საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ღ“  ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების  სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის №33896/02, 30.09.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“;


2. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012  დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.”


3. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012  დადგენილების 11 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,11. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დებულება (დანართი №1).“


4. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012  დადგენილების 11  პუნქტით დამტკიცებულ  დანართი №1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


5.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი