საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის №163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის 03.11.2014, №38068/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. მიღებულ იქნას დარღვევის არ არსებობის თაობაზე რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის №163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნა ინფორმაციის სახით (ცნობად).
2. განმცხადებლის (თსუ-ს პროფესორი ნინო კიღურაძე) მიერ მცდარი მოსაზრებების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად გადაეცეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“.
3. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი