საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ნინო პავლიაშვილის 2022 წლის 30 დეკემბრის N34774/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 29-ე მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ჟ) ნანი ჯანჯღავა - საწყობის გამგე -004 და 309 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (I კორპუსი).“.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 10/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი      ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 22 დეკემბრის   N373/01-01 ბრძანების, რექტორის 2023 წლის   18 იანვრის N9/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 იანვრის N840/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 39 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარის ოდენობით; თსუ-ის თანამშრომლებისათვისა და სტუდენტებისათვის - 350 ლარით;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი -70 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 7/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა- 6 - 7 თებერვალი; 
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლოპროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 8 -14 თებერვალი;
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 15თებერვალი;
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 16-20თებერვალი;
5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 21-22 თებერვალი;
6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 23 თებერვალი;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 11/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საბაზისო კურსი ზოგად და სპორტის ნუტრიციოლოგიაში“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 12 დეკემბრის N373/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 16 იანვრის N611/10  და თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  2023 წლის 17 იანვრის N679/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საბაზისო კურსი ზოგად და სპორტის ნუტრიციოლოგიაში“   დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 12 დეკემბრის N373/01-01 ბრძანების   კურსის   დასახელებაში   და  დამტკიცებული   ბრძანების   სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგიის საბაზისო კურსი“-ს დამტკიცების შესახებ“;
2.შევიდეს ცვლილება რექტორის 2022 წლის 12 დეკემბრის   N373/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1.დამტკიცდეს    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ნუტრიციოლოგის საბაზისო კურსი“ (დანართი 1);“
3.შევიდეს ცვლილება რექტორის 2022 წლის 12 დეკემბრის   N373/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის ახალი რედაქციით (დანართი N1);
4.დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
5.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი     ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 9/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  უფროსის  2023  წლის  11  იანვრის  „2022-2023  სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში,   უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის   ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან  დაკავშირებული  ვადების  განსაზღვრის შესახებ“ N1.1/3 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 12 იანვრის N346/28, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 17 იანვრის N656/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 12 იანვრის N339/29, მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 13 იანვრის N424/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 12 იანვრის N381/26; ჰუმანიატრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მოვალეობის შემსრულებელის 2023 წლის 13 იანვრის  N440/27; იურიდიული ფაკულტეტის   დეკანის  2023 წლის 17 იანვრის N688/31-05  წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1.   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N1);
1.2.   ჰუმანიატრულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2);
1.3.   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართიN3);
1.4.   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი N4);
1.5.   იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი N5);
1.6.   მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი N6);
1.7.   ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N7);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული     ერთეულებისათვის    გადაცემის      უზრუნველყოფა      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 10/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და მუშაობის წესის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ა,“ "ზ”  და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  - პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების    შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 19 დეკემბრის N267/02-01 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამხმარე      საგანმანათლებლო    ერთეულის            - პორტუგალიური ენისა  და კულტურის   ცენტრის  ასისტენტის საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  მარინე კობეშავიძე  - ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი  შამათავა  -  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის მოადგილე -კომისიის  წევრი;
გ) მარია ლუიზა ნორტონ პინტუ ტეიშეირა  - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი -  კომისიის  წევრი;
დ) დარეჯან გარადავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული  პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) რუსუდან დოლიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის  უფროსი, ასოცირებული პროფესორი; - კომისიის წევრი;
ვ) მარიამ რაზმაძე - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ჯგუფის ლიდერი, საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის   უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი  - კომისიის წევრი;
ზ) მაია ჭელიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;


2.   დამტკიცდეს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის   -   პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის  ასისტენტის შესარჩევი კომისიის  მუშაობის წესი (დანართი1);
3.   დამხმარე  საგანმანათლებლო ერთეულის     -    პორტუგალიური  ენისა  და კულტურის    ცენტრის   ასისტენტის  საკონკურსო  კომისიის   მუშაობის  ვადა განისაზღვროს 2023 წლის 18 იანვრიდან 2023 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.   წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს
დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი);
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 5/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების   შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების  შესახებ’’    საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,   53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,   54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,    56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,   57-ე მუხლის,    63-ე მუხლის   ,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების  თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული    ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის    ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და       ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემრულებლის   2019 წლის 24 დეკემბრის  N22/04   ერთობლივი ბრძანების პირველი   პუნქტით       დამტკიცებული  ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით  ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესის“ მე-2 მუხლის,  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 11 იანვრის N221/10 წერილის   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეტანილ  იქნას  ცვლილება  ,,სსიპ   -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საერთაშორისო საგრანტო  განაცხადების    შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის  შექმნის  შესახებ’’  უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის  ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ)  მანონი  ჯოჯუა -   უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის   უფროსი,  კომისიის წევრი;’’

2.  დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე     ბრძანების     გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.  ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 8/01-01

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის უწმიდესი და უნეტარესი ილია II -ის  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ოქროს მედლით დაჯილოების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის    იურიდიული   პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  დამტკიცების  თაობაზე’’  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის   პირველი პუნქტის, მე-8  პუქტის  ,,ა“ და  ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საზოგადოებასთან     ურთიერთობის     დეპარტამენტის მოვალეობის        შემსრულებლის    2023   წლის   10   იანვრის    N200/10   კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  საქართველოს დამოუკიდებლობის  მოპოვებისთვის   ბრძოლისათვის,  ეროვნული თვითშეგნებისა და სულიერების  განმტკიცების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის, დაბადებიდან  90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაჯილდოვდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერისტეტის ოქროს მედლით.

2.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.    დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   ბრძანება    განათავსოს   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 7/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის  ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების  ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების  გავლის გარეშე სწავლის უფლების  მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის  კანდიდატების/სტუდენტების   მიღების   წესისა   და უცხო  ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების  პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის  ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების  გავლის გარეშე სწავლის უფლების  მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის  ცოდნის  დადგენის  მიზნით გასაუბრების  ჩატარების ვადად   2023  წლის  20  იანვარი,   1-6  თებერვალი,  გასაუბრება   ქართულ,  რუსულ   და ინგლისურ ენებში;
2. აღნიშნული  გასაუბრების  ვიდეოჩანაწერის  უზრუნველყოფა  დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულებისათვის გადაცემის  უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 6/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 22 სექტემბრის N273/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 22 სექტემბრის N273/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1) შემოდგომის სემესტრი (I სემესტრის სტუდენტებისთვის):

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 24 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 3-24 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 24 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 10 ნოემბერი - 10 მარტი, დამატებითი გამოცდები - 11- 18 მარტი; 
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი.

1.2) შემოდგომის სემესტრი (მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის): 
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 3 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 3 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 20 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 17 ოქტომბერი - 20 თებერვალი, დამატებითი გამოცდები - 20-25 თებერვალი; 
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი, 25 თებერვალი- 5 მარტი.

1.3) გაზაფხულის სემესტრი (I-X სემესტრის სტუდენტებისათვის:): ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-18 მარტი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-20 მარტი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 20 მარტი – 28 ივლისი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 4 აპრილი – 28 ივლისი, დამატებითი გამოცდები - 31 ივლისი - 5 აგვისტო; 
ა.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 17 სექტემბერი;


1.4) გაზაფხულის სემესტრი (XI-XII სემესტრის სტუდენტებისათვის):
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 5 მარტი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი - 6 მარტი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 6 მარტი – 15 ივლისი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 21 მარტი - 15 ივლისი, დამატებითი გამოცდები 17-22 ივლისი; 
ა.ე) არდადეგები - 23 ივლისი - 17 სექტემბერი;

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 5/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის   N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის№113 დადგენილების - „სსიპ    – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ნოემბრის №24/04 ერთობლივი ბრძანებისა  და ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  მოვალეობის შემსრულებლის, დეკანის მოადგილის ზვიად მურადაშვილის 2023 წლის 10 იანვრის N128/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტზე     ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად   4   (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   16 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
თარგმანმცოდნეობის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („გ“ კატეგორია)

თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის   სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

5. ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა)განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    (დადგენილი      ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)ცნობა    ნასამართლობის    შესახებ    („უმაღლესი    განათლების    შესახებ“ საქართველოს კანონის         32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი    (უცხო    ქვეყანაში    მიღებული  განათლების    ან/და სამეცნიერო    ხარისხის    აღიარების    კანონმდებლობით    დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ზ)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ)სამოტივაციო წერილი;
6.საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის  22 თებერვლის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის    საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ    აპარატში,    თბილისი    ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი      კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს       ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი        ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 3/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  -„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    2022    წლის    28    ნოემბრის    №24/04    ერთობლივი    ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, დეკანის მოადგილის ზვიად მურადაშვილის 2023 წლის 10 იანვრის N128/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე 
პირი,   რომელსაც   აქვს   არანაკლებ   3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   16 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი კავკასიური ენების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის          32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება   გამოქვეყნდეს   გაზეთში   „თბილისის   უნივერსიტეტის"   ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 4/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მალაგას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 145/10; 10/01/2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში   პარტნიორი   მალაგას   უნივერსიტეტის       მიერ თბილისის        სახელმწიფო         უნივერსიტეტის         ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი    ჩატარდეს    2023    წლის    11    იანვარს    Zoom    პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე; 
ბ)ირმა    გრძელიძე,    თსუ    ხარისის    უზრუნველყოფის    სამსახურის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ)ლაშა საღინაძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 2/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 19 დეკემბრის N267/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლის,,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის    - პორტუგალიური ენისა და კულტურის    ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 19 დეკემბრის N267/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტის    შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 16 იანვრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;“

2.  ბრძანების უნივერსიტეტის     ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,  პერსონალის  მართვის 
დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი).
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 1/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2022   წლის 19 დეკემბრის  N33529/10 საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის      დამტკიცების      შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო   გაცვლით   და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესში (შემდგომში - ,,წესი“)’’:


ა)  წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
,,13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხო ენის ცოდნის დადასტურება უნდა მოხდეს:
ა) შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე:
1.ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა), ან Cambridge B2 First (Cambridge English First /FCE)-ის სერთიფიკატი;
2. გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate
(90-100);
3. ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2);
4. იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2);
5.ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2);
6. პორტუგალიური ენის შემთხვევაში: CAPLE (B2);
7. ბერძნული ენის შემთხვევაში: Certificate of Attainment in Greek (B2);
8.  თურქული ენის შემთხვევაში: TYS (B2).

ბ) უნივერსიტეტის    მიერ    ორგანიზებული    უცხოური    ენების ინსტიტუციური ტესტირებისშედეგის საფუძველზე (არანაკლებ 71 ქულისა), რომლის შედეგიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში.

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში    დასწრებულად   სწავლის   დამადასტურებელი   ოფიციალური   ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.

დ) ბაკალავრიატის საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში, სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით  რეგისტრაციისას.

ე) მაგისტრატურის საფეხურის აპლინატების შემთხვევაში, თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.

ვ) სადოქტორო საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში:
ვ.ა) საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში კვლევითი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე დასწრებულად, კვლევითი სტაჟირების ენის მითითებით, სადაც სტაჟირების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება/კვლევა/სტაჟირება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით 
პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას. კვლევის/ სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 თვე და მაქსიმალური - 5 თვე;
ვ.ბ) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური საქმიანობის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კერძოდ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განცხადების გაკეთების და წინა აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეულ სემესტრში მინიმუმ 5 კრედიტის დატვირთვის მქონე კურსის წაყვანა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს დოქტორანტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.
ვ.გ) მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების შემთხვევაში მედიკოსის დიპლომირებული პროგრამის უცხოურ ენაზე დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, თუკი სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს დოქტორანტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას და მასპინძელი უნივერსიტეტი არ ითხოვს შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.
ზ) თსუ-ს     სრულად უცხოენოვანი საგანმანათლებლო     პროგრამების     სტუდენტები თავისუფლდებიან     შესაბამისი    (რომელი    უცხოენოვან    პროგრამის    სტუდენტებიც არიან) უცხოური ენის ტესტირების ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი მასპინძელი უნივერსიტეტი ითხოვს შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.’’

ბ) წესის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ტესტირებას უცხოურ ენაში ორგანიზებას უკეთებს და ატარებს უნივერსიტეტი. ტესტირების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, საგამოცდო ცენტრი და ენების ცენტრი. ტესტირებაზე რეგისტრაცია ცხადდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებული არიან უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებადი გაცვლითი პროგრამებით. ვინაიდან, ტესტირების შედეგი ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში, ტესტირებაზე დაიშვება უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურზე იმყოფება   მე-2-დან   მე-6 სემესტრში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე პირველ და მეორე სემესტრში, ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე პირველივე სემესტრიდან.

ა) საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მოთხოვნის საფუძველზე,  უცხოურ ენაში ტესტირება  ჩატარდება  თითოეული  სემესტრის დასაწყისში  ერთხელ სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ხოლო დამატებით ერთი ტესტირება ჩატარდება ყოველი სემესტრის შუა პერიოდში მხოლოდ დოქტორანტურის საგანმანათებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.
ბ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ასევე ორგანიზებას გაუწევს ინდივიდუალურ ტესტირებას უცხოურ ენაში, გაცვლითი პროგრამებისათვის შერჩეული სტუდენტების ნომინირებისას მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან დამატებით უცხო ენაში ტესტირების ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში.’’ 

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი ჯაბა სამუშია 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 1/04

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 30 ნოემბრის N355/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   63-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი      და მე-9 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას 2022 წლის 27 დეკემბრის N 34423/30  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის  2022 წლის   30 ნოემბრის    N355/01-01  ბრძანებაში  (კერძოდ  ბრძანებაში  მითითებული   საკონკურსო დოკუმენტაციის  მიღების  პერიოდი,  ნაცლად  2023  წლის  3  იანვრიდან  2023  წლის  9 იანვრის  ჩათვლით,  დაფიქსირდეს  2023  წლის  9  იანვრიდან   2023  წლის  13  იანვრის ჩათვლით):
ა) ბრძანების   მე-3 პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი      გამოცხადდეს      2022     წლის      პირველ      დეკემბერს.      საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს 2023 წლის 9 იანვრიდან 2023 წლის
13  იანვრის   ჩათვლით.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 იანვრისა;“
ბ) ბრძანების   მე-6 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ 6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 9 იანვრიდან 2023 წლის
13 იანვრის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N 8; თსუ მე-6 კორპუსი, ოთახი N203-ა;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანებაკანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტი);
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 1/01-01

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 34544/10; 28/12/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს  კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული    უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 29 დეკემბერს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ირაკლი   კახიძე,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ)ფიქრია  ასანიშვილი,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)თამარ კბილაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის        სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო            გაცვლით   და   მობილობის   პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

 

სრულად

ბრძანების N: 379/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებათა საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, უნივერისტეტის ფაკულტეტების დეკანების თანხმობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის Nგ- 1/140/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებათა საჯაროდ გამოქვეყნების წესი“ (დანართი N1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი
 

სრულად

ბრძანების N: 378/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 30 სექტემბრის N285/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 30 სექტემბრის N285/01-01 ბრძანებაში:


ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“    ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 10 ოქტომბერი - 31 დეკემბერი; 9-30 იანვარი; 
ა. დ) საგამოცდო პერიოდი - - 31 იანვარი - 14 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
15- 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ა. ე) არდადეგები - 23 თებერვალი - 5 მარტი.


2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 380/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1).
2. შეუწყდეთ სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო წინამდებარე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად (დანართი №2).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი  ჯაბა სამუშია 

ბრძანება N1235/01-04

სრულად

ბრძანების N: 1235/01-04