საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის    „ნ“,    „ო“    და    „პ“    ქვეპუნქტების    და    ამავე    მუხლის    მე-2    პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის გიორგი ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ იქნას ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ    ბრძანებაში   და   ბრძანების   პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტური   პროექტების   დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

,,ა) გიორგი გრიგოლაშვილი -  სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი- საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმღვანელის  მოადგილე - საბჭოს წევრი;
გ) ვალერი  არღუთაშვილი  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი  - საბჭოს წევრი;
დ) გიორგი  ბურჯანაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
ე) ელენე  გელაშვილი    -    სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;’’
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;
თ) თეა  წითლანაძე  -  ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი -  საბჭოს წევრი.’’
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი    ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი    გიორგი შამათავა

 

სრულად

ბრძანების N: 6/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი   განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის   22-ე  მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მესამე ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  მე-100 მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის–ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“   „ო“  და   „პ“   ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის  დამტკიცების შესახებ“  №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტის, სსიპ -  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2023 წლის 11 იანვრის  „2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის  ერთი  დაწესებულებიდან  სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული  ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/3 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის  2023  წლის  17  თებერვლის 4076/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  2023 წლის 17 თებერვლის N4135/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის №4140/30, ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის  2023 წლის 17 თებერვლის  N4086/29,  იურიდიული ფაკულტეტის   დეკანის  2023  წლის  17  თებერვლის N4132/31-03   მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4173/32, ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის   2023  წლის  17 თებერვლის N4031/26 წარდგინებების

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  სსიპ   -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი  სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:


1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი(  დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი   (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი   (დანართი №7);

2. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 96/01-04    

2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მალაგას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტთა    საერთაშორისო    გაცვლით    და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 4668/10; 22/02/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო     წლის     გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მალაგას უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 24 თებერვალს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მერაბ   ხოხობაია,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ)ეკატერინე    ფირცხალავა,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი; 
დ)  ირინა  გველესიანი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას  დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 37/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ რექტორის 2023 წლის 27 იანვრის N17/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 21 თებერვლის N4386/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2023  წლის  27  იანვრის  N17/01-01  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებულ  N1 დანართში, მედიცინის ფაკულტეტის ნაწილში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N    დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება    ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1.          კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა                       6

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი         ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 39/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის N283/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  ნანა  გაფრინდაშვილის 2023 წლის  21 თებერვლის №4520/27 კორესპონდენციის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2018 წლის 14 ნოემბრის N283/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში  შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:


,,2. მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) დარეჯან გარდავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ პაპასქირი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
გ) ელისაბედ ბჟალავა – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) თეა შურღაია – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) მირიან    მახარაძე   –   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) თეა პიტიურიშვილი – სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი (კომისიის წევრი);
ზ) ნანი გელოვანი  – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ( კომისიის მდივანი)“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 40/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა მხოლოდ დავალიანების სრულად დაფარვის და სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 1/3-ის გადახდის შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადახდილი უნდა იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე. დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე, სტუდენტის მიერ სრულად უნდა იქნეს სწავლის საფასურის დავალიანება დაფარული. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დასკვნით გამოცდებზე არ დაიშვება“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი        ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 41/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის    „ნ“,    „ო“    და    „პ“    ქვეპუნქტების    და    ამავე    მუხლის    მე-2    პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის გიორგი ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეტანილ იქნას ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ    ბრძანებაში   და   ბრძანების   პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტური   პროექტების   დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


,,ა) გიორგი გრიგოლაშვილი -  სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი- საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმღვანელის  მოადგილე - საბჭოს წევრი;
გ) ვალერი  არღუთაშვილი  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი  - საბჭოს წევრი;
დ) გიორგი  ბურჯანაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
ე) ელენე  გელაშვილი    -    სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;’’
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ზ) გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;
თ)  თეა  წითლანაძე  -  ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი -  საბჭოს წევრი.’’
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი    გიორგი შამათავა

 

სრულად

ბრძანების N: 6/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების   და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების,   წარმომადგენლობითი  საბჭოს  სამდივნოს  უფროსის  გიორგი  ოქიტაშვილის 2023 წლის 21 თებერვლის  N4500/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები .,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური    პროექტების    დაფინანსების    წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2020 წლის 31 იანვრის  N24/02-
01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში(შემდგომში - ,,წესი’’)’’ :


ა) წესის მე-2 მუხლის მე - 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

„6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 7 მარტისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 11 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.“


ბ) წესის  მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,8. საბჭო თითოეულ სტუდენტურ პროექტს დაუყოვნებლივ გადასცემს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების მიზნით. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროექტის ბიუჯეტის და ამ მხრივ პროექტის განხორციელების ვადების რეალურობასა და შესრულების შესაძლებლობის თაობაზე. უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია, წარუდგინოს საბჭოს თითოეულ პროექტზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა ამ მუხლის მე-6 პუნქტით სტუდენტური პროექტების წარმოდგენისათვის განსაზღვრული  ვადის ამოწურვიდან  არაუგვიანეს 8 დღის ვადაში.’’.


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის       ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი          გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 43/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ.  გაიპარაშვილის 2023 წლის 20 თებერვლის N4270/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი)   შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ  მოეთხოვება:

ა)  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევით სფეროში ჰუმანიტარული/პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით;
დ) იცოდეს   თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, საქართველოს კანონი „ საავტორო და    მომიჯნავე   უფლებების   შესახებ“;   უნივერსიტეტის   წესდება,   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს განყოფილების საქმიანობა;
ბ) გაანაწილოს მოვალეობები განყოფილების თამანშრომლებს შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, განსაზღვროს მათ ფუნქციები და მისცეს დავალებები;
გ) ხელი მოაწეროს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) მოამზადოს წლის განმავლობაში განყოფილებაში გაწეული ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის დეტალურ ანგარიში, შეიმუშავოს განყოფილების მომავალი წლის კვლევითი მუშაობის მიმართულებები და წარუდგინოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ე) უხელმძღვანელოს და უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის (1918-1921წწ) საარქივო მასალის დამუშავებაში;
ვ). ორგანიზება გაუწიოს განყოფილებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
6. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’; 
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრული საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის  განყოფილების  გამგის  (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი)   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები  აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023   წლის   27 თებერვლიდან   2023 წლის 3 მარტის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს     დემოკრატიული     რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის     განყოფილების   გამგე   (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   საქართველოს   დემოკრატიული   რესპუბლიკის (1918- 1921წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის (I კატეგორის მთავარი ბიბლიოთეკარი)   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 14 მარტისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი        გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 41/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი,   მე-3,   მე-4   და მე-5 პუნქტების,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  322    მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 თებერვლის N5/04   ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის  2023 წლის 20 თებერვლის N4307/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების     და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და   გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 22 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 23 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 17 აპრილისა
5. კონკურსი გამოცხადდეს   მიხეილ ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური  გეოფიზიკის სექტორი

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  (7  წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  (7  წლის ვადით)  -  0,5 საშტატო ერთეული ბ) დედამიწის ფიზიკისა და  გეომაგნეტიზმის სექტორი
მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  -  0,5 საშტატო ერთეული

გ) სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტოფების რისკის სექტორი

მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  -  2 საშტატო ერთეული

დ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  (7  წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია    განსაზღვრული   პირობებისა   და   ვადების   დაცვით   წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი   პროდუქციის   ჩამონათვალი,   თარიღების   მითითებით   და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს    ,,სქესობრივი    თავისუფლებისა    და    ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართულ        დანაშაულთა       ბრძოლის       შესახებ’’       საქართველოს       კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე    კანონის     საფუძველზე     სასამართლომ     ჩამოართავა     საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 23 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700    საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.    მისამართი:   თბილისი,   მ. ალექსიძის ქ N1 მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს   გაზეთ   ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10..წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   პუბლიცისტიკასა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი       ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 36/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის    მე-2   და   მე-3   ნაწილების   და   57-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის, საქართველოს    განათლებისა    და    მეცნიერების    მინისტრის    2013   წლის    11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის   უფროსის   წერილის   (4280/10;   20/02/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 21 თებერვალს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თინათინ  დავითაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;


ბ)  მერაბ   ხოხობაია,   თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  თეა    გერგადავა,   თსუ    საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
დ) ირაკლი   კახიძე,  თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) სოფიო  თოთიბაძე, თსუ  ჰუმანიტარუულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4.დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი  (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი    ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 34/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის    მე-2   და   მე-3   ნაწილების   და   57-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის, საქართველოს    განათლებისა    და    მეცნიერების    მინისტრის    2013   წლის    11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების   ინსტიტუციონალური   კოორდინატორის   წერილის   (N   4179/10; 17/02/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+      საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში     პარტნიორი     სანტიაგო     დე     კომპოსტელას უნივერსიტეტის        მიერ     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის ადმინისტრაციული            პერსონალისთვის       გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 22 თებერვალს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დარეჯან  გარდავაძე, თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ეკატერინე    ფირცხალავა,    თსუ    ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 35/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 17, 20 თებერვალი, გასაუბრება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში;
2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის       გადაცემის       უზრუნველყოფა       დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 32/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ, სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით: პირველი ნაწილი (სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 1/3) - ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში, ხოლო დარჩენილი ნაწილი შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
2. პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა დაფაროს სრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
3. სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა დავალიანების დაფარვის შემდეგ და ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული პირობით. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანება აღემატება სემესტრული სწავლის საფასურის სრულ ოდენობას, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს დავალიანება არანაკლებ სწავლის სემესტრული საფასურის სრული ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი შესაძლებელია გადანაწილდეს და გადახდილი იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით, შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე..
4. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება ეძლევა მხოლოდ დავალიანების სრულად

დაფარვის და სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 1/2-ის (50%) გადახდის შემდგომ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადახდილი იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე..
ამ ბრძანების მიზნებისთვის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტად ითვლება:
ა) ბაკალავრიატის   საგანმანათლებლო   პროგრამის   მე-8   და   შემდგომი   სემესტრის სტუდენტი;
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი;
გ) სტომატოლოგიის საგანმანთლებლო პროგრამის მე-10 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი;
დ) მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-12 და შემდგომი სემესტრის სტუდნეტი; 
ე)   დაწყებითი   განათლების   მასწავლებლის   მომზადების   საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მე-10 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი;
ვ) მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამის მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტი.
5. სტუდნეტს, რომელიც წარმოადგენს სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი    სახელმწიფო   უწყებისადმი   მიმართვის   დამადასტურებელ   დოკუმენტს, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შეუძლია არაკნლებ 100 ლარის გადახდის საფუძველზე, შესაბამისი ვალდებულებით, რომ დაფინანსების ვერმიღების შემთხვევაში, სწავლის    საფასური    დაიფარება    მიმდინარე    სემესტრში    სასწავლო    პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
6. სტუდნეტს, რომელიც წარმოადგენს კერძო სპონსორის წერილობით დასტურს სწავლის საფასურის სავარაუდო დაფინანსების თაობაზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შეუძლია სწავლის საფასურის არაკნლებ 1/4 ნაწილის გადახდის საფუძველზე, შესაბამისი ვალდებულებით, რომ დაფინანსების ვერმიღების შემთხვევაში, სწავლის საფასური დაიფარება მიმდინარე სემესტრში სასწავლო პროცესისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე.
7. პროგრამული დაფინანსების მქონე საგანმანათლებლო პროგრამაზე,    ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტი თავისუფლდება ადმინისტრაციული რეგისტრაციის პერიოდში სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. სტუდენტის სტატუსის აღდგენის/მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში პროგრამული დაფინანსების მქონე პროგრამაზე სტატუსაღდგენილი/მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხულ სტუდენტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის და აკადემიურ რეგისტრაციაზე დაშვების უფლება გააჩნია სწავლის სემესტრული საფასურის არანაკლებ 1/4 ნაწილის დაფარვის საფუძველზე.
8. იმ შემთვევაში, თუ სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციის პერიოდში გადაიხდის სწავლის საფასურს, ხოლო შემდგომ მიიღებს დაფინანსებას, მას უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასურის დაბრუნება. სხვა შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი სწავლის საფასური გამოყენებულ იქნება მომდევნო სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის მიზნებისთვის.
9. კურსდამთავრებულს დიპლომის/ცნობის (ხარისხის მინიჭების შესახებ) მიღება შეუძლია ფინანსური ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში.
10. ძალადაკარგუალდ გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 24 იანვრის  N02/01-01 ბრძანება „სსიპ
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“. 
11. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი      ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 33/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2023 წლის 13 თებერვლის N3347/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ლისის საერთო საცხოვრებლის 25 (ოცდახუთი) ადგილზე.
2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2023 წლის 16 თებერვლის 11:00 საათიდან, 2023 წლის 17 თებერვლის 15:00 საათამდე.
3. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 32/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2023 წლის 07 თებერვლის N2733/32 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 6. მედიცინის ფაკულტეტი

