საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც, 2014 წლის 14 აპრილის N39/2014 დადგენილებით, საბჭოს მიერ 2014 წლის 28 აპრილის N 41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით,  საკონკურსო კომისიას დაევალა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ასახულ შენიშვნათა გათვალისწინებით, გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და  მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და 2014 წლის 28 აპრილის N41/2014 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის 2014 წლის 16 მაისის № 15502/02 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:

 

ა) „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ბ.ა3“ ქვეპუნქტი:

 

„ბ.ა3) გიორგი ყიფიანი - ასოცირებული პროფესორი“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი        

სრულად

დადგენილება N: 43/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.05.2014, №15578/02 და 02.05.2014, №14143/02 წერილების  საფუძველზე,
 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 663-ე ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:


„663. დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (დანართი 219)“.


2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ (დანართი 83);


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 42/2014

 “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის,  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 11.04.2014, №12348/02; 27.02.2014 №6917/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 28.04.2014, №13663/02 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ - ,,დ“ ქვეპუნქტები (საკონკურსო კომისიის შემადგენლობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა)   შალვა აბზიანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან მაყაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
დ) დავით ჩარკვიანი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.“.

 

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (გ. ყიფიანი, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.

 

პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 41/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის  16.04.2014, №12885/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1);


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 40/2014

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, 28–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის,  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 11.04.2014, №12348/02; 27.02.2014 №6917/02  მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) დავით ჩარკვიანი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) შალვა აბზიანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
დ) ქეთევან მაყაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი.


2.  წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  საკონკურსო კომისიას დაევალოს:


ა) საჭიროების შემთხვევაში მისცეს საშუალება გიორგი ყიფიანს დააზუსტოს მის მიერ უკვე წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია (ამჟამად მოქმედი კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა)  და   აუცილებლობის შემხვევაში მოსთხოვოს გიორგი ყიფიანს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბ) გიორგი ყიფიანის მიერ წარმოდგენილი სრული საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა-შეფასება და კონკურსანტის შეფასების ფორმის სრულყოფილად შევსება;

გ) გიორგი  ყიფიანის მიერ  კონკურსის პირველი ეტაპის  გადალახვის შემთხვევაში, მისი მოწვევა გასაუბრებაზე და გასაუბრების ჩატარება;

დ) წინამდებარე  დადგენილების მე-2 პუნქტის   „ბ“  და  ,,გ“  ქვეპუნქტების  პირობების გათვალისწინებით, გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, თუ  რატომ  უნდა  აირჩეს  ან  არ  უნდა  აირჩეს  გიორგი ყიფიანი აკადემიურ თანამდებობაზე;

ე) შესაბამისი სხდომის ოქმების წარმოება და სათანადო წესით გაფორმება;


3.  წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას  დაევალოს გასატარებელი ღონისძიებების (გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა) დასრულება 2014  წლის 15 მაისამდე.


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის (გ. ყიფიანი, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 39/2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის  და იურიდიული დეპარტამენტის 10.04.2014,  №12046/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (შემდგომში – ,,მედალი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულ საპატიო ჯილდოს.


2. მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს:


ა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
ბ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


3. მედლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.


4. მედლის მინიჭების შესახებ წარდგინება და გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც.


5.  მედლის მინიჭებაზე პირის წარდგენა ხდება ამ პირის სიცოცხლეში.


6. მედალი, წინამდებარე დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის გარეშე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატს.
7. მედალი არ შეიძლება მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე (რექტორი, კანცლერი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) მყოფ პირებს, ასევე აკადემიური საბჭოს წევრებს და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და წევრებს, მათ მიერ ხსენებულ უფლებამოსილებათა შესრულების პერიოდში.


8. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 20 ივნისის N47/2012 დადგენილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.
9. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 38/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013  წლის 17 დეკემბრის №172/01-01 და უნივერსიტეტის რექტორის 2014  წლის 24 თებერვლის №36/01-01 ბრძანებებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი -რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 11.03.2014, №8611/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.


2. დაევალოს საკონკურსო კომისიას მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატაროს საკონკურსო პროცედურები და არაუგვიანეს 2014 წლის 8 მაისისა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 37/2014

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 5 თებერვლის №10/2010  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ" ქვეპუნქტის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის №11629/02, 04.04.2014 წერილისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №12376/02, 11.04.2014 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 5 თებერვლის №10/2010  დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების „LL.M  zu Köln“ თსუ-ში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2500 ლარის ოდენობით.“


2. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 5 თებერვლის №10/2010  დადგენილებაში და დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:


,,11.კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების  „LL.M zu Köln“ კიოლნის უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს ინდივიდუალურად, თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს შორის დამატებითი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით.“.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა         რექტორი, პროფესორი               

სრულად

დადგენილება N: 36/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013  წლის 17 დეკემბრის №172/01-01 და თსუ-ის რექტორის 2014  წლის 24 თებერვლის  №36/01-01 ბრძანებებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი-საქართველოს ისტორიის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 04.03.2014,  №7492/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:


ა) XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ პუნქტი:


„ბ3) აპოლონ თაბუაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 35/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 24.03.2014, №10186/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარი  (დანართი 1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 34/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10742/02, 28.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების  ცენტრის  შექმნის შესახებ”;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი“;


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,2. დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის“ დებულება (დანართი 1).


4. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი 1).


5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 33/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის № 10742/02, 28.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“;


2.  შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - გენდერის კვლევის ინსტიტუტი“;


3.  შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,2. დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის“ დებულება (დანართი 1).“.


4. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გენდერის კვლევის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №112/2012 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი N1).


5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 32/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 1 ივლისის
№76/2019 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების, მე-10 მუხლისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10508/02, 26.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრი“.


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის“ დებულება (დანართი 1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                          აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 31/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 1 ივლისის
№76/2019 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 2018 წლის
19 თებერვლის №57/2018 დადგენილებით


 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების, მე-10 მუხლისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10508/02, 26.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრი“. (19.02.2018, №57/2018)


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის“ დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №57/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა  რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 31/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 30 ივლისის  №186/2018 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 2018 წლის
19 თებერვლის №58/2018 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და 26.03.2014, №10574/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული -  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“. (19.02.2018, №58/2018)


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის -  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის“ დებულება  (დანართი №1). (19.02.2018, №58/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 30/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 30 ივლისის  №186/2018 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და 26.03.2014, №10574/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.    შეიქმნას “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი “.


2.    დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის“ დებულება (დანართი 1).


3.    აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 30/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
19.12.2016, №147/2016 დადგენილებით

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის და თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის №10634/02, 27.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის“ დებულება (დანართი 1).


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                               აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 29/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 14.03.2014, №9204/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის დებულება“ (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                               აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 28/2014

ოთარ ბაქანიძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  14.03.2014,  №9193/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის აღმავლობასა და წინსვლაში, ასევე, უკრაინული ლიტერატურის შესწავლისა და საქართველოში უკრაინისტიკის  განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ცნობილ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, უკრაინისტიკის ცენტრის  ხელმძღვანელს, პროფესორ ოთარ ბაქანიძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                               აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 27/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  31-ე მუხლის „ა“ პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ალექსანდრე თვარაძის 25.02.2014, №6394/02 წერილისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 07.03.2014, №09/01/02-01-75 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების  II ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 26/2014