საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 02 თებერვლის N15/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ სრულად

ბრძანების N: 275/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 1228/01-04

უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და წარმომადგენლის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტის (სტუმრად ყოფნის) პროტოკოლის/წესის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ


,,უმაღლესი   განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების  მე - 14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, უნივერსიტეტის საგარეო ურიერთობათა დეპარტამენტის   უფროსის თეა   გერგედავას 2022 წლის 20   დეკემბრის N33659/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1.   უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და წარმომადგენლის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტის (სტუმრადყოფნის) პროტოკოლის/წესის შემუშავების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ბ) მარიამ მკერვალიშვილი -       მედიცინის ფაკულტეტის უცხოელ    სტუდენტთა მომსახურების მენეჯერი,  სამუშაო ჯგუფის წევრი:
გ) თეიმურაზ პაპასქირი -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (სამეცნიერო დარგში), პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
დ) ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ე) კობა ყალიჩავა - იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი,  სამუშაო ჯგუფის წევრი:
ვ) თამარ ჭელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ზ) მერაბ ხოხობაია -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული  პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი: თ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ი) მამუკა აბესაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების  განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
ლ)ლელა კვინიკაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,  სამუშაო ჯგუფის წევრი:
მ) ლიკა კილაძე - იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


  
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 375/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 33979/10; 23/12/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 26 დეკემბერს.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   ვაჟა   ტრაპაიძე,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 374/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიუჯეტის ფაკულტეტებზე განაწილების ერთიანი მიდგომის შემუშავების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის (შემდგომში - ,,უნივერისტეტი“) ბიუჯეტის ფაკულტეტებზე განაწილების    ერთიან მიდგომაზე მუშაობის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) - კომისიის ხელძღვანელი;
ბ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
გ) გიორგი დავითაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) ვასილ გონაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ვ) ავთანდილ სილაგაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
ზ) თამარ კბილაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი - კომისიის წევრი;
თ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ი) ომარ ფურთუხია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
კ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ლ) მიხეილ ბახტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
მ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ნ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
ო) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
პ) მარი   წერეთელი   -   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ჟ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
რ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი; 
ს) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ტ) ლევან კერესელიძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი; 
უ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი.


2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა კომისიამ უზრუნველყოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფაკულტეტებზე განაწილების ერთიანი მიდგომისა და შემოსავლებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემის შემუშავება ფორმულის სახით, რომელიც ორიენტირებული იქნება შედეგებზე და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 28/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის   პირველი   პუნქტის,     ,,საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის და   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გურამ ქუთელიას 2022 წლის 21 დეკემბრის N22963/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 12 დეკემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს  სსიპ  -   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)   და განისაზღვროს არჩეულად:

გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
ირაკლი ჯავახიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი   ხელშეკრულების გაფორმება ირაკლი  ჯავახიშვილთან.
3.წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 376/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში:


ა) „1.1.“ პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ.დ)  საგამოცდო პერიოდი - 11 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 15 – 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1 - 10 იანვარი, 23 თებერვალი - 5 მარტი.

ბ)  „1.2.“  პუნქტის  „ე.გ“,  „ე.დ“  და  „ე.ე“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 ოქტომბერი - 31 დეკემბერი; 9-21 იანვარი; 
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15- 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ე.ე) არდადეგები - 23 თებერვალი - 5 მარტი.“

2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 377/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის სასერტიფიკატო კურსს „საბაზისო კურსი ზოგად და სპორტის ნუტრიციოლოგიაში“ დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ     ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის N33645/10 და თსუ   უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 21 დეკემბრის N33784/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის სასერტიფიკატო კურსს   „საბაზისო კურსი ზოგად და სპორტის ნუტრიციოლოგიაში“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია


 

სრულად

ბრძანების N: 373/01-01

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 დეკემბრის N580 დადგენილების ძალაში შესვლამდე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შვებულებაში გასვლის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე


2022 წლის 20 დეკემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის N580 დადგენილება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად ,,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად.“

ხსენებული დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის ცალკეული პერსონალის მიმართ უკვე გამოცემული იყო შესაბამისი ბრძანებები პერსონალის კუთვნილი    შვებულებით სარგებლობის თაობაზე, რომლებიც 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის   პერიოდს მოიცავს, როგორც საშვებულებო დღეებს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  იმ  ბრძანებების  კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში  მოყვანის მიზნით, რომლებიც გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილების    ძალაში შესვლამდე და ადგენს ცალკეული პერსონალის საშვებულებო პერიოდს, რომელშიც ჩათვლილია აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეებიც და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილების პირველი მუხლის, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ” და ,,პ” ქვეპუნქტების  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ შესაბამის ბრძანებებში და პერსონალის შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვროს 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის პერიოდის უქმე დღეებად ჩათვლის გათვალისწინებით.
2.   დაევალოს წინამდებარე ბრძანების პერსონალის პირად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
3.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 269/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი    N1-ის   მე-6   მუხლის   მე-17,   მე-18   და   მე-20   პუნქტების,    ალექსანდრე თვალჭრელიძის        სახელობის    მინერალური    ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის,   ალექსანდრე თვალჭრელიძის        სახელობის    მინერალური    ნედლეულის    კავკასიის    ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2022 წლის 19 დეკემბრის   N 33488/10   წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 19 დეკემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N8) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ალექსანდრე     თვალჭრელიძის     სახელობის     მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის     თანამდებობაზე      გამოცხადებული      კონკურსის      შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

სასარგებლო  წიაღისეულის  გამდიდრებისა  და  ჩამდინარე  წყლების  გაწმენდის სამეცნიერო კვლევითი განყოფილება
თამარ გურული - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება თამარ გურულთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,     ალექსანდრე  თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 372/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373    მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო          უნივერსიტეტის     დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის სამეცნიერო        პერსონალის    სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების    დაკავების    დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საშტატო  განრიგის    დამტკიცების    შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ნოემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის  გელა გელაშვილის 2022 წლის 16 დეკემბრის  N33259/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 14 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს    სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული

კონკურსის    შედეგები    (შემაჯამებელი    ოქმი)    და    განისაზღვრონ    არჩეულად    ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

კონდენსირებილი  გარემოს ფიზიკის განყოფილება

ა) დავით ჯიშიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით);
ბ) ლერი რუხაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება

ა)  გენადი თვაური - მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული (4 წლის    ვადით);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არჩეულ პერსონალთან;
3.  წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობი ფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 371/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ნოემბრის 34/04 ერთობლივი ბრძანების   და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2022 წლის 19 დეკემბრის N33545/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ი
ა)  რევაზ  დოღონაძის   სახელობის  თეორიულ  კვლევათა  ლაბორატორია:
თამარ დავითაია  - (4 წლის ვადით)   0,5 საშტატო ერთეული

ბ)  ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
რუსუდან  ჩალაძე -  (4 წლის ვადით)  0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება   რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 370/01-01

გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი „მწვანე სტიპენდიის“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა შერჩევის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის N38/05 ხელშეკრულებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 16 დეკემბრის N33312/28 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის    N38/05   ხელშეკრულების   შესაბამისად   გარემოსდაცვითი   დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი „მწვანე სტიპენდიის“ კანდიდატთა შერჩევა უზრუნველყოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    (შემდგომში    -    უნივერსიტეტი)    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა.
2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული კანდიდატები შეირჩეს „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის N38/05 ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების შესაბამისად.
3. უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა შერჩეულ კანდიდატთა  შესახებ  ინფორმაცია  წარუდგინოს  უნივერსიტეტის  სასწავლო  პროცესის
მართვის დეპარტამენტს არაუგვიანეს  2022 წლის 22 დეკემბრის 12:00 საათისა.
4. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა შერჩეული კანდიდატები წარუდგინოს  სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს“ 2022 წლის 16 დეკემბრის N38/05 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 368/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 07 ივნისის  №532031  ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 დეკემბრის №33261/10 წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 16 დეკემბრის №33301/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის („სკოლამდელი აღზრდა“  (თბილისი))  ხელმძღვანელი  შეიცვალოს  და  ზაქარია  ქიტიაშვილის  ნაცვლად
პროგრამის ხელმძღვანელად განისაზღვროს ქრისტინე ჩიხლაძე.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 369/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის    - პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ხელმძღვანელის  ხელმძღვანელის მარია ლუიზა ნორტონ პინტუს 2022 წლის 14 დეკემბრის  N22523/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის   ცენტრის ასისტენტის შესარჩევად.
2.   აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს: 
ა)მენეჯერული და ადმინისტრაციული უნარები.
ბ)ქართული და ინგლისური ენების (ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დონე - C1) სრულყოფილი ცოდნა;
გ)საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) სულყოფილად ცოდნა. 
დ) დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  CV ქართულ და ინგლისურ  ენაზე (EuroPass ფორმატში);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხის    დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ჩაითვლება პრიორიტეტულად);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ე) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო  წერილი;
ვ) მუშაობის   გამოცდილების   (არანაკლებ   ერთი   წელი)   დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ;
5. იდენტიფიცირებული  კანდიდატები  წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)   და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში 800 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტის    შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 9 იანვრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
8.   საბუთების  მიღება  იწარმოებს  2023 წლის  9 იანვრიდან  2023 წლის   16 იანვრის ჩათვლით  18:00  საათამდე  მისამართზე:   vacancy@tsu.ge  სათაურის  ველში  უნდა მიეთითოს „პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტი“.
9.   ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე  -  www.tsu.ge- ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში;
10. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა   აუდიტის   სამსახური,   საიფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 267/02-01

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52¬ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 09 დეკემბრის 32602/27 კორესპონდენციის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი” (დანართი N1). 

2. რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ელგუჯა ხინთიბიძე – სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე).
ბ) მაკა ელბაქიძე – სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
გ) ნანა გონჯილაშვილი – სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) ლელა ხაჩიძე – სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი); 
ე) ნესტან სულავა – სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) ქეთევან სირაძე – წმ. გიორგის სახელობის ქართულ-ბრიტანული სკოლის მასწავლებელი (კომისიის წევრი);
ზ) გიორგი ზვიადაძე – სტიპენდიის დამაარსებელი და შემომწირველი (კომისიის წევრი);
თ) ცირა ვარდოსანიძე – სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი (კომისიის მდივანი). 

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება. 

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. 

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 

ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი 
 

სრულად

ბრძანების N: 367/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ 

N 366-01-01-4-202212141423 
14/12/2022 
 
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის, ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე¬18 -21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 32922/10; 13/12/2022) საფუძველზე. 


ვბრძანებ: 

1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 15 დეკემბერს. 

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი კახიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე; ბ) თამარ ბერიშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი; გ) ზვიად აბაშიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 

დ) მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 
1  დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -ნათია კალანდაძე. 
2  კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე. 
3  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი). 
5  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი 

სრულად

ბრძანების N: 366/01-01

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე¬16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 დეკემბრის N32898/10 წერილის საფუძველზე, , 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ (დანართი N1), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის პროფესიული/საგანმანათლებლო/სპორტული/კულტურული განაცხადის წარმოდგენის ფორმა“ (დანართი N2), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის სამოქმედო გეგმის ფორმა“ (დანართი N3), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის ბიუჯეტის ფორმა“ (დანართი N4), ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სტუდენტური პროექტის განაცხადის შეფასების ფორმა“ (დანართი N 5). 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე -ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64. 


 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 263/02-01

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2022 წლის 01 დეკემბრის N356/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2022 წლის 12 დეკემბრის №32679/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2022 წლის 01 დეკემბრის N356/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესის) მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით ­

,,ა) აკადემიური მოსწრება (გარდა იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებისა) შეფასდეს 80 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფაკულტეტზე მოპოვებული კრედიტების ოდენობა -არანაკლებ 27 კრედიტისა; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები -არანაკლებ 26 კრედიტი.) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 365/01-01

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის -„პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM8) ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 

364-01-01-4-202212121627 
12/12/2022 
 
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ¬ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ თათრიშვილის 2022 წლის 07 დეკემბრის N22141/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე, 
 

ვბრძანებ: 
1. 2023 წლის 25-28 ივლისს სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის -„პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM8) 
ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ჯაბა სამუშია -უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე; 
ბ) თამარ თათრიშვილი -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
გ) ლაშა საღინაძე -უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) გიორგი ღვედაშვილი -უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ე) რამაზ ხომერიკი -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ვ) იოსებ ჩიკვაიძე -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ზ) მარინა გურგენიშვილი -უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
თ) გია პეტრიაშვილი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ი) მანანა მაცაბერიძე -საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
კ) ნანა ფირცხელიანი -სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ლ) ნათელა ანანიაშვილი -უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
მ) მარინე ზაუტაშვილი -უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ნ) ლანა შამანაური -სსიპ -რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ო) ნიკოლოზ კვინიკაძე -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
პ) თინათინ იზორია -უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსის მოადგილე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ჟ) მანონი ჯოჯუა -უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
რ) ნატო ჩუბინიძე -უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი; ს) არჩილ კუკულავა -უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ტ) გიორგი ტალახაძე -უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
უ) თამარ ებრალიძე -უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი. 


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა. 

3. დაევალოს საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ¬გვერდის მომზადება. 

4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა. 

5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა. 

6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება. 

7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ჯაბა სამუშია  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი 
 

სრულად

ბრძანების N: N 364/01-01