1. ნინო ბეგიშვილი - რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა კოორდინატორი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N334);
2. თეიმურაზ დოჭვირი - რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მე-2 კატეგორია (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N334);
3. შორენა დარჩიაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N330);
4. მაკა ჯორბენაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N323);
5. ნინო ჩიხლაძე - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. სამედიცინო ეთიკის კათედრა. საერთაშორისო საგრანტო პროგრამა -ხელმძღვანელი ზაზა კაკუშაძე, ხელშეკრულება N-J- 23154-2002 (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N323);
6. მაია მანგოშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორია (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N335);
7. ჯულიეტა ხუციშვილი    - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორია (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N327);
8. თამარ ლეკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N326);
9. ციალა გიორგაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N324);
10. მარიამ მკერვალიშვილი   - უცხოელ სტუდენტთა მომსახურების მენეჯერი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N322);
11. ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის წამყვანი სპეციალისტი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N334);
12. ქეთი ცომაია - მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N334);
13. ქეთევან ძნელაძე - ფარმაკოლოგიის კათედრის ლაბორანტი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N310);
14. ირინე სულაბერიძე - პედიატრიის კათედრის მოწვეული პედაგოგი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ს. ჩიქოვანის ქ. N14);
15. მიხეილ ჯანგავაძე - პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის ასისტენტ- პროფესორი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
16. თეიმურაზ ჩიგოგიძე – უროლოგიის კათედრის პროფესორი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ქ. წამებულის გამზ. N55);
17. ნოდარ ხოდელი - კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
18. თამარ კეზელი - ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N312);
19. ვლადიმერ მარგველაშვილი - პროფესორი, ორთოპედული სტომატოლოგიისა და იმპლანტოლოგიის კათედრის პროფესორი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი);
20. აკაკი აბუთიძე  - ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის პროფესორის ასისტენტი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი; 
21. ნინო შარაშიძე - კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრის პროფესორი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N211);
22. თეიმურაზ ჯორბენაძე - პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის პროფესორი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
23. გიორგი გალდავა - დერმატო - ვენეროლოგიის  კათედრის პროფესორი  - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ჩაჩავას ქ.  N1);
24. თინათინ ბიგვავა - პედიატრიის კათედრის ლაბორანტი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ჩიქოვანის ქ. N14);
25. დარეჯან გუგუციძე - ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი  - კათედრაზე  არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი (თევდორე მღვდლის ქ. N13);
26. ლალი შარვაძე - ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ასოცირებული    პროფესორი    -    კათედრაზე    არსებულ    მატერიალურ    რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ყაზბეგის გამზ. N16);
27. ნინო ავალიშვილი - გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის კათედრის ლაბორანტი -კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (აღმაშენებლის მე-12 კმ.);
28. გიორგი ხეროდინაშვილი - კლინიკური ქირურგიის კათედრის პროფესორის ასისტენტი -კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ლუბლიანას  ქ. N66);
29. ნანა ჩოფიკაშვილი - მეანობა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (თევდორე მღვდლის ქ. N13);
30. ნინა მამამთავრიშვილი- შინაგან    დაავადებათა    პროპედევტიკის კათედრის ასოცირებული    პროფესორი -კათედრაზე  არსებულ  მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ნ. ჯავახიშვილის ქ. N1);
31. ნინო ოკრიბელაშვილი - ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი  -კათედრაზე  არსებულ  მატერიალურ  რესურსებზე  პასუხისმგებელი  პირი (ქავთარაძის ქ. N21ა);
32. ლევან თავბერიძე - კლინიკური ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ალ. ყაზბეგის გამზ. N16);
33. რომან შაქარიშვილი - ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის პროფესორი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი (ხელშეკრულება N463);
34. მანანა დგებუაძე - კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ლაბორანტი (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N306);
35. ვალერიან აბულაძე - სამედიცინო რადიოლოგიის   და ენდოსკოპიის კათედრის პროფესორის ასისტენტი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
36. ქეთევან ნაკაშიძე  - მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე (ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ოთახი N341);
37.  ნიკოლოზ  ანთელავა  -  ასოცირებული  პროფესორი,  ოფთალმოლოგიის  კათედრა  - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
38.რუსუდან ქარსელაძე - პედიატრიის კათედრის ხელმძღვანელი - კათედრაზე არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ჩიქოვანის ქ. N14).“. 

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 31/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო    განრიგის  დამტკიცების    შესახებ“ თსუ  რექტორის  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 თებერვალის №4/04 ერთობლივი ბრძანების   და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის  2023 წლის  20 იანვრის    N892/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ეკონომიკისა    და    ბიზნესის    ფაკულტეტზე    ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად.
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
3.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 23 თებერვალს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 24 მარტიდან  2023 წლის 30 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს  2023  წლის 17 აპრილისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 
ფინანსებისა და საბანკო საქმის  კათედრა
ასოცირებული  პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ბ“;
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   (დადგენილი     ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი    აკადემიური    ხარისხის    დამადასტურებელი    დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი    (უცხო    ქვეყანაში    მიღებული  განათლების    ან/და სამეცნიერო    ხარისხის    აღიარების    კანონმდებლობით    დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, 
წერილობით   გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2023  წლის  24  მარტიდან  2023
წლის 30  მარტის ჩათვლით.  ჩათვლით 1000-დან  1600  საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე    (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,   თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403.
8.ბრძანება   განთავსდეს   გაზეთ   "თბილისის   უნივერსიტეტი"-ს   ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი      ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 31/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  შემადგენლობის  დამტკიცების  შესახებ“  რექტორის  2020  წლის  14  აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული    „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების   წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკა და ბიზნესისი ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 09 თებერვლის  №2970/29 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ  ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების   სპეციალობის   ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
2. დამტკიცდეს  კონკურსში  მონაწილეობის მსურველის განცხადების  ფორმა (დანართი №1).
3. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მამია   ღაღანიძის   სახელობის სტიპენდიის   მინიჭების   წესისა   და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული    „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების  წესის“ საფუძველზე.

4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატის სტუდენტებმა  კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის განცხადება, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად; 
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა     სემესტრის     განმავლობაში     კონფერენციაში     მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა);
დ) წინა სემესტრის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის ასლი;
ე) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა, თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საქართველოს ბანკიდან სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.

5.  სტიპენდიის  მიღების  მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება  მოხდეს  2023
წლის 15 თებერვლიდან  27 თებერვლის  ჩათვლით.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში, ელექტრონული ფოსტის  გზავნილით,  მისამართზე:   nana.chargeishvili@tsu.ge.  (საკონტაქტო  პირი:  თეონა გამხუაშვილი ტელ: 2250484(9801)

7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე რექტორის 2020 წლის 14 აგვისტოს №:154/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  კომისიის  დასკვნა  მომზადდეს არაუგვიანეს  2023  წლის  6 მარტისა.

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი         ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 30/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მისაღები უცხო ენის გამოცდისთვის დამატებითი ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე- 6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 31 იანვრის N22/01-01  ბრძანებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ უცხო ენის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:
ა) გამოცდა უცხო ენაში - 15 თებერვალი (10:00 სთ);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 16 თებერვალი (12:00 სთ-მდე); 
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 თებერვალი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 29/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო კვლევით ერთეულის - თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 25 იანვრის  N3/04 ერთობლივი ბრძანების და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის  ლაშა ბრეგვაძის  2023 წლის 8 თებერვლის N2893/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის  სახელობის  სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.    მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით,  უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,   მათ  შორის  არანაკლებ 1 რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.    მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების  დამატებითი პირობების  მე-2  მუხლით (თსუ  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1) განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.    კონკურსი  გამოცხადდეს  2023  წლის  10  თებერვალს. საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 13 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022  წლის 21 მარტისა.
5.    კონკურსი    გამოცხადდეს თინათინ წერეთლის  სახელობის სახელმწიფოსა  და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლის   სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

კერძო სამართლის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული.

6.    სამეცნიერო თანამდებობაზე    გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია     განსაზღვრული    პირობებისა    და   ვადების    დაცვით    წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის   დამადასტურებელი   დოკუმენტის  ასლი  (პასპორტი/  პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის   შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი  ინფორმაცია  (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით  და არსებობის    შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის  ასლი ან სხვ.);
ზ)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს   ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა  ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ  ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7.    საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 13 მარტიდან  15 მარტის ჩათვლით. 1000-დან 1700  საათამდე, თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. მისამართი:  ქ. თბილისი.  გერონტი  ქიქოძის  ქ. N3,   მე - 2 სართული, კანცელარია. ტელეფონი: (+955 32) 298 32 45.
8.    ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ  ,,თბილისის    უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9.    ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
11.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 28/01-01