,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2025 წლის 27 იანვრის N1300/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 27 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:
ალგებრის განყოფილება:
ემზარ ხმალაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
დავით გაბელაია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყოფილება:
მალხაზ ბაკურაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
ვახტანგ ლომაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
შაქრო ტეტუნაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
ომარ ძაგნიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება:
გიორგი კაპანაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
სერგო კუკუჯანოვი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:
როლანდ გაჩეჩილაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
თეორიული ფიზიკის განყოფილება:
ბადრი მაღრაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
ავთანდილ შურღაია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
თეიმურაზ ტორონჯაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
ომარ ფურთუხია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
ჯაბა სამუშია რექტორი