საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებათა დანართის/დანართების,  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ვერსიების, ორიგინალ დოკუმენტთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს დოკუმენტის შესაბამისი პროექტის აკადემიურ საბჭოზე წარმდგენ თანამდებობის პირს/სტრუქტურულ ერთეულს.


2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებათა დანართის/დანართების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება, ასევე მისი ვებგვერდიდან აღება, მხოლოდ რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს ინიციატივით, უზრუნველყოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა.


3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს  კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6);
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი