვნილი უახლესი რენტგენო ინსპექტირების სისტემები.

 

უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე დაესწრნენ ნარკოტიკული საშუალების ძებნა-აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების იმიტირებულ ჩვენებას. შეხვედრების ფარგლებში. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალურად უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.

სრულად

ბრძანების N:

კონფერენცია თემაზე: „არასრულწლოვანთა ქორწინება: ისტორიული მდგომარეობა და თანამედროვე სამართლის დამოკიდებულება“

კონფერენცია თემაზე: „არასრულწლოვანთა ქორწინება: ისტორიული მდგომარეობა და თანამედროვე სამართლის დამოკიდებულება“

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „არასრულწლოვანთა ქორწინება: ისტორიული მდგომარეობა და თანამედროვე სამართლის დამოკიდებულება“.

 

კონფერენცია გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფერსორმა თამარ ზარანდიამ, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ და მოწვეულმა ლექტორმა, დოქტორანტმა მარიკა დუმბაძემ.

 

კონფერენციის თემატიკის აქტუალობაზე ისაუბრეს და მოხსენებები წარმოადგინეს  პროფესორებმა, მოწვეულმა ლექტორებმა და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებმა.

 

აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა არასრულწლოვანთა ქორწინების სამართლებრივ საკითხებს, ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებსა და ცვლილებების მიზეზებზე, ემანსიპაციასა და იძულებითი ქორწინების საკანონმდებლო რეგულირებებზე.

 

კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და აქტუალურ საკითხებზე საინტერესო მსჯელობით დაიხურა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 7 ივნისის №150/01-01 ბრძანების, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის 19 ივნისის №16011/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №10 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ნათელა ფარცხალაძე  - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სალომე ნამიჭეიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თეონა მატარაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) შორენა საძაგლიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) კახა ქეცბაია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნათელა დონაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლელა გაფრინდაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) გია ჟორჟოლიანი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რევაზ ჯორბენაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ გერსამია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ზურაბ აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ვახტანგ მაისაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ვაჟა ლორთქიფანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარინა მუსხელიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეონა მატარაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 72/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 30 აპრილის №106/01-01 და 2024 წლის 2 მაისის №113/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 3 ივნისის №66/2024 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 26.06.2024, №10766/29; 27.06.2024, №16801/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის №10 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა:

 
ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;


ბ) მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა:


ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;


გ) მარკეტინგის კათედრა:


მარინა ალანია - ასისტენტ-პროფესორი;


დ) ფინანსების და საბანკო საქმის კათედრა:


თამარ კბილაძე - ასისტენტ-პროფესორი;


ე) მაკროეკონომიკის კათედრა:


მარინა ტაბატაძე - ასისტენტ-პროფესორი;


ვ) ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა: 


ლალი ხურცია - ასისტენტ-პროფესორი;


ზ) მიკროეკონომიკის კათედრა:


თამარ ლაზარიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 

სრულად

ბრძანების N: 74/2024

„საბჭოთა საქართველო - ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ - სტუდენტური კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია „საბჭოთა საქართველო - ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია  სტუდენტური ორგანიზაცია „პოლიტიკური სკოლა.“

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის, მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ისტორიის, კულტურის, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლას. აგრეთვე, საბჭოთა მანკიერი სისტემის წარმოჩენას კულტურის სხვადასხვა სფეროში.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საბჭოთა საქართველოში კულტურის 70-წლიან ისტორიაზე, საბჭოთა ტერორზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია პოსტსაბჭოთა საქართველოს პერსპექტივებზეც.

 

თსუ აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა: I ადგილი - გუგა მამისეიშვილი, გიორგი ხელიძე „ქართული ლიტერატურა სტალინის აჩრდილქვეშ“; II ადგილი - ნია ლორია, მარიამ ხაჩიძე „საბჭოთა საქართველოში კონსტიტუციებისა და არსებული რეალობის შედარებითი ანალიზი, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, არჩევნებისა და სახელმწიფო ენის კონტექსტში“; III ადგილი- თეკლა ჩხეიძე „რკინის ფარდის გარღვევა: დასავლეთევროპული ლიტერატურა საბჭოთა ქართულ ლიტერატურულ დისკურსში“.

 

გამარჯვებული სტუდენტები, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37- 2 -ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32- 2 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2024 წლის 10 ივნისის N 15060/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 14 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 16 ივლისიდან 2024 წლის 22 ივლსის ჩათვლით, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივლისისა

5. კონკურსი გამოცხადდე ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;

6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

7. ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;

8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 ივლისიდან 2024 წლის 22 ივლისის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. №11, მე-4 სართული, ოთახი N408;

9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე; 10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი)

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 152/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

  1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი № 1- ის მიხედვით.
  2. 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 17- 27 ივნისის ვადაში და 15-25 ივლისის ვადაში.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სრულად

ბრძანების N: 10/26

"ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის" პრეზენტაცია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით 11 ივნისს, ნაირა ბეპიევის წიგნის, „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პრეზენტაცია გაიმართება.


„ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“ პირველად ქვეყნდება. მასში აღწერილია არა მხოლოდ წიგნები, არამედ პერიოდიკა, საარქივო მასალები, სტატიები, სხვადასხვა ავტორთა შრომები. ამასთანავე, წიგნი მოიცავს როგორც მხოლოდ ოსურად დაწერილ მასალებს, ისე ორენოვან წიგნებსა და ნაშრომებს, აგრეთვე ქართულ და უცხოურ ენებზე დაწერილ ტექსტებს. წიგნში ოსი ხალხის ისტორიის, კულტურის, განათლების, ლიტერატურის, ენისა და სხვადასხვა სახის მასალებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალაც. წიგნში მასალები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.


სიახლეა, რომ წიგნს ერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აღწერილობის ხელნაწერი ოსური წიგნების ფოტობარათები. ამ წიგნში გამოქვეყნებული ფოტო-კატალოგი ბევრი მკითხველისათვის საინტერესო საკვლევი მასალა იქნება.


სიახლეა ისიც, რომ დღემდე მიუწვდომელი იყო 1990 წლის შემდეგ ცხინვალსა და სხვა ქალაქებში გამოცემული ოსი ავტორების წიგნები. ცხინვალელი კოლეგების დახმარებით წიგნში ეს მასალაც არის გათვალისწინებული.


წიგნი კარგი გზამკვლევი იქნება იმ მეცნიერ-მკვლევართათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფიაში“ წარმოდგენილი ნაშრომებით.


წიგნი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „არავერბალური კომუნიკაცია“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „არავერბალური კომუნიკაცია“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2024 წლის 22 მაისის N123/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 07 ივნისის N14948/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „არავერბალური კომუნიკაცია“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 18 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით; თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის - 350 ლარით;

2. ტრენინგკურსის „არავერბალური კომუნიკაცია“-ს ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 85 ლარით; ხოლო ერთ ჯგუფში 14 ან/და მეტი მსმენელის არსებობის შემთხვევაში ტრენერის ანაზღაურება ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვროს - 200 ლარით ( საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 171/02-01

დოქტორანტ ალექსანდრე ვაჭარაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ალექსანდრე ვაჭარაძის სადისერტაციო ნაშრომის: „მწვანე ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“ საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).

სამეცნიერო ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, პროფესორი მირიან ტუხაშვილი, პროფესორი მურმან კვარაცხელია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი  თამარ ათანელიშვილი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე, ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი (თავმჯდომარე), ასოცირებული პროფესორი  ნინო მიქიაშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი  ნაზირა კაკულია, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი ლალი ხურცია  (მდივანი).

სრულად

ბრძანების N: