eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების , ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში  მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი   ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  მანონი ჯოჯუას  2026 წლის  10 ივლისის   N15440/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის  შრომის ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი)   ლარის  ოდენობით (საშემოსავლო  გადასახადისა   და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი   განათლება - ბაკალავრი  (ეკონომიკა/ბიზნესის   ადმინისტრირება),  ან საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით  პრაქტიკული   მუშაობის  არანაკლებ   3 წლიანი გამოცდილება;
ბ) ბაკალავრის შემთხვევაში - მუშაობის  არანაკლებ  3 წლის  გამოცდილება.  მათ  შორის საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.


4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’.
ბ) საბიუჯეტო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს, ფინანსური საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს.
გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ.
დ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაციას.
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებას.

5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის უნარი;
გ) ოპერატიულობა;
დ)  ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;
ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის  საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა) ფაკულტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებებიდან მიღებული მასალების საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ხარჯების დამუშავება;
ბ)  უნივერსიტეტის ბიუჯეტის  პროექტში  გასათვალისწინებელი  ეროვნული  და საერთაშორისო გრანტების ხარჯთაღრიცხვების დამუშავება;
გ)  დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის კონტროლი, შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის,  დაფინანსების  წყაროს და საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლების მიხედვით;
დ)  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინების საფუძველზე სხვადასხვა სახის  ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე)  შრომითი  ხელშეკრულებების  გაფორმება (სტუდენტთა  კულტურული  და  სამეცნიერო პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები,    სხვადასხვა პროექტები) მომსახურე პერსონალთან სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებაზე;
ვ) ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ხარჯთაღრიცხვებით, პერიოდების მიხედვით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტების მომზადება-შეკრება-დამუშავება.
ზ)  საერთაშორისო გრანტების ფინანსთა სამინისტროში  დასარეგისტრირებლად საბუთების შეკრება, გრანტების  ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება,  თანხების  დადასტურება, ფინანსური ანგარიშებისათვის საბუთების შეგროვება.
თ)  საერთაშორისო და  ეროვნული  გრანტების,    მოსაპოვებლად საკონკურსოდ  წარსადგენ პროექტების ბიუჯეტების შედგენაზე  კონსულტაციების გაწევა, წერილების მომზადება სხვადასხვა ინსტაციებში წარსადგენად;
ი) უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების  მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში წარმოდგენილი სტუდენტური (კულტურული და სამეცნიერო) პროექტების  ბიუჯეტების შედგენაზე   კონსულტაციების  გაწევა და დასკვნების  მომზადება მუდმივმოქმედი საბჭოსთვის გადასაცემად. 
კ)  სტატისტიკის  ეროვნულ  ბიუროში,  საქართველოს ფინანსთა      და  განათლების სამინისტროებში  წარსადგენი სხვადასხვა ფინანსური ფორმების მომზადება და წარდგენა.

7. საფინანსო დეპარტამენტის  საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) კონკურსში   მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი  თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;

8.  კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი  აპლიკანტის  შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2026 წლის 15 ივლისიდან  2026 წლის 20 ივლისის  ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში   უნდა    მიეთითოს    ,,საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
10.  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის   საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი  სპეციალისტის (I კატეგორია) შერჩევის  მიზნით შეიქმნას  კომისია  და დამტკიდეს   კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის   საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი  სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე