eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის,   “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29.12.2014წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 28 ივლისის N13/04 ერთობლივი ბრძანებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მერაბ ხოხობაიას  2026 წლის 28 ივლისის N16964/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 (ორი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 28 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1) აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრა, ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

2) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა, ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

3) გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრა, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა, მარკეტინგის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

4)  ტურიზმისა  და  მასპინძლობის  მენეჯმენტის  კათედრა  -  1  საშტატო  ერთეული  - კატეგორია ,,ა’’;

5) ეკონომეტრიკის კათედრა, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

6) მიკროეკონომიკის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

7) მაკროეკონომიკის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

8) თეორიული ეკონომიკის კათედრა, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’;

5. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112/2013 დადგენილებას, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  პერსონალის  შრომის ანაზღაურების    (თანამდებობრივი    სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ოქმი N6, 04.10.2013წ), ,,წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობებთან, ასევე, წამყვან პროფესორს უნივერისტეტთან არ შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის  შრომითსამართლებრივი ურთიერთობა“.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N19, თსუ მე-10 კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N403;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.