„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში:
ა) 1.1. პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობები განსაზღვრული იყო - 23 სექტემბერი - 28 დეკემბერი და 6-11 იანვარი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„23 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-18 იანვარი“;
ბ) 1.1. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 13 იანვარი - 8 თებერვალი(დასკვნითი), 13-19 თებერვალი (დამატებითი)- ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„20 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;
გ) 1.1. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი- ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„30 დეკემბერი - 12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;
დ) 1.1. პუნქტის „დ.ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობების თარიღები განსაზღვრული იყო - 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი, 6-18 იანვარი - სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;
ე) 1.1. პუნქტის „დ.ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო -20 იანვარი-8 თებერვალი(დასკვნითი), 13-21 თებერვალი(დამატებითი) - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;
ვ) 1.1. პუნქტის „დ.ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო- 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 22 თებერვალი - 2 მარტი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;
ზ) 1.2. პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობები განსაზღვრული იყო - 30 სექტემბერი -28 დეკემბერი და 6-18 იანვარი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;
თ) 1.2. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 20 იანვარი - 8 თებერვალი(დასკვნითი),13-19 თებერვალი(დამატებითი)- ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;
ი) 1.2. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:
„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია