საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს  ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილების, მე-11 მუხლის პირველი ნაწილის, 31-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა  და  თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 03.10.2014, №34608/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გადაყვანილ იქნეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანართი №1-ში მითითებული აკადემიური პერსონალი (დანართი №1);


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანილ აკადემიურ პერსონალთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი