eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 17 ივლისის N16186/30 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 22 ივლისის N182/01-01 ბრძანებაში  და  1.2 პუნქტით დამტკიცებული N2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

                               სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 N

 ბაკალავრიატის საგანამათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

ჟურნალისტიკა

10

2.

მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და

ტურიზმის გეოგრაფია

20

3.

სოციალური მუშაობა

10

 4. სოციოლოგია 15
 5. პოლიტიკის მეცნიერება 20

 

 

 

N

 

მაგისტრატურის  საგანამათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1.

სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური

გეოგრაფია

5

2.

კონფლიქტოლოგია

5

3.

სოციოლოგია

3

4.

მედიის კვლევები

5

5.

პოლიტიკის მეცნიერება

5

6.

მედიაფსიქოლოგია და

კომუნიკაციები(ინგლისურენოვანი)

5

7.

პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა

3

8.

სოციალური მუშაობა

5

9.

ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული

პოლიტიკა და მიგრაციები

5

 

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია