„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ა.გ“ - „ა.ე“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 28 ოქტომბერი - 28 დეკემბერი, 13 იანვარი - 22 მარტი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები- 24 – 29 მარტი;
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 12 იანვარი, 30-31 მარტი.“
2. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 მე-2 პუნქტის „ბ.გ“ - „ბ.ე“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 30 სექტემბერი- 28 დეკემბერი, 13 იანვარი - 22 თებერვალი;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები- 24 თებერვალი – 01 მარტი;
ბ.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 12 იანვარი, 2 მარტი-7 მარტი.“
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია