„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 30 აგვისტოს N235/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ა.გ“ “ა.დ” და „ა.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები– 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი, 13-25 იანვარი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 27 იანვარი- 15 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 20-26 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები- 30 დეკემბერი-12 იანვარი; 27 თებერვალი-2 მარტი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია