საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება “ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 21 იანვრის N 7/01-01 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,, 1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: ა)პროცედურული ვადები: ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12–13 თებერვალი;

ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14-17 თებერვალი;

ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 თებერვალი 16:00 სთ-მდე;

ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 18 თებერვალი;

ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 19 თებერვალი;

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური) – 14 თებერვალი

ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 თებერვალი 13:00 სთ - მდე;

ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 თებერვალი 18:00 სთ - მდე;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -16 თებერვალი 13:00 სთ - მდე;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში - 16 თებერვალი 14:00 სთ - დან“.

2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი