eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026 წლის 3 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების  და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2026 წლის 4 აგვისტოს N17518/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 4 აგვისტოს სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ფიზიკურ-ქიმიური კვლევისა და ანალიზის განყოფილება:
გრიგოლ  უგულავა - მეცნიერი თანამშრომელი (0.5 საშტატო ერთეული)  - 4  წლის ვადით. 

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ  თანამშრომელ გრიგოლ უგულავასთან.
3. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026  წლის  13 ივლისიდან.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია