საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №63/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 ნოემბრის №33710/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის №16 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №63/2020 დადგენილების პირველი პუნქტის „ი.გ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 

სრულად

ბრძანების N: 109/2023

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1189/01-04

ფილმი "გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო" GOLD კატეგორიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მონაწილეობისთვის შეირჩა

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით "მეცნიერების პოპულარიზაციისთვის" დაფინანსებული თსუ-ს ბაზაზე გადაღებული ფილმი "გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო"   GOLD კატეგორიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მონაწილეობისთვის შეირჩა.

 History, Arts and Sciences International Doc Fest ათენში გაიმართება.

ფილმი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების აღმოჩენას ეძღვნება, რომელსაც  პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. ფილმის რეჟისორია ლელა წიფურია, ოპერატორი გიორგი ხაბურძანია. 

ფილმი დამონტაჟებულია მულტიმედია ცენტრში. მემონტაჟე ზაზა ჩხეტიანი.

 

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა  XVII  ვორქ-შოპი ქიმიაში

ქიმიის   დეპარტამენტში    სტუდენტთა   XVII     ვორქ-შოპი ჩატარდება    დეკემბერის მეორე ნახევარში.  ვორქ-შოპში მონაწილეობის  მსურველებს  გთხოვთ, ინფორმაცია (თემის დასახელება, სტუდენტის  სახელი,  გვარი,   სწავლების საფეხური,  ხელმძღვანელის სახელი,  გვარი)  მოგვაწოდოთ  15 დეკემბრის   18:00  საათამდე მისამართზე:

marina.karchkhadze@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშიამ  წარმატებული გეოგრაფები  დააჯილდოვა

 თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის წარმატებული მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და პედაგოგები ვახუშტი ბაგრატიონის მედლით დააჯილდოვა.

 

საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფია - წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართა, რომელსაც თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ინსტიტუტის დაარსების ისტორიაზე, სამეცნიერო-კვლევით მიღწევებზე, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე, კვლევებზე, აღმოჩენებზე და ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, გეოგრაფიის ინსტიტუტი მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. “ჩვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის არსებითია, რომ ეს ინსტიტუტი ჩვენს შემადგენლობაშია, ვინაიდან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 90-წლიანი არსებობის მანძილზე მნიშვნელოვან როლ ასრულებს გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში, უნიკალურია ის გამოცემები და არქივი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ინსტიტუტის საქმიანობის შედეგად დაგროვდა“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

კონფერენციის მიზანი იყო ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და თანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიის სფეროში მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისა და ინოვაციური მიმართულებების განვითარების მიზნით. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება Georgian Geographical Journal-ის სპეციალურ ნომერში.

 

გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვახუშტი ბაგრატიონის მედლით დაჯილდოვდნენ: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი ჟანა ზონენაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი კუკური თავართქილაძე, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი მეგი შენგელაია, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გულიზა ლიპარტელიანი, გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ ხაზარაძე, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი მარინე ბოკერია, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ბელაძე.

სრულად

ბრძანების N:

ზურაბ დავითაშვილი -70

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 

 

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „რუსეთის ომი უკრაინაში და საერთაშორისო წესრიგი“; პანელური დისკუსიები თემებზე „რუსეთ - უკრაინის ომი და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი“; „ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“ გაიმართა.

 

ღონისძიებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

 

იუბილეზე ახალ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, თსუ-დან და მეგობარი უნივერსიტეტებიდან, საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

სრულად

ბრძანების N:

დაწყებითი განათლების საბაკალვრო -სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საგანმანათლებლო ვიზიტი

28 ოქტომბერს, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების საბაკალვრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტს ხელმძღვანელობდა პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ჭკუასელი.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და მათ შორის სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ილისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ 22-ე მუხლის პირველი, მე-2, პუნქტების, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული  „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის მე-1 4 მუხლის  პირველი , მე-2,  პუნქტების , სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 ოქტომბრის N32089/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  2023 წელს  პროფესიულ  სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და მათ შორის სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს დანართი N1 შესაბამისად.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსების   უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 257/01-01 

პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

პროფესორ ზურაბ დავითაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა საერთაშორისო წესრიგზე" 

იხ. პროგრამა 

სრულად

ბრძანების N:

2023/2024 სასწავლო წლისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 30159/10; 12.10.2023) საფუძველზე.

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 13 ოქტომბერს. 3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ ჭელიძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

გ) მედეა ბადაშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. ნათია კალანდაძე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 244/01-01

"თსუ" სუპერთასის მფლობელია 

თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალთბურთო გუნდი "თსუ" სუპერთასის მფლობელია. 

 ჩვენმა გუნდმა  ანგარიშით 108:70 დაამარცხა "ბათუმი" და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა.

 სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ კახა ჯინჭარაძე დასახელდა, რომელმაც  49  ქულა მოაგროვა და  უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

სრულად

ბრძანების N:

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე თსუ-ში

 

         ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და და საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას  საქართველოს პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები,  სერვისის მიმწოდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და  გამოწვევებზე ისაუბრეს.

          ღონისძიებაზე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროფესიული და აკადემიური  წრის წარმომადგენლებმა ფსიქიკური აშლილობებისა და ფსიქოსოციალური უნარშეზღუდულობის მქონე პირების უფლებებზეც ისაუბრეს; კერძოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებისგან დაცვის უფლებაზე, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მაღალი ხარისხის მოვლის უფლებასა და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლებებზე, იმ ეტაპებზე, რომელიც  გაიარა საქართველომ.

            „მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უნივერსიტეტის კედლებში  მიმდინარეობს დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, რადგან ჩვენ ვემსახურებით ახალგაზრდა თაობის აღზრდას და მათ უნდა მონაწილეობა მიიღონ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტი იქნება,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

           შეხვედრაზე განიხილებოდა პრობლემის გადაჭრის გზები,  სამომავლო გეგმები და გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგროვილი.

1992 წლიდან 10 ოქტომბრის აღნიშვნის მთავარი მიზანი  ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება იყო. ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ძირითადი უფლება, რომელიც  ყველა მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, აძლევს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის  უმაღლეს სტანდარტზე წვდომის უფლებას. 

     10 ოქტომბერი შესაძლებლობას აძლევს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს, ისაუბრონ ღიად და გახსნილად გამოწვევებზე, შედეგებზე, წარსულ გამოცდილებასა და მომავალ გეგმებზე, რათა  ფსიქიკური ჯანმრთელობა  რეალურად იყოს ხელმისაწვდომი და უმთავრესი უფლება ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში.

 

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“ გაიხსნა, რომელიც გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრისა და ისრაელის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, დარგის უცხოელი სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სრულად

ბრძანების N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა კონფერენციაში “EU-SAFETY 2023”

2023 წლის 5-6 ოქტომებრს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, ევროკავშირის ორგანიზებით, ტრავმატიზმის პრევენციისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი მიძღვნილი, რიგით მე-11 კონფერენცია “EU-SAFETY 2023” გაიმართა. კონფერენციამ გააერთიანა აღნიშნულ დარგში ევროპის წამყვანი მკვლევარები, პოლიტიკოსები და დარგის ექსპერტები. ღონისძიება გახსნა ისლანდიის პრეზიდენტმა - გუდნი იეჰანესონმა. მონაწილეებს მიესალმენ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი - უილუმ ბორ ბორსონი და ჯანმრთელობის  დირექტორი - ალმა მოლერი. საკონფერენციო თემატიკა მოიცავდა ტრავმატიზმის პრევენციის პრიორიტეტულ მიმართულებებს: ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოება, ხანდაზმულთა უსაფრთხოება, საწარმოო ტრავმატიზმი, სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევები, სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები. დარგის ექსპერტებმა მსმენელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ტრავმატიზმის ეპიდზედამხედველობის, კვლევების დაგეგმვისა და რისკის შეფასების საკითხში.

კონფერენცია  ორი დღის განმავლობაში, სამი პარალელური სესიის ფორმატში მიმდინარეობდა. 50-ზე მეტი პრეზენტაცია იქნა წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ. თსუ მედიცინის ფაკულტეტი 2017 წლიდან მონაწილეობს აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ  საერთაშორისო კვლევით პროექტში  (iCREATE: Increasing Capacity in Injury Research in Eastern Europe). საქართველოს მხრიდან  სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის  პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ სტუდენტმა ქეთევან ახობაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს iCREATE ჩართული ქვეყნების (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, სომხეთი) წარმომადგენლებმაც. მათ მიერ ასევე წარდგენილი იქნა  პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები.  კონფერენციის პარალელურად ჩატარდა პარტნიორების შეხვედრა, სადაც განხილლული იქნა დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მომდევნო ეტაპები.

 

სრულად

ბრძანების N:

გადავადებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე დაშვებულ სტუდენტთა რიგითობა

საჯარო სამართლის მიმართულება:

18 ოქტომბერი 2023 წ., 14:30 საათი, 310 აუდიტორია , თსუ II კორპუსი.

 

  1. 590011232**

 

სისხლის სამართლის მიმართულება:

20 ოქტომბერი 2023 წ., 13:00 საათი, 129 აუდიტორია, თსუ II კორპუსი.

 

  1. 550010291**
  2. 330010730**
  3. 010050335**
  4. 010050434**
  5. 300010102**

 

კერძო სამართლის მიმართულება:

25 ოქტომბერი  2023 წ., 15:00 საათი, 119 აუდიტორია, თსუ II კორპუსი.

 

  1. 140010285**
  2. 590011213**
  3. 010080564**
  4. 030010194**
  5. 010240885**
  6. 010080630**
  7. 480010241**
  8. 140010268**
  9. 590011110**
  10. 010010830**
სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაინიშნონ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში უნივერსიტეტის თანამშრომლები დანართში წარმოდგენილი სიის შესაბამისად (დანართი N1).

2. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ პასუხისმგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების გადაბარება ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე. 3. საგრანტო პროექტის ხელმძღვანელებმა, მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა და ფაკულტეტების რესურსების მართვის სამსახურის უფროსებმა, საგრანტო პროექტის ვადის დამთავრებისთანავე, უზრუნველყონ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მატერიალური ფასეულობების გადაცემა უნივერსიტეტისათვის. შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა, თავისდროულად უზრუნველყოს გადმოცემული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და მიმაგრება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე.

4. მატერიალურად პასუხიმგებელ პირებს დაევალოთ თავისი საქმიანობა წარმართონ მოქმედი კანონმდებლობით, უნივერისტეტის სხვა შესაბამისი შიდასამართლებრივი აქტებითა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 სექტემბრის N274/02-01 ბრძანების შესაბამისად.

5. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

7. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;

8. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესაბამისის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 286/02-01

სამეცნიერო კონფერენცია: „სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობა“

2023 წლის 16 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობა“. კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი კონფერენციაში მონაწილეობისათვის იწვევს სამცხე-ჯავახეთის ისტორიისა და კულტურის ყველა მკვლევარს. კონფერენციის თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით. კონფერენციაში მონაწილების მსურველებმა საორგანიზაციო ჯგუფის სახელზე უნდა გამოაგზავნონ თეზისი ქართულ ენაზე (მაქს. მოცულობა-600 სიტყვა). 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 4 დეკემბერი. თეზისი უნდა შეიცავდეს: მოკლე ინფორმაციას მომხსენებლის შესახებ, მოხსენების სათაურს, მოხსენების ძირითად ტექსტს. 

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ეგიდით. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტი. 599232407; 599163767. 

ელ.ფოსტა: bondo.kupatadze@tsu.ge; nino.silagadze@tsu.ge.

 

სრულად

ბრძანების N:

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა V სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 20 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა V სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია, ლიტერატურული ურთიერთობები, პედაგოგიკა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის  30 ოქტომბრამდე მოხსენების თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

თეზისები.

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

თეზისის მოცულობა: 300 სიტყვამდე.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებების თეზისებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

საკონტაქტო პირი:  ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი

ელ. ფოსტა: levan.beburishvili@tsu.ge

ტელ.: 593162044

სრულად

ბრძანების N:

საქართველოს ეროვნული აკადემიის წ.კ. გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“

9-11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტი, მსოფლიო ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა და ისრაელის ცენტრი გამართავენ საქართველოს ეროვნული აკადემიის წ.კ.  გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „კულტურულ-საისტორიო ძიებანი“.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. მოსაწვევსა და კონფერენციის პროგრამაში.

 

სრულად

ბრძანების N: