,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-6, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მ. კაკაბაძის 2022 წლის 8 თებერვლის N2316/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 3 თებერვლის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი
ა) თინათინ კვაჭაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) ქეთევან ჯანდიერი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) თამუნა გვიანიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი
ა) ია კირვალიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) ქეთი ცომაია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) ინგა სიხარულიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი
ა) ზურაბ ბუკია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბ) რუსუდან ჯოჯუა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) მარინე ერემაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
დ) ზანდა ბედინაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ე) ნანა წიქორიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 14 თებერვლიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე