,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ზურაბ აბაშიძის 2026 წლის 21 ივლისის N12620/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2026 წლის 29-31 ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენციკლოპედიის დაარსებიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ევროპის ენციკლოპედიათა გაერთიანების (European Encyclopedia Netvork - EEN) კონფერენციის ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
გ) ზურაბ აბაშიძე - უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ)ზურაბ ბიჭოლაშვილი - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) ნინო უგრეხელიძე - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) მანონი ჯოჯუა - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) იოსებ სოფრომაძე - უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) არჩილ კუკულავა - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ლ) ნატო ჩუბინიძე - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა, წინამდებარე ბრძანებას თანდართული სახით (დანართი N1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია