საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 17.01.2014, №1149/02  წერილების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში:


ა) III ნაწილის „ა“  პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 77);
ბ) III ნაწილის „ა“  პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 78);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 6/2014

ბიძინა ივანიშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 20 ივნისის №47/2012 დადგენილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარების ხელშეწყობის - უნივერსიტეტისათვის გაწეული ქველმოქმედებისათვის - მეცენატ ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 5/2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არჩევნების გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013  დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის მე-2 მუხლისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს 15.01.2014, №914/02 მიმართვის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გამოცხადდეს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე (2 სტუდენტი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (1 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი), მედიცინის ფაკულტეტზე (2 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი) და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ( 1 სტუდენტი).


2. არჩევნების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის  14 თებერვალი.


3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება რექტორის შესაბამის აქტის საფუძველზე მოხდეს არა უგვიანეს 2014 წლის 28 იანვრისა.


4. რეგისტრაციის ვადა კანდიდატებისათვის განისაზღვროს 3-9 თებერვლით.


5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 4/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარკვეული კატეგორიის ემერიტუსების ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ტ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, ასევე საფინანსო და იურიდიული დეპარტამენტის უფროსების 2014 წლის 8 იანვრის 8.01.2014, №66/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ“ 2009 წლის 21 სექტემბრის N275 და ,,გურამ გრიგოლიასათვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ“ 2010 წლის 6 სექტემბრის N94/2010 დადგენილებების საფუძველზე ემერიტუსის წოდება მინიჭებულ პირებს ანაზღაურება 2014 წლიდან განესაზღვროთ 900 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).


2. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 28 მაისის N36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ემერიტუსის წოდება მინიჭებულ პირებს ანაზღაურება 2014 წლიდან  განესაზღვროთ 500 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 3/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 14.11.2013, №143/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) სიმონ გელაშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მირიან ტუხაშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ინეზა გაგნიძე - პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) იური ანანიაშვილი - პროფესორი;
ე) შოთა ვეშაპიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, პროფესორი;
ვ) დალი სეხნიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ზ) შოთა ქისტაური - პროფესორი, რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 2/2014

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის,  32–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის დათანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 9.01.2014, №211/02 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 110  პუნქტი:


„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2013 წლის 17 დეკემბრის  №172/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.“


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 1/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის
22 ივლისის №94/2019 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის   25.12.2013, №39988/02  წერილის საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი      

სრულად

დადგენილება N: 139/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის
22 ივლისის №94/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№114/2014, 28.11.2014 , №145/2016, 05.12.2016,
№9/2018, 22.01.2018, №95/2018, 26.03.2018

დადგენილებებით


    
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის   25.12.2013, №39988/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1). (№114/2014, 28.11.2014) (№145/2016, 05.12.2016) (№9/2018, 22.01.2018) (№95/2018, 26.03.2018)


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას. 
4.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 

 


                                                                                
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი          
                    

სრულად

დადგენილება N: 139/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 15.10.2013, №122/01-01 და 23.12.2013, №181/01-01 ბრძანებების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) რევაზ გაჩეჩილაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი;
ე) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი;
ვ) დალი ოსეფაშვილი - პროფესორი;
ზ) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი;
თ) რუსუდან სხირტლაძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ი) ნათია მონიავა - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
კ) ვაჟა შუბითიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი;
ლ) ვაჟა კეშელავა - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი.


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) თამარ გაგოშიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლალი სურმანიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ანასტასია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი;
ე) მანანა მელიქიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ) ლუიზა არუთინოვა - ასოცირებული პროფესორი;
ზ) რუსუდან სხირტლაძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 138/2013

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სმაართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013  დადგენილებში და დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 ნაწილი:


„11. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 137/2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის 2014 წელს გაცემის უზრუნველსაყოფად ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის N123/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული საკონკურსო ვადებისაგან განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ და  „წ“ ქვეპუნქტების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის N123/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა 2014 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის 2014 წელს გაცემის უზრუნველსაყოფად, პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისმა საპრემიო კომისიამ განცხადების გავრცელება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2013 წლის 30 დეკემბრისა, პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება გამოცხადებული იქნას  არაუგვიანეს 2014 წლის წლის 14 თებერვლისა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და საპრემიო კომისიისათვის გადაცემა  დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 136/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების  დამტკიცების თაობაზე (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2022 წლის 31 იანვრის №6/2022 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და იურიდიული დეპარტამენტის  23.12.2013, №39527/02 წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1); (31.01.2022, №6/2022)


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შედვიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 135/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების  დამტკიცების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და იურიდიული დეპარტამენტის  23.12.2013, №39527/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1);


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შედვიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 135/2013

“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ რექტორის 2013  წლის 11 სექტემბრის №102/01-01, 2013 წლის 18 ნოემბრის №146/01-01, 2013 წლის 2 დეკემბრის №157/01-01  ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ  პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №129/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 09.12.2013, №038122/02) საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ბ.ნ“ და „ბ.ო“ ქვეპუნქტები:


ბ.ნ) შორენა მამუკაძე - ასისტენტ პროფესორი;
ბ.ო) სოფიო დოლიძე - ასისტენტ პროფესორი.


ბ)  „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ე.ა2“ ქვეპუნქტი:


ე.ა2) ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი.


2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 134/2013

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 ივლისის  №114 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 09.12.2013, №38128  წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები  „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 ივლისის  №114 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი№1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 133/2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სმაართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის საუნივერსიტეტო საპრემიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ლევან ალექსიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ელგუჯა ხინთიბიძე - პროფესორი;
გ) რამაზ ქურდაძე - პროფესორი;
დ) ვახტანგ ლიჩელი - პროფესორი;
ე) რევაზ გაჩეჩილაძე - პროფესორი;
ვ) ალექსანდრე რონდელი - პროფესორი;
ზ) გიორგი დავითაშვილი - პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 132/2013

 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა–კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა   და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 09.12.2013, №38129/02 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014–2015 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა–კითხვარი (დანართი 1).


2.    დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 131/2013

 ლუდმილა გრიციკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20.11.2013  №36430/02  წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, უკრაინელ ქართველოლოგს, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ლუდმილა გრიციკის  მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 130/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 11.09.2013, №102/01-01 და 18.11.2013, №146/01-01 ბრძანებების  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) რევაზ გაჩეჩილაძე - პროფესორი;
ე) თამარ საბედაშვილი - ასოცირებული პროფესორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია;
ვ) რუსუდან სხირტლაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ  პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) თამარ გაგოშიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) იამზე კუტალაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ანასტასია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) მზია წერეთელი - პროფესორი;
ე) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი;
ვ) ნანა სუმბაძე - პროფრესორი;
ზ) ლუიზა არუთინოვა - ასოცირებული პროფესორი;
თ) რუსუდან სხირტლაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.


3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 129/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

2021 წლის 24 მაისის №43/2021 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის 15.11.2013, №35906/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის (პოსტდოქტორანტად დასაქმების შესახებ) დებულება“ (დანართი 1).


2.  დამტკიცდეს „პოსტდოქტორანტურის სამცნიერო დარგების/მიმართულებების ნუსხა“ (დანართი 2) და „პოსტდოქტორანტის კონკურსითა და ინდივიდუალური ფორმით ექსპერტის მიერ შეფასების წესი“ (დანართი 3).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 128/2013