,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლების/ჯილდოების/პრემიების მინიჭების ერთიანი მიდგომის (პრინციპების) შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) ხათუნა მაისაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თამარ რუხაძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ვაჟა ტრაპაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) კობა ყალიჩავა - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) თამაზ ყარალაშვილი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მორის შალიკაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
მ) ალექსანდრე გაბაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია