eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის,   “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მორის შალიკაშვილის  2026 წლის 24 ივლისის N 16705/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორის სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 (ორი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 28 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 აგვისტოდან  2026 წლის 3 სექტემბრამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის წამყვან პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1. კერძო სამართლის მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია “ა”;

2. კონსტიტუციური სამართლის და სამართლის მეთოდების მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -  კატეგორია “ა”;

3. ადმისნისტრაციული სამართლის მიმართულოება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -  კატეგორია “ა”;

4. სისხლის სამართლის მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია “ა”;

5.  საერთაშორისო სამართლის მიმართულება:

წამყვანი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია “ა”;

5. წამყვანი პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის      N112/2013   დადგენილებას   “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ოქმი N6, 04.10.2013), „წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობებთან, ასევე, წამყვან პროფესორს უნივერისტეტთან არ შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა“.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით  09:00-დან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე (შაბათ- კვირის გარდა), იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი N111.

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.