საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  ქუთაისის სასწავლო ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
14.05.2018, №125/2018 და 12.11.2018, №217/2018
 დადგენილებებით


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №19802/02, 26.06.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ქუთაისის სასწავლო ცენტრი“.


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ქუთაისის სასწავლო ცენტრის“ დებულება (დანართი №1). (14.05.2018, №125/2018) (12.11.2018, №217/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 61/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის, მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, რექტორის 16.06.2014, №92/01-01 ბრძანების,  თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორების  15.04.2014, №12588/02 და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 19.05.2014, №15833/02 წერილების საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის (ჩამოყალიბების) მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყოს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნას ხსენებული საგანმანათლებლო მიმართულებების გაერთიანების გზით.


2. მართვის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის მიზნით აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის სარეორგანიზაციო ღონისძიებები) დასრულდეს არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.


4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლასთან ერთად.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 60/2014

შუშანა მარგველაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის  მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 18.06.2014,  №18981/02 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული დიდი დამსახურებისა, სამეცნიერო და  სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, აკადემიურ დოქტორს შუშანა მარგველაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 59/2014

რამაზ აბესაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 18.06.2014, №18981/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული დიდი დამსახურებისა, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, პროფესორ რამაზ აბესაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 58/2014

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის,  32–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 11.06.2014, №18211/02   წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №37/2012 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  პუნქტი:


„111. “სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ-ის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის  №79/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის ასაკობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.“


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 57/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 13.06.2014, №18422/02   წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი 6);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 7);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-8 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ელექტრონიკა“ (დანართი 8);     
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 12);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 23-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი 23);
კ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 26);
ლ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 31-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი 31);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 56/2014

ოტო ბალთაზარ ვილჰელმ შულტისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 12.06.2014,  №18267/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს, პროფესორ ოტო ვილჰელმ ბალთაზარ შულტს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 55/2014

სამსონ შათაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 12.06.2014,  №18301/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის, პროფესორ სამსონ შათაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 54/2014

მიხეილ ნიორაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 12.06.2014,  №18299/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს/ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის, პროფესორ მიხეილ ნიორაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 53/2014

ანდრო კაჭარავასათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 12.06.2014,  №18300/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს/ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის, დოქტორ ანდრო კაჭარავას მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 52/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის № 17565/02, 05.06.2014 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი “.


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის  ინსტიტუტის “ დებულება (დანართი 1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 51/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
19.02.2018, №56/2018 და 12.11.2018, №220/2018
 დადგენილებებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის № 17565/02, 05.06.2014 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი“. (19.02.2018, №56/2018)


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის  ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №56/2018) (12.11.2018, №220/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 51/2014

როზეტა ასათიანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის  მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და  რექტორის 05.06.2014,  №02/01-01-01-07 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული დიდი დამსახურებისა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი სასწავლო და კვლევითი საქმიანობისათვის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ როზეტა ასათიანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 50/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ" ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.05.2014, №16387/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი" (დანართი №1).


2. წინამდებარე დადგენილების მიზნებისთვის დამტკიცდეს ,,უცხო ენის ცოდნის განმარტება” (დანართი №2).


3. წინამდებარე დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი                

სრულად

დადგენილება N: 49/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
27.10.2014, №110/2014; 30.05.2016, №57/2016;
17.05.2017, №54/2017; 22.01.2018, №5/2018;
28.06.2018, №162/2018 დადგენილებებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ" ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.05.2014, №16387/02 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი" (დანართი №1). (27.10.2014, №110/2014) (30.05.2016, №57/2016) (17.05.2017, №54/2017) (22.01.2018, №5/2018)(28.06.2018, №162/2018)


2. წინამდებარე დადგენილების მიზნებისთვის დამტკიცდეს ,,უცხო ენის ცოდნის განმარტება” (დანართი №2).


3. წინამდებარე დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი      
                                                     

სრულად

დადგენილება N: 49/2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 22.05.2014, №16222/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

"3. სასწავლო წლის დაწყებამდე რექტორის ბრძანებით განისაზღვრება წინასწარი აკადემიური, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის, სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადები.“ 

 

2.  შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

 

"მუხლი 61. წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია


   
1. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის დაწყებამდე ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოაცხადონ წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სტუდენტის სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემის საშუალებით.
2. წინასწარი აკადემიური რეგისტრაცია ნებაყოფლობითია როგორც ფაკულტეტის, ასევე შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
3. რექტორის ბრძანებით წინასწარი აკადემიური რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში სტუდენტის მიერ რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, საგნების დარეგისტრირება შესაძლებელია აკადემიური რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ პერიოდში სასწავლო კურსებისათვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში.
4. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში უქმდება წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში არჩეული სასწავლო კურსები.
5. წინასწარ აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოცემული ფაკულტეტის დეკანის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

 

3.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

“მუხლი 16. შუალედური/დასკვნითი გამოცდა“.

 

4.  შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-16 მუხლში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 

„21. შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები:


ა) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, გამოცდის აღდგენა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში;
ბ) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამისი გამოცდის აღდგენა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის sაშუალებით (sms.tsu.ge) სტუდენტის მიერ გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდის აღდგენამდე ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს საგამოცდო ცენტრი. გამოცდის აღდგენა უნდა მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
გ) შუალედური გამოცდის აღდგენისათვის განკუთვნილი 2 კვირის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს ფაკულტეტის დეკანი."

 

5. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი   №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„გ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში.   გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი."

 

6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
8. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 48/2014

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 17 დეკემბრის №:172/01-01 ბრძანებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (რომანული ფილოლოგიის მიმართულებით) დასრულებულად ჩათვლის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 17 დეკემბრის №172/01-01 და უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 24 თებერვლის №36/01-01 ბრძანებებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი -რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის მიმართულება) კორესპონდენციის (2014 წლის 5 მაისის #14374/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის #11/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის (რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის მიმართულება) მუშაობა, კომისიის მიერ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №37/2014 დადგენილებით განსაზღვრული მითითებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის გაუთვალისწინებლობის გამო.


2. დასრულებულად ჩაითვალოს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 17 დეკემბრის №:172/01-01 ბრძანებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსი რომანული ფილოლოგიის (ასოცირებული პროფესორი - 1) მიმართულებით.


3. ეთხოვოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს იმსჯელოს რომანული ფილოლოგიის მიმართულებით ახალი კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობაზე.


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 47/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის აკადემიური მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ზემოხსენებული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასევე წარმოადგენს რა, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამდგენ და პერსონალის სამსახურში მიმღებ ორგანოს, მოქმედებს რა უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 15 მაისის N01/01/01-01-07 წარდგინების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დამსაქმებლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების (მე-11 მუხლის პირველი ნაწილის) მხედველობაში მიღების საფუძველზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს აქვს უფლებამოსილება დაადგინოს შინაგანაწესი და შექმნას ეთიკის ნორმები, ასევე მოქმედი კანონმდებლობით დამსაქმებლის ფუნქციის მქონე სუბიექტის - უნივერსიტეტის რექტორის წარდგინების (უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. მიღებულ იქნას დებულება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ (დანართი 1).


2. დადგენილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილებით დარეგულირებული საკითხი, როგორც შრომითი ურთიერთობების ცალკეული გარემოებები მიჩნეულ იქნეს შესაბამისი (მოქმედი) შრომითი ხელშეკრულებების პირობებად.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 46/2014

,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16  მარტის N25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №14751/02, 08.05.2014  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის N25/2011 დადგენილებაში:


ა) პირველი პუნქტის დანართი 1-ით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის’’ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

,,ბ) აკადემიური წერა (კვლევის მეთოდების კომპონენტებით, 0-15 კრედიტი; სავალდებულო სალექციო კურსი მათთვის, ვისაც აკადემიური წერა  და/ან კვლევის მეთოდები წინა საფეხურზე არ გაუვლია);
გ) მინიმუმ ერთი სემინარი  (10-30 კრედიტი, სავალდებულო);“.

 

ბ) პირველი პუნქტის დანართი 3-ით დამტკიცებული ,,სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანის’’ „სემინარის“ პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

,,სემინარი (10-30 კრედიტი) – თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვა სადოქტორო პროგრამის გაერთიანების შედეგად იქმნება სადოქტორო სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ შესაბამისი სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები (კოორდინატორები), სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელები და დოქტორანტები; სემინარების რაოდენობას განსაზღვრავს ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება. სემინარის ორგანიზებას ახდენს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური. შესაძლებელია, შეიქმნას ინტერდისციპლინური და ინტერფაკულტატური სემინარები“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 45/2014

,,აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N128/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №14751/02, 08.05.2014  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. შევიდეს ცვლილება ,,აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N128/2012 დადგენილებაში და დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. ამ დადგენილებით ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარება მოხდეს შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარდგინების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილი წესით, სტუდენტთა ინტერესის მაქსიმალური დაცვით."

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 44/2014