საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,   პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა  და  პაატა  გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის ინსტიტუტის  დირექტორის  რამაზ  აბესაძის 2022  წლის   2  ივნისის  N12732/10  წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 2 ივნისის სხდომის ოქმი N4 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანაშრომლების     შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნაზირა კაკულია -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბ) გიორგი ბერულავა -   პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მამუკა ხუსკივაძე - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის   მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ნაზირა კაკულია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ბერულავა   და   საკონკურსო კომისიის   მდივნად   მამუკა ხუსკივაძე.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისამდე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე