საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


 
აკადემიური საბჭო ადგენს:


1. განისაზღვროს საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობები (დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6).


2. დანამატის წლიური საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის წელს დამტკიცებული უნივერსიტეტის ბიუჯეტით ფაკულტეტისათვის გათვალისწინებული  დანამატის  ოდენობას.


3. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.


4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.


5. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.


6. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.


7. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).


8. დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.


9. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.


10. თსუ ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში არ მიეცემათ ,,ა“ კატეგორიის, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ა“ და „ბ“ კატეგორიის, ხოლო ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კატეგორიის შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული  შრომის ანაზღაურება.


11. ცალკეული ფაკულტეტის შიგნით აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ცვლილება (დაბალი თანამდებობრივი სარგოდან მაღალ თანამდებობრივ სარგოზე გადასვლა,  შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვის გათვალისწინებით), შესაძლებელია შესაბამის წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.


12.  წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილება.
13. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2013  წლის პირველი ოქტომბრიდან.
14. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
15.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
16.  წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 112/2013

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს    
№18/2014, 19.02.2014; №19/2014, 20.02.2014;     
№97/2014, 30.09.2014;  №122/2014, 29.12.2014;
№8/2015, 22.01.2015; №121/2015, 09.11.2015;
№27/2016, 29.02.2016; №52/2016, 04.05.2016;
№154/2016, 23.12.2016; №15/2017, 10.02.2017;
№24/2017, 06.03.2017; №29/2017, 27.03.2017;
№30/2017, 27.03.2017; №114/2018, 30.04.2018;
№115/2018, 30.04.2018; №45/2019, 06.05.2019;
№46/2019, 06.05.2019; №8/2020, 24.02.2020;
№9/2020, 24.02.2020; №115/2020, 30.11.2020;
№116/2020, 30.11.2020; №16/2021, 09.02.2021;
№17/2021, 09.02.2021; №44/2021, 24.05.2021;
№46/2021, 21.06.2021; №58/2021, 12.07.2021;

№67/2021, 29.07.2021; №102/2021, 8.11.2021;

№113/2021, 10.12.2021; №27/2022, 21.03.2022;

№44/2022, 10.05.2022; №67/2023, 10.07.2023; 

№4/2024, 22.01.2024 დადგენილებებით


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


 
აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.   საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება წარმოადგენს ანაზღაურებას სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისა (აკადემიური პერსონალის დატვირთის 50%) და მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის - სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის (აკადემიური პერსონალის დატვირთვის 50%) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით შესრულებისათვის და აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6, დანართი №7-ის შესაბამისად. (№18/2014, 19.02.2014)(№97/2014, 30.09.2014) (№122/2014, 29.12.2014) (№8/2015, 22.01.2015) (№121/2015, 09.11.2015) (№27/2016, 29.02.2016) (№52/2016, 04.05.2016) (№115/2018, 30.04.2018) (№46/2019, 06.05.2019) (№8/2020, 24.02.2020) (№115/2020, 30.11.2020) (№16/2021, 09.02.2021) (№44/2021, 24.05.2021) (№46/2021, 21.06.2021) (№67/2021, 29.07.2021) (№102/2021, 8.11.2021) (№102/2021, 8.11.2021) (№113/2021, 10.12.2021) (№27/2022, 21.03.2022) (№44/2022, 10.05.2022) (№4/2024, 22.01.2024)

2.    ამოღებულია. (№18/2014, 19.02.2014)
3.    უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.
4.    დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.
5.    დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.
6.    დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
7.    დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე). (№18/2014, 19.02.2014)
8.    დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.
81.  აკადემიური პერსონალის  მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა (სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისი კადემიური პერსონალის სავალდებულო მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა) განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ის  შესაბამისად, წარმოადგენს აკადემიური პერსონალის მიერ შექმნილი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის ერთობლიობას, რაც გამოიხატება ქულობრივად და არ უნდა წარმოადგენდეს წლის განმავლობაში 100 ქულაზე ნაკლებს (ამავდროულად ხელფასის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება წლიური მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულება არაუმეტეს 100 ქულისა). (№122/2014, 29.12.2014)
82. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის რომელი კომპონენტის და თითოეულ კომპონენტში რა სახეობის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციით შედგება კონკრეტული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვა, წყვეტს თავად აკადემიური პერსონალი, აკადემიური ავტონომიურობის ფარგლებში. (№122/2014, 29.12.2014) 
83. როგორც წესი, სავალდებულო მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის თითოეული შემადგენელი ნაწილის (დატვირთვის შემადგენელი კომპონენტები, თავიანთი ქულობრივი წილით) გადაჭარბებით შესრულება არ ახდენს ამ ნაწილის ქულობრივ ზრდაზე ზეგავლენას. ფაკულტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ წესიდან გამონაკლისი, გარდა წინამდებარე დადგენილების დანართ №1, დანართ №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ით გათვალისწინებული მე-8 კომპონენტისა, ხოლო ხსენებული დანართებით გათვალისწინებული მე-7 კომპონენტი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ გაორმაგებას. (№122/2014, 29.12.2014)
84. აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს პასუხისმგებლობა (მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობა, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობის გამოქვითვის სახითაც, რაც რეაგირებისთის ეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას) მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის თანახმად. ხსენებული პასუხისმგებლობის მიზნით ყოველი კონკრეტული შემთვევა განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს შექმნილი კომისიის მიერ და შემდგომი რეაგირება ხორციელდება ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე. (№122/2014, 29.12.2014)
85. ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში და შესრულების შედეგების სრულფასოვნების შემოწმება (შედეგების შეჯამება) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 20 იანვრისა ევალება დეკანსა და დეკანის მოადგილეს სამეცნიერო სფეროში (ფაკულტეტზე მოქმედი სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მეშვეობით). (№122/2014, 29.12.2014)
86. აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების სრულფასოვნების შემოწმების შედეგები (საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მასალებიც) ეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს. (№122/2014, 29.12.2014)
87. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით და რექტორის თანხმობით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებულ ვადებში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია  უზრუნვლყოს ინფორმაციის მიწოდება ამ სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულებისა და შეუსრულებლობისას შესაბამისი კომისიის მიერ განხილვის შედეგების (საჭირობის შემთხვევაში კომისიის მუშაობის ამსახველი მასალები) შესახებ ამ დებულების მიზნებისაგან განსხვავებული, ხსენებული დეპარტამენტის ფუნქციების (კომპეტენციის) შესაბამისი მიზნებისათვის. (№122/2014, 29.12.2014)
88. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის დამტკიცდეს ,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“ (დანართი №8). (№122/2014, 29.12.2014)
89. წინამდებარე დადგენილების 81 – 88 პუნქტები და დანართი №8-ის მოთხოვნები არ ვრცელდება უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე არჩეულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ფაკულტეტი ვალდებულია ასეთ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვასთან ერთად დაუდგინოს თემატურად შესაბამისი სხვა შესასრულებელი დატვირთვის აუცილებელი სახეობები და ოდენობა. (№122/2014, 29.12.2014)
9.    აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.
10. ამოღებულია. (№18/2014, 19.02.2014) (№24/2017, 06.03.2017) (№67/2023, 10.07.2023)
101. იმ აკადემიურ პერსონალს, ვისაც თსუ-ში ამავდროულად დაკავებული აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, მიეცეს წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისგან განსხვავებული - შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის შესრულების უფლება (უნივერსიტეტთან/დამსაქმებელთან შეთანხმებით) - პროფესორს კვირაში 2 საათი, ასოცირებულ პროფესორს კვირაში 3 საათი, ხოლო  ასისტენტ პროფესორს კვირაში  4 საათი. შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება განხორციელდეს უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით, აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს 50%-დან და შესაბამისად, ცვლილება აისახოს შრომით ხელშეკრულებაში. (№19/2014, 20.02.2014)
11.    ცალკეული ფაკულტეტის შიგნით აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ცვლილება (დაბალი თანამდებობრივი სარგოდან მაღალ თანამდებობრივ სარგოზე გადასვლა,  შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვის გათვალისწინებით), შესაძლებელია შესაბამის წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.
12.    წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილება.
13.    წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2013  წლის პირველი ოქტომბრიდან.
14.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
15.    აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
16.    წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 112/2013

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.09.2013, №30533/02 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“;


2. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში:


ა) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის სათაურში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“;


ბ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის პირველ მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 1. რეგულირების სფერო


ამ წესის მიზანია განსაზღვროს სსიპ - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში - „თსუ“) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“;


გ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;


დ) ამოღებულ იქნას დანართ №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.


ე) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:


„დ. პირადი განცხადება.“;


ვ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუნდეტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემესტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.“;


ზ) ამოღებულ იქნას დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი.


თ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:


ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
ე) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, „შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება.“


ი) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-12 მუხლის სახელწოდებაში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„12. სტუდენტის სტატუსი და უფლება-მოვალეობები.“


კ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„ა) სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, პერიოდულად ეცნობოდეს უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები.“


ლ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„ბ. გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე.“


მ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-12 მუხლში და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:


„3. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.“;


ნ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულთათვის, სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახდელით და ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე შეადგენს:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – 750 ლარი;
ბაკალავრიატი - 750 ლარი;
მაგისტრატურა - 1000 ლარი;
დოქტორანტურა - 1000 ლარი.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის:
ბაკალავრიატში – 1250 ლარი;
მაგისტრატურაში – 1500 ლარი;
დოქტორანტურაში –  2000 ლარი.“


ო) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-15 მუხლში და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:


„12. სტუდენტი, რომელიც ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მონაწილეობდა სასწავლო პროცესში და მის მიმართ არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (გარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების ბრძანება), სწავლის გაგრძელების უფლების მიცემის შემდეგ, ვალდებულია განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. სწავლის საფასური განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისას თსუ-ში დადგენილი ტარიფის შესაბამისად.“


პ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით


„3. მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით.“;


ჟ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-20 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 20. დასკვნითი დებულებები


1. წინამდებარე წესის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტი ამოქმედდეს 2014–2015 სასწავლო წლიდან. „


რ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-21 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 21. გარდამავალი დებულებები


1. წინამდებარე წესის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის ამოქმედებამდე დამატებით სემესტრში სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახდელის შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში სემესტრული საფასური სწავლების ყველა საფეხურზე განისაზღვრება 1125 ლარით.
ბ) თუ საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილია სემესტრულ 1125 ლარზე მაღალი სწავლის საფასური, სტუდენტს დამატებით სემესტრშიც შეუნარჩუნდება აღნიშნული სწავლის საფასური.
გ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და სწავლების ყველა საფეხურზე შეადგენს კრედიტზე – 40 ლარს.“


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 111/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.09.2013, №30341/02 წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-83 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი 192);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი 19);
თ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 33-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ეკოლოგია“ (დანართი 33);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 110/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და 28–ე მუხლის მე–5 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.07.2013, №71/01-01 და რექტორის 09.11.2013, №101/01-01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) მალხაზ მაცაბერიძე - სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) რევაზ გაჩეჩილაძე - სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი;
ე) ამირან ბერძენიშვილი - სრული პროფესორი;
ვ) დალი ოსეფაშვილი - სრული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ზ) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი;
თ) ნათია მონიავა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ი) რუსუდან სხირტლაძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
კ) გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტების და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი (არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 109/2013

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20.09.2013  №29172/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის 23.09.2013, №29666/02  წერილების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 147-ე, 149-ე, 150-ე, 151-ე, 157-ე, 161-ე, 163-ე, 165-ე, 168-ე, 172-ე, 174-ე, 178-ე   ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


2. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 190-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 108/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №29/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა  და თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის №29279/02, 20.09.2013 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №29/2013 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №2–ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №2).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 107/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების  შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013  წლის 29 ივლისის №85/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 სექტემბრის №103/2013 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა ( წერილები : 16.09.2013, №27833 და 13.09.2013, №27833) და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 12 სექტემბრის №110/01/02-01-75 წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) I ნაწილის „ზ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ა.ბ“ ქვეპუნქტი:


„ზ.ა.ბ) გიული ალასანია - სრული პროფესორი.“;


ბ) I ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ1“ ქვეპუნქტი:


„გ.ბ1) ქეთევან ლორთქიფანიძე - ასოცირებული პროფესორი.“;


გ) XIII ნაწილს დაემატოს „დ“ პუნქტი:


„დ) ვახტანგ ლიჩელი - სრული პროფესორი.“;


დ) ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების   I  ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი.


ე) ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების   XII  ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 106/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 აგვისტოს №96/2013 დადგენილებით განსაზღვრული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის წარდგინების დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინების მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/03-13) აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც, 2013 წლის 9 აგვისტოს №96/2013 დადგენილებით, საბჭოს მიერ ამავე დადგენილებით განსაზღვრულ საკონკურსო კომისიას დაევალა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაში ასახულ შენიშვნათა გათვალისწინებით, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა და აღნიშნული კანდიდატის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და 2013 წლის 9 აგვისტოს N96/2013 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №23594/02 წერილის და ამ კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველი ოქმების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2013 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტი (კახა ქეცბაიას ასოცირებულ პროფესორად არჩევის ნაწილში) დარჩეს ძალაში.


2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (ლელა გაფრინდაშვილი, კახა ქეცბაია) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 105/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა  და წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-8 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები  და წესი (დანართი 1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროს გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 104/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და  ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 29.07.2013, №85/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:


ა) არქეოლოგია


1.    გურამ გრიგოლია - თსუ ემერიტუს პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2.    ზვიად კვიციანი - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
3.    გურამ ლორთქიფანიძე - თსუ ემერიტუს პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
4.    კიაზო ფიცხელაური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი;
5.    თამარ ვეფხვაძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.


ბ) თურქოლოგია, აღმოსავლეთის ისტორია (თურქეთის ისტორია)


1.    გოჩა ჯაფარიძე - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2.    მარიკა ჯიქია - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3.    ნანი გელოვანი - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
4.    მირიან მახარაძე - თსუ ასოცირებული პროფესორი;
5.    ელისაბედ ბჟალავა - თსუ ასოცირებული პროფესორი;
6.    ნანული კაჭარავა - თსუ ასოცირებული პროფესორი;
7.    თეა წითლანაძე - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე.


2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 103/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013  წლის 13 მარტის №32/01-01 და 2013 წლის 18 ივნისის 60/01-01 ბრძანებებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №87/2013  და აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 აგვისტოს №88/2013 დადგენილებები) გადაწყვეტილებების (წერილი: №25133/02, 05.09.2013 და №24632/02, 03.09.2013) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:


ა) II ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:


„დ.ბ1) ირინა ხუციშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


ბ) VII ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ“ ქვეპუნქტი:


„დ.ბ) მარინა ქარჩხაძე - ასისტენტ-პროფესორი.”;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 102/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013  წლის 16 ივლისის №77/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 14 აგვისტოს №98/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: №25959/02, 09.09.2013)  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი დამატებები:


ა) II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“, „ა3“ და „ა4“ ქვეპუნქტები:


„ა2) ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
3) მალხაზ ჩიქობავა - ასოცირებული პროფესორი;
4) მურმან ცარციძე - ასოცირებული პროფესორი.“;


ბ) III ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:


„გ1) მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


გ) IV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:


„ე1) შალვა გოგიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
2) გულნაზ ერქომაიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


დ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“, „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:


„დ2) ნუგზარ პაიჭაძე - ასოცირებული პროფესორი;
3) ვასილ კიკუტაძე - ასოცირებული პროფესორი;
4) გიული ქეშელაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


ე) IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 ქვეპუნქტი:


„ბ1) ბაბულია მღებრიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


ვ) X ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“,  „დ2“, „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:


„დ1) იზოლდა ჭილაძე - ასოცირებული პროფესორი;
2) თეა მუნჯიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
3) მარინა მაისურაძე - ასოცირებული პროფესორი;
4) მერაბ ჯიქია - ასოცირებული პროფესორი.“;


ზ) XIII  ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:


„ა1) დემურ სიჭინავა - სრული პროფესორი.“;


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების   XIII  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 101/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 10.09.2013, №26238/02 და 09.09.2013 №25920/02 წერილების  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:


ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური სამუშაო (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 39-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 39);
ე) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
ვ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 47-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 47);
ზ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 49-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი 49);
თ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 50-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ (დანართი 50);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 57-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ (დანართი 57);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
მ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ნ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 763-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 200);
ნ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო  პროგრამა „მედიცინა” (დანართი 94);
ო) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)” (დანართი 96);


2.    შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ II ნაწილის „გ“ პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:


ა) „662. გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი).“.


3.   დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
5.    დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
რექტორი, აკადემიკოსი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 100/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 36–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ  რექტორის არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 16.08.2013, №23045/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნეს ვლადიმერ პაპავა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 99/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და  ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 16.07.2013, №77/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ჩუთლაშვილი ავთანდილ - თსუ რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბარათელი ნატალია - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ) ტუხაშვილი მირიან - სრული პროფესორი;
დ) ხარაიშვილი ეთერ - სრული პროფესორი;
ე) ღაღანიძე გიორგი - სრული პროფესორი;
ვ) თოდუა ნუგზარ - სრული პროფესორი;
ზ) პაპაჩაშვილი ნინო - ასოცირებული პროფესორი;
თ) საბაური ლევან - ასოცირებული პროფესორი;
ი) სეთურიძე რუსუდან - ასისტენტ-პროფესორი ( კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 98/2013

ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებასა და საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო–პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ნუგზარ სურგულაძე
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 97/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 22.07.2013, №20562/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნა ლელა გაფრინდაშვილის იმ სილაბუსების ჩაბარების უზრუნველსაყოფად, რომელიც არ ყოფილა წარმოდგენილი 2012 წლის 19 ივნისის N79/01-01 ბრძანებით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარებისას.


2. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას (შემდეგი შემადგენლობით: ანდრო ბარნოვი (კომისიის თავმჯდომარე), ნინო დურგლიშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), თამარ დოლბაია (კომისიის მდივანი), კომისიის წევრები: ავთანდილ ჩუთლაშვილი, ვასილ ბარამიძე, ნანა ტალახაძე, თამარ გაგოშიძე, რევაზ ჯორბენაძე, ალექსანდრე კუხიანიძე,  დაევალოს:


ა) ლელა გაფრინდაშვილის მიერ წარმოდგენილი სრული საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა-შეფასება და კონკურსანტის შეფასების ფორმის სრულყოფილად შევსება;
ბ) ლელა გაფრინდაშვილის მიერ კონკურსის პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, მისი მოწვევა გასაუბრებაზე და გასაუბრების ჩატარება;
გ) წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით ლელა გაფრინდაშვილისა და კახა ქეცბაიას კანდიდატურათა შედარება, აზრთა ურთიერთშეჯერება და კენჭისყრის ჩატარების საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენა;
დ) წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების პირობათა გათვალისწინებით - გამარჯვებული კანდიდატის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა;
ე) შესაბამისი სხდომის ოქმების წარმოება და სათანადო წესით გაფორმება.


3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას  დაევალოს გასატარებელი ღონისძიებების (გამარჯვებული კანდიდატის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა) დასრულება 2013 წლის 26 აგვისტომდე.


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (ლ. გაფრინდაშვილი, კ. ქეცბაია, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 96/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013  წლის 13 მარტის №32/01-01 და 2013 წლის 18 ივნისის 60/01-01 ბრძანებებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №87/2013  დადგენილების “ა” პუნქტი) გადაწყვეტილებების (წერილი: №21687/02, 01.08.2013) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:

 

ა) IV ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:


„ბ.ა1) ნოდარი ელიზბარაშვილი - სრული პროფესორი.“;


ბ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:


„ბ.გ) გიორგი მელაძე - ასოცირებული პროფესორი.“;


გ) IV ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:


„გ.ა1) ზურაბი სეფერთელაძე - სრული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებები

სრულად

დადგენილება N: 95/2013

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 49–ემუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის დათანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 31.07.2013, №21556/02 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 30.07.2013,№21500/02  წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 და 19 პუნქტები:

 

„18. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2013 წლის 29 ივლისის  №85/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.“.
„19. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2013 წლის 16 ივლისის  №77/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

დადგენილება N: 94/2013