საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, ასოცირებული პროფესორის მ. მესტვირიშვილის 02.03.2020წ. N3277/26 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 42 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  თანხების  ხარჯვა  განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 35/02-01

სტუდენტთა VII საფაკულტეტო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021 წლის 13-14 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება სტუდენტთა VII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია. მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სტუდენტს. ერთი მოხსენების ავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი (იხ. მოხსენების მომზადების წესი).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე socpol.science@tsu.ge 2021 წლის 28 მარტის ჩათვლით.  ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „VII საფაკულტეტო კონფერენცია“. ელექტრონული ფოსტის მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

აბსტრაქტების შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 8 აპრილს. 

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. კონფერენციაზე იმუშავებს თემატური სექციები. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სექციებიდან შეირჩევიან გამარჯვებული მომხსენებლები. მათ მიერ ჟურნალის ინსტრუქციის შესამაბისად მომზადებული სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება ფაკულტეტის სტუდენტურ გამოცემაში „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (http://sjss.tsu.ge/).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე socpol.science@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

სს “თელასის” ოფიციალური განცხადების შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის უმეტეს რაიონში. აქედან გამომდინარე, იურიდიულმა ფაკულტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სემინარებზე რეგისტრაცია დაიწყება 4 მარტს, 18 საათზე.


 
მიაქციეთ ყურადღება, რომ სალექციო/სასემინარო ცხრილში შევიდა გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტთა ნაწილს დისციპლინა “საერთაშორისო სამართლის ძირითადი დარგები” ემთხვეოდა სხვა სავალდებულო საგნის ლექციას, შეიცვალა ლექციის ჩატარების დრო - დისციპლინა ჩატარდება სამშაბათს 09:00 საათზე. 


ასევე, დისციპლინებს - სისხლის სამართლის პროცესი (კერძო ნაწილი), ასოცირებული პროფესორი ირინა აქუბარდია, სემინარის ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ირაკლი ლუხოშვილი და საერთაშორისო საჯარო სამართალი, პროფესორი: დავით პატარაია, სემინარის ხელმძღვანელი: მოწვეული ლექტორი ნიკოლოზ მელქაძე, - დაემატა ახალი სასემინარო ნაკადები. (იხ. განახლებული  ცხრილი). 

 

იმ სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებიც მიმდინარე სემესტრში აუმჯობესებენ საგნებს, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მიზეზით ვერ დარეგისტრირდნენ შესაბამისი დისციპლინის სასემინარო ნაკადზე, გთხოვთ მოგვმართოთ LMS.TSU.GE საჩივრის გრაფიდან და ჩვენ დავეხმარებით სემინარებზე რეგისტრაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ სემინარების  არჩევისას ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.

 

ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად. რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს (ტელ.: 599538474).

 

ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 13 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. 

 

ბაზა საბოლოოდ 9 მარტის 12 საათზე დაიხურება.


 

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ის მულტიმედია ცენტრში აშშ-ს საელჩოს გრანტის განხორციელება დაიწყო

სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია — „ყალ­ბი ამ­ბე­ბი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია: საფ­რთხე­ები, ბრძო­ლის გზე­ბი, ეთ­იკ­ური და სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბი“ — 24 თე­ბერ­ვალს თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა. კონ­ფე­რენ­ცია მომ­ზად­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს დე­მოკ­რა­ტი­ის მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის — „მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — ფარ­გლებ­ში. გრან­ტი ცო­ტა ხნის წინ მო­იპ­ოვა თსუ-ის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრმა. კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც თსუ-ის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად გო­რი­სა და ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის მა­გის­ტრან­ტე­ბი და ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი ღო­ნის­ძი­ებაა.

 

კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს „დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მცი­რე გრან­ტის პროგ­რა­მით“ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის – „მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ – ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ: „დღეს ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის კვლე­ვა არ­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხი. უპ­ირ­ვე­ლე­სად, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც სურ­ვი­ლი და მზა­ობა გა­მოთ­ქვეს, რა­თა ემ­უშ­ავ­ათ ამ სა­კითხზე. ას­ევე დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კანს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ დოლ­ბაიას და თსუ-ის რექ­ტორს, ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო აშშ-ს სა­ელ­ჩოს წვლი­ლი და თა­ნად­გო­მა რო­გორც ამ კონ­ფე­რენ­ცი­აში, ას­ევე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ სხვა ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში“, – თქვა მან.

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ დოლ­ბაიამ თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, სულ უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის კვლე­ვა, რი­სი კომ­პე­ტენ­ცი­აც სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ნამ­დვი­ლად გა­აჩ­ნი­ათ, რად­გან ფა­კულ­ტეტ­ზე მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბა სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ები და გა­მო­დის რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლიც. „მი­ხა­რია, რომ კონ­ფე­რენ­ცი­აში ჩვენ­თან ერ­თად ჩა­ერ­თნენ და მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ გო­რი­სა და ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვა­ლია, რომ და­ეხ­მა­როს რე­გი­ონ­ებს და გა­უზი­არ­ოს გა­მოც­დი­ლე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა ერ­თჯე­რა­დი და იქ­ნე­ბა ინ­ტენ­სი­ური. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კეთ­დე­ბა, რა­თა მათ გა­ნუ­ვი­თარ­დეთ უნ­არ­ები კვლე­ვით სფე­რო­ში. დღეს წა­მო­წე­ული თე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ალ­ურია, რად­გან ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, დი­დი ძა­ლა და გავ­ლე­ნა აქ­ვს. ის შექ­მნი­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­ის აზ­რსა და ემ­ოცი­ებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად, სი­ყალ­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში კი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დი­დია. ამ­იტ­ომ ას­წავ­ლი­ან მათ ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას, წყა­რო­ებ­თან მუ­შა­ობ­ას და მგო­ნია, რომ ეს არ­ის ყვე­ლა­ზე ძლი­ერი იარ­აღი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში“, — თქვა თა­მარ დოლ­ბაიამ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უს­ურ­ვა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ: „დღეს ეს არ­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მე ვიტყო­დი, ეგ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ­იც კი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. ჩვენ ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ­ად ვე­ხე­ბით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით საფ­რთხის­მომ­ცვე­ლია მცი­რე ქვეყ­ნე­ბის­თვის. ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში უნ­იკ­ალ­ური რო­ლი აკ­ის­რია მას­მე­დი­ას, მათ შო­რის, ციფ­რულ მე­დი­ას. ამ პრო­ცეს­ში ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უაღ­რე­სად ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური საქ­მი­ან­ობ­ის გან­მა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლე­ბი უნ­და იყ­ვნენ. თე­მა, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის თვალ­საზ­რი­სი­თაც, რად­გან „Fake News“-ის ფე­ნო­მე­ნი ბევ­რი ას­პექ­ტით არ­ის შე­სას­წავ­ლი. რთუ­ლია, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ამ­აზე სა­შუ­რი და სა­ჭი­რო საქ­მე მო­იფ­იქ­როს ამ კუთხით, რად­გან ეს არ­ის ის სფე­რო, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვაკ­ლია ცოდ­ნა და კვა­ლი­ფი­კა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აშშ–ს სა­ელ­ჩოს და, რა თქმა უნ­და, ჩვენს მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრს, რო­მელ­მაც ასე გვა­სა­ხე­ლა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ბევ­რი გა­ნაგ­რძობს კვლე­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, — თქვა მან.

 

სპე­ცი­ალ­ურ­ად ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის მი­სალ­მე­ბის და მხარ­და­ჭე­რის სიტყვა გა­მო­აგ­ზავ­ნა ჩი­კა­გოს ლოიოლას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის „ციფ­რუ­ლი მე­დი­ისა და სთო­რი­თე­ლინ­გის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა რი­შელ რო­ჯერ­სმა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. მან ხა­ზი გა­უს­ვა იმ ფაქ­ტს, რომ სტუ­დენ­ტებ­მა, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­წავ­ლონ ყვე­ლაფ­რის ეჭ­ვქვეშ და­ყე­ნე­ბა, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნა და მი­სი გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა.

 

„ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. თქვენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ეპ­ოქ­აში ცხოვ­რობთ, რა­მაც არ­სე­ბი­თი გა­ხა­და იმ­ის ცოდ­ნა, თუ რო­მელ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნ­და ენ­დოთ. აი, ამ­იტ­ომ, კრი­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მა უნ­და გა­მო­იმ­უშა­ოთ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რა­საც ხე­დავთ და ის­მენთ და შე­აფ­ას­ოთ მა­თი სი­ზუს­ტე. „ფე­იკ ნი­უსი“ ვი­თარ­დე­ბა, რაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის უფ­რო არ­თუ­ლებს, გა­არ­ჩი­ონ სი­ნამ­დვი­ლე გა­მო­გო­ნი­ლის­გან. „ფე­იკ ნი­უს­თან“ ბრძო­ლა იქ­ნე­ბა მთე­ლი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის საქ­მე. იმ­ედი მაქ­ვს, დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია შთა­გა­გო­ნებთ, რომ წარ­მარ­თოთ გო­ნივ­რუ­ლი დი­ალ­ოგი იმ­ის თა­ობ­აზე, რა შე­გიძ­ლი­ათ გა­აკ­ეთ­ოთ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ისა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია, დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­აზე მი­ვე­სალ­მო სტუ­დენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­იდ­ან. მე ვყო­ფილ­ვარ ბევრ თქვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და შევ­ხვედ­რი­ვარ თქვენს არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რივ პრო­ფე­სო­რებს“, — მი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს რი­შელ რო­ჯერ­სმა.

 

სა­ინ­ტე­რე­სო და დრო­ული უწ­ოდ­ეს სტუ­დენ­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­ას გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა მა­რი­კა შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა და ქუ­თა­ის­ის აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დე­პარ­ტა­მენ­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მზია თა­დუ­მა­ძემ. მათ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ ამ­გვა­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს შე­იტ­ანს.

 

კონ­ფე­რენ­ცია ტრა­დი­ცი­ულ­ად პლე­ნა­რუ­ლი სე­სი­ით გა­იხ­სნა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტე­ბი და მა­გის­ტრან­ტე­ბი: ნი­ნო შენ­გე­ლია თე­მით: „დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა“; თამ­თა ჩხა­იძე თე­მით: „ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ინ­ასა და ეს­ტო­ნეთ­ში“ და ლი­ანა მარ­ქა­რი­ანი თე­მით: „ცრუ­პო­ზი­ტი­ვიზ­მი ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში (ქარ­თუ­ლი სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მა­გა­ლი­თებ­ზე)“.

 

პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მუ­შა­ობა გა­ნაგ­რძეს სა­მი ძი­რი­თა­დი სე­სი­ის მი­ხედ­ვით: „გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია და დე­ზინ­ფორ­მა­ცია“, „ფე­იკ ნი­უს­ები“ და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი საფ­რთხე­ები“, „მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეთ­იკ­ური ას­პექ­ტე­ბი“.

 

მომ­ხსე­ნებ­ლებს შო­რის იყ­ვნენ რო­გორც ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ას­ევე ქუ­თა­ის­ისა და გო­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო ოც­ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა. მათ სა­ინ­ტე­რე­სო მსჯე­ლო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ყალ­ბი ახ­ალი ამ­ბე­ბის ფორ­მებ­სა და სპე­ცი­ფი­კა­ზე, რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტულ საფ­რთხე­ებ­ზე, მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. თი­თოეული სე­სი­ის შე­ჯა­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დნენ სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რე­ბიც: მა­რი­ამ კაჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, ნა­თია მი­ხე­ლი­ძე — თსუ („დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ული ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე კო­ვიდ 19-ის პრობ­ლე­მა­თა გა­შუ­ქე­ბი­სას“); და­თო დო­ლა­ბე­რი­ძე — თსუ („დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში“); თა­მარ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი — აწ­სუ („სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბი, რო­გორც ახ­ალი ამ­ბე­ბის წყა­რო და ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და ეთ­იკ­ური ას­პექ­ტე­ბი“); მე­ლა­ნო ბე­რი­ძე, ნა­ნო პაჭ­კო­რია — თსუ („მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში“); მა­რი­ამ მარ­ტი­აშ­ვი­ლი, ხა­ტია მი­კირ­ტი­ჩი­ანი — გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი („მე­დი­აწ­იგ­ნი­ერ­ება — პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ება“); მა­რი­ამ ფრან­გიშ­ვი­ლი, სო­ფიო ტა­ბა­ტა­ძე — თსუ („ყალ­ბი ახ­ალი ამ­ბე­ბი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი ომ­ის მთა­ვა­რი იარ­აღი“) და ცოტ­ნე უმ­ეკ­აშ­ვი­ლი, ნი­ნი ხე­ცუ­რი­ანი — თსუ („რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ტენ­დენ­ცი­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში“).

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე, სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი და პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ნა­თია სვა­ნი­ძე, კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გე­ბი შე­აჯ­ამა. კო­მი­ტე­ტის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, სა­უკ­ეთ­ესო მოხ­სე­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბი და­სა­ჩუქ­რდე­ბი­ან სა­მახ­სოვ­რო ჯილ­დო­ებ­ით, ხო­ლო სა­მეც­ნი­ერო კო­მი­სი­ის მი­ერ შერ­ჩე­ული ნაშ­რო­მე­ბი წიგ­ნად აიკ­ინ­ძე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტებს სა­ჩუქ­რე­ბი უშუ­ალ­ოდ თსუ-ის რექ­ტო­რის სა­ხე­ლით გა­და­ეც­ემ­ათ.

 

მო­ამ­ზა­და ლი­ანა მარ­ქა­რი­ან­მა

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი   განათლების   შესახებ"   საქართველოს კანონის 22-ე     მუხლის   პირველი პუნქტის, 37-2  მუხლის პირველი პუნქტის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და   "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 10 თებერვლის N 3/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2021 წლის  19 თებერვლის N 2449/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს     კონკურსი     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.    მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც   აქვს   დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად   მიღებული   სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.    მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე  4  წლის  ვადით    შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო    -     კვლევითი     საქმიანობის     გამოცდილება     და     უნდა     ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.    მთავარი   მეცნიერი   თანამშრომლის   (ვადიანი)   და   მეცნიერი   თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო -კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი    პირობების     მე-2      მუხლით     განსაზღვრულ     კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
5.    კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  პირველ  მარტს  საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 12 აპრილამდე. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს 2021 წლის 20 აპრილისა;
6.    კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
სასარგებლო წიაღისეულისა და გეოქიმიის განყოფილება
მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი (ვადიანი)  - 1 საშტატო ერთეული;
7.   კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე  ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში       მეცნიერი  თანამშრომლის  სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად:
რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილება მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული ;
8.        სამეცნიერო   თანამდებობაზე   (მთავარი   მეცნიერი   თანამშრომელი,   მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება,  დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტისთანახმად,       უმაღლეს       საგანმანათლებლო       დაწესებულებაში       არ შეიძლება         დასაქმდეს    ,,სქესობრივი    თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის წინააღმდეგ     მიმართულ  დანაშაულთა  ბრძოლის  შესახებ’’   საქართველოს  კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე     კანონის     საფუძველზე     სასამართლომ     ჩამოართავა     საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
9.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 5 აპრილიდან   2021 წლის
12 აპრილამდე 11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი
№101.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  გაზეთი   ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 18/01-01    

 სასწავლო პროცესი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1 მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო. სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაგეგმა. თუ რა ფორმატით გაგრძელდება სასწავლო პროცესი 15 მარტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოები იმსჯელებენ, რის შემდეგაც აკადემიური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.  სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სრულ  ინფორმაციას სტუდენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, გაზაფხულის სემესტრის პირველ ეტაპზე თეორიული კომპონენტით სწავლება განხორციელდება, პრაქტიკული კომპონენტი კი შემდგომ შევა ძალაში. „სემესტრის დასაწყისში სასწავლო პროცესი შედგება თეორიული კომპონენტებისგან. 15 მარტის შემდგომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იმ მიმართულებებზე, სადაც სრულყოფილი განათლების მისაღებად პრაქტიკული სწავლებაა საჭირო, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტირისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 24 თებერვლის MES 1 21 0000159323 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის:


ა) სათაურის ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული  მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა


ბ) „გ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ)    სააუდიტორიო    მეცადინეობები    -    1    მარტი    –    14    მარტი    (სრულად დისტანციურად,  ევროპის  უმაღლესი  განათლების  ხარისხის  უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების  შიდა  ხარისხის  უზრუნველყოფის  სახელმძღვანელო  პრინციპებსის მიხედვით.    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    და    მედიცინის ფაკულტეტი       უფლებამოსილნი       არიან       საგანმანათლებლო       პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების  კომპონენტები  წარმართონ  არადისტანციურ  რეჟიმში,  საქართველოს ოკუპირებული   ტერიტორიებიდან   დევნილთა,   შრომის,   ჯანმრთელობისა   და სოციალური    დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების   დაცვით),  15  მარტი  -  12  ივნისი  (სასწავლო პროცესის ფორმა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტით).
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15- 21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი.
გ) „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
ვ.გ)    სააუდიტორიო    მეცადინეობები    -    1    მარტი    –    14    მარტი    (სრულად დისტანციურად,  ევროპის  უმაღლესი  განათლების  ხარისხის  უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების  შიდა  ხარისხის  უზრუნველყოფის  სახელმძღვანელო  პრინციპებსის მიხედვით.    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    და    მედიცინის ფაკულტეტი       უფლებამოსილნი       არიან       საგანმანათლებლო       პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების  კომპონენტები  წარმართონ  არადისტანციურ  რეჟიმში,  საქართველოს ოკუპირებული   ტერიტორიებიდან   დევნილთა,   შრომის,   ჯანმრთელობისა   და სოციალური    დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების   დაცვით),  15  მარტი  -  12  ივნისი  (სასწავლო პროცესის ფორმა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტით). ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15-21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 19 სექტემბერი.” 
2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 20/01-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 07/29 - 01

01.03.2021

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის №10 ოქმით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

გ) პროფესორი რევაზ გველესიანი – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

დ) პროფესორი ნუგზარ თოდუა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

ე) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

ვ) პროფესორი დავით ნარმანია  – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

ზ) პროფესორი ლევან საბაური – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

თ) პროფესორი დემურ სიჭინავა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

ი) პროფესორი თემურ შენგელია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

კ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ლ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

მ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ო) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;

პ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი           გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 07/29 - 01

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის I საერთაშორისო სასტარტო  შეხვედრა

25 - 27 თებერვალს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა.  შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეროვნული კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვი­თა­რების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).

(DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნი­ვე­რ­სი­ტეტებში), შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის კოორდინატორების ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის სირიე ვირკუსისა და  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ  იზაბელა პეტრიაშვილის მიერ.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ტალინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. ანდრეს იოსაარი, რომელმაც   ისაუბრა  ციფრული ტექნო­ლო­გიების ხანაში ელექტრონული სწავლების მნიშვნელობასა და როლზე, გასაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში არსებული პანდემიის ვითარებაში.

კონსორციუმის  მონაწილეებს მიესალმნენ და პროექტის ღირებულებებზე ისაუბრეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გი­ო­რგი შერვაშიძემ, საქართველოს  Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლიკა ღლონტმა,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ,   ესტო­ნეთის Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა სილვია ვიილუპმა, ციფ­რუ­ლი ტექნოლოგიების სკოლის დირექტორმა პეტერ ნორმაკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.    

DITECH -ის კოორდინატორებმა შეხვედრის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს   დაწვრილებით  გააცნეს   პროექტის მიზნები, ამოცანები, ევროკა­ვ­შირის მხრიდან შემფასებელთა კომენ­ტა­რე­ბი, პირველადი გეგმები და საქართველოს უნივერსიტეტების პირველი ეროვნული შეხვედრის შედეგები. პროექტის დღის წესრიგის მიხედვით,  უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციების კოორდინატორებმა კონსორციუმზე წარადგინეს საკუთარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი გეგმები  DITECH -ის განხორციელების პროცესში.

სამი დღის მანძილზე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, შემუშავდა ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის, დისემინაციის მე­ნე­ჯმენტის და IT ჯგუფის გეგმები. მონაწილე უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებით მნიშ­ვ­ნელოვანი იყო  ტალინის, კაუნასისა და კო­რ­კის უნივერსიტეტების ელექტრონული სწავ­ლე­ბის პლატფორმებისა და ციფრული ტექნლოგიების გან­ვი­თარების გამოცდილების დე­ტა­ლური გაზიარება,   ევროკავშირის პროექტებში ფინან­სუ­რი მენეჯმენტის ცვლი­ლე­ბე­ბებისა და სიახლეების  პრეზენტაცია,  DITECH-ის ვებგვერდის  მიზნების, დიზაინის, სტრუ­ქ­ტურისა და რესურსების გაცნობა.

სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები, პარტნიორებს შორის  გადანაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქ­ტი­ვო­ბების შედეგების წარმოდგენის ვადები.  სამი სამუშაო დღე ონლაინ რეჟიმში, გარდა პროექტის ფარ­გ­ლებში დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიე­რ­თო­ბებისთვის  ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.

­

 

სრულად

ბრძანების N:

უცხო ენის ინსტიტუციონალური ტესტირება

თსუ მიერ ორგანიზებული უცხო ენის ინსტიტუციონალური ტესტირება ჩატარდება 2 მარტს 10:00 სთ-ზე თსუ ბიბლიოთეკის შენობაში (უნივერსიტეტის  ქ.11). განთავსება იხილეთ ბმულზე

სრულად

ბრძანების N:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2021 წლის 25 თებერვლის N2924/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით 2021 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 01 ივნისამდე განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის:

ა) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, აგრეთვე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური ან არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას, ან არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფი განისაზღვროს 0 ლარის ოდენობით;
ბ) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ან თსუ სტუდქალაქით ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი მოსარგებლე სტუდენტი - განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 50%-იანი შეღავათი;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრე ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტზე განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 30%-იანი შეღავათი.“.

2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2021 წლის 01ივნისამდე.“.

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 31/02-01

ტარტუს უნივერსიტეტის ვებინარი თსუ-ს სტუდენტებისათვის

მიმდინარე წლის 2 მარტს 17 საათზე ტარტუს უნივერსიტეტის ეკონომიკური მოდელირების მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ჯაან მასო და ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტი ნანა მაღალდაძე, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, მოაწყობენ ტარტუს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მიართულების საწავლო პროგრამების პრეზენტაციას სპეციალურად თსუ-ს სტუდენტებისათვის!

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

სრულად

ბრძანების N:

ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის ვორქშოპი

 4-5 მარტს (12:00-16:00), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, Visegrad+ საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართება ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის ორდღიანი ონლაინ ვორქშოპი.

ვორქშოპის მიზანია ადგილობრივი სამეცნიერო ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კვლევების კომერციალიზაციის ევროპული გამოციდლებისა და ცოდნის გაზიარება/გადაცემა, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

მონაწილეობა უფასოა,
საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე

ვორქშოპის განკუთვნილია:
- კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის;
- მკვლევარებისთვის;
- აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის;
- მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

სპიკერები წადმოადგენენ ჩამოთვლილი ევროპული უნივერსიტეტების ექსპერტებს:
🔵 კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) (www.tuke.sk)
🔵 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) (www.polsl.pl)
🔵 მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) (www.muni.cz)

ვორქშოპის შედეგად:
- კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ უნდა დააორგანიზონ და მართონ ცოდნისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის პროცესი ეფექტურად

- მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, თუ რატომ და როგორ უნდა ითანამშრომლონ კვლევით და აკადემიურ ინსტიტუტებთან, რათა გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები.

 

* ვორქშოპი მოიაზრებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოს.
* დღის წესრიგი და ინფორმაცია სპიკერების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Facebook ღონისძიების განხილვის გრაფაში
* დამატებით ინფორმაციას, მათ შორის ZOOM-ის ბმულს, ასევე გადმოგიგზავნებათ სარეგისტრაციო ფორმაში მითითითებული ელ.ფოსტის საშუალებით
* პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების საშუალებით. ფონდის მისიაა, ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება.
 

სრულად

ბრძანების N:

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა

2021 წლის 25 - 27 თებერვალს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნი­ვე­რ­სი­ტეტებში).  შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეროვნული კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვი­თა­რების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის კოორდინატორების ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის სირიე ვირკუსისა და  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ  იზაბელა პეტრიაშვილის მიერ.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ტალინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. ანდრეს იოსაარი  ), რომელმაც   ისაუბრა  ციფრული ტექნო­ლო­გიების ერაში ელექტრონული სწავლების მნიშვნელობასა და როლზე, გასაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში არსებული პანდემიის ვითარებაში.

კონსორციუმის  მონაწილეებს მიესალმნენ და პროექტის ღირებულებებზე ისაუბრეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გი­ო­რგი შერვაშიძემ, საქართველოს  Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლიკა ღლონტმა,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ,   ესტო­ნეთის Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა სილვია ვიილუპმა, ციფ­რუ­ლი ტექნოლოგიების სკოლის დირექტორმა პეტერ ნორმაკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.    

DITECH -ის კოორდინატორებმა შეხვედრის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს   დაწვრილებით  გააცნეს   პროექტის მიზნები, ამოცანები, ევროკა­ვ­შირის მხრიდან შემფასებელთა კომენ­ტა­რე­ბი, პირველადი გეგმები და საქართველოს უნივერსიტეტების პირველი ეროვნული შეხვედრის შედეგები. პროექტის დღის წესრიგის მიხედვით,  უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციების კოორდინატორებმა კონსორციუმზე წარადგინეს საკუთარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი გეგმები  DITECH -ის განხორციელების პროცესში.

სამი დღის მანძილზე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, შემუშავდა ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის, დისემინაციის მე­ნე­ჯმენტის და IT ჯგუფის გეგმები. მონაწილე უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებით მნიშ­ვ­ნელოვანი იყო  ტალინის, კაუნასისა და კო­რ­კის უნივერსიტეტების ელექტრონული სწავ­ლე­ბის პლატფორმებისა და ციფრული ტექნლოგიების გან­ვი­თარების გამოცდილების დე­ტა­ლური გაზიარება,   ევროკავშირის პროექტებში ფინან­სუ­რი მენეჯმენტის ცვლი­ლე­ბე­ბებისა და სიახლეების  პრეზენტაცია,  DITECH-ის ვებ-საიტის  მიზნების, დიზაინის, სტრუ­ქ­ტურისა და რესურსების გაცნობა.

სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები, პარტნიორებს შორის  გადანაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქ­ტი­ვო­ბების შედეგების წარმოდგენის ვადები.  სამი სამუშაო დღე ონლაინ რეჟიმში, გარდა პროექტის ფარ­გ­ლებში დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიე­რ­თო­ბებისთვის  ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალიდან წევრების არჩევის მიზნით არჩევნების გამოცხადების, ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 06/29 -01

01.03.2021 ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალიდან წევრების არჩევის მიზნით არჩევნების გამოცხადების, ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

გამოცხადდეს არჩევნები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტი) საბჭოში აკადემიური პერსონალიდან წევრების არჩევის მიზნით #1 დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ფაკულტეტის თითოეულმა კათედრამ უზრუნველყოს სხდომის გამართვა ფაკულტეტის საბჭოში კათედრიდან 1 წევრის ღია კენჭისყრით არჩევისა და მიმართულების მიერ ასარჩევი ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, არაუგვიანეს 2021 წლის 10 მარტისა.

ფაკულტეტზე მოქმედი მიმართულებებიდან ფაკულტეტის საბჭოში 14 წევრის, კერძოდ ეკონომიკის მიმართულების 7 კათედრიდან 7 წარმომადგენლისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების 8 კათედრიდან 7 წარმომადგენელის არჩევის მიზნით ფარული კენჭისყრა ჩატარდეს 2021 წლის 24 მარტს.

მიმართულების მიერ ასარჩევი ფაკულტეტის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატურების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 12 მარტისა.

მიმართულებებზე არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეკონომიკის მიმართულება:

ირმა მშვენიერაძე  - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფროსი, კომისიის თავმჯდომარე.

აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;

ნინო დოხტურიშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი, კომისიის წევრი.

ბ) ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება:

ეთერ გიგაური - ფაკულტეტის კანველარიის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

ელისო კვირკაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი     გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 06/29 -01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 05/29-01

15.02.2021 წ.

ქ. თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

დ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

ე) ასოცირებული–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ვ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;

ზ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

თ) დავით მახვილაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

2.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი  პროფესორი   გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 05/29-01

,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები"

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ქვეპროგრამას ,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები".

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.

სრულად

ბრძანების N:

კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის მუდმოვმოქმედი სემინარი

კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით,მუდმივმოქმედ სემინარის მორიგი შეხვედა ჩატარდება. ოთხშაბათს, 3 მარტს, 20 საათზე  ზუმის პლატფორმის მისამართზე :ID: 527 014 2786

 

მომხსენებელი: სადოქტორო პროგრამის " კომპიუტერული მეცნიერება" დოქტორანტი ლევან ცინაძე.

მოხსნების თემა:"თვითმასწავლებიანი რეპრეზენტაციული სწავლების თანამედროვე მეთოდები (self-supervised learning)". ნაწ. II.

სრულად

ბრძანების N:

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას

 

სასწავლო პროცესი - სალექციო მეცადინეობები,  იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 1 მარტს, ხოლო სასემინარო მეცადინეობები - 9 მარტს, ამ ეტაპზე მიღებული საუნივერსიტეტო გადაწყვეტილების შესაბამისად, ონლაინ რეჟიმში.

 

სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 1 მარტს 17 საათზე.  სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 მარტის 17 საათიდან. ამ დროიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება საგნებზე ნაკადის შეცვლა და სხვა ცვლილებების განხორციელება. მიაქციეთ ყურადღება, რომ 2 მარტის 12 საათიდან ბაზა გაითიშება სასემინარო სამუშაოების დასაგეგმად და კვლავ გაიხსნება სემინარების არჩევისას. ბაზა საბოლოოდ 9 მარტის 12 საათზე დაიხურება.

 

სემინარების  არჩევისას ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.
ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს (საკონტაქტო ტელ.: 599538474).

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ სტუდენტთა ნაწილს რეგისტრაციის პროცესში რამდენიმე არჩევით დისციპლინაზე შეექმნა ტექნიკური პრობლემა, აქედან გამომდინარე, ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, არსებულ სასწავლო საგნებს - „ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“ (ხუთშაბათი, 19:00 სთ., მოწვეული ლექტორი ოთარ ჩახუნაშვილი), „პერსონალური მონაცემების დაცვის სამართალი“ (შაბათი, 14:00 სთ., მოწვეული ლექტორი ოთარ ჩახუნაშვილი) და „სასჯელის შეფარდება“ (ხუთშაბათი, 11:00 სთ., მოწვეული ლექტორი ედიშერ ფუტკარაძე) დაემატა თითო ახალი ნაკადი,  რომლებზეც რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 მარტს, 17 საათზე.

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 102 (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში მრავლადაა წარმოდგენილი.

 

ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ, სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელ. ფოსტაზე: chancellerylaw@tsu.ge, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი და შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 13 მარტის ჩათვლით, რა დროსაც, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. 

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!


 

სრულად

ბრძანების N: